1879-1882წ. წინამძღვარი მღვდელმონაზონი ვარძია (ასპინძა) ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი
მღვდელ-მონაზონი მარტირი წულუკიძე 1827 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად შედგომის სურვილით მონასტერში მივიდა. 1859 წლის 24 ოქტომბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღიკვეცა და სახელად მარტირი ეწოდა. ამავე წლის 1 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და მარტყოფის ღვთაების მონასტერში განამწესეს. 1865 წლის 11 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი. 1867 წლის 22 აპრილს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაინიშნა. 1868 წლის 31 მარტს, მამა მარტირმა მონასტერს ახალი ხატები შესწირა, რის გამოც მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. ამავე წლის 9 ივლისს ხაზინადრად დაადგინეს. 1871 წლის 27 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 18 ივლისს მარტყოფის მონასტერში გადაიყვანეს. 1876 წლის 22 აპრილს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1877 წლის 19 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1881 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1882 წლის 20 ივნისს ეგზარქოსების სამლვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაინიშნა. 1883 წლის 31 ივლისს წითელი 2 ჯვრის საზოგადოებამ თავისიივრით დააჯილდოვა. 1884 წლის 7 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1884 წლის 8 ივნისს დავით გარეჯის ლავრაში გადაიყვანეს. 1885 წლის 5-24 იანვრიდან მარტყოფის მონასტერშია. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაინიშნა და ხაზინადრობა ჩააბარეს. 1887 წლიდან შიომღვიმის '" მონასტერში განამწესეს და იქაც ხაზინადრობა დაევალა. 1893 წელს ახტალის მონასტერში გადაიყვანეს, მღვდელ-მონაზონი მარტირი 1896 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა.


