სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მახარაძე თომა მღვდელი



მახარაძე  თომა მეფსალმუნე, პრიჩეტნიკი 1869წ. გონებისკარი (კარისყური, ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1871წ. კარისყური (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1875წ. უჩხუბი, სტეფანწმიდა (ოზურგეთი) წმიდა სტეფანეს ეკლესია

შვილი გერასიმე თომას ძე მახარაძე დაიბადა 1881 წელს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ გომში; მამა იყო მღვდლის შვილი, მაგრამ მეურნეობას მისდევდა; ეროვნებით ქართველი.

1888 წელს შევიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1894 წლიდან, სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში.

იმის გამო, რომ ქუთაისის სასულიერო სემინარია 1893 წელს იყო დაარსებული, იქ ჯერაც არ იყო ჩამოყალიბებული მკაცრი რეჟიმი და სემინარისტები შედარებით თავისუფლებით სარგებლობდნენ; მათ პირველსავე წელს ჩამოაყალიბეს თვითგანვითარების წრე ქუთაისის გიმნაზისტებთან ერთად.

გერასიმე მახარაძე ღვთისმსახურებისას წესების დარღვევის გამო მესამე კურსიდან წელიწად-ნახევრით გარიცხეს სემინარიიდან, მაგრამ მის მხარდასაჭერად სემინარისტებმა უწესრიგობა მოაწყეს და იგი ისევ დააბრუნეს.

1901 წელს, სემინარიის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფოს ხარჯზე გაგზავნეს სასულიერო აკადემიაში, მაგრამ მან აკადემიაში სწავლაზე უარი თქვა და ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, სადაც ჩაერთო სტუდენტურ მოძრაობაში; სწავლის პარალელურად დაიწყო მარქსიზმის საფუძვლების შესწავლა და არალეგალურ ორგანიზაციაში მუშაობა, რომელსაც „რადიკალების სალარო“ ერქვა და მართალია, პარტიულ ორგანიზაციას არ წარმოადგენდა, მაგრამ უნივერსიტეტში სტუდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა.

სტუდენტურ დემონსტრაციასა და ობსტრუქციაში მონაწილეობის გამო გერასიმე მახარაძე 1902 წელს 3 თვით იყო დაპატიმრებული, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და პეტერბურგიდან გაასახლეს.

იმავე წელს შევიდა იურიევის (დორპატის/ტარტუს) უნივერსიტეტში იურიდულ ფაკულტეტზე. ამ დროისათვის უნივერსიტეტში არსებობდა ორგანიზაცია „გაერთიანებული სათვისტომოებისა და ორგანიზაციების საკავშირო საბჭო“, სადაც გაწევრდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს სახელით. რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების შემდეგ ორგანიზაციამ დიდი საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო, რის გამოც გერასიმე მახარაძე მეორედ დააპატიმრეს და შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ კავკასიაში დააბრუნეს პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ.

1904 წელს ჩავიდა ბაქოში და მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში პროპაგანდისტად.

1905 წლისთვის მუშაობდა გურიაში, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გურიის კომიტეტის წევრად; მონაწილეობდა რევოლუციასა და "გურიის რესპუბლიკის" ჩამოყალიბებაში.

რევოლუციის დამარცხების და რეაქციის დაწყების შემდეგ გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში.

1906 წლიდან მუშაობდა ტფილისში, რსდმპ ტფილისის კომიტეტში, პარალელურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში.

1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი.

1907 წელს გერასიმე მახარაძე აირჩიეს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად.

1907 წლის 3 ივნისს მეორე სახელმწიფო სათათბირო დაშალეს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დეპუტატები პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის დებულების 100-ე და 102-ე მუხლებით, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით.

გერასიმე მახარაძეს ოთხი წლით კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუცვალეს ექვსი წლით ციხეში პატიმრობით.

სასჯელს იხდიდა ნიკოლაევში, ხერსონის საგუბერნიო ციხეში 1908-1910 წლებში.

1911-1913 წლებში იმყოფებოდა ვილეისკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

1913 წელს გადაასახლეს ციმბირში ტასეევოში (კანის მაზრა, ბიისკის გუბერნია), ორ-ნახევარ წელს იყო გადასახლებულთა კოლონიის თავჯდომარე.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე არალეგალურად გადავიდა ირკუტსკში; იქ მიუსწრო რევოლუციამ.

მარტში დაბრუნდა პეტერბურგში, მეორე სახელმწიფო სათათბიროს გადასახლებულ წევრებთან ერთად. მაისამდე მუშაობდა პეტერბურგის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომში.

1917 წლის მაისში დაბრუნდა ტფილისში, სადაც მუშაობდა ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში თავმჯდომარის მოადგილედ.

1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის, ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.

1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გარეშე საქმეთა და შრომის კომისიების წევრი.

1919 წლიდან იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი.

1921 წლის 7 მაისიდან, საქართველოსა და რსფსრ-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების და რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, იყო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი რსფსრ-ში.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ჩამოშორდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას.

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკამ) გერასიმე მახარაძე 1921 წლის 14 ივნისს დააპატიმრა, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.

მომდევნო წლებში დააარსა და მუშაობდა „პოლიტკატორღელთა საზოგადოების“ არტელში.

1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით, ზეწოლის გზით მოახერხა მიეღო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისა და სხვა მოწინააღმდეგე პარტიების ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, აღიარებითი ჩვენებები, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური პარტიული „ცენტრები“ („მენშევიკების“, „ესერების“, „ფედერალისტების“ ...), რომლებიც კვლავ გაერთიანდნენ „პარიტეტულ კომიტეტში“ და მიზნად დაისახეს შეიარაღებული გადატრიალება და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა.

გერასიმე მახარაძე დააპატიმრეს 1937 წლის 4 მარტს „კონტრრევოლუციური მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით. ძიებისას ზეწოლის შედეგად 13 ივნისს მისგან სასურველი ჩვენება მოიპოვეს.

1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ გერასიმე მახარაძეს დახვრეტა მიუსაჯა.

დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს.

წყაროები:

საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #108; საქმე #109; ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #155; საქმე #157; საქმე #187; საქმე #1382; ფონდი #2117, ანაწერი #1, საქმე #318, გვ. 10, გვ. 87.

საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი #566, ანაწერი #2, საქმე #93.

სტალინური სიები საქართველოდან - ელექტრონული მონაცემთა ბაზა. კვლევა ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები - საქართველოს შსს არქივი და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალი".

ციხე და ეტაპი; ნაწყვეტები დღიურიდან, გ. მახარაძე. კატორღა და ციმბრი, ,,პოლიტკატორღელი" 1935 წ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საისტორიო ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს ფოტო-კარტოთეკა.

მახარაძე - გვარის 33 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მახარაძე ვარლაამი  (ვარლამ მელიტონის ძე)  მიტროპოლიტი
მახარაძე ვარლაამი (ვარლამ მელიტონის ძე) - მიტროპოლიტი. დაბ. თბილისი 1897წ  ბიოგრაფია სრულად ნახვა
მახარაძე ნიკოლოზ (ხუტა) ღენტორის ძე  მიტროპოლიტი
მახარაძე ნიკოლოზ (ხუტა) ღენტორის ძე - მიტროპოლიტი. დაბ. ქუთაისი 1932-2008წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
მახარაძე

სრულად ნახვა
მახარაძე მათე - მღვდელი.
მახარაძე კონსტანტინე - მღვდელი.
მახარაძე იესე - დიაკონი.
მახარაძე გიორგი - მედავითნე.
მახარაძე თომა - მღვდელმონაზონი. 1972-2018წწ სრულად ნახვა
მახარაძე თეკლა (ნინო) - სამონაზვნე. 2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა. სრულად ნახვა
მახარაძე თევდორე - მედავითნე. სრულად ნახვა
მახარაძე თომა - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე ოქროპირი - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე იოაბი - დიაკონი. სრულად ნახვა
მახარაძე სიმონ პეტრეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე იესე - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე გაბრიელ ლაზარეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე იაკობი - მედავითნე. სრულად ნახვა
მახარაძე ზაქარია - დეკანოზი. სრულად ნახვა
მახარაძე ესტატე - მედავითნე. სრულად ნახვა
მახარაძე ბარნაბა - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე ერასტო - მედავითნე. სრულად ნახვა
მახარაძე ბარბარე - სქემმონაზონი. სრულად ნახვა
მახარაძე ევგენია - მონაზონი. სრულად ნახვა
მახარაძე ამბაკო - მედავითნე. სრულად ნახვა
მახარაძე ნიკოლოზი - ბერი. სრულად ნახვა
მახარაძე გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
მახარაძე ნიკიფორე - მედავითნე. სრულად ნახვა
მახარაძე მიქაელი (მამუკა) - დეკანოზი. 2012 წლის 30 დეკემბერს, დიაკვნად ხელდასხმა. სრულად ნახვა
მახარაძე ევპრაქსია  მონაზონი 
მახარაძე ერმოლაოზი მონაზონი 
მახარაძე იოანე 1875 წელი მღვდელი: სოფელი სამება. წმინდა სამების სახელობის ეკლესია
მახარაძე მღვდელი  1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.