1886-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1892 წლის 24 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 26 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1895 წლის 23 აპრილს ჯუგაანის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად განამწესე და ამავე წლის 27 ნოემბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1898 წლის 13 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1900 წლის 5 მაისს და 1902 წლის 5 თებერვალს სკოლაში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1904 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1908 წელს სიღნაღის მაზრის სამრევლოსაეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს.
1912 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. ამავე წლის 27 დეკემბერს ქვემო მაჩხაანის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 5 იანვარს ქვემო მაჩხაანის სასოფლო ბანკის ამხანაგობის თავჯდომარედ აირჩიეს.
1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
გვ235
მენთეშაშვილი - გვარის 34 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
მენთეშაშვილი იოანე - მღვდელმონაზონი.
2024 წლის 31 მარტს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა; სოფ. წვიმოეთის (ხაშური) წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრი;
2024 წლის 31 მარტს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერ-დიაკონი იოანე (მენთეშაშვილი).
მღვდელ-მონაზონი იოანე დადგინდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წვიმოეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.
მენთეშაშვილი დიმიტრი მედავითნე 1881წ. ნაციხვარი (თუშეთი, პირიქითა ხეობა) წმიდა გიორგის, ნათლიმცემლის ეკლესია 1878წ. არანისი (დუშეთი) ღვთისმშობლის ხარების ეკლესია
1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1902 წლის 10 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 12 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და კარდენახის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში განამწესა. ამავე წლის 17 მარტს კარდენახის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა.
1904 წლის 31 აგვისტოს არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1911 წლის აღდგომას საგვერდულით
დაჯილდოედა. 1914 წლის 30 აპრილს სკუფია უბოძეს. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ამავე წლის ზაფხულში, სიღნაღის მაზრის V
ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრისა და 1920 წლის 27 ივნისის გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე. დეკანოზი მიხეილი 1925 წელს გარდაიცვალა.
მენთეშაშვილი იოანე ქრისტეფორეს ძე - მღვდელი.
გარდ. 1924წ.
1886-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1892 წლის 24 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 26 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1895 წლის 23 აპრილს ჯუგაანის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად განამწესე და ამავე წლის 27 ნოემბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1898 წლის 13 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1900 წლის 5 მაისს და 1902 წლის 5 თებერვალს სკოლაში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1904 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1908 წელს სიღნაღის მაზრის სამრევლოსაეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს.
1912 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. ამავე წლის 27 დეკემბერს ქვემო მაჩხაანის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 5 იანვარს ქვემო მაჩხაანის სასოფლო ბანკის ამხანაგობის თავჯდომარედ აირჩიეს.
1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
გვ235
მენთეშაშვილი ვ. (მღვდელი) ქვემო მაჩხაანი, ქართული ბიბლიოთეკის დაარსება. ივერია 1889.-17 დეკ., N269, გვ.2
მენთეშაშვილი იოსებ (წმ. ნინოს მონასტრის მთავარდიაკვანი) ახალი განათლება. 2009. 29 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, N32, გვ.7
მენთეშაშვილი ისაკ (ყარამან) მღვდელი, 1900-იანი წლები სრულად ნახვა
მენთეშაშვილი ისაკ (ყარამან) მღვდელი, 1900-იანი წლები კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. თბილისი, 2013. 1987-5045 31 იანვარი - 13 თებერვალი, N3 (219), გვ.56-58