სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში ავტ. გიორგი მაჩურიშვილი ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში ავტ. გიორგი მაჩურიშვილი
ბმულის კოპირება

წიგნები

გვარი მაჩურიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

119       ბეჭდვა

ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში ავტ. გიორგი მაჩურიშვილი

გიორგი მაჩურიშვილი 

ალავერდის ეპარქია

1917-2007  წლეებში 

თბილისი 2009 წელი


ნაშრომი საარქივო მასალების საფუძველზე მოგვითხრობს  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ უძველეს, ალავერდის ეპარქიის ისტორიას 1917-2007 წლებში. იგი  განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის. 

რედაქტორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  სერგო ვარდოსანიძე 

რეცენზენტი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი


ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ლუარსაბ ტოგონიძეს 

დამკაბადონებელი: გიორგი კაკაბაძე


ISBN 978-9941-0-1177-1 

გამომცემლობა „ალილო


სარჩევი


შესავალი  5 

ალავერდის ეპარქია 191730 წლებში 7

ალავერდის ეპარქია 1930-50 წლებში  43 

ალავერდის ეპარქია 1950:93 წლებში 64 

ალავერდისეპარქია 1993წლიდან  74 

ალავერდელი ეპისკოპოსები და სასულიერო მოღვანეები  88 

ალავერდის ეპარქიაში მოღვაწე გამორჩეული სასულიერო პირები 136 

ალავერდის ეპარქიის სამრევლოები და იქ მოღვაწე სასულიერო პირები 1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით  154 

ალავერდის ეპარქიის მონასტრებში დასაფლავებულ პირთა პანთეონი 236 

დამოწმებული წყაროები, ლიტერატურა  240

შესავალი  

ალავერდის საეპისკოპოსო კათედრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიაა საქართველოში. მისი ეს სახელწოდება დაკავშირებულია ეპარქიის საკათედრო ტაძართან და მონასტერთან, რომელიც VI საუკუნის შუა ხანებში დაარსა სირიელმა მისიონერმა წმინდა იოსებ ამბა ალავერდელმა, წმინდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთმა მოწაფემ. ტერმინი ,,ამბა” სირიულია და მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდების შესატყვის წარმოადგენს. ამ ზედწოდებას ალავერდელი ეპისკოპოსები იმის გამო ატარებდნენ, რომ ისინი მონასტრის წინამძღვრებადაც ითვლებოდნენ. 

XI საუკუნის დასაწყისში, კახეთ-ჰერეთის მეფემ, კვირიკე II-მ ალავერდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი, რომელიც ჯვართამაღლების სახელწოდებითაა ცნობილი.

1104 წელს, კახეთის შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს სამსახურში ჩააყენა. 

ალავერდის ეპარქიის საზღვრები იყო: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - მდინარე თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით - კახეთისა და ცივ-გომბორის ქედები. თიანეთიდან ალავერდის ეპარქიაში შედიოდა ფშავხევსურეთი და თუშეთი. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა: ძველი შუამთის ყოვლადწმინდის საწინამძღვრო ეკლესია, ორმეოც მოწამეთა საყდარი ოჟიოში, ყოვლადწმინდის საყდარი ხორხელში, მთლიანად ან ნაწილობრივ კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანური, ჩიბინიანი, ალავერდული, წინანდალი, ველისციხე და სხვა სოფლები. 

XVI საუკუნეში ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის წოდება მიიღეს. 1616 წელს, ალავერდი და მისი მამულები ირანის მმართველმა, შაჰ-აბას | დაარბია. XVII საუკუნის შუა ხანებში, თურქმანთა მომთაბარე ტომებმა ეპარქიის კუთვნილი ადგილ-მამულები საძოვრებად, ხოლო ალავერდის ტაძარი - ციხედ გადააქციეს.

1659 წელს აჯანყებულმა კახელებმა თურქმენები გარეკეს, მაგრამ მტრისაგან მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ XVII საუკუნის ბოლომდე საეპისკოპოსო ვერ აღდგა. XVII-XVIII საუკუნის მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. 1735 წელს კი ნადირ-შაჰმა ააოხრა. 

1784 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ I-ის ლოცვა-კურთხევით, ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად პეტერბურგში აკურთხეს ერეკლე II-ის შვილი - თეიმურაზი, ანტონ II-ის სახელით.

1788 წელს, ანტონ II-ე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა და პატრიარქობასთან ერთად ალავერდის ეპარქიის მმართველობაც შეინარჩუნა. ამ ორი კათედრის გაერთიანებამ ხელი შეუწყო საეპისკოპოსოს სამეურნეოეკონომიურ დაწინაურებას, რაც გაგრძელდა 1811 წლამდე, ანტონე II-ე კათოლიკოსის რუსეთში გადასახლებამდე. ამავე წლის 14 ივლისს ალავერდის ეპარქია ჩააბარეს ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს (მაყაშვილი), ხოლო 1814 წლის 30 აგვისტოდან 1817 წლის 14 მაისამდე სამწყსოს განაგებდა

გვ 5

ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი  


მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური). ამავე წლიდან, მისი გადასახლების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ ალავერდის ეპარქია გააუქმა და  დროებით შეუერთა ბოდბის ეპარქიას, რომელსაც გარდაცვალებამდე განაგებდა მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი), რომელიც 1837 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ, მთელი 50 წელი, ეპარქიას მართავდნენ რუსი ეგზარქოსები. 1886 წლის 1 მარტს ეგზარქოს პავლეს (ლებედევი)  მმართველობის დროს, რუსეთის წმინდა სინოდმა ალავერდის საეპისკოპოსო კათედრა აღადგინა. ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი იყო  სამეგრელოს ქორეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), რომელიც მოღვაწეობდა 1898 წლამდე. მას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის  აღდგენამდე ეპარქიას მართავდნენ მღვდელმთაერები: 


1. ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) - 1898-1900, კირიონ II საძაგლიშვილი 1917 -1918წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. ქვ.ნიქოზი გორი ქართლი


2. ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) - 1902-1903წწ. ანტონ (დიმიტრი, ერიკ. დავით) აბაშიძე 1867-1942წწ სქემმთავარეპისკოპოსი, დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი 


3. ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) - 1903-1905წწ, 1846-1918წწ დაბ. ქვემო ავჭალა, თბილისი.


4. ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) - 1905-1907წწ, (ინწობელი) 1836-1909წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. საბუე ყვარელი 


5. ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) - 1907-1912წწ, 1872-1935წწ  დაბ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია 


6. ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე) - 1916-1917წწ (მათე) იოანეს ძე 1874-1922წწ დაბ. სოფ. დისევი გორი 

გვ6

ალავერდის ეპარქია 1917-30 წლებში




1917 წლის 12 მარტს (ძე. სტ.) მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ქართველმა სამღვდელოებამ აღასრულა საგანგებო ლიტურგია, სადაც წაიკითხეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.

ამავე წლის 11-17 სექტემბერს გაიმართა | საეკლესიო კრება, რომელზედაც დებულების თანახმად, გადაწყდა ცამეტი ეპარქიის შექმნა. ერთ-ერთი იყო ალავერდის ეპარქიაც, რომლის სამწყსოს შეადგენდა შემდეგი ტერიტორიები: შიდა-კახეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ალავერდის,ნეკრესისა და ხარჭაშენის), რასაც შეიცავს ეილანდელი თელავისა და თიანეთის მაზრები ხარჭიშოს უბნის მიმატებით და ამათ გარდა დიდოეთ-დურძუკეთი, მიწერილი თერგისა და დაღესტნის მხარეებზე. კათედრა - ალავერდში, რეზიდენცია მღვდელმთავრისა ქ. თელავში. პატივი მღვდელთმთავრისა არის ალავერდელი ეპისკოპოსი ანუ „ამბა ალავერდელი”.


1925 წლამდე ალავერდელი ეპისკოპოსები განაგებდნენ ბოდბის ეპარქიასაც. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ეპარქიას განაგებდენ მღვდელმთავრები:


1. ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე) - 1917-1922

2. ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) - 1924-1925

3. მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) -1925

4. ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე) - 1925-1927

5. ეკისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე) - 1927-1928

6. ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი! - 1928-1930

7. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტარტე (ცინცაძე) - 1930-1950

გვ. 7

8. ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე) - 1950-1952

9. მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი) - 1958

10. ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) - 1958-1963

11. ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი) - 1967-1971

12. მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) -1976-1992

13. მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი) - 1992-1993

14. მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) - 1993 წლიდან


1917 წლიდან ახლად აღდგენილ ალავერდის ეპარქიაში შედიოდა სამი მაზრა: თელავის, თიანეთისა და სიღნაღის. ავტოკეფალიის აღდგენამდე ალავერდის ეპარქიაში, 1917 წელს გამოცემული „კავკასიის კალენდრის” ცნობარში ცხრა სამთავარხუცესოა ჩამოთვლილი:


სიღნაღის მაზრაში - 4


1. მაჩხაანის - მღდვდელი კირილე ღვთისავარიშვილი

2. სიღნაღის - დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი

3. ახაშენის - მღლვდელი ისიდორე ვაჩეიშვილი

4.კაკაბეთის - მლვდელი სვიმონ ექვთიმიშვილი


თელავის მაზრაში - 3


1. კურდღელაურის - მღვდელი ლეონტი ღვინიაშვილი

2. ნაფარეულის - მღლვდელი ლევან ვარდიაშვილი

3. წინანდალის - მღვდელი სამსონ იმნაიშვილი


თიანეთის მაზრაში - 2


1. საყდრიონის - მღვდელი გრიგოლ სონღულაშვილი

2. ბარისახოსი - მლვდელი ფარნაოზ ზაბახიძე


1918 წლის 17 ოქტომბერს, საკათოლიკოსო საბჭოში, ეპისკოპოსი პიროსი აგზავნის შემდეგი შინაარსის მოხსენებას: „სექტემბრის 24-ში დასრულდა ალავერდის ეპარქიის საეპარქიო კრება, რომელზედაც დაყენებული იყო ორი საკითხი.

1) თელავის სასულიერო სასწავლებლისა და ვაჟთა გიმნაზიის შეერთების საკითხი და 2) ეპარქიის საეკლესიო ოლქების გადამიჯვნა. მივიღეთ დადგენილებანი, რასაც წერილში მოგახსენებთ: კრებამ შეუძლებლად სცნო სასულიერო სასწავლებლისა და გიმნაზიის შეერთება, მხოლოდ დაადგინა, რომ სასულიერო სასწავლებელი გადაკეთდეს გიმნაზიად. სასწავლებლის შენობაში, როგორც სამღვდელოების საკუთრებაში დაეთმოს ბინა ალავერდის ეპისკოპოსს პიროსს, ხოლო რაც შეეხებათ მასწავლებლებს მარკოზაშვილსა და ედილაშვილს, რომელთაც უნებართვოდ დაიკავეს საცხოვრებლად სკოლის ოთახები, წინადადება მიეცათ დაუყონებლივ გაანთავისუფლონ სასწავლებლის შენობა. რაც შეეხება ოლქების გადამიგვნას, იგი ასეთნაირად გადანაწილდა: სიღნაღის მაზრაში დაწესდა ახალი - V ოლქი, რომელიც შეივსო | და II ოლქის სამრევლოებიდან, ხოლო თელავისა და თიანეთის მაზრებს 1 ოქტომბრიდან გამოეყო ახმეტის ოლქი. ასეთი დანაწევრება უფრო შეეფერება სამრევლოთა

გვ 8

ადგილმდებარეობას. ამჟამად სიღნაღის მაზრაში არის 5 ოლქი დამატებული ზაქათალის ოლქით, თელავის 3 ოლქი, თიანეთის 2  ოლქი და ახმეტის ოლქი. სულ 12 ოლქი. მოხდა ცვლილებები. სამთავართუხუცესოთა სახელწოდებებში და შეიცვალნენ მთავარხუცესნიც. აქვე მოგაწვდით სრულ სიას განახლებული ოლქებისა და მათი მთავარხუცესებისას:


და მათი მთავარხუცესებისას სიღნაღის მაზრა:


I ოლქი - მაჩხაანი - დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი

II ოლქი - სიღნაღი - დეკანოზი ირაკლი ცინცაძე

II ოლქი – გურჯაანი - დეკანოზი იოსებ ახალშენიშვილი

IV ოლქი - კაკაბეთი - დეკანოზი სვიმონ ექვთიმიშვილი

V ოლქი - ლაგოდეხი - დეკანოზი მიხეილ მენთეშაშვილი

VI ოლქი - ზაქათალა – დეკანოზი დავით გოცირიძე


თელავის მაზრა:


I ოლქი - თელავი - დეკანოზი იოანე შოშიაშვილი

II ოლქი – კისისხევი - დეკანოზი ალექსანდრე ვარდიაშვილი

III ოლქი - ნეკრესი - დეკანოზი სევერიან გუგუტიშვილი

თიანეთის მაზრა:

I ოლქი - თიანეთი - დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე

გვ9

II ოლქი – მატანი - მღვდელი ბესარიონ წიკლაური (სამწუხაროდ წერილი უკვე მზად იყო, როდესაც ავაზაკებმა ამა თვის დასაწყისში ზემო თიანეთში მხეცურად მოკლეს მამა ბესარიონი და მის ადგილზე დაინიშნა დეკანოზი იოსებ დალაქიშვილი).

ახმეტის ოლქი - დეკანოზი მათე ალბუთაშვილი

აქვე მოგაწვდით ალავერდის საეპარქიო საბჭოს მოსამსახურეთა სიას 1918 წლის მონაცემებით: თავჯდომარე ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), დეკანოზი იოანე ისააკის ძე შიუკაშვილი, დეკანოზი ლეონტი ილიას ძე ღვინიაშვილი, პროტოდიაკონი გიორგი გულისაშვილი.

1921 წელს, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ, საქართველოს ეკლესია-მონასტრები უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძლიერ შეავიწროვეს ალავერდის ეპარქია და მღვდელთმთავარი პიროსი (ოქროპირიძე). ამავე წლის 15 აპრილის დეკრეტმა ,,სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის შესახებ” ბიძგი მისცა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების მასიურ დახურვას და სასულიერო პირთა დათხოვნას. დაიწყო ხელთუქმნელი ხატების, ძეგლების განუკითხავი ბარბაროსული ნგრევა, დაწვა, სატებისა და ძვირფასი ფრესკების განადგურება, საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიების გუმბათებიდან და სხვა. დაიხურა თბილისის სასულიერო სემინარია და ეპარქიებში მოქმედი სასულიერო სასწავლებლები, სადაც ხდებოდა სასულიერო კადრების მომზადება. ამასთან დაკავშირებით, 1921 წლის 27 დეკემბერს, ეპისკოპოსი პიროსი წერილით მიმართავს სიღნაღის მაზრის მეორე ოლქის

მთავარხუცესს, დეკანოზ ირაკლი ცინცაძეს, სადაც საუბარია თელავის სასულიერო სასწავლებლის დახურვასა და მის ნაცვლად სამოძღვრო კურსების გახსნაზე: „მისმა უწმიდესობამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მომმართა შემდეგი წერილით. როგორც მოგეხსენებათ II და III საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა დადგენილება სამოძღვრო კურსების დაარსების შესახებ. რა თქმა უნდა, საკათალიკოსო საბჭომ ყველა ღონე იხმარა, რომ განხორციელებულიყო ეს კეთილი განზრახვა, ეს კეთილი სურვილი მორწმუნეთა და სამღვდელოთა.

მაგრამ თვით საბჭომაც და საგანგებოდ დაარსებულმა სასკოლო კომისიამაც მიიღეს რა მხედველობაში დღევანდელი გაჭირვებული მდგომარეობა ჩვენი ერისა, განსაკუთრებით კი ეკლესიისა, რომელსაც ჩამოერთვა თითქმის მთელი ქონება და ნებართვაც

ახლის აშენებისათვის, ამ პირობებში შეუძლებელი გახდა სრული სემინარიის დაარსებისა. ამიტომ საბჭომ გადაწყვიტა, დაარსდეს ორწლიანი მოსამზადებელი კურსები, ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს სახელზე. მინიმუმი პროგრამა ამ კურსებისა იქნება:


1. ა) საღმრთო სჯული ძველი და ახალი აღთქმისა.

    ბ) საღმრთო წერილის მიმოხილვა.

    გ) საეკლესიო ისტორია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნისა


გვ10

დ) ღვთისმსახურება და ელემენტარული წესები კანონიკიდან.

ე) ღვთისმეტყველება: ელემენტარული ცნობები დოგმატიკიდან, ეთიკიდან, ჰომილეტიკიდან და უცხო სარწმუნოების მიმოხილვიდან.

ვ) მქადაგებლობა.

ზ) ქართული ენა.

თ) ძველი სამწერლობო ენა.

ი) საეკლესიო გალობა.

2. კურსები მოთავსებული იქნება ერთ-ერთ საეკლესიო შენობაში.

3. კურსებზე შემოსვლისათვის საჭირო იქნება:

ა) ასაკი არა უმცირეს 18 წლისა.

ბ) ცოდნა ერთკლასიანი სასწავლებლის კურსებისა, რომელიც უნდა გამოირკვეს ჯეროვანი გამოცდით.

4. კურსებზე მიღებულ მსმენელებს მიეცემათ უფასო ბინა, გათბობით და განათებით.

5. კურსების უფროსს დირექტორის სახელით ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო მასწავლებლებს და სხვა მოხელეთ იწვევს დირექტორი და ამტკიცებს პატრიარქი.

6. დირექტორის მიერ შემუშავებულ ხარჯთ-აღრიცხვას კათოლიკოს-პატრიარქი წარუდგენს საკათალიკოსო საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად. გაცნობებთ ამას და გავალებთ, თქვენდა რწმუნებულ ოლქში შეჰკრიბოთ უტყუარი ცნობები ამ საგნის შესახებ და საჩქაროდ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. აგრეთვე წარმოადგინოთ სია მსურველთა, მათი ვინაობის, მდგომარეობის, ცოდნისა და ხასიათ-მიმართულების აღნიშვნით”.

1922 წლის 9 მარტს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა მოიწვია ეპარქიის მთავარხუცესთა კრება, სადაც მოქმედი თორმეტი მთავარხუცესიდან გამოცხადდა მხოლოდ ხუთი:

სიღნაღის მაზრიდან - IV ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი გიორგი ჯავახიშვილი, II ოლქის მთავარხუცესი მღვდელი მოსე დაქიშვილი, თელავის მაზრიდან - | ოლქის მთავარსუცესი დეკანოზი

გვ11

იოანე შოშიაშვილი, II ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი ალექსანდრე ვარდიაშვილი, III ოლქის მთავარხუცესი მღვდელი თომა ასათიანი. ამიტომ კრება კანონიერად არ იქნა ჩათვლილი. მხოლოდ თათბირის ხასიათი მიეცა. ესწრებოდნენ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი პიროსი, საგანგებოდ მოიწვიეს: დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, რათა მას გაეცნო კრებისათვის ინფორმაცია საეკლესიო სანთლის ოპერაციის შესახებ და დეკანოზი მიხეილ ელიზბარაშვილი, როგორც საეპარქიო სასამართლოს თაეჯდომარე. პირველ საკითხად დეკანოზმა ეპიფანემ აღნიშნა, რომ „ზოგიერთ კრებულთ ალავერდის ეპარქიისა“ 1921 წლის განმავლობაში არ გაუტანიათ საეკლესიო სანთელი საწყობიდან. კრების თანახმად, რიგ პიროვნებებს გამოეცხადათ მღვდელმთავრული საყვედური და მიიღეს ზომები კერძო სანთლით ვაჭრობის წინააღმდეგ. მეორე საკითხად კრებამ მოისმინა იმავე დეკანოზ ეპიფანეს მოხსენება შემოსავალ-გასავალის წიგნის შესახებ, რომელსაც სწორედ არ აწარმოებდა რამდენიმე ეკლესია. როგორც ითქვა: „დავთრები არ არის ნაწარმოები 2-3 წლის განმავლობაში“. კრებამ საჭიროდ სცნო, ეცნობოთ, რომ მომავალში ყველა საეკლესიო შემოსავალ-გასავალის საბუთი წესისამებრ იყოს შედგენილი. მესამე საკითხი ეხებოდა იმ „კრებულთ“, რომელთაც ჯერ არ ჰქონდათ წარმოდგენილი გადასახადი, მარცვლეულის სახით, საეპარქიო დაწესებულებათა სასარგებლოდ. მეოთხე საკითხად კრებამ მოისმინა დეკანოზ მიხეილ ელიზბარაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ „მათი მეუფება მეტად შეწუხებულია უბინაობის გამო“. თელავის საკათედრო კრებულს კი აქვს მოსყიდული სასაფლაოს ადგილი ვინმე ჩხუბიანაშვილისაგან, რომელმაც უნდა ააშენოს ერთი ოთახი იმ ტაძრის გალავანში. სასურველი იქნებოდა იმ ოთახზე აშენებულიყო მეორე სართული, პატარა ოთახით, მღვდელმთავრისათვის. კრებამ გადაწყვიტა საკითხი ეცნობოს ოლქის სამღვდელოებას. მეხუთე საკითხად კრებამ დაადგინა, რომ ყველა მთავარხუცესს უნდა ჰყავდეს საკუთარი საბუთების დამტარებელი. საბოლოოდ გადაწყვიტეს, ყველა ზემოთ მოხსენებულ საკითხთა შესახებ სასწრაფოდ ეცნობოს ოლქის სამღვდელოებას, სათანადო ზომების მისაღებად. დოკუმენტს ხელს აწერს საქმის მწარმოებელი, არქიდიაკონი გობრონი (წკრიალაშვილი). ეპარქიის სამღვდელოების უნუგეშო მდგომარეობაზე შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის სიღნაღის მაზრის მეხუთე ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი მიხეილ მენთეშაშვილი. იგი კანცელარიისაგან ითხოვს განმარტებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, როდესაც მილიციის თანამშრომლები უხეშად ექცევიან სამღვდელოებას და ცდილობენ საეკლესიო საქმეებში ჩარევას. ამასთან დაკავშირებით, ალავერდის საეპარქიო კანცელარია დეკანოზ მიხეილ მენთეშაშვილს ატყობინებს: „ოლქის სამღვდელოების საცნობებლად

გვ12

და სახელმძღვანელოდ საეპარქიო მთავრობამ ამა  წლის 3 მარტს მიიღო საკათალიკოსო საბჭოსაგან შემდეგი ასლი ტელეგრამისა N612. ტელეგრამის თანახმად ყველა რაიონების უფროსებს მილიციის უფროსისაგან შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მისდის ცნობები, რომ ზოგიერთი ადგილობრივი რევკომი და მათი წარმომადგენლები ხშირად ერევიან ეკლესიის საქმეებში და არ ერიდებიან სამღვდელოების შეურაცხყოფას, იმ დროსაც კი, როდესაც ისინი ასრულებენ მორწმუნეთათვის სამსახურს. ამნაირი მოქმედება სცემს პრესტიჟს თანახმად საქართველოს რევკომის ბრძანებისა: რწმუნებული თანამშრომლები არ უნდა ერეოდნენ ეკლესიის საქმეებში და საერთოდ სამღვდელოების საქმეებში“. დოკუმენტი 1922 წლის 23 მარტით არის დათარიღებული და მას ხელს აწერს საეპარქიო საქმის მწარმოებელი, არქიდიაკონი გობრონი (წკრიალაშვილი). მიუხედავად რევკომის ბრძანებისა, მდგომარეობა კვლავ უნუგეშო იყო. 1922 წლის 30 მაისს წითელწყაროს ეკლესიიდან გამოიტანეს საეკლესიო ნივთები. 5 ივლისს ხირსის მონასტერს ჩამოართვეს წისქვილი და ვენახი. 

14 სექტემბერს თიანეთის ეკლესიას ჩამოართვეს დამხმარე შენობები. ამავე  დღეს გაიძარცვა იყალთოს ეკლესია. 29 სექტემბერს შინაგან საქმეთა კომისარიატმა მუკუზანს და ველისციხეს ჩამოართვა საეკლესიო შენობები, სოფელ ფშაველის ეკლესია გადაკეთდა კლუბად. ასევე ადგილი ჰქონდა სასულიერო პირთა მასიურ დაპატიმრებას. 11 სექტემბერს ახმეტაში დააპკატიმრეს დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი და მღვდელი არჩილ ფოფხაძე. ოქტომბრის დასაწყისში გურჯაანელი დეკანოზი მოსე დაქიშვილი. 13 დეკემბერს საქობაოს მღვდელი მოსე ხუციშვილი. ხირსის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დიმიტრი (არაყიშვილი) აიძულეს დაეტოვებინა მონასტერი და თბილისში გადასულიყო. ეს მოხდა აგვისტოში. მის ადგილზე დაინიშნა ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი), რომელმაც უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მოითხოვა ამავე მონასტერში ცხოვრება. 1922 წლის აპრილში ალავერდის მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. თვალ-მარგალიტი და შეწირულობა მთლიანად იყო მოგლეჯილი და წაღებული. მილიციამ ტაძრის ხაზინადარს, მღვდელმონაზონ ზენონს (სუმბაძე) ბოროტმოქმედებთან თანამზრახველობაში დასდო ბრალი, რადგანაც გასაღები მასთან ინახებოდა. ბერი თელავის კომისარიატში წაიყვანეს და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საპყრობილეში ამყოფეს, მეხუთე დღეს მისდა გასაკვირად, გაანთავისუფლეს. მამა ზენონი მაშინვე პიროს ეპისკოპოსის სანახავად გაეშურა, მაგრამ გზაზე მეტად შემაშფოთებელი პროცესია იხილა. ოცი შეიარაღებული საბჭოთა მილიციელი შვიდ ფაეტონს უკან მიჰყვებოდა და თან დატუსაღებული მღვდელთმთავარი მიჰყავდა. მათ მამა ზენონსაც უბრძანეს გაყოლა. ალავერდის ტაძარში მისულებს საშინელი ვითარება დახვდათ, საგანძურის სამალავის კედელი გამოენგრიათ და სიწმინდეებს იქვე

გვ13


მაგიდაზე ახარისხებდნენ. ამ პროცესს თბილისიდან ჩამოსულ პარტიულ ხელმძღვანელთა გარდა მიმდებარე სოფელთა კოლექტივის თავჯდომარეებიც ესწრებოდენ. შემდგომში მთელი ეს საგანძური თელავში გადაიტანეს და მეორე დღეს ეპისკოპოსს პიროსს მოსთხოვეს ხელი მოეწერა ამ სიწმინდეთა სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტზე, რაზეც ალავერდელი მღვდელთმთავრისაგან მტკიცე უარი მიიღეს.ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადააგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი პიროსი ჯერ კომკავშირელებს აცემინეს, შემდეგ კი სისხლიანი და დასახიჩრებული, კიბის ქვეშ დაამწყვდიეს. ამბა ალავერდელი პიროსი, პატრიოტი და უაღრესად განათლებული პიროვნება - შეურაცხყოფილი და ნაგვემი კიბის ქვეშ აღესრულა. საქართველოს ეკლესიაში იგი იყო პირველი მღდელთმთავარი, რომელიც კომუნისტების

გვ14

ხელით საჯაროდ იქნა მოკლული ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულებისათვის.პიროს ალავერდელის გარდაცვალებიდან ორი წელი ალავერდის ეპარქია მღვდელმთავრის გარეშე იყო დარჩენილი. 1924-1925 წლებში ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე). ამ დროისათვის ანტირელიგიური კამპანია სულ უფრო და უფრო ძლიერდება. სამღვდელოების დიდი ნაწილი დახვრიტეს ან გაკრიჭეს, ზოგი ციხეებში შეყარეს. ვითარების სისრულეს ადასტურებს სოფელ ახმეტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ ლეონტი ღვინიაშვილის თხოვნა, ალავერდელი ეპისკოპოსის დავითისადმი: „ვინაიდან პირადი მტრების ინტრიგებით ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ მე წამდაუწუმ მატუსაღებენ უმიზეზოდ, უმორჩილესად გთხოვთ, გადამიყვანოთ ახმეტიდან სოფელ შალაურში, რომელიც მღვდელ ქრისტეფორე ყოჩიაშვილის გარდაცვალების გამო ითვლება ამჟამად თავისუფლად და მომცეთ საშუალება ამ მოხუცობულობის დროს ჩემს სახლში დავბინავდე, რადგან თელავში საკუთარი სახლი მაქვს და სოფელი შალაური კიდევ, მოგეხსენებათ, თითქმის მიკრულია თელავზე - 1924 წლის 26 მარტი“. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია მღვდელ მაქსიმე მარკოზაშვილის წერილიც: „მაქვს პატივი მოვახსენო თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ მე დღეიდან ვიხდი ანაფორას და ვწყვეტ ყოველგვარ კავშირს სამღვდელოებასთან. მოგახსენებთ რა ამას, გთხოვთ მომცეთ ამის დამადასტურებელი ქაღალდი საერო მთავრობასთან წარსადგენად“ - სოფელ ნაფარეულის სამრევლოს მღვდელი მაქსიმე მარკოზაშვილი, 1924 წლის 9 სექტემბერი. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ მღვდლებს ასეთი განცხადებით მიემართათ მღვდელთმთავრისათვის: „მივიღე რა მხედველობაში დღევანდელი გარემოება, ვსცან უკეთესად, დავანებო თავი ჩემს სამსახურს, მღვდლობას. ამის გამო გთხოვთ, მომცეთ შესაფერისი საბუთი, რომ განთავისუფლებული ვარ მღვდლობის თანამდებობიდან“. განცხადებას ხელს აწერს შილდის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი სამსონ ასაბაშვილი.

1924 წლის გაზეთ „კომუნისტის“ M9233-ე ნომერში გამოქვეყნდა ასეთი შინაარსის სტატია - „13 მღვდელმა ანაფორა გაიხადა”, სადაც წერია: „ამ რამდენიმე ხნის წინათ თელავის მაზრაში 13 მღვდელმა თავის კრებაზე გამოიტანა ასეთი რეზოლუცია: რელიგიას და სამღვდელოებას მშრომელი ხალხისათვის არაფერი სარგებლობა, გარდა მავნებლობისა, არ მოაქვს. მეცნიერებამ შეარყია რელიგიის გავლენა. ჩვენ, 13 მღვდელი ჩვენის სურვილით, ძალდაუტანებლივ და გულწრფელად ვსტოვებთ მღვდლობას და საბჭოთა რესპუბლიკის ჩვეულებრივ მოქალაქეებად ვხდებით, რათა ვიმუშაოთ პატიოსანი შრომით. ეს გააკვირვებს ჩვენს ყოფილ ამხანაგებს,

გვ15

მაგრამ ჩვენ მათაც მოუწოდებთ: თავი დაანებონ არა შესაფერხელობას და ხელი მოჰკიდონ პატიოსან შრომას. დღეიდან ჩვენ ვიქნებით მკაცრი მოწინააღმდეგე ყოველვვარ ცრუმორწმუნეობისა. სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს. ძირს სიბნელე! გაუმარჯოს მეცნიერებას.  გაუმარჯოს ყოფილ ეკლესიებში კულტგანმანათლებელ მუშაობას. გაუმარჯოს ახალ ყოფა-ცხოვრებას!  ძირს ყოველგვარი ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 

1. ალექსანდრე ვარდიაშვილი,

2. მიხეილ ელიზბარაშვილი,

3. სამსონ ასაბაშვილი,

4. ვასილ მაისურაძე,

5. გაბრიელ აივაზაშვილი,

6. რაჟდენ თურვაძე,

7. გრიგოლ ელიზბარაშვილი,

8. არჩილ გელდიაშვილი,

9. ვასილ ტყემალაძე,

10. მაქსიმე მარკოზაშვილი,

11. ილია აღნიაშვილი,

12. დიმიტრი დეკანოზიშვილი, 

13. ქრისტეფორე ეზეკიანცი 

ამავე წლის გაზეთ „კომუნისტში” დაიბეჭდა ბინძური სტატია სათაურით  „სხვები სადღა არიან?”, რომელშიც კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსისა  და საკათოლიკოსო სინოდის გასამართლების შემდგომ მომხდარ მოვლენებზეა საუბარი: „დღეს როცა საბჭოთა ხელისუფლებამ გაასამართლა კათალიკოსი ამბროსი და მისი ახლობელი თანამშრომლები, სად არიან სხვები? ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ სიღნაღის მაზრაში არსებულ ბოდბის მონასტრის ყოფილ იღუმენიას ნინო ვაჩნაძეს. ამ ბნელეთის მოციქულმა გაქურდა და გაძარცვა ბოდბის მონასტერი„ რომელიც ერთი მდიდარი „სავანეთაგანი“ იყო საქართველოში. სიღნაღის სამაზრო აღმასკომმა 1923 წლის მაისში შეადგინა  საგანგებო კომისია, რომელმაც საჭირო კვლევა-ძიების და ჩხრეკის შემდეგ აღმოაჩინა მონასტრის დანგრეულ ეზოში ბეღელის ქვეშ მიწაში დაფლული ყუთები, რომლებიც სავსე იყო განძეულობით – ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებით და სხვა ქონებით. აქვე იყო ჩამარხული ადგილობრივი პანსიონის ტანისამოსი, თეთრეული, ხალიჩები და სხვა, რაც დანესტიანებული და ნახევრად დამპალი აღმოჩნდა. იღუმენიას მძულვარება იქამდე დიდი და უსაზღვრო იყო მშრომელი ხალხისადმი, რომ სახალხო ქონებას ხალხისათვის არ იმეტებდა და მის მიწაში დალპობას არჩევდა. ქონება, რასაკვირველია, სრულად არ აღმოჩნდა. ბევრი ძვირფასი განძი დღესაც არ გვიპოვია. ამით იგი წინ გადაეღობა ჩვენს კულტურულ წინსვლას, მოგვისპო და გაგვინადგურა მრავალი კულტურულ-ისტორიული ნაშთები, მიწას შეაჭამა საუკუნოობით დაგროვილი მშრომელი ხალხის

გვ16

სიმდიდრე და ყოველ ხელსაყრელ მომენტისთვის ალბათ იგი მზად  იქნებოდა გადამალული ქონება საბჭოთა ხელისუფლების ნინააღმდეგ ბრმძოლაში გამოეყენებინა. და თუ ეს არ მოხდა – არ მოხდა იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლება ძლიერია და მის მიერ დანიშნულმა კომისიამ დროზე  აღმოაჩინა ნაპარავი ქონება და ამით ბოროტგანზრახვა ძირშივე  ჩაკლა, ჩაახშო.


აქვე მოგვყავს სია იმ ქონებისა, რომელიც იქნა აღმოჩენილი. 

1. მეფე გიორგის მინიატურული ვერცხლის სახარება ძეწკვით, ვერცხლისავე სკივრაკით, შეწირული 1776 წელს,

2. სამი დიდი სახარება ვერცხლის ყდებში,

3. ვერცხლის კიდობანი ვერცხლისავე სანაწილით,

4. ტრაპეზის ჯვარი ოქროს ჩარჩოში,

5. ორი ვერცხლის ჯვარი,

6. ხუთი ვერცხლის ბარძიმი,

7. ბარძიმი ვერცხლისა 141 მისხალი წონით,

8. ოთხი ვერცხლის გვარი,

9. სამი ცალი ვერცხლის სურა,

10. ორი მდუღარების ჭურჭელი ვერცხლისა,

11.  ვერცხლის ფეშხუმი ხუთი,

12. ვერცხლის 14 თეფში,

13. ვერცხლის ლამპრები 22 ცალი,

14. ოთხი ვერცხლის საცეცხლური,

15. შვიდი ვერცხლის ვარსკვლავი,

16. ვერცხლის კოვზები რვა ცალი, 

17. რვა ვერცხლის შანდალი,

18. ვერცხლის თასი,

19. ტარიანი საცეცხლური ვერცხლისა,

20. ვერცხლის ქაფჩა,

21. ვერცხლის ჩაქუჩი,

22. ვერცხლის კიდობანი ვერცხლისავე სანაწილით,

23. ვერცხლის ლამპარი,

24. ხუთი ვერცხლის პანაღია,

25. საარქიმანდრიტო გულის გვარი,

26. ორი ვერცხლის ჭიქა,

27. ვერცხლის ლახვარი,

28. ოთხი თასი ზიარებისა,

29. ვერცხლის სანაწილე ჩარჩოში

გვ17

30. ვერცხლის ნამტვრევები ერთ ხვეულში,

31.ვერცხლის ჯვარი ჯვარცმის გამოხატულებით, ფართე ვერცხლის ძეწკვით,

32. სანაწილე წმინდა სტეფანეს ნაწილებით, ვერცხლის ძეწკვით 1515 წლის თარიღით,

33. ოქროს გული,

34. ხატის პერანგი ვერცხლისა მარგალიტებით,

35. ორი ვერცხლის ჯვარი,

36. სახარება მოვერცხლილი,

37. ხატი ვერცხლისა – ნინოს ვედრება ღვთისმშობლისადმი,

38. ჯვარცმის პერანგი ვერცხლისა, 1885 წლის,

39. დიდი ჯვარის პერანგი ვერცხლისა,

40. წმინდა ნინოს დიდი ხატის ვერცხლის პერანგი საბინინისეული,

41. წმინდა ნინოს დიდი ხატის ვერცხლის პერანგი (ღვთისმშობელი აძლევს ჯვარს წმინდა ნინოს). ამათში ბევრია ისტორიული ნაშთი, შეწირული წარსულ საუკუნეებში და ზოგიერთი XV საუკუნეშიც. 

ამრიგად ბოდბის მონასტრის ყოფილმა იღუმენიამ ჩაიდინა ისეთივე დანაშაული, როგორიც ამბროსის სხვა თანამშრომლებმა. ისიც უნდა დაისვას საბრალმდებო სკამზე და სასტიკად დაისაჯოს. საბჭოთა ხელისუფლების მართლმსაგულებამ რევოლუციონური კანონების მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯოს ყველა ასეთი პირები, როგორც საქართველოს მშრომელი ხალხის დაუძინებელი მტრები, ქურდები და ავაზაკები”. ვინმე გიორგი შიხაშვილი 1924 წლის გაზეთ კომუნისტში წერდა: „გლეხობაში თანდათან ძლიერდება ანტირელიგიური მიდრეკილებანი. ბევრია მაგალითები, როცა გლეხობა თვითონ თხოულობს დარჩენილ ეკლესიების დაკეტვას, ზიზღისა და კრულვის შეთვლით სამუდამოდ ზურგს აქცევს ყოველგვარ ცრუმორწმუნეობას. აღსანიშნავია სოფელ ტიბაანისა და ოზაანის საჯარო ყრილობაზე გამოტანილი დადგენილებანი, სადაც მოითხოვენ, რათა სასტიკად დაგმობილ და აკრძალულ იქნას დღეის შემდეგ ქელეხები, ეკლესიური ქორწინებები, გადალოცვები და ყოველგვარი სხვა რელიგიური წესები. თავიანთი ეკლესიები მიკეტეს და იქ ათავსებენ სამკითხველოებს. თვითონ მღვდლებიც ბევრ ადგილას სამსახურს თავს ანებებენ. აგერ მირზაანის ეკლესიის მოხუცმა მღვდელმა სანდრო (ანდრია) ჯამასპიშვილმა აღმასკომში განცხადება შემოიტანა, რომ ის იხდის ანაფორას და თხოულობს ეკლესიის ქონების გადმობარებას. ცრუმორწმუნეობასთან ბრძოლაში დიდი გავლენა იქონია იქ დაარსებულმა პოლიტწრემ, რომელიც თავის ხშირი ლექციების კითხვით ყურადღებას იქცევს ყველა მოქალაქისას“. 

1925 წელს 26 მარტს ალავერდის მონასტერში მისულა რევკომის თავჯდომარე, ანგარიში შეუტანია ისე, რომ არ შეატყობინა საეპარქიო საბჭოს და 40 თუმანი წაურთმევია ბერებისთვის. შეწუხებული ბერები კახეთის მაზრის

გვ18

პროკურორს წერდნენ, რომ ეს იყო ძირითადი კანონის უხეში დარღვევა და უფლებების გადამეტება, ასევე ფულის უკანონო მითვისება. ამავე პერიოდში შესულა | ოლქის მთავარხუცესის წერილი კახეთის მაზრის პროკურორთან: „გაცნობებთ ამბებს, რომლებიც დატრიალდა ამა წლის 18 მარტიდან 7 აპრილამდე. 18 მარტს გაუტეხიათ ღამე გრემის ეკლესია, წაიღეს ზოგიერთი ეკლესიის სამკაული და ძვირფასეულობა. მომხდარი ამბავი ადგილობრივმა მღვდელმა გიორგი ბალიაურმა მეორე დილით აცნობა თელავის მილიციას. 20 მარტს ღამე კვლავ განმეორდა ძარცვა. ამჯგერად მთლიანად იქნა დატაცებული მთელი ძვირფასეულობა, ხოლო საღვთისმსახურო წიგნები გარეთ გამოყარეს და დახიეს. ამაზეც მღვდელმა დაუყონებლივ განაცხადა თელავში. მილიციის უფროსმა არც მაშინ მიაქცია ყურადღება ამ ბარბაროსულ ფაქტს. პირიქით, მან მუქარის წერილი გაუგზავნა მღვდელს, გალანძღა უშვერი სიტყვებით და დაემუქრა. გამწარებულ მღვდელს მიუნებებია თავი ეკლესიისათვის და აწ მრევლი უმღვდელოდ არის დარჩენილი“.


1925 წლის 23 თებერვალს ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა  მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი), მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის  გამო უჭირდა სამწყსოს მართვა. ამიტომ მუდმივად თბილისში იმყოფებოდა  და იქედან ადევნებდა თვალყურს ეპარქიის მართვა-გამგეობას. მისი მმართველობის დროს, შექმნილი ვითარების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სიღნაღის ოლქის მთავარსუცესი დეკანოზი ვასილ მაისურაძე.

გვ19

„მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ იოანეს: ამით ვაცნობებ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,  რომ ამა წლის ოქტომბრის 20 და 21 მოვიარე ჩემდა რწმუნებული  ოლქის სამრევლოები და სამღვდელოება. ენისელში თავის ადგილზე არიან მღვდელი გიორგი ბალიაური და მედავითნე იოსებ ველიაშვილი. ეკლესია მოუწყობელი აქვთ, არა სწარმოებს წირვა-ლოცვა. მღვდელმსახურებას ასრულებენ მრევლის მოთხოვნით  კერძო სახლებში. მღვდელი ბინადრობს ერთ ოთახში, რომელიც დაქირავებული აქვს. განიცდიან დიდ გაჭირვებას. თუკი რაიმეს ასრულებენ, სულ ნისიად. ხორბალს აძლევენ წლიურად 5, 4 და 3 ლიტრას კომლზედ. როგორც განაცხადეს ენისელის სამრევლო ვერ აკმაყოფილებს მათ, რადგან ახლად არის მღვდელი გადაყვანილი ენისელში და მასთან მახლობელი გრემის სამრევლო არაფერს აძლევს, როგორც იქიდან გადასულს. ამ მხრივ მღვდელდიაკვანი არიან დასჯილნი. მრევლზე გავლენა იქონია ახლად დანიშვნამ გრემის სამრევლოში მღვდელ ევსევი ასაბაშვილისა. უთანხმოება სწარმოებს მღვდლებს შორის: ბალიაურს, გურგენიშვილსა და ასაბაშვილს შორის. მიზანშეწონილი და სასარგებლო იქნება, როგორც გამოსთქვა სურვილი სამღვდელოებამ ამა წლის 21 ოქტომბრის ოქმში, დაიკეტოს გრემის შტატი და მიეწეროს ენისელს, ხოლო სოფელი ალმატი სოფელ საბუეს. ვუერთდები რა ამ დადგენილებას კრებისას, ვშუამდგომლობ თქვენს წინაშე,  რათა მღვდელი ევსევი ასაბაშვილი გადაყვანილ ივნას სხვა სამრევლოში და კვლავ გთხოვთ აღარავინ განამწესოთ. სოფელ გრემში ვერ ვნახე მღვდელი. იგი ცხოვრობს სოფელ შილდაში. მედავითნის ადგილიც თავისუფალია. მრევლს არ შეუძლია აცხოვროს ისინი. ამისთვის, გთხოვთ, როგორც ზევით მოგახსენეთ სოფელი გრემი მისწერდეს ენისელს, ალმატი, საბუეს. უკეთუ მრევლი მოისურვებს შეინახოს მღვდელი და მედავითნე, გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ, რომ მოწყობილ იქმნას სამწირველო ეკლესია, მიეცეთ ბინა მღვდელს და მედავითნეს და ნივთიერად უზრუნველყოფილნნი იქმნენ. სოფელ საბუეს მღვდელი იმყოფება სამრევლოში, ცხოვრობს ღარიბულ ოთახში (საკუთარია), ეკლესიაზედ მოშორებით. ეკლესია დაკმაყოფილებულია ნივთებით. მედავითნე თადეოზ ასაბაშვილი ვერ ვნახე, ცხოვრობს სოფელ შილდაში. დაევალოს სამრევლოში ცხოვრება. ნივთიერად კმაყოფილნი არიან სამრევლოსაგან. მღვდელი ლევან გურგენიშვილი თხოულობს სოფელ ალმატის მიწერას საბუეზე. ეკლესიის გასაღები ამორჩეული კაცებისგან გადაცემული აქვს მას, არ ანებებს ახალ განწესებელ მღვდელ  ევსები ასაბაშვილს. ველი თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობისაგან ახალ განკარგულებას.

გვ20

შილდის მღვდლები და მედავითნე თეთრაშვილი დამიხვდნენ თავიანთ ადგილებზე. მხოლოდ როგორც გადმომცეს, მედავითნის ადგილზე მომსახურე მღვდელი ილია ქაჯაია ეახლა თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რისთვისაც არ დამხვდა სამრევლოში. ორივე ეკლესიები შესაფერისად არიან მოწყობილნი, წირვა-ლოცვა სწარმოებს, სანთლის ოპერაცია არა აქვთ, რაც დაევალათ შემდეგისათვის გამოსწორებულ იქნეს ეს ნაკლი. ორივე მღვდელი გამოსთქვამს ნივთიერ კმაყოფილებას, როგორც ფულით, ისე პურითაც. უკანასკნელს ეხლა ჰკრეფენ და ჰქონიათ შემთხვევა ე. ი. იპოვებიან ისეთი მორწმუნე ოგახები, რომელნიც აძლევენ მღვდელ-მედავითნეს 8 და 10 ლიტრა პურს, რაც სასიამოვნო მოვლენაა სასულიერო ცხოვრებაში. მიცვალებულზე აძლევენ ძველებურად 3 მანეთს, პანაშვიდზე 1 მანეთს, ჯვრისწერა - 5-7 მანეთი. დანარჩენი შემთხვევაც შესაფერისად ე. ი. ნათლობაშიც კი. ამას ვამბობ და ხაზს უსვამ იმისათვის, რომ სადაც კი შემოვიარე და გავიკითხე, სულ ყველა მღვდელმა განაცხადა, რომ ნათლობაში არავინ არაფერს არ გვაძლევსო. უნდა შევნიშნოთ, რომ წინათ ყველა სამრევლოში მღვდელს აძლევდნენ 50 კაპიკს, ეხლა კი სულ მოსპეს ეს წესი და უსირცხვილოდ წავლენ ხოლმე ნათლიები.ნაფარეულში წასვლა შეუძლებელი გახდა უამინდობის გამო.  21 ოქტომბერს შილდის კრებამ გაამზადა თავისი ოქმი, სადაც აღნიშნულია. რომ სოფელ ფშაველის სამრევლოს მიეწეროს სოფელი ართანა, ხოლო ნაფარეულს - სოფელი ლაფანყური (100 კომლი) ფშაველებით დასახლებული და შაქრიანი (60 კომლი). ამ რიგით დანაწილება კრებას მიაჩნია მიზანშეწონილად და მატერიალური მხრითაც კმაყოფილი იქნება კრებული. ახალი გავაზის მღვდელი სვიმონ კოლელიშვილი დამიხვდა თავის ადგილზე. თან წარმოადგინა მედავითნედ ნამყოფი ზაქარია სერდუმელაშვილი და ითხოვა ნაცვლად კეწელაშვილისა, რომელმაც უარი განაცხადა სამსახურზე. როგორც სანდო პიროვნება და პირადი ნაცნობი, (მამამისი - ბერი თეოდორე ალავერდის მონასტრის საძმოში იყო წლების მანძილზე) სერდუმალაშვილს ნება დავრთე და მასზე ვშუამდგომლობ თქვენი მეუფების წინაშე. ახალი გავაზის სამრევლოში მთლიანად დანგრეულია ეკლესია. წინადადება მივეცი ეცადონ დროზე გამოყონ სამლოცველო ოთახი. მღვდელი და მედავინთე დგანან ერთ ოთახში. ძლიერ შევიწროებული მრევლი აკმაყოფილებს მათ მცირედი საფასურით: მიცვალებული - 1 მანეთი, ჭვრისწერა - 5 მანეთი, პანაშვიდი - 50 კაპიკი, ნათლობა არაფერი. პური მუშა ხელზე - 1 ლიტრა. ძველი გავაზი (ახალსოფელი) წინათვე ითვლებოდა ორ სამრევლოდ, ორი ეკლესიით. ეხლა ნათლისმცემლის ეკლესია გადაკეთებულია სახალხო სახლად. ხალხმა ვერ გაბედა მისი მოთხოვნა.

გვ21

მეორე ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა, ძველის-ძველი. მეცნიერთა გამოკვლევით IV-V ს-ის ძეგლი, სოფლის თავში მდებარე, ჩაიბარა 7 ამორჩეულმა კაცმა მთლიანად დანგრეული. ეკლესიის ქონება მთლიანად გაშანშლეს და დაფანტეს. კანკელი დაამტვრიეს, ვარაყით ნახატი ხატები იხმარეს სკოლის სკამების მასალად, რომელიც დღესაც ხმარებაში აქვთ. გაფანტული ქონებიდან შევკრიბე წიგნები, ფეშხუმი - ვარსკვლავით, განსაზავებლის ორი თეფში და სხვა არაფერი. ეკლესია უყურადღებოთ არის მიტოვებული. არავინ ფიქრობს მის შეკეთებას. გუმბათზედ ნახევრად ჟესტი აჭრილი აქვს, ზემოთ ქვა და ჯვარი ჩამოგდებული. რამდენჯერმე მივმართე სიძველეთა დაცვის გამგეს, მაგრამ ჩემი თხოვნა დღემდე დარჩა უშედეგოდ. ორივე მღვდელი ცხოვრობს დაქირავებულ ბინაზე, რომელზეც ეხარჯებათ არა ნაკლებ მესამედი შემოსავლისა. ამ მხრივ მედავითნენი უკეთეს პირობებში არიან. საკუთარი ბინა და მამული დასამუშავებლად აქვთ მინიჭებული საბჭოდან. 1 ლიტრა პურიდან, რომელიც ეძლევათ მღვდელს და მედავითნეს, მღვდელს ხვდება არა უმეტეს 80 ფუთისა. დღიური შემოსავალიც, ზოგიერთი პირების ზეგავლენით ამორჩეულმა პირებმა დაგვიკლეს და მით უფრო შეუძლებელი გახდა ცხოვრება. ამისთვის შილდის კრებამ, ამა წლის 21 ოქტომბერს დაადგინა: ძველი გავაზის სამრევლო დარჩეს ერთი შტატით. ამისთვის გთხოვთ თქვენო მაღალყოვლადღირსებავ, ერთ-ერთი მღვდელი გადაიყვანოთ შესაფერის სამრევლოში. მედავითნე იოსებ ფხოველიშვილი ეხლავე გადაყენებულ იქნას მედავითნის თანამდებობიდან, როგორც არა საიმედო პირი. მისი აგიტაციის მეოხებით ორივე მღვდელი არიან დასჯილნი ნივთიერად და ზნეობრივად. ერთი შტატის შემცირებით ოდნავ მაინც იქნება შემსუბუქებული მათი მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ დატოვებენ სამსახურს. რად გვინდა ვიყოლიოთ მღვდლები ისეთ სამრევლოებში, სადაც არც ეკლესიაა და არც სამლოცველო სახლი. გთხოვთ, აწი ამორჩეულ პირებს მოთხოვოთ საბუთი, რომ ეკლესია მომზადებული აქვთ და შემდეგ განამწესოთ იქ მღვდელი და მედავითნე.ამ ანგარიშის მიხედვით დიდ უსწორმასწორობას დაინახავს თქვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა პროვინციის სასულიერო ცხოვრებაში, რომელიც თანდათან უნდა გამოსწორდეს. პირველი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს როგორც  ზემოთ ვსთქვით ეკლესიების მოწყობას და აგრეთვე სასულიერო  მოსამსახურეთა დაკმაყოფილებას. მიეცეთ ეკლესიის მახლობლად  საცხოვრებელი ბინა, დღიური შემოსავლით დაკმაყოფილდეს  დაახლოებით შემდეგნაირად: ჯვრისწერა - 5 მანეთი, მიცვალებულის წესის აგება - 2 მანეთი, ნათლობა - 50 კაპიკი, პანაშვიდი - 1 მანეთი, წირვა შეკვეთილი - 1 მანეთი. დანარჩენი შეძლების

გვ22

მიხედვით. ესეთი საერთო დადგენილება იქონიებს მრევლის და სასულიერო პირთა ცხოვრებაზე დიდ გავლენას. ამისთვის გთხ-ოვთ, განკარგულება მოახდინოთ ამის შესახებ და დაუგზავნოთ მთავარხუცესებს ცხოვრებაში გასატარებლად. უკეთუ რომელიმე სამრევლო არ იკისრებს ამ ვალდებულების შესრულებას, იგი დატოვებულ იქნას უმღვდელოდ მოქცევამდის. ეხლა მოფერების დრო აღარ არის“. 1925 წლის 21 ოქტომბერს სოფელ შილდაში შეიკრიბა ნეკრესის ოლქის სამღვდელოება. მთავარხუცესი დეკანოზი ვასილ მაისურაძე, მღვდელი დავით ბურდულაძე, მღვდელი არჩილ მირიანაშვილი, მღვდელი ლევან გურგენიშვილი, მღვდელი ევსევი ასაბაშვილი და მედავითნე სვიმონ თეთრაშვილი. იქონიეს მსჯელობა ახლანდელ გაჭირვებულ ცხოვრებაზე, მოისმინეს მთავარხსუცესის მოხსენება სამრევლოების შეერთების შესახებ და დაადგინეს: „შეერთებულ იქნას შემდეგი სამრევლოები – სოფელი ფშაველი მიეწეროს სოფელ ართანას, სოფელ ნაფარეულს მიეწეროს ლაფანყური და შაქრიანი, სოფელ ენისელს მიეწეროს გრემი, სოფელ საბუეს - ალმატი. ძველი გავაზი დარჩეს ერთ შტატიან სამრევლოდ“. ხელი მოაწერა ყველა მღვდელმა, არ მოაწერა გრემის ეკლესიის სინამძღვარმა მღვდელმა ევსევიმ. ძველი ოდიკების შესახებ მოძღვრებმა დაადგინეს, შეიტანონ განცხადება საეპარქიო საბჭოში, რომ სადაც სწარმოებს წირვა, იმ ეკლესიებში დროებით დარჩეს ძველი ოდიკები დიდმარხვებამდეს, რადგან შემოდგომაა, წირვები საჭიროა და ეხლა ოდიკების ჩამორთმევით გამოიკეტება ეკლესიის კარები, ხოლო შემდგომში ჰპირდებიან შემოიტანონ ახალი ოდიკების საფასური, ჩაჰბარდეს ახალი და ჩამორთმეულ იქნას ძველი, რომ არ შეწყდეს წირვა. „დავეთანხმე და მოვახსენე თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომ დამარხვებისას შესრულებულ იქნას საკათალიკოსო საბჭოს დადგენილება ოდიკების შესახებ“. 1925 წლის გაზეთ „კომუნისტის” ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა სტატია „ისტორიულ მნიშვნელობის ძეგლთა დაცვა“, სადაც აღწერილია კახეთის ეკლესია-მონასტრებში გადარჩენილი საგანძურის შესახებ, რომელიც განადგურებას გადაარჩინა პროფესორმა გიორგი ბოჭორიძემ (სოფელ კაჭრეთის ეკლესიის ყოფილმა მღვდელმა), რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა ამ საქმეს შესწირა: „ამ დღეებში კახეთიდან თბილისს დაბრუნდა სიძველეთა ხელოვნებისა და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილების ინსპექტორი გ. ბოჭორიძე, რომელმაც თან ჩამოიტანა მრავალი ისტორიული ნივთი, მათში აღსანიშნავია: ბოდბის მონასტრის ქონებიდან წამოღებული ორასზე მეტი XVIII-XIX საუკუნის ხელით ნაკერი ძვირფასი ქსოვილები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ოქრომკედით და მარგალიტით ნაკერი ომოფორი XVIII საუკუნის. შემკული მარგალიტით ასხმული ხუთი ხატით, ძვირფასი ხელოვნება, ხელით ნაკერი დიდი ხატი „წმ. ნინოსი“, მშვენიერი ხელოვნება, აბრეშუმის სხვადასხვა ფერი ქსოვილები და სხვა.

გვ23

სიღნაღის მაზრის აღმასკომის თავჯდომარის პ. ჩახნაშვილის მიერ გადმოცემული, სოფელ კარდენახის ყოფილი მცხოვრების ილია აფხაზის სახლიდან წამოღებული ძველი ტალიანი თოფები 9 ცალი, შემკული ვერცხლითა, სადაფითა, ძვლითა და ზოგიერთი ოქროს ზარნაშითა და წარწერითაც (სიგრძე ერთი თოფისა 2 არშინი და 14 ვერშოკი).კარდენახიდან - წყლის გამოყვანის დროს საბას მონასტერთან აღმოჩენილი განძიდან გადარჩენილი 8 ცალი არაბული ვერცხლის ფული. საგარეჯოდან - „მადლის ქვა” დავით გარეჯელისა. მისივე კვერთხის გიორგი ბოჭორიძე თავი, რომელიც წარმოადგენს ჯვარს ათონის ხელოვნებისას და სხვა. ნინოწმინდიდან - ძველი ზარბაზანი (მე-18 საუკუნის), შემკული ლომების ქანდაკებით და სხვადასხვა სახეებით. ხაშმის წმინდა გიორგის ეკლესიის ქონებიდან – ხურჯინი ფიცრისა ტყავგადაკრული, რომლითაც გადმოცემით მტრის შემოსევის დროს გახიზნავდნენ ხოლმე ეკლესიის განძეულს, წიგნებს და სხვა. იგი აქლემზე ასაკიდებელია და შემოტანილი უნდა იყოს სპარსეთიდან ალბათ რომელიმე გამარჯვების შემდეგ. მარტყოფიდან – ნინოწმინდელ-რუსთველ მიტროპოლიტის დროშა, შინდის ფერი, რომლითაც იგი წინ უძღოდა გჯარს ომის დროს, მე-18 საუკუნის, მისივე პანაღია ბაჯაღლო ოქროსი, შემკული ძვირფასი თვლებით და სხვა.ყველა ეს ნივთი გადაეცემა ერთ-ერთ მუზეუმს ეპარქიაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ალავერდის სამღვდელოების და მორწმუნეთა ერთმა ნაწილმა 1925 წლის 6 ოქტომბერს თხოვნით მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს: ,,ალავერდის ეპარქიის დაქვრივების შემდეგ პიროს ალავერდელის გარდაცვალების გამო, 1922 წლის 30 აპრილს, თანახმად სრულიად საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობისა, 1922 წლის 9 დეკემბერს მოიწვიეს საეპარქიო კრება ალავერდელი მღვდელმთავრის კანდიდატის ასარჩევად, მაგრამ კრება არ შესდგა. შემდეგ კი ჟამთა ვითარების გამო ვერ მოხერხდა საეპარქიო კრების მოწვევა ამავე საკითხის გადასაჭრელად. ამ ხნის განმავლობაში სამწყსოს განაგებდნენ საკათალიკოსო საბჭოს მიერ დანიშნული პირები, მათ შორის დღევანდელი მმართველი - მიტროპოლიტი იოანე. ალავერდის ეპარქიის სამღვდელოთა და მორწუნეთა ერთი ნაწლი, მოახსენებს რა ამას საკათალიკოსო საბჭოს, უმორჩილესად

გვ24

სთხოვს მას ალავერდის ეპარქიის  მმართველად მომავლისათვის, თანახმად დებულების 24-ე პუნქტისა, დანიშნოს ალავერდის კათედრაზე ისეთი პირი, რომელიც არჩეული იქნება ალავერდის ეპარქიის სამღვდელოებისა და მორწმუნეთაგან. ამასთან დავსძენთ შემდეგს: ხმებია ვითომ ალავერდის ეპარქიაში უნდა დანიშნულ იქმნენ ქორეპისკოპოსები. დღეს ალავერდის ეპარქიაში ნორ-მალურად მოქმედებს არა უმეტეს 6-7 ეკლესიისა და ირიცხება სამსახურში არა უმეტეს 60 მღვდლისა, ხოლო ასეთ რიცხვს სამღვდელოებისას არ ძალუძს არა თუ ორი და სამი, არამედ ერთი მღვდელმთავრის შენახვაც კი.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალავერდის ეპარქიას ძალიან ადვილად მოუვლის ერთი მღვდელმთავარი, თუ მას სარწმუნოებისა და ეკლესიისათვის გული შესტკივა და მარად უძლური არ არის და ცოტაოდენი მოძრაობაც ეხერხება. ამისთვის ვაცხადებთ, რომ ჩვენ ერთი მღვდელთმთავრის მეტს ვერ შევინახავთ და ისიც იმ პირობით, თუ ის ჩვენთან ერთად გაიზიარებს ჭირსა და ლხინს ე. ი. შევა ჩვენს მდგომარეობაში და არ მოითხოვს, როგორც ზოგიერთები  თვეში 200- 300 მანეთს. უმდაბლესად გთხოვთ, მომავალში ეს ჩვენი განცხადება იქონიოთ მხედველობაში ალავერდის ეპარქიისათვის მღვდელმთავრის დანიშვნის დროს” - ხელს აწერენ, სამღვდელონი: თელავის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, მთავარხუცესი დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი, მთავარხუცესი დეკანოზი იოანე შოშიაშვილი, დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, მღვდელი ალექსანდრე მთვარელიშვილი, მთავარდიაკონი პეტრე დეკანოზიშვილი. ერისკაცნი: ილია სვიმონის ძე ერისთავი, დავით ივანეს ძე პეტრიაშვილი, დავით სოლომონის ძე გაგუნაშვილი, ვასილ აპოლ ონის ძე რაზმაძე, გიორგი ისააკის ძე ჩხუბიანაშვილი, გიორგი გრიგოლის ძე ნარეკლიშვილი, ალექსი ჯიბღაშვილი.1925 წლის 14 ოქტომბრის საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ალავერდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე). მეუფე მელქისედეკი ამავე წლის 18 ნოემბერს ჩავიდა ეპარქიაში, სადაც მას სამღვდელოება თელავის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში დახვდა. ახლად ჩამოსულ ეპისკოპოსს სიტყვით მიმართა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა:

გვ25

დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი

„თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მოწყალეო მეუფეო. ნება მიბოძეთ რამდენიმე სიტყვით მოგესალმოთ. „თქუენ ყოველნი  დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა  მისისანი“ (მთ. 26. 31.). ამ სიტყვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო  ქრისტემ ჯვარცმის წინ მიმართა თავის მოწაფეებს და ამით  წინასწარ ამცნო მათ, რომ როდესაც მე შემიპყრობენ და განმაშორებენ თქვენგან, თქვენ ყველანი შეშინდებით, დაიფანტებით, შესცთდებით ამით (დაბრკოლდებით) მართლაც, როდესაც შეიპყრეს იესო ქრისტე, მოწაფენი მისნი აქეთ-იქეთ გაიქცნენ, მხოლოდ ორმა თუ სამმა მათგანმა გაბედა შორიახლოდან თვალყურის დევნება „ხილვად აღსასრულისა“ (მთ. 26. 58) - თუ რას უზამდნენ მას და როდესაც ეჭვი აიღეს მათზედ ავაზაკებმა, - გაისმა შემაძრწუნებელი ხმა უარის ყოფისა „არა ვიცი კაცი იგი“ (მთ. 26. 72.), არ ვიცი რას ლაპარაკობთ და სხვა.

ეს სურათი მთელი თავისი სიმკაცრით და სავსებით მეორდება ჩვენს ცხოვრებაში. დღეს ქართველი მწყემსი დაცემულია. ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი აქეთ-იქეთ უგზო უკვლოდ დაეხეტებიან. წმინდა ტაძარნი ჩვენი, სადაც აღევლინებოდა ღვთისადმი ლოცვა-ვედრება ერისათვის, წაბილწულნი არიან, სარწმუნოება შერყვნილია, ზნეობა სრულიად დაცემულია. მე არ მინდა შავი ფერებით დაგიხატოთ მდგომარეობა, გული გაგიტეხოთ, თუმცა დღეს ეს მართალია, მაგრამ მდგომარეობა უნუგეშო არ არის. 

დღეს ქართველი მორწმუნე არც ნამდვილი მორწმუნეა და არც სრულიად ურწმუნო. ის ეჭვიანობს, მაშასადამე ძიების ხანაშია. მას სურს გაიგოს რომელი ამბობს მართალს, ის, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი არის, მაშასადამე მას უნდა ვემსახუროთ, თუ ის, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არის, მაშასადამე რწმენაც ქარის მონაბერია და ქარივე წაიღებს - გაფანტავს?! აი, ასეთ ძიებაში მყოფი ერი ელის ისეთ ხელმძღვანელს, რომელიც მას დაარწმუნებს-დააჯერებს ღვთის არსებობაში. ელის ასეთ ხელმძღვანელს მისი დაცემული და შერცხვენილი მოძღვარიც და 

ელის თქვენი სახით, როგორც უმაღლესი სასულიერო ხელმძღვანელისა. მაშ, მოვედ მეუფეო და როგორც უმაღლესი სწავლითა და ხანგრძლივი გამოცდილებით აღჭურვილმან და კარის ეზოსა ცხოვართასა შემომავალმან, გვიხელმძღვანელე, გვითანამშრომლე, დაცემულნი აღგვადგინენ, ურჩნი დასაჯე, სუსტნი განამტკიცენ, მუშაკნი განამხნევენ და ისეთი მართლმკვეთელობით წარმართე საჭე ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა, რომ კვლავ ვიხილოთ ეკლესია ჩვენი გაბრწყინებული და ერი ჩვენი მაღალსა ზნეობასა შინა განმტკიცებული. ,,კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

გვ26

თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო ალავერდის ეპარქია, როგორც ამას თავის ქადაგებაში აღნიშნავდა დეკანოზი ეპიფანე, კარგად ჩანს მეუფის მიერ გაკეთებულ მოხსენებაშიც. წერილი ამ გარემოების ანალიზით მან გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ამბროსის (ხელაია) 1925 წლის 26 იანვარს: „ალავერდის ეპარქიაში შევედი 1925 წლის 18 ნოემბერს და ამნაირად ეპარქიაში 1925 წელს მე ვიმსახურე თვენახევარი. მღვდელთმთავრის რეზიდენციად ითვლება ქ. თელავი, სადაც ამჟამად არის 

ერთი ეკლესია - ფერისცვალებისა. ამიტომ ჩემს მისვლისას ამ ეკლესიაში შემხვდა სამღვდელოებაც და ხალხიც. წინამძღვარმა დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა მომმართა სიტყვით, სადაც დახატულია თანადროული მდგომარეობა ეკლესიისა. საპასუხო სიტყვაში მე სამღვდელოებას მიუთითე ამ მდგომარეობაზე და ვსთქვი, რომ ასეთი მდგომარეობა ეკლესიისა ბრძანებით გვიკარნახებს სასტიკ და მტკიცე დისციპლინის დაცვას, როგორც სამღვდელოებაში ისე მორწმუნე მრევლში. 

ალავერდის ეპარქია 1925 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით გაიყო ორად - ბოდბისა და ალავერდის ეპარქიებად. ბოდბის ეპარქიაში შევიდა სიღნაღის მაზრა და საინგილო, ხოლო ალავერდის ეპარქიაში თელავის მაზრა და თიანეთის მაზრა. 1925 წლის ბოლოს და 1926 დასაწყისში ეპარქიაში მოქმედი იყო 42 ეკლესია და მსახურობდა 44 მღვდელი. ამათში იგულისხმება მონასტრებიც და ბერებიც. ეპარქიაში 5 სამთავარხუცესოა. მდგომარეობა სამღვდელოებისა მძიმეა. ხალხს მღვდელი უნდა, მაგრამ მისი მატერიალურად უზრუნველყოფა ეძნელება, თანაც ეშინიათ 

მღვდელს მისცენ რაიმე, რადგან მაშინვე მას სარწმუნოების უარმყოფელნი შეავიწროებენ. 

ჯერჯერობით მე მივაქციე მთელი ჩემი ყურადღება ორ საკითხს: 1) ჩვენი სანთლის გასაღების შესახებ და 2) აკრძალული და ანაფორა გახდილი მღვდლების მრევლში სიარულისა და წესების შესრულების შესახებ. ორივე საკითხი უსაჭიროესად მივიჩნიე. პირველი საკითხის მოწესრიგება გვაძლევს მატერიალურად მოძლიერების საშუალებას და ხალხში შეაქვს ერთგვარი შეგნება, რომელიც ყველა ერს გააჩნია, გარდა ქართველებისა. მეორე საკითხის დაძლევა იქნება სრული განმტკიცება დისციპლინისა. მე ხალხს ვუხსნიდი, რომ მოვალეა, იხმაროს ეკლესიაშიც და სახლშიც სარწმუნოებრივი საჭიროებისათვის მხოლოდ ჩვენი სანთელი. აკრძალული მღვდლების შესახებ ვუხსნიდი ხალხს, რომ ამ მღვდლების მიერ შესრულებულ წესებს - ჯვრისწერას, ნათლობას, წესის აგებას და სხვას, არა აქვს მადლი და არ ითვლება შესრულებულად. სანთლის შესახებ ხალხს მივმართე საგანგებო მოწოდებითაც, რომელიც დავუგზავნე მთავარხუცესებს და მივწერე, წაეკითხათ მღვდლებს ეს მოწოდება თავიანთ ეკლესიებში ყოველი წირვის შემდეგ, ქადაგების წინ.

გვ27

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ მღვდლებს არ ესმით ამ საკითხის მნიშვნელობა და არა აქვთ უნარი ხალხში მოქმედებისა. მიუხედავად ამისა, ხალხმა მაინც დაიწყო სანთლის გარჩევა, ერიდება ბაზრის სანთელს და ცდილობს ჩვენის ყიდვას. 

ეს შევატყვე იმ სოფლებს, რომლებშიც მე მომიხდა ყოფნა და სიტყვის თქმა. გთხოვთ, თქვენი უწმინდესობის სახელითაც იქნას მთელ საქართველოსათვის საერთო მოწოდება როგორც სანთლის შესახებ, ასევე აკრძალული მღვდლების შესახებ. ასეთ მოწოდებას ექნება დიდი გავლენა ხალხზე“. 

აკრძალული და ანაფორა გახდილი მღვდლების შესახებ საკათოლიკოსო საბჭომ ეპისკოპოსს მელქისედეკს და საეპარქიო საბჭოს შემდეგი ინფორმაცია გაუგზავნა: „მოისმინა რა თბილისის ოლქის კრების ოქმიდან ამონაწერი სამღვდელო პირთა მიერ სამოქალაქო ტანისამოსის ტარების შესახებ განაჩინა შემდეგი:

]1) მიღებულ ივჭნას სახელმძღვანელოდ საკათალიკოსო საბჭოს 1922 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

2) მას განსავითარებლად დაემატოს შემდეგი. ნება დაერთოს სამღვდელო პირთ სამოქალაქო ტანსაცმელში სიარულისა მღვდელმსახურების გარეშე, თუკი ამის წინააღმდეგი არ არის სამრევლო და იგი აღძრავს ამ საგნის შესახებ სათანადო შუამდგომელობას ეპარქიის მღვდელმთავრის წინაშე. 

ამასთან, კანცელარია დასძენს, რომ საკათალიკოსო საბჭოს 1922 წლის ოქტომბრის განჩინება შეიცავს შემდეგს: სამლვდელო პირთ, რომელთაც იძულებით უხდებათ თავი დაანებონ მღვდლად ან დიაკვნად სამსახურს, ნება აქვთ საერო ტანისამოსი ატარონ და ითვლებოდნენ ისევ სამღვდელო ხარისხში, თუ ისინი ანაფორის გახდისას უწინარეს წერილობით განუცხადებენ ადგილობრივ მღვდელმთავარს, რომ ისინი არ უარყოფენ სამღვდელო ხარისხს, მიეწერებიან რომელიმე ეკლესიას ეპისკოპოსის ნებართვით და დროგამოშვებით ეზიარებიან საიდუმლოს. ღვთისმსახურების დროს სავალდებულოა მათთვის ანაფორის ტარება, მათი მიღება სამსახურში მიენდოს ადგილობრივი მღვდელმთავრის კეთილგონიერებას. 

წინადადება მიეცეს ეპარქიის მმართველთ მოახდინონ მთავარხუცესთა მეშვეობით აღრიცხვა ეკლესიას ჩამოშორებულ მღვდელთა და დიაკონთა, შეკრიბონ დაწვრილებითი ცნობები მათ შესახებ, სავსებით გაემიჯნენ მღვდლობას თუ დროებით. აქვთ თუ არა მათ ნებართვა სამღვდელო ტანისამოსის გახდისა, რომელ ეკლესიას არიან მიწერილნი, ასრულებენ თუ არა დროგამოშვებით საღვთო ლიტურგიას, აქვთ თუ არა სურვილი მღვდლის ხარისხში დარჩენისა და სხვა. განაწესონ მათზე სათანადო სასულიერო ზედამხედველობა“. 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზედაც ეპისკოპოსმა მელქისედეკმა გაამახვილა ყურადღება, იყო საეპარქიო სასამართლოს გაუქმების საკითხი, რაც 1926 წლის 12 იანვარს მოწვეულ საეპარქიო კრებაზე განიხილეს და

გვ28

საკათოლიკოსო საბჭოში შემდეგი დადგენილება გააგზავნეს:

1) სასამართლო თხოულობს ხარჯებს და ეპარქიას კი სახსარი არაფერი არა აქვს, ამიტომ ვერავითარ ხარჯს სასამართლოსათვის, როგორც დაწესებულებისათვის ვერ იკისრებს. ეს უმთავრესი.

2) სასამართლო თელავში უნდა იყოს და თელავში კი ორი მღვდელია მარტო.

3) სასამართლო საქმეებს აჭინაურებს და დრო კი მოითხოვს ჩქარ მოქმედებას და განკარგულებას.

4) ეპარქია ისეთი პატარაა რომ იგი უფრო სამთავარხუცესო ოლესა ჰგავს, ვიდრე ეპარქიას, ამიტომ საჭიროება სრულიად არ მოითხოვს, რომ ასეთ პატარა ეპარქიაში იყოს სასამართლო, როგორც ცალკე დაწესებულება. უკეთესია მღვდელმთავარმა პირადად მოიწვიოს თავისთან დამნაშავე და იქონიოს მასზე პირადი გავლენა. ეს მღვდელმთავრისათვის არ იქნება მძიმე ტვირთი, რადგან ეპარქია პატარაა.

5) სასამართლოს დადგენილება საბოლოოდ მაინც მღვდელმთავარმა უნდა დაამტკიცოს.

6) მლღვდელმთავრის მსჯავრით თუ უკმაყოფილო იქნება ვინმე, საქმეს გადაიტანს საკათალიკოსო საბჭოში იმ შემთხვევაში, რომელშიც ეს შეიძლება კანონით. მოგახსენებთ რა ზემოთ აღნიშნულს, თანახმად კრების დადგენილებისა, გთხოვთ საკათალიკოსო საბჭოს დაამტკიცოთ კრების დადგენილება“.

ეპისკოპოსი მელქისედეკი დიდ ყურადღებას უთმობდა კომუნისტური ხელისუფლების მიერ გაუქმებული და დარბეული ეკლესიების კვლავ გარემონტებისა და აღდგენის საკითხს. 1926 წლის გაზაფხულის თვეში, მორწმუნეთა დაყინებული თხოვნითა და ხელშეწყობით, მეუფემ აკურთხა სოფელ აკურას წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და ვანთის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიები. 

1926 წლის 17 ნოემბერს ალავერდის ეპარქიას ჩამოერთვა ფშავ-ხევსურეთი და გადაეცა წილკნის ეპარქიას. ამასთან დაკავშირებით ეკისკოპოს მელქისდეკს დაევალა მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რამდენი სამრევლო მოქმედებდა აღნიშნულ მხარეში და რამდენი მოქმედი სასულიერო პირი იყო დარჩენილი. მეუფე მელქისედეკმა ამ ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ მიხეილ მთიბელაშვილს დაავალა შეედგინა მოხსენებითი ბარათი წილკნის ეპარქიაში გასაგზავნად. მანაც შემდეგი შინაარსის წერილი მოამზადა: 

„ძველი რეჟიმის დროს ფშავ-ხევსურეთი შეადგენდა ერთ სამთავარხუცესოს და იყოფოდა 11 სამრევლოდ: ფშავის მხარე - გომეწრის, ჩარგლის, შუა ფხოვის, მუქოსა და უკანა ფშავის და ხევსურეთის მხარე - ბარისახო, როშკი, ბაცალიგო, ახიელი, ხახმატი და შატილი. კომუნისტების შემოსვლისთანავე დაიხურა უკანა ფშავის სამრევლო და მიეწერა მუქოს. ასე, რომ დარჩა 10 სამრევლო. სამთავარხუცესო ცენტრია ბარისახო. 

შემდეგ როდესაც მოხდა ცვლილება ქვეყანისა, ფშავ-ხევსურეთის სამრევლოები თვალსაჩინოდ შემცირდა. ძველი დროის გადატრიალებისთანავე, როგორც ძალაუნებურად ქრისტიანობის

გვ29


მიმდევარმა ერმა - ხევსურებმა, იერიში მიიტანეს თავიანთ ეკლესიებზე, გაძარცვეს ისინი და დაანგრიეს. აღნიშნული ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა შემდეგი ეკლესიები: ბარისახოს ეკლესია, რომლის დანგრევასთან ერთად მოკლეს იმავე ეკლესიის მღვდელი მთავარხუცესი ბესარიონ წიკლაური, ასევე როშკის, ბაცალიგოსა და ხახმატისა. ამ ეკლესიათა გარდა, როგორც გადმოცემით ვიცით, კიდევ არსებობს 2 ეკლესია - ახიელისა და შატილისა. ეს არ იკმარეს მძარცველებმა და ფშავის ეკლესიებიც შეარყიეს. ორჯერ გაძარცვეს ჩარგლის ეკლესია, სამჯერ შუა ფხოვისა და ერთხელ მუქოსი. სამგზის გაიძარცვა თამარისის მონასტერი უკანა ფშავში. შეურყეველი დარჩა მხოლოდ გომეწრის სამრევლო. სხვა საშინელი შემთხვევები კიდევ მოახდინეს ხევსურებმა. მუქოს ეკლესიის მღვდელი ლავრენტი ქრისტესიას ძე შიოშვილი, ახალგაზრდა, 4 თვის გადმოყვანილი მოკლეს მეუღლესთან ერთად საკრებულო სახლში 1919 წელს. ამჟამათ სიტუაცია ასეთია: გომეწრის მღვდელ მიხეილ ქისტაურს მედავითნე არ ჰყავს და არც ეკლესიური ღვთისმსახურება ტარდება. ჩარგლის სამრევლოს ჰყავს მღვდელი თეოდორე ჟამიაშვილი, მედავითნე არც იქ არის, ამიტომ იქაც არ სრულდება წირვა-ლოცვა. ახიელის სამრევლოში არის მღვდელი გიორგი ჯაბუშანაური (ხევსური) და როგორც პირადად გადმომცეს წირვა-ლოცვას ატარებს. შატილის სამრევლოს მართავს მღვდელი იოსებ ოჩიაური, მაგრამ ეკლესიური ღვთისმსახურება არც იქ ტარდება. მუქოსა და შუა ფხოვის სამრევლოების მღვდლებმა, ძმებმა - ალექსი და მიხეილ ოჩიაურებმა გაიხადეს ანაფორები და მიატოვეს სამსახური. უნდა აღინიშნოს

გვ30

 ისიც, რომ გომეწრისა და ჩარგლის მორწმუნე პირნი . განიცდიან სულიერ საზრდოს მოკლებას და მწუხარებაში არიან, მით უმეტეს, რომ მოკლებულნი არიან წირვა-ლოცვას, წმინდა საიდუმლოთა მიღებას და ზოგიერთ სხვა ქრისტიანულ წესებსაც“. 

1927 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსი მელქისედეკი გადაიყვანეს ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში. ამავე წლის 22 ოქტომბერს ალავერდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე), ხოლო 1928 წლის 26 მარტს განამწესეს სტეფანე ბოდბელი 

(კარბელაშვილი). 1928 წლის 27 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სტეფანე ალავერდელი წერდა: „ძალმომრეობის თვითნებობითი მიღწევით ჩამოყენებულ ვიქენი ბოდბის ეპარქიის მართვა-გამგეობიდან 10 იანვრის სინოდის განჩინებით. 25 მარტამდე დამტოვეს უჯამაგიროდ, გადაყვანილი ვარ ზედმეტი ხარჯების მიყენებით ალავერდის ეპარქიაში, სადაც უარესი პირობებია ჩემთვის და უკეთესს არც მოველიო”. 

ამავე დღეს, სინოდის კრებაზე, ურბნელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) განაცხადა და გულწრფელად აღიარა: „ჩვენ უსამართლოდ დავსაჯეთ ყოვლადსამღვდელო სტეფანე უღირს მღვდელთა საჩივრით, რომელნიც უნდა დასჯილიყვნენ. აწ გარეშე დეტალურად საქმის გაცნობისა დავჩაგრეთ ყოვლადსამღვდელო სტეფანეო“. 

მეუფე სტეფანეს მღვდელმთავრად დანიშვნის დროს ეპარქიაში მოქმედი იყო ოცდათხუთმეტი ეკლესია (ზედმიწერილებით), ხოლო უმოქმედო იყო ცხრამეტი ეკლესია. მღვდელი მოქმედი იყო 37; ამათ რიცხვში 7 ბერმონაზონი; თავდანებებული მღვდელი - 10; დიაკვნები მოქმედი - 11; 

თავდანებებული - 7. აქვე გთავაზობთ ამ ეკლესიებისა და იქ მომსახურე მღვდელმსასურთა სიებს:

| ოლქი (თელავისა) - მთავარხუცესი დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი: 

1.თელავის „ღვთაების“ სახელობის საკათედრო ტაძარი - დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი, მთავარდიაკონი პეტრე დეკანოზიშვილი, დიაკონი იოსებ მაზმანაშვილი. 

2.კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი ნიკოლოზ გაგუნაშვილი 

3,ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი ალექსანდრე მთვარელიშვილი 

4.ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - მღვდელი რომან მთვარელიშვილი 

5.გულგულას ფერისცვალების სახელობის ეკლესია - მღვდელი გიორგი გულისაშვილი 

6.იყალთოს „ღვთაების” სახელობის ეკლესია - მღვდელი იოანე ენუქიშვილი 

7.აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - იღუმენი მელქისედეკი (ცელაძე)

გვ31

8.ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია - მღვდელთმონაზონი კირილე (ცინცაძე) 

9.ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - მღვდელი გიორგი მეზვრიშვილი-ბლაგაშვილი 

10.ოჟიოს წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია - მღვდელი გიორგი მეზვრიშვილი-ბლაგაშვილი 

11.ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი მღვდელმონაზონი სტეფანე (გიგოლაშვილი) 

12.რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია - იღუმენი  ნიკოლოზი (მიქელაძე) 

13.რუისპირის „ახატელის“ ამაღლების სახელობის ეკლესია მღვდელმონაზონი იოსები (ლაგაზიშვილი) 

14.ქვემო ალვანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი ბაგრატ ცოცანიძე 

II ოლქი (კისისხევისა) - მთავარხუცესი მღვდელი ნიკოლოზ ბაკურაძე: 

1.შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი 

2.კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია - დეკანოზი ვასილ კანანაძე 

3.კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი თომა ჭიკაძე, მედავითნე ზაქარია ოქროცვარიძე 

4.კისისხევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია მღვდელი ნიკოლოზ ბაკურაძე, მედავითნე თეიმურაზ ყარასაშვილი. 

5.წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - დეკანოზი სამსონ იმნაიშვილი 

6.ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი ნესტორ ბაკურაძე, მედავითნე მიხეილ ამირანიძე. 

7.ბუშეტის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია - მღვდელი ილია ქაჯაია 

8.ვანთის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესია - მღვდელმონაზონი პიმენი (ფარსადანიშვილი) 

9.აკურას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - მღვდელი აბრაამ ტარიელაშვილი 

10.შაშიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სასელობის ეკლესია - დეკანოზი თომა ასათიანი

III ოლქი (ნეკრესისა) - მთავარხუცესი დეკანოზი ვასილ მაისურაძე: 

1.ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია - დეკანოზი ვასილ მაისურაძე, დიაკონი ვასილ სეფაშვილი

გვ32

2.ძველი გავაზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია - მღვდელი კონსტანტინე დარჩია, მღვდელთმონაზონი თორნიკე (აჭაიძე), მედავითნე იოსებ ფხოველიშვილი 

3.ახალი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი სვიმონ კოლელიშვილი 

4.ენისელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია - მღვდელი გიორგი ბალიაური, მედავითნე იოსებ ველიაშვილი 

5.გრემის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია - მღვდელი ევსები ასაბაშილი 

6.ჭიკაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია - მღვდელი სვიმონ პეტრიაშვილი 

7.კუჭატნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი სვიმონ პეტრიაშვილი. 

8.შილდის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესია - მღვდელი დავით ბურდულაძე, მედავითნე სვიმონ თეთრაშვილი. 

9.შილდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი არჩილ მირიანაშვილი 

10.საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია მღვდელი ლევან გურგენიშვილი, მედავითნე ონისიმე თათიაშვილი 

11.მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია - მღვდელი იასონ ასათაშვილი

სტეფანე ალავერდელმა ეპარქიაში დანიშვნისთანავე მოიწვია საეპარქიო კრება, რომელიც ჩატარდა ქალაქ თელავის „ღვთაების“ სახელობის საკათედრო ეკლესიაში, 15 მაისს. შესრულდა პარაკლისი, რის შემდეგაც კრება გახსნილად გამოცხადდა. თავჯდომარეობდა ეპისკოპოსი სტეფანე. 

მდივანი - მღვდელი აბრაამ ტარიელაშვილი. განიხილეს სამი საკითხი: 

„1) კრებამ განიხილა საეპარქიო ხარჯთაღრიცხვა და აღმოჩნდა, რომ წინა წელს საეპარქიო შემოსავალი ყოფილა: სანთლის - 480 მანეთი; კრებულებიდან - 35 მანეთი; სამრევლოებიდან - 210 მანეთი; ეკლესიებიდან - 150 მანეთი; შემოსავლიანი ეკლესიებიდან: აწყურის თეთრი გიორგიდან - 200 მანეთი; ალავერდის ტაძრიდან - 100 მანეთი; თელავის ღვთაებიდან - 50 მანეთი; ძველი გავაზიდან 30 მანეთი; მატნის დიდბატონიდან - 30 მანეთი; კრებულის გადაყვანა-გადმოყვანა - 100 მანეთი; საგამომცემლო - 30 მანეთი. გასავალი ყოფილა ეპისკოპოსისაგან - 60 მანეთი; მისივე ბინის დასაქირავებლად - 120 მანეთი; კანცელარიის მდივანი - 120 მანეთი; საკანცელარიო ხარჯები - 10 მანეთი; მღვდელმთავრის ბინისა და კანცელარიის გათბობა-განათება - 30 მანეთი; კანცელარიის შიკრიკის ჯამაგირი - 5 მანეთი; მგალობელთა გუნდი - 120 მანეთი; სანთლის გამყიდველი - 60 მანეთი; მოულოდნელი ხარჯები - 30 მანეთი. სულ მთელი შემოსავალი 1430 მანეთი და გასავალიც ამდენივე. კრებამ დაადგინა ეს ხართჯაღრიცხვა და ერთხმად დაამტკიცა მიმდინარე 1928 წლის შემოსავალიც და გასავალიც.

გვ33

მხოლოდ თუ ვინიცობაა შემოსავალში აღნიშნული ჯამი ვერ შესრულდა, მაშინ დაკლებულ იქმნეს რომელიმე გასავლის მუხლებს. გასავალი ნავარაუდევია 1430 მანეთი, მაგრამ რახან უფრო მოსალოდნელია აწინდელი მდგომარეობის მიხედვით, დიდად შემცირებულ იქნას ნავარაუდევი შემოსავალი, ამიტომ დეფიციტის ასაშორებლად ალავერდის საეპარქიო კრება გამოსთქვამს სურვილს, რათა შეერთებულ იქნას ალავერდისა და ბოდბის ეპარქიები. 

2) მოხსენებულ იქნას წინადადება საეპარქიო საბჭოს ახალი წევრების ამორჩევაზე, კრებამ დაადგინა: შეიქმნას საეპარქიო საბჭო ახალი წევრებით: დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი. მათი კანდიდატები მღვდელი ნიკოლოზ ბაკურაძე და მღვდელი ალექსანდრე მთვარელიშვილი. ერისკაცნი - თინათინ ბურჭულაძე, მისი შემცვლელი პელაგია სამხარაძისა. 

3) მოხსენებული სანთლის ოპერაციის გასაძლიერებლად სამღვდელოების მხრიდან მიღებულ იქნას შესაფერისი ზომები, კრებამ დაადგინა: ყველა მღვდელმა მიიღოს ენერგიული ზომები ჩვენი ქარხნის სანთლის ხალხში ფართოდ გავრცელებისა და ყოველგვარი გარეთ ნაყიდი სანთლის აკრძალვისა მღვდელმოქმედების დროს და ყველა მღდელს ჰქონდეს სამნათეო წიგნი. ყველა ნაკურთხ ეკლესიას უნდა ჰქონდეს თავისი სანთლის წიგნი, სადაც აღნიშნული იქნება გაყიდული სანთლის რაოდენობა”.

1928 წლის ნოემბერში საკათოლიკოსო საბჭოდან ალავერდის ეპარქიაში მივიდა წერილი, სადაც აღნიშნული იყო თიანეთის სამთავარხუცესოს გამოყოფის საკითხი. ამით აღშფოთებული ეპისკოპოსი სტეფანე საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „ალავერდის ეპარქიის შემადგენლობიდან 

გამოყოფილია მისი დიდი ხნის მიკუთვნებული შიდა ნაწილები და დღეს გაჭირვებული მდგომარეობა ალავერდის ეპარქიისა არ ნიშნავს იმას, როცა მოეხასიათება საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს მაშინ ჩამოაშოროს მას მისი კუთვნილი ისტორიული ნაწილი. მე მხედველობაში მაქვს თიანეთის სამთავარხუცესოს ტერიტორია. ხსენებული ნაწილის ჩამოშორება მე მიმაჩნია საეკლესიო სჯულის კანონმდებლობის დარღვევად და ზეაღმატებულად თვისთა უფლებათა (VI მსოფლიო კრების 25 აქტი). ამიტომ მოვითხოვ თიანეთის სამთავარხუცესო ისევ დაუბრუნდეს ალავერდის 

ეპარქიას, რომლის შემადგენლობაშიც იყო საუკუნეების განმავლობაში, თუ საკათალიკოსო საბჭო არ მოიპრიანებს ამას, მაშინ მოხსენდეს ეს საკითხი V საეკლესიო კრებას“. საკათოლიკოსო საბჭომ არ გაითვალისწინა მეუფე სტეფანეს სამართლიანი მოთხოვნა და აღნიშნული ოლქი, წინა წელს გამოყოფილ ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიასთან ერთად, წილკნის ეპარქიას გადასცა. 

მდგომარეობა კვლავ დაძაბული რჩებოდა. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა

გვ34

 ეპარქიის განაპირა მხარეებში. კერძოდ, ახმეტის მაზრაში, სადაც არაქართული მოსახლეობა ცხოვრობდა. 1928 წლის 26 დეკემბერს. საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიაში მივიდა ცნობა ალავერდის ეპარქიიდან: უმდაბლესად მოგახსენებთ საკათალიკოსო სინოდს შემდეგს, ა. წ. აგვისტოში პანკისის მღვდელი სვიმონ დაქიშვილი, როდესაც ის ღამით ბრუნდებოდა სახლში მღვდელთმოქმედების შესრულების შემდეგ, გამთენიისას იპოვეს მდინარე ალაზანში დამხრჩვალი. 

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს კი სოფელ მატანის მღვდელი იასონ ასათაშვილი ღამე გაუწვევიათ ავადმყოფის საზიარებლად და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, ბოროტმოქმედებს გზაში მოუკლავთ. ამის გამო ალავერდის საეპარქიო საბჭომ მიიღო რა მხედველობაში აღნიშნული შემთხვევები, მიმდინარე თვის 25-ში სხდომაზე გამოიტანა შემდეგი განჩინება. აღძრულ იქნას შუამდგომლობა საკათალიკოსო სინოდის წინაშე, რათა სამღვდელოებას მიეცეს უფლება დაბინდებიდან გამთენიამდე არ შეასრულოს არავითარი მღვდელთმომქმედება. ძმაო მიხეილ, (ლაპარაკია დეკანოზ მიხეილ ნაცვლიშვილზე), სიჩქარით მაცნობე წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ამ საქმის შესახებ. სამღვდელო კანდიდატიც გვყავს პანკისში გასაგზავნი, თორემ მოლები აგვიკლებენ. მატანშიც მღვდელი აღარ არის, რადგან როგორც წეღან ავღნიშნე ორი კვირის წინ მოკლეს. გვინდა შობის დღესასწაულზე მღვდელი გვყავდეს, დროზე გვირჩიეთ როგორ მოვიქცეთ“. დოკუმენტს ხელს აწერს დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი.

ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო საკათოლოკოსო საბჭოს ხშირად უხდებოდა ამგვარ დათმობებზე წასვლა, რადგანაც შევიწროებულ და შეშინებულ სამღვდელოებას ისედაც მძიმე პირობებში უწევდა სამსახური და იძულებული ხდებოდა საერთოდ დაენებებინა თავი მღვდლობისათვის. მოკლული მღვდლების ადგილზე კი 1929 წლის იანვრის პირველ რიცხვებში აკურთხეს მედავითნე პავლე ბორჩაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში მიავლინეს მსახურებისათვის, ხოლო მატანში განამწესეს მღვდელი იოანე მაღრაძე. 

1929 წლიდან მორწმუნეთა და ღვთისმსახურთა დევნამ მწვავე ხასიათი მიიღო, რაც გამოიხატებოდა არა მხოლოდ იდეურ, ანტირელიგიურ პროპაგანდაში, არამედ უმთავრესად ადმინისტრაციულ დევნასა და ფიზიკურ შევიწროებაში ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა მიმართ. ზოგიერთ სოფელში ადმინისტრაცია არ უშვებდა მღვდელს და არ აძლევდა ღვთისმსახურების ჩატარების უფლებას, ართმევდენ მიწის ნორმას და ხელწერილის საშუალებით პირობას ადებინებდნენ სასულიერო პირებს უარი ეთქვათ ღვთისმსახურებაზე, თვითნებურად და გადამეტებულად ბეგრავდენ სამღვდელოებას და ეკლესიაში მოსიარულე მრევლს. მაგალითისათვის მოვიყვანთ 1929 წლის დასაწყისში თელავის მაზრის პროკურორთან შესულსსიას, სადაც ეპარქიის ზედმეტად დაბეგრილი მღვდლები და დიაკვნებია აღწერილი:

1. მღვდელი ბაგრატ ცოცანიძე - ქვემო ალვანის ღვთისმშობლის

გვ35

მიძინების ეკლესიის წინამძღვარი. ოჯახობით 5 სული. ცოლ-ქმარი ფიზიკურ შრომას მოკლებული, ძარღვების მოშლილობისაგან. არც მიწა, არც სახლი, არც სხვა ქონება. ჰყავთ ერთი ფური და ერთი ცხენი. გადაახდევინეს 173 მანეთი. კიდევ მოსთხოვეს 120 მანეთი. მისი წლიური შემოსავალი შეადგენს 500 მან. ადმინისტრაციამ ჯერ 800 მანეთი შეაწერა, შემდეგ კი 1277 მანეთი, რისი გადახდაც მას არ შეუძლია.

2. ალავერდის ტაძრის სამრევლო საბჭოს თავჯდომარე დავით დავიდოვი თხოულობს განთავისუფლებას ზედმეტი ხარჯების შეჩერებისათვის, შავ სიაში შეტანისათვის და საბჭოს წევრობისათვის.

3. დეკანოზი ვასილ კანანაძე - კონდოლის წმინდა თომა მოციქულის ეკლესიის წინამძღვარი. დაავალეს გადაეხადა 49 მანეთი. შემოსავალი აჩვენეს შეცდომით 457 მანეთი. სინამდვილეში კი მისი შემოსავალი 1928 წელს ჩატარებული აღწერით შეადგენს 80 მანეთს, თუ შეღავათი არ  იქნება, იძულებული გახდება თავი დავანებოს ღვთისმსახურებას. 

4. მღვდელი კონსტანტინე დარჩია - ძველი გავაზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვარი - თავი დაანება სამსახურს დიდი გადასახადების გამო, 1928 წლის ოქტომბერში.

5. მღვდელი სვიმონ პეტრიაშვილი - ჭიკაანის წმინდა თომა მოციქულის ეკლესიის წინამძღვარი - თავი დაანება სამსახურს დიდი გადასახადების გამო, 1928 წლის ნოემბერში.

6. მღვდელი დავით

გვ36


ბურდულაძე - შილდის ჯვრის გამოჩინების ეკლესიის წინამძღვარი - 1928 წელს გადაიხადა 60 მანეთი, კიდევ შეაწერეს 130 მანეთი, 1929 წლის იანვარში თავი დაანება ღვთისმსახურებას.

7. მღვდელი გიორგი ბალიაური - გადაიხადა 8 მანეთი.

8. მღვდელი ევსები ასაბაშვილი - გრემის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის წინამძღვარი - 1927 წელს გადაიხადა 45 მანეთი, 1928 წლის ბოლოს უარი თქვა სამსახურზე.

9. დეკანოზი ვასილ მაისურაძე - ყვარლის წმინდა თომა მოციქულის ეკლესიის წინამძღვარი - გადაიხადა 9 მანეთი. დიაკონმა ვასილ სეფაშვილმა უარი თქვა სამსახურზე.

10. მღვდელი არჩილ მირიანაშვილი - შილდის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი - შეაწერეს 100 მანეთი, 4 დღის დაგვიანების გამო კიდევ გადაახდევინეს 7 მანეთი.

11. მღვდელი ლევან გურგენაშვილი - საბუეს ეკლესიის მღვდელი. 1926 წელს გადაიხადა 60 მანეთი, 1927 წელს 80 მანეთი, 1928 წელს 65 მანეთი”. 1929 წლის 27 ივნისს, თელავის „ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძარში შესდგა ალავერდის საეპარქიო კრება. დაწყებამდე შესრულდა 

პარაკლისი და კრება გახსნილად გამოცხადდა.

თავჯდომარეობდა ეპისკოპოსი სტეფანე, თანაშემწე - დეკანოზი ეკიფანე ჯაოშვილი, მდივანი - მღვდელი იოანე ქააძე. მოისმინეს დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილის განცხადება, ეპარქიის მდგომარეობის შესახებ: „დარჩეს ალავერდის ეპარქია დღევანდელ ფარგლებში თუ აღდგენილ იქნას ძველ ფარგლებში. ძველად ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარს ინახავდა ხაზინა. ახალ დროში მღვდელმთავრის შესანახი ხარგები დააწვა სამლვდელოებას, რომელიც თვითონ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში. ამას დაერთო ისიც, რომ ალავერდის ეპარქიას ჩამოშორდა გარე კახეთი, 

თიანეთის ოლქი და შემდეგ ეპარქია შუა გაიყო (ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებად). ამასთან სამღვდელოების 2/3 თავი დაანება სამსახურს, ასე რომ, დღეს ალავერდის ეპარქიაში ირიცხება 25-26 მღვდელმსახური, რომელთაგან შეტანილ გადასახადს არ შეუძლია შეინახოს მღვდელმთავარი და მისი კანცელარია. ასეთი მდგომარეობის გამო ალავერდის ეპარქიის საბჭომ შარშან დეკემბერში აღძრა შუამდგომლობა საკათალიკოსო სინოდის წინაშე, რათა ან გაუქმებულიყო ალავერდის კათედრა ან გაერთიანებულიყო ძველ ფარგლებში, მაგრამ ეს არ იყო დაკმაყოფილებული. ამასთან მიუხედავად, საქართველოს საეკლესიო დებულებისა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 5 მღვდელმთავარი გამოიცვალა და არც ერთხელ არ მისცემია საშუალება ეპარქიის სამღვდელოებას თვითონ აერჩია მღვდელმთავარი. მიუხედავად ამისა, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ალავერდის ეპარქიაში იმყოფებოდეს მღვდელმთავარი იმ შემთხვევაშიც კი, თუნდ სამღვდელოების რიცხვი კიდევაც შემცირდეს,

გვ37

ვინაიდან მღვდელმთავარი არის ერთადერთი ნუგეში და ხელმძღვანელი როგორც მორწმუნეებისა, ისე სამღვდელოებისა. 

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან კრებამ საჭიროდ მიიჩნია: . 

1. ა) გაერთიანებულ იქნას ალავერდის ეპარქია ძველ ფარგლებში; ბ) კათედრა დარჩეს ქ. თელავში; გ) მომავალში არ იქნას განწესებული მღვდელმთავარი ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების დაუკითხავად ე. ი. საშუალება მიეცეს თვითონ აირჩიოს თავისი მღვდელმთავარი; დ) წინააღმდეგ შემთხვევაში ალავერდის ეპარქია მიეწეროს მცხეთა-თბილისის ეპარქიას. 

2. კრებამ განიხილა სანთლის გასაღების საკითხი ეპარქიაში და აგრეთვე სანთლის ქარხნის შესახებ და დაადგინა: ა) დაევალოს ალავერდის ეპარქიის სამღვდელოებას მიიღოს მისგან დამოკიდებული ყოველივე ზომები წმინდა სანთლის გავრეცელების შესახებ სამღვდელოებაში; ბ) დაევალოს ალავერდის საეპარქიო საბჭოს მიიღოს ყოველივე კანონიკური ზომები, რათა დაცულ იქნას ალავერდის ეპარქიის უფლება თბილისის წმინდა სანთლის ქარხნის ქონების განაწილებაში;

3. კრებამ მოისმინა საკითხი მორწმუნეთა და სამღვდელოების მდგომარეობის შესახებ. დამსწრე პირთაგან მოყვანილ იქნა მრავალი შემთხვევა სამღვდელოებისა და მორწმუნეთა შეურაცხყოფადამცირების, ზედმეტად დაბეგვრის, დაშინების, ეკლესიების დაწვის-დანგრევის, მუქარის წერილების, სამსახურის თავდანებების მოთხოვნილებით და სხვა. გამოთქმულ იქნა კრების წევრთაგან აზრი სამსახურის სრულიად თავგანებების შესახებ, ვინაითგან დღითი-დღე აუტანელი ხდება მდგომარეობა მორწმუნეთა და სამღვდელოებისა, კრებამ დაადგინა: ეთხოვოს საკათალიკოსო სინოდს აღძრულ იქნას უმაღლესი მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა დაცულ იქნეს ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს მორწმუნეთა და კულტის მსახურთა შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული იქნებიან სამსახურს სრულიად გაანებონ თავი“. 

კრებას ხელს აწერენ: კრების თავჯდომარე ეპისკოპოსი სტეფანე ალავერდელი, მოადგილე დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, მდივანი მღვდელი იოანე ქააძე. დამსწრენი: დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი, დეკანოზი ვასილ კანანაძე, იღუმენი მელქისედეკი (ცელაძე), მღვდელმონაზონი კირილე (ცინცაძე), მღლვდელმონაზონი სტეფანე (გიგოლაშვილი), მღვდელმონაზონი პიმენი (ფარსადანიშვილი), მღვდელი აბრაამ ტარიელაშვილი, მღვდელი ალექსანდრე მთვარელიშვილი, მღვდელი რომან მთვარელიშვილი, მღვდელი მათე ჭიკაძე, მღვდელი ნიკოლოზ გაგუნაშვილი, მღვდელი სვიმონ კოლელიშვილი, მღვდელი არჩილ მირიანაშვილი, მღვდელი იოანე მაღრაძე, მღვდელი ბაგრატ ცოცანიძე, მთავარდიაკონი პეტრე დეკანოზიშვილი, დიაკონი იოანე მორბედაძე, მედავითნე იოსებ დეკანოზიშვილი, ფირუზა წიბალაშვილი, პეტრე ექვთიმიშვილი, დათიკო ბურნაძე. 

გვ38

ამ კრებასთან დაკავშირებით, საკათოლიკოსო სინოდმა გააჩინა

,,1. განემარტოს ალავერდის საეპარქიო მმართველობას, რომ საკათალიკოსო სინოდის სრული შემადგენლობის 1928 წლის 29 მარტის განჩინებით, ყოვლადსამღვდელო სტეფანე ალავერდელს დაევალა ალავერდის ეპარქიის მართვა-გამგეობა, მისი უნეტარესობის უშუალო ხელმძღვანელობით.

2. ალავერდის საეპარქიო კრების მოსაზრებანი - ეპარქიების მიწერის შესახებ მიღებულ იქნას სახეში შესაფერისი გარემოების დროს.

3. ყოფილი თბილისის საეპარქიო ქარხანა ფაქტიურად გაუქმდა 1921 წელს.

4. ამავე წელს ახლად გამართულ იქნა წმინდა სანთლის სახელოსნო III საეკლესიო კრების მიერ, რომელზეც იყვნენ ალავერდის ეპარქიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც გადაეცათ საკათალიკოსო სინოდის განჩინება, რომლის თანახმად ყოველ ცალკე ეპარქიას ეკუთვნის ის თანხა, რომელიც გროვდება ადგილობრივ საეპარქიო საბჭოში იმ ეპარქიის ეკლესიებში გაყიდული ანარიცხის სახით, 20% გამოკლებით.

5. ალავერდის საეპარქიო კრების ოქმის მესამე მუხლში აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს სინოდის სრული შემადგენლობის მიერ, ეპისკოპოს სტეფანეს თანდასწრებით აღძრულ იქნა 1929 წლის მარტში სათანადო შუამდგომლობა, რომლის შედეგიც მოეხსენება ყოვლადსამღვდელო ალავერდელს 1929 წლის 23 ოქტომბერს“.

გვ39

ეპარქიაში მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება თანმიმდევრულად უხეში ძალით, ადმინისტრაციული მეთოდებითა თუ სააგიტაციო მუშაობის გაშლით კიდევ უფრო ავიწროვებდა ეკლესიის პოზიციებს. ხელისუფლების ორგანოები ცდილობდნენ მოქმედი ეკლესიები რეგისტრაციაში გაეტარებინათ, რათა უფრო ზუსტი ცნობები შეეკრიბათ რელიგიურ საზოგადოებათა, სამრევლო საბჭოების შემადგენლობის, ეკლესიის შემოსავლის შესახებ. ამის შემდეგ კი ხდებოდა მათი დაბეგვრა. 

ადგილობრივი აღმასკომები ისაკუთრებდნენ ეკლესიის ეზოებს და სარგებლობდენ მათი შემოსავლით. იღებდენ დღეობების დროს გამართული დუქნების ქირას და სხვა. სამღვდელოება ვერ იხდიდა გადასახადებს და მეუფე სტეფანეს ხშირად უხდებოდა ამ საქმეებში ჩარევა. მაგალითად, სოფელ საბუეს მღვდლის ლევან გურგენიშვილის მიმართ გაგზავნილ წერილში მეუფე სთხოვს გადასახადი გადაიხადოს სრულად და მოერიდოს კონფლიქტს მთავრობის წარმომადგენლებთან: „გადასახადი შეგიტანია 150 მანეთი, რაც არ არის საკმარისი. გთხოვ, აიღო კრებული N1 გვ. 11, დადგენილება 124, მუხლი 6 და განუცხადო მილიციის უფროსს. მამულს თუ გართმევენ წაუყენე მთავრობის დადგენილება (გაზეთი ,,კომუნისტი” N231, 19-25, გვ. 10). რიღასთვის გინდა ეგ კრებული, დებულება ან კალენდარი, თუ არ გამოიყენებ. უნდა ეცადო ყოველთვის სიყვარულით, სიმშვიდითა და კანონიერი გზით მოარიგო ყოველი საქმე და უკანონობას ერიდე. 

რაც კანონით გეკუთვნის გადაიხადე, რაც არა და კანონით ეძიე. მანდ იქნებ იკითხო და იშოვო 1929-1930 წლის ,,სასოფლოსამეურნეო გადასახადის კანონი“ - გ. ლომთათიძესი, თუ მანდ არავის არ მოეპოვება, იყიდე, წაიკითხე და გამოიყენე კანონიერად”.

გვ40

მეტად მძიმე სიტუაცია იყო სოფელ ახალსოფლის (ყოფილი ძველი გავაზის) სამრევლოში. მღვდელ ბაგრატ ცოცანიძეს, რომელიც მეუფქემ ქვემო ალვანიდან გადაიყვანა აღნიშნულ სამრევლოში, გაუსაძლის პირობებში უხდებოდა ღვთისმსახურება. ადგილობრივი ახალგაზრდობა მტრული თვალით უყურებდა ეკლესიის არსებობას და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობდა შეურაცხყოთა მიეყენებინა მოხუცი მოძღვრისათვის. გამწარებულმა მღვდელმა თხოვნით მიმართა ეპისკოპოს სტეფანეს, ისევ გადაეყვანა თავის უწინდელ ადგილას. აქვე მოვიყვანთ ამ წერილის შინაარს: ,,თქვენო მეუფებავ! მე დავემორჩილე თქვენს ბრძანებას და არც შემიძლია არ დავემორჩილო, და აი, უკვე 1 ნოემბრიდან მე ვიმყოფები ახალსოფელში, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ცხვარი მგლებში, მე როგორც ნერვებით სუსტს და ავადმყოფს არ შემიძლია ავიტანო ამ გათავხედებული ბიჭ-ბუჭების ბრბოს სისაძაგლე, რომლებიც ხშირად მგმობენ. მე ჩემი შეურაცხყოფა კი არ მწყინს, არამედ ის, რომ ეს უბედური ხალხი რამ დასცა პირუტყვის ხარისხამდე? რამ დაუკარგა გულში სარწმუნოებრივი გრძნობა? ორში ერთი - ან უნდა სამაგიერო გადაუხადო სიტყვით, ხელით, ჯოხით, სამართლით, ან უნდა დავწყევლო ეს თავზეხელაღებულნი და გავიქცე სად? არ ვიცი! ალბათ ისევ იქ სადაც ვიყავი. მე თუშებში სარწმუნოების აშკარა შეურაცხყოფას შეჩვეული არ ვარ და ჩემთვის იქვე სჯობია, თუმცა მორწმუნენი აქაც მრავლად არიან. მაგრამ მე გული მიფუჭდება, გინდაც ათას მორწმუნეში ერთი გამოერიოს ზემოხსენებული წყეულთაგანი და ვხდები ავად. აქ ყოფნა მართლაც მღვდელმონაზონ თორნიკეს (აჭაიძე) მოუხდებოდა, მაგრამ აბა რას ვიზამ, ის არის საამათოდ ჩამოსხმული, ძელქვა კაცი, ვერაფერს დააკლებენ. ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება საჩქაროდ გამოგზავნოთ ვინმე აქ, სააქაოდ ზედგამოჭრილია მღვდელი იოანე მაღრაძე. აი, ის იქნება აქ კარგი, ყოჩაღი კაცია. ეხლა გიორგობისთვის გვინდა 10 გირვანქა სანთელი და ეგებ გამოგზავნოს დეკანოზმა ეპიფანემ ფოსტით. ამ ხელად გიგზავნით 20 მანეთს და დანარჩენს გიორგობის შემდეგ. 

ვეცდები შეწერილი საეპარქიო გადასახადიც გაგინაღდოთ, მხოლოდ უარს ამბობენ იმ სამოგზაურო ხარჯზე, რომელიც მოგივიდათ მღვდელმონაზონ თორნიკეს გამო. ბინასაც მაძლევენ თავისი საფასით ე. ი. საბჭოს ხარჯზე, ეკლესიის შემოსავლიდან მპირდებიან პურის აკრეფას და სხვა, მაგრამ მე აქ ვერ გავსძლებ, ჯავრი მკლავს ამ ურჯულო ლაწირაკებისგან“.

1930 წლის 17 იანვარს გაძარცვეს აკურის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია. დაწვეს მთელი შიდა ეკლესია თავისი ქონებით. 

მთლიანად განადგურდა კანკელი, ტრაპეზი, ოდიკი, სახარება და საღვთისმსახურო წიგნები. ამავე წელს მღვდელმა აბრაამ ტარიელაშვილმა მრევლის დახმარებითა და ხელშეწყობით კვლავ აღადგინა ტაძარი და ეპისკოპოს სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ეკლესია ხელახლა აკურთხა.

გვ41

ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927 – 1932წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ. ვერტყვიჭალა ხარაგაული იმერეთი

1930 წლის აგვისტოში ეპისკოპოსი სტეფანე მიმართავს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდს: ,,ვინაიდან განვლილი 5 წელი და უმეტესად უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საქმეში სრული დეზორგანიზაცია სუფევს, სრულიად გაქარწყლდა საერთოდ ღვთისმსახურება და კერძოდ, მღვდელმთავართა პრესტიჟი და ავტორიტეტი, მოსპობის გზაზეა დამდგარი საქართველოს ეკლესია და მორწმუნეთა სასოება, რისი მთავარი მიზეზიც ჩემის ღრმა რწმენით ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე და მის გარშემო დაჯგუფებულ პირთაგან რამოდენიმე, ამიტომ დღეიდან სათანადო მომენტამდე თავს ვიკავებ მასთან თანამდებობა-სამსახურისაგან, განსაკუთრებულ ხელმძღვანელობისაგან, 

რომლისაგან ვითხოვ განმანთავისუფლოს საკათალიკოსო სინოდმა ღვთისმსახურების წესის შესრულების უფლების დატოვებით“. 1930 წლის სექტემბრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ ეპისკოპოსი სტეფანე თბილისში გადმოიყვანა და კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.

გვ42

ალავერდის ეპარქია 1930-50 წლებში

ალავერდის ეპარქიის დაქვრივების გამო, 1930 წლის 24 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდმა განაჩინა: „ალავერდის ეპარქიის დროებითი მართვა მიენდოს ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტ კალისტრატე მანგლელს”. მიტროპოლიტმა კალისტრატემ ალავერდის საეპარქიო საბჭოს წევრებთან მუშაობას წარუმძღვარა სამი პუნქტი: 1) ყოველივე თხოვნა თუ განცხადება, რომელიც შემოვა საეპარქიო საბჭოში ან ჩემთან (გარდა სასწრაფოსი), წმინდა მირონისა და ოდიკის მიცემა და სხვა, უნდა განიხილებოდეს დაჩქარებით საბჭოს სხდომაზე. 2) იმ შემთხვევაში, როდესაც მე ვერ დავესწრები სხდომას, საბჭოს წევრთა მიერ განხილული საქმე, დასაბუთებული ჟურნალური დადგენილებით უნდა წარმომეგზავნოს მე. 3) ეპარქიის საჭიროებისათვის შემოსული თანხა მხვედრი ნაწილის, საკათალიკოსო სინოდის წარდგენის შემდეგ, უნდა გაყოფილ იქნას სამ თანაბარ ნაწილად, რომელთაგან ერთი დარჩება საეპარქიო საბჭოს განკარგულებაში, კანცელარიის ან მღვდელმთავრის ეპარქიაში წასვლა-წამოსვლის ხარჯების დასაფარავად, მეორე გაეგზავნება ყოვლადსამღვდელო სტეფანეს თბილისში, საკათალიკოსო კანცელარიის მეშვეობით, ხოლო მესამე მიეცემა გასამრჯელოდ ეპარქიის დროებით მმართველ მღვდელმთავარს“. 

მიტროპოლიტ კალისტრატეს ალავერდის ეპარქიის მართვა უხდებოდა  თბილისიდან. ამიტომ ის თხოვნას უგზავნის იქაურ საეპარქიო საბჭოს, წარუგზავნონ ცნობები, რამდენი იყო ალავერდის ეპარქიაში 1931 წლის 1 იანვრისათვის: „1) სამთავარხუცესო; 2) მოქმედი სამრევლო; 3) ზედმიწერილი ეკლესია; 4) მოქმედი მღვდელი; 5) მოქმედი დიაკონი; 6) მოქმედი წიგნისმკითხველი; 7) რამდენი ფუთი სანთელი გაიყიდა ეკლესიაში 1930 წელს; 8) 1930 წლის ეკლესიის შემოსავალი, გასავალი და ნაშთი. 9) მღვდელმთავრის ვიზიტს რომელ სამრევლოში ჰქონდა ადგილი; 10) საეკლესიო დისციპლინას ჰქონდა თუ არა ადგილი. ჩემს მოთხოვნილ სამღვდელო სიას დაერთოს ცნობა, ვინ, რა და როდის მიიღო უკანასკნელი ჯილდო“.

ორ კვირაში მეუფე კალისტრატესთან გასაგზავნი მონაცემები მზად იყო: 

„1931 წლის 1 იანვრისათვის ხსენებულ ეპარქიაში იყო 3 სამთავარხუცესო 16 მოქმედი სამრევლოთი, 15 მასზე მიწერილი ეკლესიით, 4 იღუმენი, 1 მლვდელმონაზონი, 13 მღვდელი, 1 დიაკონი და ორი წიგნისმკითხველი. 1930 წელს შემოვიდა და სრულიად გაიყიდა 12 ფუთი და 19 გირვანქა სანთელი, ხოლო განსაზღვრული არ ყოფილა თუ რამდენი გაიყიდა ეკლესიებზე ან კერძოდ, რადგან ასეთი მოთხოვნილება არ ყოფილა დაყენებული. ამავე წელს საეპარქიო საბჭოს შემოსავალი იყო 885 მანეთი

გვ43

გასავალი 825 მანეთი. ნაშთი 60 მანეთი. მღვდელმთავრის  ვიზიტი არ ყოფილა არც ერთ სამრევლოში. საეკლესიო დისციპლინის დარღვევას ადგილი ჰქონდა საკრებულო ტაძარში, რომელიც გამოწვეული იყო ყოფილი მღვდელმთავრის მიერ. ამ სამწუხარო მოვლენას ადგილი ჰქონდა 1929 წლის დეკემბერში (შეგიძლიათ იხილოთ საკათალიკოსო სინოდის კანცელარიის საქმე N1). ამასთან ერთად წარმოგიდგენთ საეპარქიო სამღვდელო სიას ჩვენებით, თუ როდის იკურთხა, რა და როდის მიიღო უკანასკნელი ჯილდო“.


1931 წლის 16 მარტს გარდაიცვალა ეპარქიის მთავარხუცესი დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი და ეპისკოპოსმა კალისტრატემ მის ადგილზე დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი დაადგინა, რომელიც ასევე საკათედრო ტაძრის წინამძღვრადაც დაინიშნა. 1931 წლის 2 ოქტომბრის საკათოლიკოსო სინოდისადმი გაგზავნილ წერილში, მამა ლეონტის მოჰყავს სია იმ ეკლესიათა, რომელთაც დღემდე შერჩათ ღვთისმსახურებისათვის საჭირო სამკაულები და არ იყო შელახული, რადგან წინა წელს გაგზავნილ სიაში არ ზუსტდებოდა, თუ რომელ ტაძრებში სდებოდა სისტემატიური წირვა ლოცვა: 

,,მოგახსენებთ, რომ მთელს ეპარქიაში არის 19 ეკლესია სიის მიხედვით, მაგრამ საბჭომ არ იგულისხმა მოქმედი ეკლესიები, სადაც სისტემატიურად ტარდება წირვა-ლოცვა. ასეთები კი არიან: თელავის, შალაურის, აწყურისა და ორივე ალვანის ეკლესიები. დანარჩენ ეკლესიებში, ღვთისმსახურება ტარდება განსაკუთრებულ შემთხვევებში. თანაც ბევრი მათგანი ისე არიან აწიოკებულნი უზომო დაბეგვრით, რომ თავიანთ სამრევლოებში ვერც კი დგებიან და იძულებული არიან სხვა სოფლებში ეძებონ სამსახური“.

გვ44


1932 წლის 10 თებერვალს შედგა ალავერდის საეპარქიო საბჭოს კრება, რომელსაც დაესწრენ: დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი, მარიამ აბელიშვილი, ნინო კალმახელიძისა და პელაგია სამხარაძისა. კრებამ მოისმინა წინადადება ეპარქიის სამღვდელოების დაჯილდოების შესახებ და მიიღო რა მხედველობაში, თუ რა მძიმე პირობებში უხდება სამღვდელოებას დაკისრებულ მოვალეობათა აღსრულება, გამხნევებისა და წახალისების მიზნით, გამოსთქვეს სურვილი მათი დაჯილდოებისა. დადგინდა, გაკეთდეს სია და წარედგინოს საკათოლიკოსო სინოდს. 

წმინდა სინოდის დადგენილებით, 1932 წლის 5 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისათვის, თანახმად ალავერდის საეპარქიო საბჭოს დადგენილებისა, დაჯილდოედნენ შემდეგი სასულიერო პირები: 

1) დეკანოზი მათე ალბუთაშვილი - ენქერით 

2) მღვდელი იოანე ქააძე - დეკანოზის წოდებით 

3) მლვდელი ნიკოლოზ გაგუნაშვილი - დეკანოზის წოდებით 

4) მღვდელი იოანე ენუქიშვილი - სამკერდე ოქროს ჯვრით 

5) მღვდელი ბაგრატ ცოცანიძე - სამკერდე ოქროს ჯვრით 

6) მლვდელი ზაქარია როსტომაშვილი - სამკერდე ოქროს ჯვრით 

7) მღვდელი გრიგოლ ჩიკვაიძე - სამკერდე ოქროს ჯვრით 

8) მღვდელი გიორგი მეზვრიშვილი - კამილავკით 

9) მღვდელი პავლე ბორჩაშვილი - კამილავკით

გვ45


ალავერდის ეკლესია. XX საუკუნის შუა პერიოდი 


10) მღვდელმონაზონი სტეფანე (გიგოლაშვილი) - სამკერდე ოქროს ჯვრით 

11) იღუმენი მელქისედეკი (ცელაძე) - არქიმანდრიტის წოდებით

ასევე, პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 4 ივლისს, კელავ დაჯილდოვდნენ სასულიერო პირები: 

1) იღუმენი კირილე (ცინცაძე) - ენქერით 

2) მღვდელი იოანე ენუქიშვილი - დეკანოზის წოდებით 

3) მღვდელი ბაგრატ ცოცანიძე - დეკანოზის წოდებით 

1932 წლის 24 ივნისს საქართველოს VI საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ამავე კრების თანახმად, ალავერდის ეპარქიის მართვა-გამგეობა კვლავინდებურად უკვე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შეუთავსეს. 

უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ პატრიარქობის პირველ წლებში თავისი საქმიანობა ოთხი მიმართულებით წარმართა: 1) ეკლესია-მონასტრების დახურვის, ნგრევის და ძარცვა-რბევის პროცესის შეჩერება. 2) საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალური კურსის შენარჩუნება. 3) საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული საეკლესიო პირების სულისშემხუთველი საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციისათვის ბრძოლა. 4) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიათა მიერ აღიარების მიღწევა. 

ასეთ ვითარებაში საზოგადოების ბნელი ძალების ერთგვარ წაქეზებად იქცა ხელისუფლების მოწოდება აელაგმათ სასულიერო პირების საქმიანობა.

გვ46

1931-32 წლებში დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა სასულიერო პირთა უზომო დაბეგვრისა და ასევე ეკლესია-მონასტრების დარბევისა თუ გაძარცვისა. გამონაკლისი არც ალავერდის ეპარქია ყოფილა: სოფელ იყალთოს სამრევლოს დეკანოზ იოანე ენუქიშვილისათვის შეუწერიათ 310 მანეთი და ვინაიდან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაეხადა თანხა, წაურთმევიათ ცხენი, აუყრიათ ქოხისათვის იატაკი და ჭერის ფიცრები, წაუღიათ ანაფორა, პალტო და ქუდი და ყოველიეე ეს ჩაუბარებიათ იყალთოს ერთ-ერთი მცხოვრებლისთვის, მარტის 31-მდე, როდესაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ქონების გაყიდვა. ასევე მოექცნენ სოფელ ოჟიოს მღვდელ გიორგი მეზვრიშვილს. მასაც დაუშალეს სახლი და საშენი მასალა გადაუზიდეს სხვაგან, თვითონ მღვდელი ცოლ-შვილით დარჩენილა ღია ცის ქვეშ. 

შემზარავი ფაქტი მოხდა ქვემო ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში. იქაური მოძღვრის, დეკანოზ იოანე ქააძის გადმოცემით, როდესაც რამოდენიმე დღით თბილისში წასულა თავისი ავადმყოფი შვილის სანახავად, უკან დაბრუნებულს ეკლესია დახვდა გაძარცვული. წაღებული იყო შემდეგი ნივთები: ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი, კოვზით და პატარა თეფშით, ტრაპეზის ერთი ჯვარი, „ბრონზის“ ყვითლად დაფერილი.

ტრაპეზის სახარება დამხვდა გადაშლილი. მის ყდასა და ფურცელს შორის ესვენა წმინდა ოდიკი, რომელიც ბოროტმოქმედებს რატომღაც არ წაუღიათ. სამკვეთლოს ზედა შესამოსელიც გამოძრავებული იყო. ეკლესია გაძარცვეს ბოქლომის გატეხვით. „მილიციაში განვაცხადე იმავე დღეს. 

უმდაბლესად გთხოვთ განმარტებას და ლოცვა-კურთხევას, თუ როგორ მოვიქცე, რათა მღვდელთმოქმედება განვაგრძო ტაძარში “.

1932 წლის 30 ივნისს გაკეთებულ წერილში მთავარხუცესი დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი მწუხნარებით მიმართაეს წმინდა სინოდს, რომ კახეთის თვალი და გული, ალავერდის ტაძარი მეტად უნუგეშო მდგომარეობაშია. „მისი ეზო სანახირედ არის გადაქცეული, მღვდელმონაზონ 

სტეფანეს კოლმეურნეები მეტად უხეშად ექცევიან. სამჯერ გატეხეს ტაძარი, წაიღეს შემდეგი ნივთები: სამი თვალი ამოაცალეს წმინდა იოსებ ალავერდელის ხატს, ჩამოხსნეს კრეტსაბმელი, რვა არშიანი თოკით, წაიღეს ნამწვავი კელაპტრები, დაახლოებით 5 გირვანქამდე. ტაძარში ამჟამად აწყვია კასრები, სადაც კომბოსტოსა და კიტრის წნილია ჩადებული, რის გამოც ტაძარში საშინელი სუნი დგას. მლვდელმონაზონი სტეფანე ეს ბოლო 5 თვეა საერთოდ გააგდეს ტაძრიდან და ეკლესიის მოშორებით დასახლდა. 

გთხოვთ უმდაბლესად, აღძრად შუამდგომლობა სადაც ჯერ არს, რათა ალავერდის ტაძარი იყოს შენახული ჯეროვნად, როგორც ისტორიული ძეგლი“. 

ასევე მძიმე სიტუაცია იყო აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიაში. არქიმანდრიტ მელქისედეკის ცნობით, „ბოლო სამი წლის განმავლობაში გადასახადი ყოველწლიურად ორმაგდება, თუ 1930 წელს გადაგვახდევინეს ობლიგაციის ფული 110 მანეთი, 1931 წელს აღდგომის შემოსავალი წაიღეს 273 მანეთი, აგვისტოს მარიამობის

გვ47

250 მანეთი, ობლიგაციების 320 მანეთი. 1932 წელს აღდგომის 300 მანეთი, მარიამობის 484 მანეთი, ობლიგაციების 500 მანეთი. გადასახადი ყოველ წელს იმატებს, ამ დრომდე გაუძელით და შემდეგ რა მოხდება არ ვიცით. ვალდებულნი ვარ კანონს დავემორჩილოთ. თვალსაჩინო შემოსავალი ეკლესიის საბჭოს ხელშია. ფულის კულაბა, ტყავები, მხრები, პურები, ღვინო, ქათმები, საწირავი ფული და სხვა. 5 წელია რაც კანონიერი საბჭო არ გვყავს. ამ უკანონო მტაცებელ საბჭოს ვინ ირჩევს არ ვიცით. ყოველ აღდგომა დღეს ამოდიან და გვეუბნებიან, ჩვენ 

ვართ საბჭოებიო. ამოდიან თან იმ დროს, როდესაც სასმელ-საჭმელია, დაგდებიან სვამენ-ჭამენ და რაც დარჩება იმასაც წაიღებენ. 

თუ დახმარება არ იქნება ამ შიშის ქვეშ როდემდის ვიყოთ. ძროხებისა და ღორების მწყემსებიც კი ჩვენ გვაშინებენ. მთელი სოფლის ნახირის სადგომი აქ არის, ეკლესიას ძლივსღა ვიცავთ. გთხოვთ თქვენს უწმინდესობას რაიმე გზა და ნუგეშინისცემა აღმოგვიჩინოთ აღნიშნული საქმის გადასაწყვეტად“.

აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია. XX სუკუნის 30-იანი წლები 

მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებისა, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე შეძლებისდაგვარად ახერხებდა ყურადღება მიექცია ალავერდის ეპარქიისათვის. დროგამოშვებით ჩადიოდა ეპარქიაში სამღვდელმთავრო მსახურების ჩასატარებლად და სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, გარდა ამისა, როცა თვითონ ვერ ახერხებდა ამას, მაშინ საკათოლიკოსო სინოდის წევრებს აგზავნიდა, რომელთაც ევალებოდათ შეესწავლათ იქ არსებული სიძნელეები და პრობლემები, დაეთვალიერებინათ მოქმედი

გვ48

ტაძრები და შემდეგ ცნობები მიეწოდებინათ საკათოლიკოსო სინოდისათვის. ეს მოგზაურობები იმდენად კარგად ასახავს მაშინდელი კახეთის სულიერ მდგომარეობას, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ სრულიად გაგაცნოთ: 

„1932 წლის 23 სექტემბერს, პარასკევს, ღამის 1 საათზე, კახეთის მატარებლით კათოლიკოს-პატრიარქი საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად, დეკანოზ ბენიამენ კანდელაკთან, სიონის ტაძრის კანდელაკ დეკანოზ მიხეილ ნაცვლიშვილთან, დეკანოზ დიმიტრი ლაზარიშვილთან და პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძესთან ერთად გაემგზავრა თელავში, ჯვართამაღლების დღესასწაულზე დასასწრებად და ალავერდის ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვის ჩასატარებლად: ,,დილის 10 სთზე ჩავედით სადგურში. რკინიგზაზე დაგვხვდა მთავარხუცესი დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი სამღვდელოებით. კათალიკოსი დარჩა ღვინიაშვილის სახლში იმ დღეს. შაბათს 24-ში და კვირას  25-ში დილით პატრიარქმა წირვა-ლოცვა ჩაატარა ,,ღვთაების“ საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ მელქისედეკის თანამწირველობით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიაში მსახურებას მცირე ხალხი დაესწრო. როგორც ლოცვის, ისე წირვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა. წირვის შემდეგ გადახდილ იქვნა პანაშვიდი დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილის სულის საოხად, რომელსაც დაესწრენ განსვენებულის ოჯახის წევრები და ახლობლები. კვირა საღამოს მისი უწმიდესობის განკარგულებით მოხდა კრება ალავერდის საეპარქიო საბჭოსი, რომელსაც დაესწრენ ადგილობრივი სამრევლო საბჭოს თავჯდომარე და სასულიერო პირნი. 

განსაკუთრებით დამსწრეებთ მიეცათ წინადადება გამოეთქვათ მოსაზრება ალავერდის ეპარქიის მუდმივი მლვდელმთავრის დანიშვნის შესახებ, თუნდაც იმ პირობით, რომ იცხოვროს თბილისში და დროებით მიმოიხილოს ეპარქია, თუ ადგილობრივი გარემოება ხელს არ უწყობს მის თელავში ცხოვრებას. დამსწრეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მუდმივი მღვდელმთავრის დანიშვნა, ამ დროისათვის არ არის შესაძლებელი ეპარქიაში. საეპარქიო შემოსავლის სიმცირე, მისი შემთხვევითი ხასიათი, ბინის უქონლობა, ხელს შეუშლის მღვდელმთავრის მსახურებას. ამ ჟამად ისეთი მძიმე მდგომარეობაა ეპარქიაში, რომ საშუალება არ გამოიძებნა სრული მგალობელთა გუნდის გამართვაზე. ამ გარემოებათა გამო, მღვდელმთავარი მოკლებული იქნება სათანადო პატივს და ვერაფერ სამსახურს ვერ გაუწევს საეკლესიო საქმეს. ამიტომ უმჯობესი იქნება ალავერდის ეპარქიის მართვა-გამგეობა დატოვებულ იქნას ჯერჯერობით არსებულ მდგომარეობაში, ვინაიდან თბილისიდან მართვა ალავერდის ეპარქიისა მისი უწმიდესობის მიერ და ზოგიერთ შემთხვევაში მისი მობრძანება, თუნდაც იშვიათად, უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ეპარქიას, ვიდრე მუდმივი მღვდელმთავარი. დასასრულს დამსწრეთ გულითადი მადლობა

გვ49

 მოახსენეს მის უწმიდესობას ეპარქიაზე გაწეული შრომისათვის და გამხნევებულებმა და დაიმედებულებმა, რომ წმინდა სინოდი ყურადღებით მოეკიდებოდა მათ მოხსენებას, ხოლო მისი უწმიდესობა არ მოაკლებს მამამთავრულ მზრუნველობას, მიიღეს 

ლოცვა-კურთხევა და გამოეთხოვნენ. ორშაბათს, 26 სექტემბერს, 10 სთ-ზე, პატრიარქი თავისი ამალით და დეკანოზ ლეონტი ღვინიაშვილთან ერთად გაემგზავრნენ ალავერდისაკენ, ხოლო გზად მიბრძანდა აწყურის თეთრი გიორგის სავანეში. ტაძარში სათანადო პატივით შეხვდა წინამძღვარი არქიმანდრიტი მელქისედეკი კრებულით. იყვნენ სხვა მღვდლებიც. პარაკლისის შემდეგ პატრიარქმა მამამთავრული სიტყვა-სწავლებით ანუგეშა და გაამხნევა მრევლი. ტაძრისა და კარ-მიდამოს დათვალიერების შემდეგ არქიმანდრიტმა მელქისედეკმა მიიწვია კათალიკოს-პატრიარქი საუზმეზე. მისი მოხსენებიდან გაირკვა, რომ ადგილობრივ საეკლესიო საქმეებს, უფრო კი შემოსავალს დაეუფლენ უპასუხისმგებლო პირები, რომელნიც თავს უწოდებენ ,,საბჭოს“, კრეფავენ ყოველგვარ შემოსავალს, რომელშიც ანგარიშს არავის არ აძლევენ. ეკლესიაში არ იყიდება საეკლესიო სანთელი. მისმა უწმიდესობამ მოიწვია ხსენებული საბჭოს წევრები, რომლებთანაც ჰქონდა სათანადო საუბარი ამალის თანდასწრებით. საბჭოს წევრებმა გულდასმით მოისმინეს ნათქვამი, ყურად იღეს კეთილი რჩევა და აღუთქვეს პატრიარქს, რომ დღეიდან იმოქმედებენ მთავარხუცესთან შეთანხმებით, მიიღებენ მისგან საეკლესიო სანთელს და საბუთებ-დავთრებს, შემოსავალ-გასავალს კანონიერად აწარმოებენ. ამის შემდეგ კათალიკოსმა დალოცა დამსწრენი, სავანის მოღვაწენი და გაემართა ალავერდისაკენ.

საღამოს 5 სთ-ზე კათალიკოსის ეტლი მიუახლოვდა ალავერდს. ტაძრის გარშემო ფართო მინდორი დაფარული იყო დღესასწაულზე მოსული მლოცველთა ურმებით. ტაძარში მის უწმიდესობას დახვდა ადგილობრივი კრებული. პარაკლისის შემდეგ მისი უწმიდესობა წაბრძანდა დასასვენებლად საგანგებოდ გამზადებულ ოთახში. საღამოს 7-ის ნახევარზე დაიწყო ზარების სადღესასწაულო რეკვა. პატრიარქი შებრძანდა ტაძარში და დაიწყო ლოცვა. ეკლესია მჭიდროდ იყო გავსებული მლოცველებით. სახარების წაკითხვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა ჯვართამაღლების დღესასწაულზე და მის მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმსახურება დიდხანს გაგრძელდა, ტაძარს ხალხი არ მოკლებია. 10 სთ-ზე კათალიკოსი გამობრძანდა ტაძრიდან. ამ დროს მეტად სასიამოვნო სურათს წარმოადგენდა ტაძრის ეზო და გალავნის გარშემო მინდორი, რომელიც ისე იყო განათებული, თითქოს ხანძარი გაჩენილაო. მეორე დღეს დიდი ზეიმით შესრულდა საღვთო ლიტურგია. უამრავი ხალხი ეზიარა, როგორც ხნიერნი, ისე პატარები. წირვის დამთავრების შემდეგ პატრიარქმა.

გვ50

ხალხს მიმართა სიტყვა-მოძღვრებით. ქადაგებას მოება პანაშვიდი განსვენებულ ეპისკოპოს პეტრესა და პიროსის საფლავების წინაშე. პატრიარქმა ხალხს გაახსენა განსვენებული მღვდელმთავრების შრომა-ამაგი. უკმაყოფილება გამოითქვა ეპისკოპოს პიროსის საფლავთან დაკავშირებით, რომელსაც ქვაც კი არ ედო საფლავზე. სამღვდელოებას მიეცა დავალება დადოს ქვა შესაფერისი წარწერით. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომელიც მოახდინა მლოცველებზე ახალგაზრდა პროტოდიაკონის ამბროსი ახობაძის ხმამ და მსახურებამ. მთავარხუცესს უშუალოდ დაევალა გაეწია სათანადო ყურადღება ალავერდის ტაძრისათვის. ორშაბათს, 28 სექტემბერს, დილით 8 სთ-ზე, მისმა უწმიდესობამ დატოვა ალავერდი და წაბრძანდა თელავისკენ, საიდანაც დღის 12 სთ-ზე გაემგზავრა თბილისში. თბილისში ჩასვლისთანავე შეიკრიბა სინოდის საგანგებო სხდომა, სადაც მიღებულ იქნა შემდეგი განჩინება: გარდაცვალებული ეპისკოპოს პიროსის საფლავზე დაიდოს მარმალილოს ქვა სათანადო წარწერით. ხელს აწერენ: სინოდის თავგდომარე კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე, მიტროპოლიტი სეიმონ ქუთათელი, მიტროპოლიტი ვარლაამი, ეპისკოპოსი იეროთეოზი ნინოწმიდელი, ეპისკოპოსი ეფრემი ურბნელი, დეკანოზი იოსებ მირიანაშვილი, დეკანოზი გიორგი გამრეკელი, დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი’’.

ალავერდობა XX საუკუნის 60-იანი წლები 

მიუხედავად პატრიარქის ვიზიტისა და მის მიერ გაწეული დახმარებისა, ალავერდის მონასტრის მდგომარეობა კვლავ უნუგეშო იყო. 1933 წლის დასაწყისში შედგა საეპარქიო საბჭოს კრება, სრული შემადგენლობით, უშუალოდ

გვ51

 ამ პრობლემის გადასაწყვეტად. აღნიშნეს, რომ ტაძარი და ეზო კვლავაც უპატრონოდაა მიტოვებული და უსუფთაობა სუფევს. ალავერდის  ტაძარზე მიმაგრებული იყო დეკანოზი იოანე ენუქიშვილი, რომელსაც  დავალებული ჰქონდა ეკლესიაზე მზრუნველობა, მაგრამ მან დიდი უყურადღებობა გამოიჩინა. ასევე კრებაზე დააყენეს აწყურის წმინდა თეთრი გიორგის ტაძრის პრობლემის საკითხი. დაადგინეს: „ალავერდის ტაძარი გაერთიანდეს აწყურის წმინდა თეთრი გიორგის ეკლესიასთან, როგორც შემოსავლით, ასევე კრებულით და ალავერდის წინამძღვრად 

დაინიშნოს იღუმენი კირილე ცინცაძე არქიმანდრიტის პატივით, ხოლო დეკანოზ იოანე ენუქიშვილს გამოეცხადოს საყვედური უმოქმედობისთვის“.  1933 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დროს, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ იღუმენ კირილეს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

1934 წლის 27 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდის წევრნი დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი და დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაემგზავრნენ ალავერდის ეპარქიაში. შთაბეჭდილებები წერილობითი ფორმით შეადგინეს: „თქვენი უწმიდესობის 

ბრძანებით, ჩვენი მისის მიზანი იყო გავმგზავრებულიყავით ალავერდის ეპარქიაში ალავერდის ტაძრის ,,ჯვართამაღლების“ დღესასწაულზე დასასწრებათ. ამ ტაძარში და ეგრეთ წოდებულ ,,თეთრი გიორგის“ ეკლესიაში შეგვესრულებინა ღვთისმსახურება. დაგვეთვალიერებინა აღნიშნულ ტაძრებთან ერთად შუამთის ტაძარი, იყალთოს და თელავის ეკლესიები და გზადაგზა ის ეკლესიები, რომელზედაც ხელი მიგვიწვდებოდა. თვალი გადაგვევლო მათ ქონებაზე, საქმეთა წარმოებაზე. გავცნობოდით მორწმუნეთა სარწმუნოებრივ დონეს, ღვთისმსახურების მსვლელობას, 

სამღვდელოების მორალურ და ეკონომიურ მხარეს. მათ მოქმედებებს, ურთიერთშორის განწყობილებას და მათ მოპყრობას სამრევლოებთან. თელავში დაგვხვდა ეპარქიის მთავარხუცესი დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი. მასპინძელმა მხიარულად მიგვიღო, მაგრამ გამოსთქვა უკმაყოფილება, რომ არ მობრძანდა თქვენი უწმიდესობა, მორწმუნენი კი აღტაცებით მოგველოდნენ. ამის შემდეგ ჩვენი თხოვნით დეკანოზმა ღვინიაშვილმა დაუგზავნა ბარათები საბჭოს წევრებს სხდომაზე მოსასვლელად. შემდეგ დეკანოზი ბენიამენი და დეკანოზი ლეონტი წავიდნენ თელავის უგეპეუში. 

ღვინიაშვილმა გააცნო უგეპეუს თავჯდომარეს სამღვდელოების არა ნორმალურად დაბეგვრა და სთხოვა, რომ დაბეგრილ ყოფილიყვნენ შემოსავლის მიხედვით. თავჯდომარე დაგვპირდა ყოველივეს შესრულებას. საღამოს სხდომაზე მოვიწვიეთ სოფელ კურდღელაურის მოძღვარი ნიკოლოზ გაგუნაშვილი, რომელსაც გარედან მოწვეული წიგნის მკითხველი უჩიოდა ხელფასის მიუცემლობას.

გვ52

სამწუხაროდ სხდომა არ შედგა. არ გამოცხადდა ხაბჭოს უმრავლესობა, არ გამოცხადდა არც დეკანოზი მათე ალბუთაშვილი. სამაგიეროდ გამოცხადდა დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი. მასზედ გაკეთებული განცხადება მედავითნის მიერ უსაფუძვლო აღმოჩნდა, ამიტომ იგი გამართლებული დარჩა. მაგრამ დეკანოზი გაგუნაშვილი როგორც მოძღვარი თავის სიმაღლეზე არ მდგარა, მიუხედავად სემინარიის განათლებისა და გარეგნული წარმოსადეგი საღი შეხედულებისა. გაირკვა, რომ ხშირად, როცა სწირავს წიგნის მკითხველს არ იწვევს, რომ სასყიდელი არ მისცეს. დეკანოზი ცქიტიშვილი ეკითხება:

მამაო, არც სააღგდომო წირვისთვის მოგიწვევია მედავითნეო. 

პასუხი: აღდგომას სულ არ მიწირავსო, რადგან ცუდი დრო არის და ღამისთევის წირვა-ლოცვის ჩატარება მეშინიაო. 

კითხვა: გათენებისას ვსწირავდი მამაო, და ამაზე სამრევლოს  წინასწარ ვაუწყებდიო.

პასუხი: რას ბრძანებთ მამაო, პირველად მესმის ჩემს სიცოცხლეში, რომ აღდგომას დილის წირვა შესაძლებელი ყოფილაო. აქედან სჩანს, რომ დეკანოზი ნიკოლოზი ძლიერ ჩამორჩენილი მოძღვარი ყოფილა. წინადადება მიეცა, რომ დილით იგი თავის ეკლესიისაკენ ერთ-ერთ ჩვენგანს გაჰყოლოდა დასათვალიერებლად. მეორე დღეს ადრე გამოცხადდა და დეკანოზი იოანე წაჰყვა. ტაძარი სრული და კარგია, სუფთათაც აქვს. ცოტა რამ შესწორება შევიტანეთ, ნივთები თავთავის ადგილზე დავაწყვეთ. ტაძარი შუა სამრევლოშია აგებული, ეზო ვრცელი და სუფთა აქვს. 

სამრევლო 700 კომლი ჰყოლია და ძვირად, რომ მათ შორის საეკლესიო წესი უმღვდელოდ სრულდებოდეს. განწყობილებაც სამრევლოსთან ცუდი არ ჰქონია და არც ეკონომიურად უჭირს. 

მეორე დილით 10 სთ-ზე ჩვენ, მთავარხუცესი და დიაკონი პეტრე დეკანოზიშვილი წავედით ალავერდისაკენ. ამინდი ცოტა ნამიანი იყო, მაგრამ მლოცველების ურმების ქარავანი მაინც გაბმული იყო თელავიდან თითქმის ალავერდის ტაძრამდე. 4 სთ-ზე ჩავედით ალავერდში, ტაძარი დავათვალიერეთ და როდესაც გარეთ გამოვედით მამა ბენიამენმა მოძებნა მილიციის უფროსი, რომელმაც თავაზიანად ერთ ოთახში დაგვაბინავა და აღგვითქვა მეორე ოთახის მოცემაც და შემდეგისათვის კი ერთი ოთახი სამუდამოდ დარჩება ადგილობრივ კრებულსო. დავისვენეთ, 

ვისადილეთ და ლოცვის სამზადისს შეუდეგით. 7 სთ-ზე დაიწყო ლოცვა. ტაძარი თითქმის სავსე იყო. დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი, დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, დეკანოზი იოანე ენუქიშვილი და მთავარდიაკონი პეტრე დეკანოზიშვილი შეუდგნენ ღვთისმსახურებას. გალობდა გურჯაანიდან მოსული გუნდი. 

ლიტიაზე გასვლის დროს ტაძარში ხმაური იყო, მწუხრის შემდეგ დეკანოზმა იოანემ ამბიონიდან მიმართა ხალხს და მოუწოდა წესიერებისაკენ,

გვ53

 რის შემდეგაც ტაძარში ლოცვის დასრულებამდე, მიუხედავად მლოცველთა სიმრავლისა სამაგალითო სიწყნარე იყო. 

დეკანოზმა იოანე ცქიტიშვილმა სახარების წაკითხვის შემდეგ სიტყვით მიმართა მლოცველებს. ზეთის ცხების დროს მილიცია იცავდა ტაძარში წესრიგს. ჯვართან ახლოს იდგნენ და თითო-თითო უშვებდნენ მლოცველებს ზეთის საცხებლად. 11 სთ-ზე მორჩა ლოცვა. მილიციას მადლობა გადაუხადეთ დახმარებისათვის და წავედით ოთახში დასაძინებლად, სადაც საშინელი სივიწროვე იყო. მეორე ოთახი არ გაგვიღეს, მილიციის უფროსი წასულიყო, დეკანოზმა ბენიამენმა უსაყვედურა კოლმეურნეობის დირექტორს, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობს. ამის შემდეგ გახსნეს მეორე ოთახიც. წირვა 9 სთ-ზე დავიწყეთ. ტაძარი მლოცველებით სავსე იყო. სხვათაშორის წირვის დროს ტაძარში, კარგა ხანი იდგნენ უცხოელი მწერლებიც, შემთხვევით მოსულნი. წირვის შემდეგ დეკანოზმა იოანემ იქადაგა ჯვართან დაკავშირებით. ამის შემდეგ ვისადილეთ, დავათვალიერეთ ეკლესია შიგნიდან და გარედან. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სამხრეთ მხარეზე გუმბათს სახურავი აგლეჯილი აქვს რამოდენიმე ადგილზე, საიდანაც წვიმის დროს წყალი ეპარება. ამის შედეგია, რომ ორ ადგილას კედლები დაზიანებულია, რაც შემდეგისათვის უქადის დიდ დაზიანებას. 

როგორც გადმოგვცეს თელავის აღმასკომს გამოუთხოვია მის შესაკეთებლად 5000 მანეთი, მაგრამ ეს თანხა მას ხარაჩოების გაკეთებაშიც არ ეყოფოდა, კედლებისა და ტაძრის სიმაღლის გამო. საერთოდ ხალხი დიდძალი იყო, თუმცა ამბობდენ, რომ უწინ უფრო მეტი ესწრებოდა ხოლმეო. დღესასწაულს ნამდვილი ნაციონალური ელფერი ედო. შიგნით ტაძარში ღირსი მამა იოსებ ალავერდელის საფლავი დიდ ყურადღებას იპყრობს. სანთელს ბლომად ანთებდნენ მის საფლავზეც. ორი დარაგი, რომელნიც იქვე იდგნენ ვერ აუდიოდნენ სანთლის გაყიდვას. წირვის შემდეგ დეკანოზმა იოანემ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, რის შემდეგაც გადაიხადა პარაკლისი წმინდა მამის საფლავზე და შეასრულა პანაშვიდი განსვენებული ეპისკოპოსების პეტრესა და პიროსის 

საფლავებზე. ორივე შემთხვევაში გალობდნენ დეკანოზი ბენიამენი და დეკანოზი ლეონტი ადგილობრივ კრებულთან ერთად. 1 სთ-ზე ცოტა ვისაუზმეთ და გავემართეთ აწყურის წმინდა გიორგის. მონასტრისკენ. იქ მივედით 5 სთ-ზე. ტაძარში ვილოცეთ, დავათვალიერეთ იგი და წავედით წინამძღვრის ბინაში. მეორე დღეს, შაბათს, მლოცველები მოვიდნენ ურმებით და ცხენებით. დეკანოზი იოანე შეუდგა 12 სთ-ზე ღამისთევის ლოცვას. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით. გალობდნენ დეკანოზი ბენიამენი, დეკანოზი ლეონტი და გალობის მოყვარულნი. სახარების წაკითხვის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა იოანემ შემდეგ თემაზე: ,,ღმერთი,

გვ54

როგორც კაცთმოყვარე, საუნჯეა სიკეთისა და არა ბოროტებისა· წმინდანებიც საერთოდ და კერძოდ წმინდა გიორგიც შუამავალია , ღმერთთან, ადამიანის სიკეთისათვის და არა ბოროტებისათვის...“ 

პირველი ნახევარი ამ სიტვისა წარმოთქვა ლოცვაზე, ხოლო მეორე ნახევარი წირვაზე. ამ თემაზე საუბარი საჭიროთ ვსცანით მისთვის, რომ ზოგ უვიცს ჰგონებია, წმ. გიორგი მეტისმეტად მკაცრია და ცოდვილ ადამიანებს ტანჯავს, წააქცევს, ლახავს და სხვა. წირვის დროს ეზოში დიდძალი ხალხი იდგა. მათაც დეკანოზი ბენიამენი ესაუბრებოდა ამ თემაზე. წირვის შემდეგ განვიხილეთ ეკლესიის ყველა დავთრები. შემდეგ ვისადილეთ და გავემგზავრეთ სოფელ იყალთოსკენ. სამწუხაროდ, შუამთას გვერდი აუარეთ, რადგან იქ მისვლას წვიმიანი ამინდი გვიშლიდა და არც  შეგვეძლო დაქანცულობის გამო. იყალთოში დავათვალიერეთ ტაძარი. მოვილოცეთ წმ. ზენონ იყალთოელის საფლავი. ეზოში დავათვალიერეთ არსენ იყალთოელის მიერ დაარსებული სასულიერო აკადემიის ნანგრევები. შემდეგ ეზოში გავარჩიეთ ზეპირი საჩივარი განცხადებული მნათის და სხვა პირების მიერ ადგილობრივ დეკანოზ იოანე ენუქიშვილზე. მღვდელმა ზოგ ბრალდებაში თავი იმართლა, ზოგში ვერა. საერთოდ საჩივარი არა საფუძვლიანი აღმოჩნდა. მომჩივან-მოპასუხე შევარიგეთ, მაგრამ როგორც გამოირკვა კერძო საუბარში, დეკანოზი ენუქიშვილი მაინც 

არ დგას თავის მდგომარეობის სიმაღლეზე. დეკანოზმა ბენიამენმა შენიშვნა მისცა მას და გააფრთხილა, რომ თუ კიდევ გაიმეორებს არა შესაფერის ქმედებებს, რომელიც გამოირკვა კერძო საუბრებში, იგი მისი უწმიდესობის განკარგულებით გადაყვანილ იქნება შორს და უფრო მცირე რიცხვიან სამრევლოში. შემდეგ გამოვემშვიდობეთ იქ დამსწრე საზოგადოებას და გავემართეთ ლინეიკისაკენ, რომელიც ეკლესიიდან ერთი ვერსის მანძილზე იდგა, გზის უვარგისობის გამო, მაგრამ ყველამ გამოუკლებლად მიგვაცილა იქამდე. აქედან გავემგზავრეთ თელავში. მივედით ისევ 

დეკანოზ ლეონტის სახლში. მეორე დღეს 1 ოქტომბერს დეკანოზმა ბენიამენმა წაიყვანა არქიმანდრიტი მელქისედეკი, რომელიც თეთრი გიორგიდან წამოგყვა და მივიდნენ უგეპეუში. გააცნო იგი თავჯდომარეს და განუცხადა ის, რომ ,,თეთრი გიორგის“ ტაძარი არა ნორმალურად არის შეფასებული 300 000 მანეთად, ეს მაშინ როცა თბილისში სიონის და ქაშვეთის ტაძრები 100 000 - 150 000 მანეთად არის შეფასებული, რომელნიც სიდიდით 5-ჯერ მეტი იქნებიან. ,,თეთრი გიორგის“ გადასახადი შეწერილი აქვს ამის კვალობაზე და შეადგენს 3000 მანეთს. თავჯდომარემ მოისმინა დეკანოზ ბენიამენის ეს საჩივარი და აღუთქვა, რომ სულ მოკლე დროში ,,თეთრი გიორგი“ გადაფასებულ იქნება არა უმეტეს 50 000 მანეთისა და გადასახადიც იმისდაკვალად იქნება. რაც შეეხება ზედმეტად წაღებულ ფულს, გადარიცხულ იქნება მომავალი

გვ55

წლების გადასახადშიო. ასეთი პასუხით დავბრუნდით უკან. 1 სთზე წავედით თელავის ,,ღვთაების“ ეკლესიაში, სადაც წინასწარ იყო დანიშნული საეპარქიო და სამრევლო საბჭოების გაერთიანებული კრება. კრებას დაესწრო საბჭოების სრული შემადგენლობა. სხდომა გახსნა თავჯდომარე დეკანოზმა ლეონტი ღვინიაშვილმა. პირველად იყო განხილული ვინმე მღვდლის განცხადება, რომელიც ითხოვდა სოფელ ურიათუბანში გადაყვანას. შემდეგ განხილულ იქნა დასმული მორიგი საკითხები და ბოლოს მოსმენილ იქნა თავჯგდომარის დეკანოზ ლეონტის მოხსენება. თავის მოხსენებაში ის საუბრობდა იმ უსიამოვნებაზე, რომელიც არსებობდა მას და მის თანამსახურ დეკანოზ მათე ალბუთაშვილს შორის. საქმე იქამდე არის მისული, რომ ისინი ერთად აღარ მსახურობენ დიდ დღესასწაულებში. ეს კი იმდენად უკარგავს ელფერს და შნოს, რომ ხალხს გული აუცრუვდა ღვთისმსახურებაზე და ტაძარი თანდათან ცალიერდება. დეკანოზი იოანე ეკითხება დეკანოზ მათეს: 

,,დიდ ხუთშაბათს 12 სახარების კითხვის დროს ან აღდგომას მსახურობთ თუ არა ერთადო. პასუხი იყო: ერთი ჩვენგანი მსახურობს, ხოლო მეორე დგას და ისმენსო. როდესაც მე თავისუფალი ვარ, როგორც გალობის მცოდნე ვგალობ, რადგან ეკლესიას მგალობელთა გუნდი არ ჰყავსო“. საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ მათი ეს მტრობა დაწყებულია დღიდან მათი ერთად სამსახურის დაწყებისა და ამ გარემოების შექმნაში ორივეს ადანაშაულებენ. თათბირის დროს მათ მიეცათ უკანასკნელი გაფრთხილება, რათა ამით ამოეწურათ უსიამოვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უწმიდესობის მიერ ერთ-ერთი მათგანი გადაყვანილ იქნება სოფელში. იმ სხდომის განჩინების ყველა ოქმები გამომუშავებულ იქნენ და გადაეცა დეკანოზ ლეონტის ჟურნალში შესადგენად, რომელსაც მოკლე დროში წარმოუდგენს თქვენს უწმიდესობას. სხდომიდან დავბრუნდით ბინაში და ვისადილეთ, საღამოს ავიღეთ სამგზავრო ბილეთები და მეორე დილით წამოვედით თბილისში. საბოლოოდ გაკეთდა დასკვნები ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით რომელთაც წერილობით ვაახლებ თქვენს უწმიდესობას:

1) ალავერდის ტაძარი თუ მოკლე დროში არ იქნა შეკეთებული, დაყოვნება დიდ ზიანს მიაყენებს ამ დიდებულ სიძველეთა ნაშთს. საჭიროა ზომების მიღება.

2) ღვთისმსახურება რეგულარულად სრულდება ყველა მოქმედ ტაძარში, გარდა კურდღელაურისა და ალავერდის ტაძრისა.

3) ნივთები და სამკაულები ტაძრებს რაც ჰქონდათ ყველაფერი აქვთ.

4) დავთრები ყველგან წესიერად არის ნაწარმოები, მცირეოდენი შენიშვნები შევიტანეთ მხოლოდ.

5) სამღვდელოების მორალური მხარე დაკმაყოფილებულია.

6) მათი ეკონომიური მხარეც ფრიად დამაკმაყოფილებულია, შესაძლოა ამას დროებითი ხასიათი ექმნეს, ეხლა კი შემოსავალი კარგი ჰქონიათ.

7) სამრევლოებთან სამღვდელოების დამოკიდებულება ცოტაოდენის გამოკლებით სასურველია.

გვ56

 8) მოძღვართა ურთი-ერთშორის განწყობილება არა დამაკმაყოფილებელია, ნამეტნავად იქ, სადაც ორი მოძღვარი მსახურობს. უსიამოვნების საბაბი ფულის ანგარიშს უნდა ჰქონდეს, რაც წინათაც ყოფილა და ეხლაც არის.

9) ძმათა შორის უსიამოვნებას თეთრი გიორგის და ალავერდის მონასტრის გაერთიანებულ კრებულშიც კი უჩენია თავი. თეთრი გიორგის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელქისედეკი უკმაყოფილოა ორი მონასტრის გაერთიანებით. მან განაცხადა, ალავერდიდან არც შემოტანილი მინდა რამე და არც გატანილიო. მათში უსიამოვნება რომ არ მოხდეს შემდეგში, საჭიროა მათი გაფრთხილება.

10) ნანახი სამღვდელოებიდან ჩვენზე ძლიერ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ახატელის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა იღუმენმა იოსებმა (ლაგაზიშვილი). სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო მისი ეკლესია ვერ ვნახეთ, მაგრამ ის სულ ჩვენთან ერთად იყო 

მთელი მოგზაურობის დროს. მიუხედავად მონასტრული აღზრდისა, მას კარგი განათლება მიუღია. აქვს იდეალური ურთიერთობა სამრევლოსთან და გამოირჩევა სიფხიზლით, სიდინჯით, თავდაჭერილობით მსჯელობაში, ღვთისმსახურებაში, სმა-ჭამაში და საერთოდ სახის გამომეტყველება მაჩვენებელი არის სრული მღვდლის იდეალისა. გამოვთქვავთ იმედს, რომ ესეთი კარგი მოძღვარი არ დარჩება დაჭჯილდოვებისა და ყურადღების გარეშე“.


გვ57

1933-42 წლებში, ისედაც შემცირებულ სამღვდელოებას, ერთბაშად  მოდენიმე მოძღვარი გამოაკლდა. 1933 წელს მღვდელი გიორგი ბალიაური, 1934 წელს მღვდელი მათე ჭიკაძე, 1935 წელს მთავარხუცესი დეკანოზი. 

ლეონტი ღვინიაშვილი, ხოლო 1936 წელს - დეკანოზი გრიგოლ ჩიკვაიძე გარდაიცვალნენ. ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად დეკანოზი მათე ალბუთაშვილი აირჩიეს, ხოლო ,,ღვთაების“ ტაძრის მთავარდიაკონ პეტრე დეკანოზიშვილს, 1937 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მღვდლად დაასხა ხელი. 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა დეკანოზი იოანე ქააძე და იღუმენი მალაქია (წიკლაური). 1939 წელს მღვდელი ზაქარია როსტომაშვილი მიიცვალა. 1940 წლის იანვარში, ახმეტაში, ხელისუფლებისგან წაქეზებული პირების მიერ, სასტიკად ნაცემი არქიმანდრიტი კირილე (ცინცაძე) აღესრულა. ამავე წელს ქვემო ხოდაშენის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი კიმენი (ფარსადანიშვილი) და პანკისის სამრევლოს მღვდელი პავლე ბორჩაშვილი გარდაიცვალნენ.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მდგომარეობა არც შემდგომ წლებში გამოსწორებულა. სამღვდელოების ყოფა უფრო და უფრო აუტანელი და მძიმე ხდებოდა. 1942 წელს მთავარხუცესი დეკანოზი მათე ალბუთაშვილი ალავერდის ეპარქიაში არსებული სიტუაციის შესახებ წერილს უგზავნის კათოლიკოს-პარტიარქს კალისტრატეს: „1942 წელს მთელს ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია დარჩა მარტო ერთი, ჩემდა რწმუნებული თელავის „ღვთაების ეკლესია“. ეპარქიაში სამღვდელოება დარჩა 7 კაცი. არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი), არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი), იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი), დეკანოზი იოანე ენუქიშვილი, მღვდელი გიორგი მეზვრიშვილი, მთავარდიაკონი - მღვდელმოქმედებით პეტრე დეკანოზიშვილი და ერთი წიგნისმკითხველი გიორგი ცერცვაძე. არც ერთ სამღვდელო პირს არ აქვს განსაზღვრული სამრევლო, ყველა თავისუფალია. წლევანდელ წლამდე ეპარქიაში ითვლებოდა კიდევ ერთი მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი. იმაზე ამბობენ, რომ გაიხადა ანაფორა და მკითხაობა დაიწყოო. ეპარქიაში არის კიდევ ერთი არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე), რომელიც ყველგან ესწრება და ასრულებს საეკლესიო წესებს, მხოლოდ არ იხდის არავითარ საეპარქიო გადასახადს. არც ერთი სამღვდელო პირი არ ზრუნავს წელიწადში ერთხელ მაინც სწიროს მოქმედ ტაძარში და მიიღოს წმინდა ზიარება. ზოგიერთი მათგანი არც მირონს იძენს. ჩემდამი რწმუნებულ ეკლესიაში წირვა-ლოცვა სწარმოებს კვირა-უქმე დღეებში. მლოცველების რაოდენობამ იმატა წინა წლებთან შედარებით. მაზიარებელთა რაოდენობა ამინდის მიუხედავად კვირაში აღწევს 18-ს, ხოლო მონათლულთა რაოდენობა წელიწადში 60-70, ჯვრისწერა 1-2 შემთხვევა, მიცვალებულის მღვდლით დასაფლავება წელიწადში 5-6. კერძო გადმოცემით სოფელ ყვარელში მორწმუნეებს ერთი ადგილი აქვთ ამოჩემებული, იქ ხატია დასვენებული, სადაც დღესასწაულებში

გვ58

იკრიბებიან, ლოცულობენ და წესებსაც ასრულებენ, კერძოდ:  ნათლობებს, პარაკლისებს და სხვა“. 

1943 წელს უღმერთო ხელისუფლების მხრიდან დევნილ-შევიწროებული საქართველოს სამოციქულო ეკლესია რამდენიმე ტაძრის ამოქმედების თაობაზე ნებართვას იღებს. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივში, უახლოესი ისტორიის ფონდში, ერთი მეტად საინტერესო ცნობა 

დაცულა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე 1945 წლის 28 მარტს უგზავნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართველოს საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში ბატონ კონსტანტინე ქადაგიშვილს:

„სანამ საქართველოს საკათოლიკოზოს ეკლესიურ მდგომარეობას გაგაცნობდეთ, საჭიროდ მიმაჩნია წაუმძღვარო შემდეგი: 1917 წელში საკათოლიკოზოში იყო 1500 ეკლესია, 1600 მღვდელი და ამდენივე დიაკონ-წიგნის მკითხველი. 1937 წლის 1 იანვრისათვის კი: ეკლესია 187, მღვდელი 203 და დიაკონ-წიგნის მკითხველი 43. 1937 წელში მრავალი ეკლესია დაიკეტა, სამღვდელონი ნებსით თუ უნებლიეთ ჩამოშორდნენ ეკლესიას. ზოგი კი სამრევლომ არ გაუშვა - დარჩით ჩვენთან და უტაძროთ გაგვიწიეთ მოძღვრობაო. მღვდლებიც დარჩნენ და ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას მრევლისა, თუ სახელმწიფოს წინაშე, - იხდიდნენ გადასახადს, იძენდნენ ობლიგაციებს და სხვა. 

საეპარქიო მთავრობებს (უკეთ კათოლიკოზ-პატრიარქს) უეკლესიოდ დარჩენილ მღვდლების მდგომარეობა მიაჩნდა არა კანონიერად, რის გამო კათოლიკოზი შეეთათბირა სათანადო სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელთანაც შეთანხმებით მღვდლები კათოლიკოზის მიერ აყვანილ იქმნენ აღრიცხვაზე, და მათ ეძლეოდათ ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად გამომუშავებული, შემდეგი ფორმის მოწმობა: „ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით დასტურდება, რომ ამის წარმომდგენელი მღვდელი N N  უფლება მოსილია შეუსრულოს ყოველგვარი ქრისტიანული ღვთის მსახურება და წესები თავის მრევლსა და გარეშეთაც, როდესაც ისინი მიმართავენ ამ გვარ თხოვნით. თუ უკანასკნელნი ისეთ ადგილიდან არიან, სადაც მღვდელი არ არის და მამა N N-ს იქ მიიწვევენ, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელს.“ 

ამ რიგად მღვდლები რეგისტრირებულ იქმნენ და მრევლს მიეცა საშვალება დაეკმაყოფილებინა თავის სარწმუნოებრივი მონთხოვნილების ნაწილი, მაგრამ იგი უეკლესიოდ რჩებოდა უზიარებელი, რაც მთავარი სარწმუნოებრივი მოთხოვნილებაა ქრისტეანეთათვის. 1943 წლის ოქტომბრის 8 დაარსდა ს.ს.რ.- კავშირის სახ.ხკომსაბჭოსთან მართლმადიდებელ ეკლესიის საქმეთა გამო

გვ59

ცალკე საბჭო. მართალია ეს საბჭო დანიშნული იყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, მაგრამ, ვინაიდან იგი დაარსებული იყო კავშირის სახკომსაბჭოსთან, ამისათვის, მორწმუნეების აზრით, მისი გავლენა უნდა გავრცელებულიყო მთელ კავშირის მართლმადიდებლებზე. ამისთვის კათოლიკოზ-პატრიარქს სამრევლოებმა მოართვეს თხოვნები ეკლესიების გახსნისათვის. ეს თხოვნები 1944 წლის იანვრის 10 და თებერვლის 17, N N 1222, 1261 და 1262, გადაეგზავნა საქართველოს ს.ს.რ. სახკომსაბჭოს თავჯდომარეს დასაკმაყოფილებლად. თხოვნები იმავე წლის აპრილში გადაეცა კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს ჩვენს რესპუბლიკაში, კ. ი. ქადაგიშვილს. საქმეებთან გაცნობის შემდეგ, კონსტანტინე ილარიონის ძემ აღძრა სათანადო შვამდგომლობა ვისდამიც ჯერ არს, მაგრამ ჯერ ჯერობით გახსნილია სამი ეკლესია, - მანგლისში, სტალინირში და სასაფლაოსი - ბათუმში, სამების სახელობისა. ამ ჟამად საკათოლიკოზოში მოქმედებს 29 ეკლესია, რომელშიდაც მოღვაწეობენ 5 მღვდელმთავარი, 41 ძირითადად მომუშავე მღვდელი, 2 პროტოდიაკონი და 3 წიგნის მკითხველი, და ზედ მიწერილნი: მღვდელნი 77 და მედავითნე 2. ამათ გარდა მხოლოდ აღრიცხვაზე არის აყვანილი 4, სავსებით საკათოლიკოზოში ირიცხება 135 ეკლესიის მსახური. შესაძლებლად მიმაჩნია, მთებში კიდევ იყვნენ ჩარჩენილნი მღვდლები. სამღვდელოების მოქმედება გამოიხატებოდა წირვა-ლოცვა, წესების შესრულებაში, შეძლებისა და გვარისი ქადაგება - დარიგების წარმოებაში, სარწმუნოება-ზნეობით ადამიანის სახის მიცემაში მორწმუნეთათვის, სამამულო ომის წარმოების ჟამს თავდაცვის ფონდის დაგროვებაში, როგორც პირადი წვლილით, ისე 

მორწმუნეთა შორის შეკრებილით: 1944 წლის იანვრიდან დღევანდლამდე შეკრებილია 102 274 მანეთი.

აღსანიშნავია შემდეგიც: 1943 წლის ოქტომბრის 31 მოხდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კანონიურ-ევქარისტიული კავშირის აღდგენა, რომელიც შეწყვეტილი იყო ერთმორწმუნე ეკლესიათა შორის 1917 წლიდან, და 1945 წლის იანვარ-თებერვალში ჩვენი ეკლესიის მეთაურის „ფრიად საპატიო სტუმრად” მიწვევა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის არჩევნებზე დასასწრებლად. კრებაზედ მიპატიჟებულნი იყვნენ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიების მეთაურნი, რომელთაგან ალექსანდრიის და ანტიოქიის პატრიარქები გამოცხადნენ პირადად, ხოლო კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, სერბიისა და რუმინეთისანი წარმომადგენელთა სახით. კათოლიკოს-პატრიარქი ამალით, საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის მთავრობის კ.ი. ქადაგიშვილის მეშვეობითი ხელშეწყობით გაეგზავრა თბილისიდან 23 იანვარს და დაბრუნდა თებერვლის 17. ალექსი პატრიარქის

გვ60

და საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ საბჭოს თავჯდომრის, გ. გ. კარპოვის გულთბილმა და თავაზიანმა დახვედრამ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურთა პირადმა ურთიერთ შეხვედრამ, რასაც ადგილი არა ჰქონია 1787 წლის შემდეგ, განაცხოველა და განამტკიცა მათ შორის ძმური სიყვარული და კავშირი. ამითია შესანიშნავი ეს იშვიათი მოვლენა - მოსკოვის 1945 წლის კრება. 

საკათოლიკოზოში დაბრუნდნენ ყოვლადსამღვდელო ეფრემი, პროტოპრესვიტერი იოანე ლოზოვოი და პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე. ამიერ ქვეყნით განვიდენ დეკანოზი მეთოდე გირენკო და მღვდელები - ესტატე აბრამიშვილი და ლავრენტი გარსიაშვილი. გამოიცა ქართულად და რუსულად ცალკე ფურცლებზე, „ღვთისმსახურების დროს სავედრებელი თხოვანი“ და „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1945 წლისათვის“ წიგნაკად და ტაბულად. ამას დაერთვის სია მოქმედ ეკლესიათა და ღვთისმსახურთა“. როგორც აღნიშნული სიიდან ჩანს, 1944 წლის დასაწყისში ალავერდის ეპარქიაში გაიხსნა 3 ეკლესია და მასზე მიწერილი 15 სამრევლო. 

1. თელავის ,,ღვთაების“ სახელობის საკათედრო ტაძარი - მთავარხუცესი დეკანოზი მათე ალბუთაშვილი, მღვდელი პეტრე დეკანოზიშვილი.


გვ61

მასზე მიწერილნი:

ველისციხე - მღვდელი ვალერიან ტაბლიაშვილი

ახმეტა - მღვდელი დავით ბურდულაძე

ქვემო ხოდაშენი - მღვდელი იოანე მაღრაძე

ფშაველი - დეკანოზი იოანე ენუქიშვილი 

ალავერდი - იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი) 

იყალთო - არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) 

ახაშენი - მლვდელი მელიტონ ბეგიაშვილი 

2. ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი ალექსანდრე მთვარელიშვილი 

მასზე მიწერილნი: 

ახატელი - არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი) 

აწყური - არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე), მედავითნე გიორგი ცერცვაძე.

3. ძველი გავაზის (ახალსოფლის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი გრიგოლ ელიზბარაშვილი 

მასზე მიწერილნი: 

ყარსუბანი - მღვდელი ნიკოლოზ დეკანოსიძე 

ტიბაანი - მღვდელი დავით ათანელაშვილი 

მაღარო - მღვდელი ვასილ მესტიაშვილი 

ქედი - მღვდელი მოსე ნადირაშვილი 

ნუკრიანი - დეკანოზი ვასილ ნათიძე, მედავითნე დიმიტრი ქურხული. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ნება დართო ეკლესიების ამოქმედებისა, აწყურის ,,თეთრი” წმინდა გიორგის ეკლესიის და ალავერდის საკათედრო ტაძრის გახსნას ადგილობრივი ფუქციონერები არ ჩქარობდნენ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე 1944 წლის 19 აგვისტოს თხოვნით ბარათს უგზავნის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს: „გაწუხებთ, ვინაიდან კ. ქადაგიშვილი ჯერ მოსკოვიდან არ დაბრუნებულა, საქმე კი საშურია. თელავის რ-ნის აწყურის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმშობლობა იდღესასწაულება. ამ დღეისათვის გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა იკრიბება დიდძალი მლოცველი, განსაკუთრებით ფშავები, ხევსურები და თუშები, თხოულობენ ბავშვების მონათვლას, ზიარებას, ჯვრისწერას, პარაკლისებს, პანაშვიდებს, ხოლო ტაძარი კი მათთვის დაკეტილია. 

სანამ საზოგადო განკარგულება გამოიცემოდეს, მოკრძალებით გთხოვთ ბრძანებას ტაძრის გახსნისათვის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს მსურველთა სარწმუნოებრივი მოთხოვნილებები. თავისთავად იგულისხმება, რომ მოძღვარი დღესასწაულის და კვირა დღის გარდა წესებს შეასრულებს საღამოს საათებში სასოფლო-სამეურნეო მუშაობის დამთავრების შემდეგ.“

გვ62

5 დღის შემდეგ, თელავის რაიაღმასკომის თავჯდომარის ამხანაგ უთიაშვილის სახელზე, მოვიდა წერილი საქართველოს რელიგიის საქმეთა რწუნებულისაგან: „საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დააყენა საკითხი აწარმოოს ღვთისმსახურება თელავის რ-ნის „თეთრი” გიორგის არა მოქმედ ეკლესიაში. საკითხის განხილვის შემდეგ ნება დაერთო ერთდროული ღვთისმსახურებისათვის აღნიშნულ ეკლესიაში, ვადით 25 VIII-დან 6 სექტემბრამდე. ამასთან დაკავშირებით გევალებათ ,,თეთრი“ გიორგის ეკლესიის შენობა გადასცეთ არქიმანდრიტ მელქისედეკს (ცელაძე), არქიმანდრიტ ამბროსის (ალადაშვილი) და იღუმენ სტეფანეს (გიგოლაშვილი) აღნიშნული დროის განმავლობაში, რომლებიც ამ ეკლესიაში შეასრულებენ საკულტო ჩვევებს“. საბოლოოდ ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1945 წელს, ხოლო აწყურის წმინდა გიორგისა - 1946 წელს ამოქმედდა. 

1946 წლის 10 სექტემბერს დეკანოზი მათე ალბუთაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს უგზავნის ცნობას ეპარქიაში უზომოდ დაბეგრილი მღვდლების შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ რამხელა გადასახადების გადახდა უწევდათ მაშინდელ სასულიერო პირებს:

1) დეკანოზი მათე ალბუთაშვილი - დაბეგრილია 13 308 მან,

2) არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) - დაბეგრეს 1688 მან,

3) დეკანოზი იოანე ენუქიშვილი - 8000 მან. (წასულია მთა-თუშეთში თავისი სურვილით),

4) მღვდელი დავით ბურდულაძე - დაბეგრილია 7060 მან,

5) დეკანოზი მელიტონ ბეგიაშვილი - ფინგანის მიერ არ არის დაბეგრილი არც ერთ დროს,

6) მღვდელი პეტრე დეკანოზიშვილი - დაბეგრილია 9210 მან,

7) იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი),

8) არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი),

9) მლვდელი ალექსანდრე მთვარელიშვილი - ჯერ არ დაუბარებიათ,

10) არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე) - დაბეგრილია 2000 მან,

11) მღვდელი ვასილ ჩიტაძე - არ არის დაბეგრილი, როგორც სხვა ქვემოური მღვდლები“. 

ასევე დეკანოზი მათე იუწყებოდა სამხედრო გადასახადის შესასებ: „პრესაში გამოცხადებული იყო სამხედრო გადასახადის შეწყვეტაზე, II მსოფლიო ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფინგანი წელსაც გვაძალებს სამხედრო გადასახადის შეტანას. შარშანდელი გადახდილია 1382 მანეთი ქვითრებით, წლეულს კიდევ 1250 მან. გთხოვთ შეგვატყობინოთ, კანონიერია თუ არა ეს გადასახადი და უნდა ვიხადოთ თუ არა? კათოლიკოს-პატრიარქმა კალისრტატემ ამ შეკითხვის გამო პირადად მისწერა მამა მათეს, რომ 1946 წლის იანვრიდან მოსპობილია გადასახადი და თუ 1250 მანეთი არ არის შარშანდელი გადასახადი, თქვენ იგი არ უნდა შეიტანოთო“.

გვ63

ალავერდის ეპარქია 1950-93 წლებში 

1950 წლის იანვარში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე), რომელსაც ამასთანავე დაევალა ბოდბის ეპარქიის მართვაც. შემონახულია დოკუმენტი, რომელსაც უწმინდესი კალისტრატე უგზავნის ეპარქიაში ახლად 

დანიშნულ მეუფე გაბრიელს. წერილი დათარიღებულია 1950 წლის 31 იანვრით: „თქვენო მეუფებავ, ყოვლადუსამღვდელოესო გაბრიელ ალავერდელო. წარმოვგზავნი რა ამასთან ერთად ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების სიას, რომელშიც მოთავსებულია ბოდბის ეპარქიის სამრევლოებიც, გაბარებთ მათ დამწყვსას თანახმად ჩვენი ეკლესიის დებულებისა. თანაც გნიშნავთ ალავერდის, თელავის ფერისცვალებისა და აწყურის წმ. გიორგის ეკლესიების წინამძღვრად იმ აუცილებელი პირობით, რომ თქვენ თვით ტაძრებში ასრულებდეთ წესებს და მორთმეულ გასამრჯელოს მიაქცევდეთ საძმოს კულაბაში, საიდანაც მიიღებთ შემდეგ მხვედრ ნაწილს. არქიმანდრიტები მელვქისედეკი (ცელაძე) და ამბროსი (ალადაშვილი) რჩებიან თქვენს მოადგილეებათ, ხოლო დეკანოზი მათე ალბუთაშვილი კათედრის დეკანოზად და თქვენს მოადგილეთაც. სამღვდელო პირებზე და ეკლესიებზე დადებულ გადასახადს მიიღებთ ხოლმე თქვენ და იქედან კანონით გათვალისწინებულ ნაწილს წარმოადგენთ საკათალიკოსოს სამეურნეო გამგეობაში. 

წითელწყაროს სამრევლო ჯერ-ჯერობით რჩება მცხეთა-თბილისის საეპარქიო გამგეობაში. აქვე მოვიყვანთ აღნიშნულ წერილში მოხსენიებულ ალავერდისა და ბოდბის ეპარქიის ეკლესიებისა და სამღვდელოების სიას“. 

ამ დროისათვის ეპარქიაში მოქმედებდა 5 ტაძარი და მასზე მიწერილი 7 ეკლესია.

1. ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ეკლესია - არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი), იღუმენი,სტეფანე (გიგოლაშვილი), მღვდელმონაზონი ზენონი (სუმბაძე). 

მასზე მიწერილნი: 

ახმეტა - მღვდელი დავით ბურდულაძე 

ველისციხე - მღვდელი მელიტონ ბეგიაშვილი 

ფშაველი - დეკანოზი იოანე ენუქიშვილი 

2. თელავის ,,ღვთაების” სახელობის საკათედრო ეკლესია - დეკანოზი მათე ალბუთაშვილი, მღვდელი პეტრე დეკანოზიშვილი, მედავითნე მიხეილ ზურაბიშვილი 

3. აწყურის „თეთრი“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე), არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი), მღვდელი გიორგი ცერცვაძე, მღვდელი გიორგი ღონღაძე.

გვ64

4. ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - დეკანოზი ალექსანდრე მთვარელიშვილი  

5. ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - მღვდელი სერაპიონ მეტრეველი 

მასზე მიწერილნი: 

ყარსუბანი - მღვდელი ნიკოლოზ დეკანოსიძე 

ნუკრიანი - დეკანოზი ვასილ ნათიძე 

ბოდბე - მღვდელი ვასილ მესტიაშვილი 

შილდა - მღვდელი ალექსანდრე ერაძე 

კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - მღვდელი ვასილ ჩიტაძე


ეპისკოპოსმა გაბრიელმა ეპარქიაში დანიშვნისთანავე მტკიცედ მოჰკიდა ხელი სამღვდელოებაში დისციპლინისა და წესრიგის აღდგენას. მან სამღვდელოებას გააცნო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს განჩინება და სინოდის დადგენილება, სადაც საუბარია იმ ვალდებულებებზე, რომლის აღსრულებაც ევალებათ სასულიერო პირებს:

1) ეკლესიის თითოეული მღვდელმსახური ვალდებულია მუდმივად ატაროს თავისი ე. ი. ეკლესიის მსახურისათვის განკუთვნილი ტანსაცმელი - ანაფორა.

2) თითოეული მღვდელი ვალდებულია მუდმივად იცხოვროს თავის მრევლში.

გვ65

3) სასტიკად უკრძალავ სხვის მრევლში თვითნებურად შეჭრას და წესების შესრულებას.

4) ადგილობრივი მოძღვრის ავადმყოფობის შემთხვევაში ჩემთან შეთანხმებით დროებით ინიშნება დამხმარე მღვდელი, რომელიც შემოსავლის ნახევარს უნაწილებს ადგილობრივ მოძღვარს.

5) იქ სადაც არ არის მოძღვარი და წესების შესრულებაა საჭიროა მოძღვარი იქნება ჩემს მიერ მივლინებული სათანადო პირობების დაცვით.

6) ვკრძალავ უცხო მღვდელთათვის ჩემს ნებადაურთველად ჩემი ეპარქიის ფარგლებში არსებულ ეკლესიებში ანდა სამლოცველოებში და ნიშებში რაიმე წესების შესრულებას.

7) სასტიკად ვუკრძალავ ჩემი ნებართვის გარეშე სამრევლოდან მღვდლის ან საერთოდ ეკლესიის მსახურის წასვლას, თუნდაც საეპარქიო საქმეებისთვისაც კი.

8) სასტიკად ვუკრძალავ მღვდელმსახურთ ისეთ მოქმედებას თავიანთ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრება-მოღვაწეობაში, რაც შელახავს ეკლესიის სახელს და დაჩრდილავს მის პირად ღირსებას და ზნეობას.

9) ის მღვდელმსახურნი რომელნიც დროულად არ მოიხდიან საერო და სასულიერო მთავრობასთან თავიანთ ვალდებულებას, განთავისუფლებულ იქნებიან სასმსახურიდან. აღნიშნული ბრძანების დამრღვევნი სასტიკად აგებენ პასუხს თანახმად საეკლესიო და მოციქულთა კანონებისა“. 

1950 წლის ნოემბერში, ავადმყოფობის გამო, ეპარქიის მთავარხუცესი და თელავის ,,ღვთაების” ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი გადადგა თანამდებობიდან (გარდაიცვალა 1953 წელს) და მის ადგილზე ეპისკოპოსმა გაბრიელმა დანიშნა არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი). 

1952 წლის 20 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა უკანასკნელი წირვა ჩაატარა თელავის საკათედრო ტაძარში და ყოფილი პროტოდიაკონი ნიკოლოზ გრიგოლის ძე ბოლღაშვილი მღვდლად აკურთხა. 

იგი სოფელ ჯუგაანის სამრევლოში განამწესეს. ამის შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით მეუფე გაბრიელი ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსად დაინიშნა. 

1954 წლის 12 იანვარს არქიმანდრიტი ამბროსი მოხუცებულობის გამო, გათავისუფლდა თელავის „ღვთაების“ საკათედრო ტაძრის წინამძღვრობიდან და მთავარხუცესობიდან, ხოლო მის ადგილზე დაინიშნა ამავე ტაძრის დეკანოზი დავით ბურდულაძე. მისი მთავარხუცესობის დროს, მიუხედავად 

კომუნისტური მთავრობის ზეწოლისა, ეპარქიაში იმატა სასულიერო პირების რიცხვმა. კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) 1954 წლის 3 იანვარს დიაკვნად, ხოლო 4 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მედავითნეს მიხეილ ნიკოლოზის ძე ზურაბიშვილს და ამავე სოფელში განამწესა, 1955 წლის 4 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ყვარელის რაიონის სოფელ ახალი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 

გვ66

მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები მედავითნე ილია არშაულიძე. 1957 წელს იკურთხნენ რევაზ მეზვრიშვილი და ანდრია ჩიბალაშვილი, მღვდლობის მანდატები დაიბრუნეს ყოფილმა მღვდლებმა არჩილ ალადაშვილმა და გიორგი კუკუნაშვილმა. 1955 წელს ეპარქიაში იმოგზაურა კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა და 25 აპრილს წირვა-ლოცვაც ჩაატარა თელავის ,,ღვთაების“ ეკლესიაში.

ალავერდელი ეპისკოპოსის გაბრიელის გაცილება, 1952 წლის 20 ივლისი. 

1958 წლის 18 სექტემბერს მთავარხუცესის დავითის სახელზე, პატრიარქის კანცელარიის მდივნის ხელმოწერით, იგზავნება შემდეგი შინაარსიის შეტყობინება: ,,მისი უწმიდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III განკარგულებით, თქვენ უნდა მოემზდოთ სათანადოთ სვეტიცხოვლობისათვის და ჩამობრძანდეთ თბილისში ერთი კვირით ადრე“. აღნიშნული შეტყობინების თანახმად, 7 ოქტომბერს, მთავარხუცესი 

გვ67

დავითი თბილისში ჩადის. 8 ოქტომბერს, თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში 80 წლის ასაკში ბერად აღკვეცეს და არგვეთის წმიდა მთავრის პატივსაცემად დავითი უწოდეს. ამავე წლის 12 ოქტომბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 14 ოქტომბერს კი, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე პატრიარქმა მელქისედეკმა წმინდა სინოდის მელდელმთავართა თანამწირველობით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინა. ყოვლადსამღვდელო დავითი 5 წლის მანძილზე მართავდა ღვთისაგან მინდობილ ალავერდის ეპარქიის სამწყსოს, იგი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილის თვეში. დაკრძალულია ალავერდის საკათადრო ტაძარში.


ალავერდობა 1957 წელი 

1963-67 წლებში ეპარქია მღვდელმთავრის გარეშე იყო დარჩენილი. 

1967 წლის 28 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი) დაინიშნა ალავერდის ეპარქიაში. მეუფე რომანოზი თავის ხელით დაწერილ ავტობიოგრაფიაში წერს:

გვ68

„1967 წლის სექტემბერში ჩავედი თელავში და ჩავიბარე ეპრქია. თელავის საკათედრო “ღვთაების“ სახელობის ტაძრის გუმბათიდან გადმოვარდნილი იყო ჯვარი. ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა ცერცვაძემ მომახსენა - წელიწადზე მეტია რაც ჯვარი ჩამოვარდა და ჩვენ ვერ დავაყენეთ, ფული არ გვაქს, ხელოსნები დაყენებაში გვთხოვენო 1200 მანეთსო. მე თბილისიდან ჩავიყვანე ხელოსანი და ჯვარი დავაყენებინე თავის ალაგას, რაშიც მივეცი 100 მანეთი. ტაძრის სახურავი და კედლები შევაკეთებინე. თელავის ტაძარს მე შევწირე: ერთი ახალი ხალიჩა, ღვთაების ხატს ბრინჯაოს დიდი კანდელი, ტრაპეზს პატარა ვერცხლის კანდელი, წმინდა ნაწილებისათვის ეპისკოპოს ზინობს გავაკეთებინე მინის სახურავი, რაშიც მივეცი 120 მანეთი, მღვდლის სამი ფარჩის შესამოსი და ერთიც მთავრის. ასევე ჩავიბარე ბოდბის ეპარქია. წმინდა ნინოს ტაძარი ძალიან შესაკეთებელი იყო, ჩავიყვანე ხელოსანი და სახურავი კარგად შევაკეთებინე, კედლები გავალესინე. წმინდა ნინოს ტაძარს მე შევწირე - წმინდა ნაწილების მინის სახურავი, რომელიც გამიკეთა ეპისკოპოსმა ზინობმა და მივეცი 150 მანეთი. ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებში მე ვიმოღვაწევე ოთხი წელიწადი და დანაზოგი ეპარქიის შემოსავლისა შევწირე საპატრიარქოს 4. 000 მანეთი. წინამძღვარს დეკანოზ ცერცვაძეს ჩავაბარე ეპარქიული ავეჯი: საწერი მაგიდა, დივანი ახალი, მაცივარი, სადილის და ჩაის ჭურჭელი“. 1971 წლის 7 ოქტომბერს მეუფე რომანოზი ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1971-1976 წლებში მთავარსუცესია დეკანოზი გიორგი ცერცვძე, რომელიც 1976 წლის 22 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქის დავით V ლოცვა-კურთხევით, წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა (კერატიშვილი) დავით გარეჯის მონასტერში ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა. მეორე დღეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი ეპისკოპოსად აკურთხეს და ალავერდის სამწყსო ჩააბარეს. ამ დროისათვის ეპარქიაში მდგომარეობა ფრიად სავალალოა, სარწმუნოება სერიოზულ დევნას განიცდის, სასულიერო პირები თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ჩვენს ხელთ არის 1977 წლის დასაწყისში ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესიებისა და სამღვდელოების სია: 

1) აწყურის წმ. გიორგის ეკლესია - მღვდელი რევაზ მეზვრიშვილი, დიაკონი გიორგი კაჭკაჭიშვილი 

2) თელავის ,,ღვთაების“ ეკლესია - მღვდელი გიორგი ლომიაშვილი მღვდელი ანთიმოზ ჩაგელიშვილი მღვდელი იოანე მიტიჩაშვილი 

3) ალავერდის წმ. გიორგის ეკლესია - მღვდელმონაზონი მირიანი (იორამიშვილი) 

4) ველისციხის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი ანდრია ჩახვაშვილი

გვ69

მიახლოებითი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ ეპარქიაში, მოვიყვანთ თელავის რაიაღმასკომის თავჯდომარის წერ-ილს. ადრესატია სსრ. კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული ამხანაგი თ. დ. ონოფრიშვილი: „თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონულ საბჭო-აღმასკომთან არსებულ რელიგიურ კულტთა დარგში კანონმდებლობის დაცვის ხელშემწყობმა კომისიამ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია 1978 წლის განმავლობაში. 

კომისია თავის საქმიანობაში მთავარ ყურადღებას უთმობდა რაიონის რელიგიურ ქსელში მიმდინარე ყველა პროცესსა და მოვლენას, კულტის მსახურთა და აღმასრულებელ ორგანოს წევრთა პირადი დოკუმენტების მოწესრიგებას, კულტის მსახურთა და მორწმუნეთა შორის საბჭოთა კანონმდებლობის საკითხებზე ახსნა-განმარტებათა მუშაობის მოწყობას, მოხეტიალე კულტის მსახურთა საქმიანობის აღკვეთას. კომისიის სხდომაზე განხილულია ,,ღვთაების“ ეკლესიაში რიტუალებზე არასრულწლოვანთა დასწრების მდგომარეობის, აგრეთვე სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

რაიონის თითქმის ყველა სოფელში დაწესებული იყო რელიგიური დღესასწაული, მაგრამ ადგილობრივი საბჭოების ინიციატივით, მშრომელთა შორის ახსნა-განმარტებითი მუშაობის გაძლიერებით, ბევრგან ნებაყოფილობით უარყვეს აღნიშნული დღესასწაული და დაწესდა ახალი თანამედროვეობის შესატყვისი დღესასწაულები, სახელდობრ: იყალთოში - ,,შოთაობა“, ლაფანყურში - ,,ვაჟაობა“, სანიორეში - ,,9 მაისობა“, შალაურში და ფშაველში - ,,2 მაისობა”. კიდევ ერთ ახალ დღესასწაულს ჩაეყარა საფუძველი წელს სოფელ ართანაში, გიორგობის ნაცვლად ნოემბერში, დეკემბრის პირველ კვირას იზეიმებენ მოსავლის აღების დღესასწაულს. არცერთ სოფელში აღარ ტარდება არავითარი რელიგიური დღესასწაული, გარდა თელავის ,,ღვთაების” ეკლესიისა. სოფლებში არსებული ეკლესიების ეზოებში მიმდინარეობს მასობრივი გართობები, ოჯახების ერთ ნაწილში კი იმართება ნათესავების წვეულება. ძველებურ დღესასწაულებს მისდევენ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები. 

მიუხედავად აღნიშნულისა კომისიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად დღესასწაულის ჩატარება თუნდაც მხოლოდ გართობის თვალსაზრისით, რადგან მას მაინც რელიგიური სახელწოდება აქვს და ყველაფერი მის პატივსაცემად მოწყობილი გამოდის, იგი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდობის აღზრდაზეც. ამასთან რელიგიური დღესასწაულების უმეტესობა ემთხვევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდს და იგი იწვევს დიდძალ მუშახელის

გგვ70

გაცდენას. ამიტომ ყველა სოფელში საჭიროა შემოიღონ ახალი დღესასწაული. თელავის ფერისცვალების ,,ღვთაების“ ეკლესიაში შაბათ–კვირას იმართება წირვა-ლოცვა, სწარმოებს ბავშვების მონათვლა. იმ მიზნით, რომ შეგვესწავლა მასში მოსახლეობის რა ნაწილი იღებდა მონაწილეობას, ყოველ შაბათს დაწესებული გვაქვს კომისიის წევრთა მორიგეობა. როგორც შესწავლით გამოირკვა თელავის ,,ღვთაების“ ეკლესიაში მოსულები ძირითადად ასრულებენ მიცვალებულების სახსენებელ რიტუალებს და ისმენენ ამ დღეების აღსსანიშნავ ლოცვებს. კომისია ყოველწლიურად სწავლობს რაიონში საკულტო საქონლით ვაჭრობის მდგომარეობას, შეიმჩნეოდა, რომ გარდა ფერისცვალების ეკლესიისა, რომელიც რეგისტრირებულია, საკულტო საქონლით ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია. თელავის საკოლმეურნეო ბაზრის მიდამოებშიც, კერძოდ იყიდებოდა სანთლები, რომელიც აღკვეთილ იქნა ჩვენი ჩარევით. ორი მათგანის შესახებ კი საქმე განიხილა ადმინისტრაციულმა კომისიამ. კომისიამ შეამოწმა კულტის მსახურთა დოკუმენტაცია და იგი წესრიგშია კანონმდებლობის შესაბამისად. კულტის მსახურთა და მორწმუნეთა მიერ დარღვევას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი - თელავის რ-ნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის რელიგიურ კულტურის კანონმდებლობის დაცვის ხელშემწყობი კომისიის თავჯდომარე ვ. მამულაშვილი”.


გვ71

მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, მეუფე გრიგოლმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა, რათა გამოცოცხლებულიყო და სულიერად აღორძინებულიყო ალავერდის ეპარქია. ამას დაერთო ისიც, რომ 1977 წლის 25 დეკემბერს, ქართული ეკლესიის ისტორიაში, 

მოხდა მნიშვნელოვანი ამბავი: საპატრიარქო ტახტზე აბრძანდა ცხუმ-აფსაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). საყურადღებოა, რომ სვეტიცხოველში გამართულ ინტრონიზაციაზე სწორედ ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა საზეიმოდ გადასცა საპატრიარქო მიტრა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს.

1978 წლის 4 იანვარს, ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურის გამო, ეპისკოპოსი გრიგოლი მიტროპოლიტის წოდებით დაჯილდოვდა. თავისი აღსაყდრების პირველსავე წელს, 1978 წლის 27 სექტემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სადღესასწაულო წირვა აღავლინა ალავერდის საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ტრადიციას. 

ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი 1992 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში გარდაიცვალა. ექვს თებერვალს ალავერდის ტაძარმა მიიბარა მეუფე გრიგოლის ცხედარი. ალავერდის ტაძარში განსვენებულის სახელზე სამეუფე პანაშვიდები შეასრულა ბათუმ-შემოქმედელმა და მანგლელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე). დაკრძალვას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ე, ბოდბელი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), აგარაკ-წალკელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი) არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი), არქიმანდრიტი დანიელი (დათუაშვილი), არქიმანდრიტი იობი (აქიაშვილი), იღუმენი ანდრია (კბილაშვილი) და კახეთის ორივე ეპარქიის სამღვდელოება.

გამოსათხოვარ სიტყვაში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: „საქართველოს ეკლესია დღეს უკანასკნელ გზაზე აცილებს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ გრიგოლს. თითქმის მთელი საუკუნე იცოცხლა ამ დიდებულმა მღვდელმთავარმა და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ჩვენი ერის კეთილდღეობასა და მის სულიერ აღორძინებას მოახმარა. 

მე მინდა მოგახსენოთ, რომ მეუფე გრიგოლი ეკლესიის სამსახურს მაშინ შეუდგა, როცა სამღვდელოებას ციხეში სვამდნენ. მან მოღვაწეობა მონასტერში დაიწყო და იქედან მოკიდებული სიკეთესა და ბოროტების მუდმივ ბრძოლაში ყოველთვის მტკიცედ იდგა სიკეთის მხარეზე. მრავალი განსაცდელის მიუხედავად კახეთმა რწმენა და ქართული სული შეინარჩუნა, მაგრამ ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ეკლესიურობა დაიკარგა. ჩვენს ხალხს დაავიწყდა, რომ მხოლოდ შრომა როდია საკმარისი. უფალმა ბრძანა: ექვს დღეს იშრომე, საქმეს იქმოდე, ხოლო მეშვიდე დღე

გვ72

ჩემი არისო. ჩვენ სამწუხაროდ დავივიწყეთ ეს დღე, დღეს ქართველი კაცი ისე მიეჯაჭვა საქმეს, რომ ხშირად საეკლესითო” 

დღესასწაულებიც კი არ ახსოვს, წმიდა მამები კი გვასწავლიან, რომ ვისაც შრომა უფლის სადიდებელს ავიწყებს, მასთან ბარაქა და მადლი არ იქნება. 

დღეს ჩვენ მიტროპოლიტს ვასაფლავებთ და სამწუხაროდ ხალხი ამას არ ესწრება. ყველა თავ-თავისი საქმითაა გართული: ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას. აი, როგორები გავხდით. ამიტომაც იქცა დღეს ჩვენში ჩვეულებრივ მოვლენად მკვლელობა, დაუნდობლობა, ღალატი. ამ მძიმე დღეებში ერთი ასეთი საშინელი ამბავიც მოვისმინე. ბრძოლაში დაღუპული შვილის ცხედარი როცა ის სოფელში ჩაასვენეს, მშობლებმა არ მიიღეს, რადგნა სხვა პარტიას ეკუთვნოდა. მშობელმა შვილის სიყვარულს პოლიტიკა არჩია! ჩვენ ხომ ასეთნი არ ვიყავით, ამას ხომ ჩვენი წინაპარი არ 

ჩაიდენდა. მაგრამ მე მწამს, რომ ქართველი ერი განიწმინდება ამ ცოდვებისაგან და მისი სულიერება კვლავ ამაღლდება. მე მწამს, რომ ამისთვის ილოცებს მეუფე გრიგოლიც, რომლის გარდაცვალებაც განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის. მე ხომ მან დამადგა გვირგვინი ჩემი პატრიარქად აღსაყდრების დროს. 

მე თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ყველა მის ახლობელს. ღმერთმა აცხოვნოს მეუფე გრიგოლის სული და მისი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს”“. 

1992 წლის 28 მაისიდან 1993 წლის 1 ოქტომბრამდე ეპარქიას მართავდა მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი.


გვ73

ალავერდის ეპარქია 1993 წლიდან

1993 წლის 1 სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი (მახარაძე, ამჟამად მიტროპოლიტი). მეუფის მღვდელმთავრობის პირველი წლები დაემთხვა მძიმე სოციალურპოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ამავდროულად ეს იყო რთული დრო ერისა და ეკლესიისათვის. ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები ცოტა იყო, მაგრამ მოდიოდა ახალი თაობა სასულიერო პირთა. მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში დაწესდა ყოველდღიური წირვა-ლოცვა, ტაძართან გაიხსნა დედათა მონასტერი. 

თავდაპირველად კანტიკუნტად დადიოდა ხალხი, ეკლესია თითქმის ცარიელი იყო, ერთი წლის შემდეგ ტაძარი უკვე ხალხს ვეღარ იტევდა. 

1994 წლიდან დაფუძნდა შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. თანდათანობით განახლდა მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი (მთავარანგელოზთა სახელობის) და სამხრეთის ეკვდერები. აქ, ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან მდებარე მონაკვეთის გაწმენდის შემდეგ ტრაპეზის ძირი აღმოჩნდა. იგი 1995 წელს წმინდა მამა დავით გარეჯელის და გარეჯში მოღვაწე წმინდა მამათა სახელზე ეკურთხა. 1999 წელს შეკეთდა მონასტრის გალავანი, კარიბჭე. 

გაუდაბურებულმა ეზომ ფერი იცვალა. მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით მონასტრის განაპირას 400 მეტრის დაშორებით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის კელია, სადაც რამდენიმე მონაზონი დამკვიდრდა. 2000 წლის სექტემბერში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა განახლებული შუამთის მონასტერი, ხოლო 2002 წლის 24 ივნისს მასთან ერთად ბრძანდებოდა აწ განსვენებული აფრიკისა და ალექსანდრის პაპი და პატრიარქი პეტრე VII.

მიუხედავად ამ ყველაფრისა მონასტერი დიდხანს იყო თავისი მთავარი სიწმინდის – ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გარეშე. მეუფე დავითის კურთხევით გადაწყდა ხატის ორეულის დამზადება. თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარმა კურატორმა, მაშინ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა გია მარსაგიშვილმა, როცა მეუფისაგან მოისმინა, რომ ძველად ხატის ახალ პირს დედანთან ორმოცი დღე პირი-პირს მიაყრდნობდნენ ”მისაღებად მადლისა“, დათანხმდა ამ წინადადებაზე და მუზეუმის ისტორიაში უპრეცენდენტო რამ მოხდა: ოქროს ფონდში დაცული ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედახატი ზურგით შემოაბრუნეს და ახალ ხატს პირი-პირთან მიაყრდნეს. ორმოცი დღის მანძილზე იყო ხატი დაბრძანებული მუზეუმში და ამის შემდეგ იგი შუამთის მონასტერში მიაბრძანეს. 

ეპარქიისათვის ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ახალი ტაძრის აგება ქ. თელავში, გიგოს გორაზე. თელაველებისათვის ეს ადგილი დიდი ტკივილისა და სინანულის ადგილია. XX საუკუნის 20-30-იან წლებში აქ ხვრეტდნენ თავად-აზნაურებსა და სამღვდელოებას. მას შემდეგ ამ ადგილს ”ცოდვის გორა” შეარქვეს. ტაძრის აშენების იდეა 1993 წელს

გვ74

კახეთის მაშინდელმა რწმუნებულმა გ. არსენიშვილმა გამოთქვა. 1997 წელს 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე აღიმართა დიდი ხის ჯვარი. 2001 წლის 18 ივლისს მეუფე დავითმა აკურთხა ტაძრის საძირკველი. 2002 წლის 28 აგვისტოს იგი საზეიმოდ იკურთხა. კურთხევის დღეს მეუფემ ასეთი სიტყვები წარმოსთქვა: “დადგა ჟამი შენების, ქვათა შეკრების, ჩვენი ერთობის“. 

მეუფის ლოცვა-კურთხევით და ამ ერთობით 2001 წლის 15 მაისს, საეკლესიო წესის შესრულებით, თელავის სამოქალაქო სასაფლაოდან ალავერდის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, 1963 წელს გარდაცვლილი ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე). ეპისკოპოსის ნეშტს მიჰყვებოდა სამღვდელოება და მრევლი გალობით, ლოცვით, კმევით და ანთებული სანთლებით. 

ასევე ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა 2002 წლის 1 მარტს ალავერდის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისს, რომელიც სრული გალობით ჩატარდა. პარაკლისს სამი საათის განმავლობაში ექვსი გუნდი გალობდა.

1999 წლის 26 სექტემბერს ალავერდის ეპარქიას ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. უწმინდესმა და უნეტარესმა მოინახულა და მოილოცა ეპარქია, შეხვდა ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს. 26 სექტემბერს ალავერდის ტაძარში აღევლინა ჯვართამაღლების საზეიმო ლოცვა, 27 სექტემბერს – წირვა. წირვის შემდგომ თელაეში, გიგოს გორაზე, აფხაზეთში, სამაჩაბლოში და რეპრესიების დროს დაღუპულთა სულის მოსაგონრად აღმართულ ჯვართან შესრულდა პარაკლისი. 28 სექტემბერს – ალავერდობას, ალავერდის ტაძარში ჩატარდა პარაკლისი. 

ამავე დღეს თელავის სახელმწიფო თეატრში საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი შეხვდა საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა: “კახეთში, ალავერდის ეპარქიაში ბევრი სიახლე, ბევრი სასიკეთო ძვრები ვნახე. მე ბედნიერი ვარ, რომ XX საუკუნის ბოლო ალავერდობაზე ვიმყოფები აქ, თქვენთან ერთად.

გილოცავთ ალავერდობას თქვენ და სრულიად საქართველოს. ბევრ სიახლესა და  სასიკეთო ძვრებს შორის, რომლებიც მე ვნახე ალავერდის ეკარქიაში,  პირველი და მთავარი არის ერთობა, მთლიანობაჩვენი ერისა და ეკლესიისა. 

საქართველოს დიდი ისტორიის მანძილზე ეკლესია ყოველთევის იყო ის ძალა, რომელიც ამთლიანებდა და ადუღაბებდა საქართველოს. მე მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება საქართველოს და ეკლესიის მთლიანობა. ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და მე მწამს, ჩვენი ეკლესია ამას შეძლებს.

ამ საუკუნის ყველაზე მთავარი ნაკლი და უარყოფითი ის არის, რომ კაცობრიობამ დაკარგა რწმენა, სიყვარული, ნდობა ერთმანეთისა. XXI საუკუნე უნდა იყოს რელიგიური. ეს გადაარჩენს ქვეყნიერებას. ჩვენ უძველესი კულტურის ხალხი ვართ, ჩვენში არის თამარის, დავითის, რუსთაველის ნიჭი. მწამს, რომ ეს გენი უნდა გაიხსნას ჩვენში და საქართველო არ გადაუხვევს,

გვ75

არ დაკარგავს თავის გზას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო“. წლების განმავლობაში ალავერდის საკათედრო ტაძარი მეუფე დავითისა და ეპარქიის დიდ ტკივილად რჩებოდა. აუცილებელი იყო აღდგენილიყო საეპისკოპოსო სასახლე, შუა საუკუნების მარანი, დასაფუძნებელი იყო მამათა მონასტერი. ღვთის შეწევნითა და მეუფე დავითის ძალისხმევით ეტაპობრივად და ნელნელა მოხერხდა მონასტრის აღდგენა-განახლება და რესტავრაცია. 

1994 წელს თუშეთში იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, მაგრამ ჯერჯერობით დღემდე ვერ მოხერხდა იქ მუდმივი მღვდელმსახურის დანიშვნა. ალავერდის ეპარქიისათვის გამორჩეულად აღნიშვნის ღირსია ის სასიხარულო მოვლენა, როდესაც მეუფე დავითმა ალავერდის ეპარქიის  სამღვდელოებისა და მრევლის თანდასწრებით კავკასიონზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე აღმართა ჯვარი. ეს მოხდა 2007 წლის 19 ივლისს. კურთხევის შემდეგ მეუფე დავითმა წარმოთქვა ქადაგება: ”ჯვარი არის ძლიერება მეფეთა, ჯვარი არის სიხარული ანგელოზთა, ჯვარი არის ჩვენი სასო და იმედი. ჯვრისათვის ჩვენი წინაპარი კვდებოდა, ჯვრისათვის ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღესრულოს სამართლიან ბრძოლაში. სამართლიანი ბრძოლა რა არის? - საკუთარ ცოდვასთან ბრძოლა, საკუთარი ცოდვის დაძლევა. ცოდვა საიდან იწყება? - თავმოწონება-ამპარტავნებისაგან.

კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად ამბობს: ქართველებს გვებრძვის თავმოწონების ვნება, ჟინი. ღმერთს ვთხოვ და ცხოველსმყოფელ ჯვარს, ჯვრის ძალითა და მადლით დაგვიცვას ჩვენ ამ მრისხანე და ბოროტი ზნისაგან - თავმოწონებისგან, ღირსება არ დაგვაკარგვინოს, რადგან ჩვენ, ქრისტიანებმა ღირსება ქრისტე მაცხოვრის ქადაგებით, მისი ჩვენთვის მოწამეობით, გოლგოთას ჯვარცმით, გოლგოთას აღდგომით და ზეცას ამაღლებით შევიძინეთ. როგორც დღეს აქ ამოვედით - ერთმა ჯვარი ჩადგა, მეორემ ჯვარი დაამზადა, სხვამ ამ ამბის მოსმენით სიხარული გამოთქვა, ზოგს გული აენთო ხილულ და უხილავ მტერთან საბრძოლველად.

ეს ჩვენთვის, ყველასთვის სიმბოლური გოლგოთაა, გოლგოთას გავდივართ. გოლგოთა რა არის? - თუ არ იქნებოდა გოლგოთა, არ იქნებოდა აღდგომა, ხოლო აღდგომის გარეშე, არ იქნებოდა გამარჯვება სიცოცხლისა სიკვდილზე. ეს ადგილი სიმბოლური გოლგოთაა. ღმერთმა მოგვმადლოს ჯვრის ძალით, ქრისტეს სარწმუნოებით გავიმარჯვოთ იმ უხილავ მტერზე, რომლის ძირი და მშობელი არის თავმოწონება, სიცრუე. როგორც მამები ამბობენ, ეშმაკი არის სიცრუის მამა, მშობელი. სიცოცხლით ვძლიოთ სიკვდილს, თავმოწონებას და სიცრუეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს. 

ვთვლი, რომ ჯვრის აღმართვით საფუძველი დაედო სამების ტაძრის მშენებლობას, იმიტომ, რომ დღეს, ვინც ამ წამს შეესწრო, ბარში თუ მთაში ამ სიხარულის მაცნე-მახარობელი იქნება. ღმერთმა გამრავლოთ თქვენ ყველანი, ქრისტესათვის გულანთებული ხალხი, ქრისტეს მცნებისთვის სისხლის დამთხევარნი იმიტომ, რომ ჩვენი წინაპარიც ასე იყო: სარწმუნოება

გვ76

წარმავალ წუთისოფელზე არასოდეს გაუცვლია, ამ ცხოვრებასაც წუთის  სოფელი” შეარქვა. როგორც ეს ჯანღი გადაივლის, ისე გადაივლის თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და როგორც ეს კლდე და ჯვარი დარჩება, ისე დარჩება ქრისტეს მცნებისათვის ჩვენი მოწამეობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყველას გმადლობთ. დღეს ერთობა და ერთსულოვნება რომ არ ყოფილიყო, ამ სიხარულის მოწმენი ვერ ვიქნებოდით. ვლოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიხარულით მიეჩქარება სახლში, ვინც სიხარულისთვის ბრუნდება შინ. ვფიქრობ რომ, დღეს ჩვენ მამისეულ სახლში დავბრუნდით. ჩვენი მამული ზეცაშია და ჩვენც ამ ბავშვური სურვილით მისკენ მივდივართ პატარა ნაბიჯებით. სახლში ვბრუნდებით, ჩვენი გზა მიდის შინისკენ. ჩვენი სახლი, მამული წიაღი არის ზეცად. ღმერთმა დალოცოს დღევანდელი დღე, ამ ადგილიდან, ამ სიმბოლური გოლგოთიდან ღმერთმა დალოცოს ჩვენი ზეცად ამაღლება. დალოცვილები იყავით, ღმერთმა გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ, ჯვრის ძალა შეგეწიოთ, ჯვრისა წყალობა არ მოგაკლოთ, მადლი და კურთხევა თქვენს ოჯახებსა და სახლს, ყველა კეთილისმყოფელს - დიდსა თუ პატარას. 

ღმერთმა დალოცოს ჩვენი მომავალი, ალავერდის ძალა შეგეწიოთ ბარში თუ მთაში, დღისით და ღამით, ჩვენთან არს ღმერთი“. ამ ჟამად ეპარქია ტერიტორიულად მოიცავს თელავისა და ახმეტის რაიონებს. გარდა ამისა, ახმეტის რ-ნში შედის თუშეთი. მოქმედებს 15 ეკლესია, სამი დედათა და ერთი მამათა მონასტერი, სადაც მსახურობს 15 მღვდელი და 2 დიაკონი, 1 სქემბერდიაკონი და 2 ბერი. დედათა მონასტრებში მოღვაწეობენ 18 მონაზონი და 10-მდე მორჩილი. საკათედრო ტაძრად ითვლება ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 

მღვდელმთავრის რეზიდენცია არის თელავსა და ალავერდში. მოქმედი ტაძრებია.

თელავის რაიონი: 

1. თელავის მაცხოვრის ფერისცვალების ,,ღვთაების“ სახელობის ტაძარი (დედათა მონასტერი და რეზიდენცია) - ტაძარი განეკუთნება ადრეფეოდალური სანის IV-VIIსს.) უძველესი ბაზილიკური ტიპის ეკლესიათა ჯგუფს. შემდგომ პერიოდებში იგი მრავალჯერ არის გადაკეთებული. 

როგორც ნაშრომშია აღნიშნული ამ ტაძარში თვით კომუნისტების დროსაც კი არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება და წირვა-ლოცვა. 1986-88 წლებში ეკლესია შეკეთდა, გაიწმიდა შეთეთრებული კედლები. ამჟყამად ეკლესია წარმოადგენს ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენციას, სადაც 1993 წელს ამოქმედდა დედათა მონასტერიც. ტაძარში მსახურობენ შემდეგი სასულიერო პირები: მღვდელი მიქაელ ჭაბაშვილი, მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე, მღვდელი გენადი გიგოლაშვილი, მღვდელი რაჟდენ თანდილაშვილი, დიაკონი ოთარ კაჭკაჭიშვილი, მონაზონი მარიამი (სოროშელიძე), მონაზონი აღათონიკი (დიაკონუ).

გვ77

2. თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - ტაძარი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

XIX საუკუნეში მას სომხები დაეპატრონენ. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ტაძარი დაიხურა და საწყობად გადაკეთდა. რესტავრირებულ იქნა 1980 წელს. აკურთხა ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა 1986 წელს. წინამძღვარია დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი. აქვე მსახურობს დეკანოზი ფარნაოზ მარგალიტაშვილი. 

3. თელავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია - წინამძღვარი მღვდელი რაჟდენ თანდილაშვილი. აქვე მსახურობს მღვდელი გენადი გიგოლაშვილი. 

4. კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია - ტაძარი აგებულია 1860 წელს. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესია გაიძარცვა და დაიხურა. XX ს-ის 90-იანი წლებში ტაძარი სოფლის მცხოვრებთა დიდი ძალისსმევით, მონდომებითა და შეწირულობით აღდგა. 

2000 წლის წლის 7 მაისს კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ტაძარი აკურთხა და ამოქმედდა. მისი წინამძღვარია მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე.

5. კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - ტაძარი თარიღდება VIII-IX საუკუნით. დაიხურა კომუნისტური რეუჟიმის დასაწყისში და გამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებისათვის. 2002 წლის გაზაფხულზე, თელავის მკვიდრის ბატონ კახაბერ დათიშვილის საფასითა და თანადგომით დაიწყო ტაძრის გაწმენდა და აღდგენა-რესტავრაცია. მას მხარში ამოუდგნენ საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებიც: ზვიად, პაატა და ზაზა დათიშვილები. მისი აღდგენის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა მოსახლეობამაც. 2003 წლის 27 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ტაძარი საზეიმოდ აკურთხა. მისი წინამძღვარია მღვდელი რომანოზ ექვთიმიშვილი. 

6. კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (დათოშვილების უბანი) - მღვდელი რომანოზ ექვთიმიშვილი. 

7. იყალთოს ღვთაების ეკლესია - მღვდელი ელისე ბურდული 

8. წინანდლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

9. კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია


ახმეტის რაიონი: 

10. აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ტაძარი გარემონტებულია XIX საუკუნის 60-70იან წლებში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მაკარის მატათაშვილი) მიერ, რის შემდეგაც მალე აქ მამათა მონასტერი გაიხსნა. იგი შელესილია კირით და ამიტომ უწოდებენ ”თეთრი გიორგი”-ს. 1925

გვ78

წელს იგი სამრევლო ტაძრად გადაკეთდა. მისი წინამძღვარია დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი. აქვე მსახურობს მღვდელი გიორგი ლომიაშვილი. “ 

11. ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესია - დეკანოზი ისააკ ფეიქრიშვილი 

12. შენაქოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია - დეკანოზი დავით ჭვრიტიძე 

13. მატანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (ჩოლოყაშვილების უბანი) 

14. ომალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია 

15. საკობიანოს ეკლესია

აღდგენილი და მშენებარე ტაძრები

16. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - 2002 წლის 12 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე). წინამძღვარია მღვდელი მიქაელ ჭაბაშვილი. აქვე მსახურობს მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე. 

17. იყალთოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია - 2002 წლის 9 დეკემბერს ტაძარი აკურთხა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე). წინამძღვარია მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე. 

18. ვარდისუბნის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია 

19. ფშავლის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია 

20. აკურის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია 

21. ვანთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 

22. ვანთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია 

23. შალაურის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია 

24. წინანდლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია 

25. კომანდოს N111-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მშენებარე ეკლესია 

26. ლალისყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 

27. ახალი შუამთის მონასტრის მიმდებარე სკიტები (პატარა ეკლესიები) 2

8. წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 

29. რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია 

30. კონდლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია 

31. კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია 

32. იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია 

33. ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 

34. წყაროსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

გვ79

მონასტრები:

ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი (მამათა მონასტერი და რეზიდენცია) - დეკანოზი ადამ ბეწუნაიძე, დეკანოზი ესტატე ბელადიძე, დეკანოზი დავით ჭვრიტიძე, დიაკონი გიორგი პაპუნაშვილი, სქემბერდიაკონი იოსები (ღვინიანიძე), მონაზონი საბა (გოგრიჭიანი), მონაზონი ლონგინოზი (არსენიშვილი). 

შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი - წინამძღვარი იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი), მონაზონი პისტი (აფხაზიშვილი), მონაზონი ელპიდე (დნეპროვსკაია), მონაზონი აღაპი (დალაქაშვილი), მონაზონი მელანია (მუჯირი), მონაზონი ეპისტიმია (იობაძე), მონაზონი თამარი (შიხაშვილი), მონაზონი მართა (გოგიძე), მონაზონი თებრონია (აბრამიშვილი), მონაზონი ანასტასია (სოკოლოვა). 

მატანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი - მონაზონი ანა (მანგოშვილი), მონაზონი მატრონა (აბრამიშვილი). 

უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი (თბილისის შემოსასვლელში) - მონაზონი თეკლა (გემაზაშვილი), მონაზონი ტაბითა (ალექსიშვილი), მონაზონი თემესტია (ტოჩილაშვილი), მონაზონი ეფემია (ჟურული). მიტროპოლიტი დავითი მახარაძე - ერისკაცობაში ირაკლი რომანის ძე მახარაძე 1960 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N18-ე საშუალო სკოლა. 1976-1981 წლებში

მეუფე დავითი (ირაკლი რომანის ძე მახარაძე დ.1960) აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. სამება, ჩოხატაური

გვ80

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა.

1981-83 წლებში მუშაობდა არქიტექტორ-რესტავრატორად. ძეგლთა დაცვის სამართველოში, “ქართულ ფილმში“, არქეოლოგიურ ექსპედიციებში.

1984 წლიდან გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსი მეცნიერთანამშრონელია.

1988 წლის 23 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა.

1988 წლის 25 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1988 წლიდან საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავჯდომარეა.

1990 წელს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1991 წლის 28 ოქტომბერს სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ბერად აღიკვეცა, სახელად დავითი უწოდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.

1992 წლის 15 მაისს წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრად გამოირჩიეს და ამავე წლის 24 მაისს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ნიკორწმიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

1992-93 წლებში საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარეა.

1992 წლის 21 დეკემბერს ბოდბის ეპარქიაში გადაიყვანეს.

1993 წლის 1 სექტემბერს ალავერდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1996 წლის 25 დეკემბერს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა.

2000 წლის 28 ნოემბრიდან ალავერდელი მიტროპოლიტია.

2002 წლის 17 ოქტომბრიდან - 2003 წლის 18 აგვისტომდე დროებით განაგებდა გურჯაანისა და საგარეჯოს ეპარქიას. 

2003 წლის თებერვლიდან საპატრიარქოს ხუროთმოძღერების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავჭჯდომარის მოადგილეა.

2006 წლიდან საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის თავჯდომარეა. 2007 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ჯილდოთი - წმინდა გიორგის | ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი 1946 წლის 10 იანვარს ქლუხორის რაიონის სოფ. ბარში დაიბადა.

1966 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფელ რუისპირის საშუალო სკოლა.

1972-75 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1976 წლის 7 ნოემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ცერცვაძე) დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 19 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი.

1979 წელს 27 სექტემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

1983 წლის 28 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1989 წლის 2 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ენქერით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრით დააჯილდოვა. მსახურობდა ალავერდის და თელავის ღვთაების ტაძრებში. ამჟამად მსახურობს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 

დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი 1955 წლის 23 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში დაიბადა.

1973 წელს დაამთავრა რუისპირის საშუალო სკოლა.

1979-82 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

გვ81

1980 წლის 28 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს.

1980 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქოტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი. 

1980-81 წლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტაძარში, ხოლო

1981-82 წლებში ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მსახურობდა. 1982-85 წლებში თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ეკლესიის მღვდელმსახურია.

1985 წლიდან აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1989 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. 

დეკანოზი ესტატე ბელადიძე 1939 წლის 11 თებერვალს თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფელ დიკლოში დაიბადა. სწავლობდა ომალოს რვაწლიან სკოლა-ინტერნატში. საშუალო სკოლა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაამთავრა.

1972 წელს სასწავლებლად შევიდა სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმში, რომელიც 1975 წელს ვეტერინარ-ფერშლის კვალიფიკაციით დაასრულა. 

1976 წლის იანვარში ჩაირიცხა საქართველოს ზოოტექნიკურ სავეტერინარო სასწავლო კვლევით ინსტიტუტში ვეტერინარულ ფაკულტეტზე, რომელიც 1981 წელს დაამთავრა.

1982-85 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სწავლის პერიოდში თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ეკლესიის მედავითნედ მსახურობდა.

1984 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ცერცვაძე) დიაკვნად აკურთხა. 1985 წელს თელავის ღვთაების ეკლესიაში მღვდლად დაასხა ხელი 1985-89 წლებში ღვთაების ეკლესიის მღვდელმსახურია. 1989 წლის ბოლოს სოფელ ზემო ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1990 წლის ივლისიდან მსახურობს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში.

1988 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

დეკანოზი ისააკ ფეიქრიშვილი 1962 წლის 6 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა.

1981 წელს დაამთავრა მატნის მე-2 საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის რკინიგზის 31-ე სასწავლებელში ზეინკლის სპეციალობაზე.

1985-86 წლებში ტრამვაიტროლეიბუსების დეპოში მუშაობდა.

1986-87 წლეში ახმეტის სატყეო მეურნეობაში მუშაობს.

1988 წლის თებერვლიდან ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სტიქაროსანია.

1989 წლის ოქტომბერში სტეფანწმიდის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს.

1990 წლის 19 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი.

1990 წლის აგვისტოში ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1992 წლის აგვისტოდან ახმეტის, უტოს ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1999 წლის დეკემბერში აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.

დეკანოზი ფარნაოზ მარგალიტაშვილი 1949 წლის 17 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. დაამთავრა ვარდისუბნის

გვ82

რვაწლიანი სკოლა და თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი.

1981-  83 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მედავითნეობას სწავლობდა. 1983 წლიდან თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნეა.

1988 წლის 23 იანვარს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ცერცვაძე) დიაკვნად აკურთხა.

1989 წლის 4 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მატნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დაადგინა.

1994 წელს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც დღემდე მსახურობს.

2000 წლის 27 ოქტომბერს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.

დეკანოზი დავით მოსიაშვილი 1951 წლის 24 ივნისს ქ. თელავში დაიბადა.

1968 წელს დაამთავრა თელავის IV საშუალო სკოლა.

1970 წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტზე.

1975 წლიდან მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, საგეგმო განყოფილების გამგედ, უბნის უფროსად.

1989-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1990 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ურბნისის ეპარქიაში სოფელ ერთაწმინდის წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1993 წელს ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. მსახურობდა თელავის ღვთაებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებში, აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წინანდლის ყოვლადწმინდა ღეთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.

1995 წელს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

დეკანოზი ადამ ბეწუნაიძე 1959 წლის 21 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

1976 წელს დაამთავრა ქვემო ალვანის საშუალო სკოლაში. სწავლა განაგრძო თბილისის 49-ე ტექნიკურ სასწავლებელში, რადიო ამწყობის სპეციალობით.

1981 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1985 წელს მიიღო დაწყებითი სამხედრო სწავლების და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1986-87 წლებში მასწავლებლად მუშაობდა.

1988 წელს გადავიდა თუშეთის მეურნეობის დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში.

1989-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 

1992 წელს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა.

1992 წლის 20 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული წმინდა პანტელეიმონის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაინიშნა. 

1994 წლიდან ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მსახურობს.

2000 წლის 27 ოქტომბერს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.

გვ83

დეკანოზი დავით ჭვრიტიძე 1960 წელს 15 მარტს თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში დაიბადა.

1967 წელს შევიდა ლალისყურის დაწყებითსკოლაში.

1970 წელს სწავლა განაგრძო სოფელ ფშავლის საშუალო სკოლაში, რომელიც 1977 წელს დაასრულა.

მუშაობდა სოფელ ლალისყურში მელიორატორად.

1979 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1981-1985 წლებში თელავის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში და თელავის 127-ე პროფესიულტექნიკურ სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1985-88 წლებში თელავის აგროსამრეწველო გაერთიანებაში აგრონომია.

1988-89 წლებში იყო სოფელ ლალისყურის პროფკავშირების თავჯდომარე.

1989-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1995 წელის 14 იანვარს თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა.

1995 წლის 15 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. არის თუშეთის მხარის მთავარხუცესი.

2000 წლის 27 სექტემბერს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.

მღვდელი გიორგი ლომიაშვილი 1963 წლის 23 ნოემბერს ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში დაიბადა. 1980 წელს ოჟიოს საშუალო სკოლა დაამთავრა.

1981-84 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1982 წლის 14 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ცერცვაძე) დიაკვნად აკურთხა.

1982 წლის 21 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი.

1989 წლის 17 აგვისტოს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ცერცვაძე) ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიანიჭა. მსახურობდა ალავერდში, მატანში, თელავში. ამჟამად არის აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური. 

მღვდელი ელისე ბურდული 1959 წლის 16 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა იყალთოს საშუალო სკოლა. 1989-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 

1991 წლის 27 ოქტომბერს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ცერცვაძე) დიაკვნად აკურთხა

1992 წელს 16 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. მსახურობს იყალთოს ღვთაების სახელობისა და კონდოლის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიებში. 

მღვდელი მიქაელ ჭაბაშვილი 1963 წლის 7 აგვისტოს ქ. თბილისში დაიბადა.

1969 წელს შევიდა თბილისის N166-ე საშუალო სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1985 წელს დაამთავრა. მუშაობდა ქ. თბილისის N93-ე ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.

1989-93 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.

გვ84

1992 წლიდან სიღნაღის რაიონის, წმინდა სტეფანე ხირსელისა და წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სასწავლებლების პრორექტორია.

1993 წელს 3 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძემ) დიაკვნად აკურთხა.

1993 წლის 21 ნოემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა მღვდლად დაასხა ხელი. 

სხვადასხვა დროს იყო თელავის საკვირაო-სამრევლო სკოლისა და საეპარქიო სკოლის მოძღვარი. მსახურობდა თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, კურდღელაურისა და ღვთაების სახელობის ტაძრებში. ამჟამად არის წინანდლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

2000 წლის დეკემბერში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 

მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე 1965 წლის 14 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში დაიბადა.

1972 წელს შევიდა ბაბანეურის დაწყებით სკოლაში.

1975 წელს სწავლა განაგრძო სოფელ ქვემო ალვანის საშუალო სკოლაში, რომელიც 1982 წელს დაამთავრა. ამავე წელს შევიდა თელავის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, მექანიზაციის ფაკულტეტზე.

1986 წელს სწავლა განაგრძო თბილისის საავიაციო ქარხნის სასწავლებელშეი.

1987- 88 წლებში თბილისის ადგილმრეწველობის სამინისტროში ტექნიკოსმექანიკოსდ მუშაობდა.

1988-90 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მედავითნეა.

1990-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1993 წელს თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხეს.

1995 წელს ამავე ტაძარში აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) მლვდლად დაასხა ხელი. 

ამჟამად არის იყალთოს ტაძრის წინამძღვარი და თელავის სამღვდელოების მთავარხუცესი. აგრეთვე პერიოდულად მსახურობს თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში, კონდოლის კვირაცხოვლისა და კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში.

2008 წლიდან ეროვნული გვარდიის მეხუთე ბაზის მოძღვრად (კაპელანი) მსახურობს. 

მღვდელი რაჟდენ თანდილაშვილი 1976 წლის 4 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში დაიბადა.

1993 წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლაში.

1992 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მედავითნედ და სტიქაროსნად მსახურობს.

1993 წლიდან ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს.

1997 წლის 28 აგვისტოს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა.

1998-99 წლებში ბათუმის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 

2000 წლის 2 იანვარს მეუფე დავითმა მღვდლად დაასხა ხელი და ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად დაადგინა.

2002 წლის 28 აგვისტოს თელავის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მსახურობდა კონდოლის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში, ასევე პანკისის ხეობაში - საკობიანოსა და ჯოყოლოში. როგორც ერთ-ერთი მორიგე მღვდელი, წირავს თელავის ღვთაების მონასტერში. არის ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის (მახარაძე) მდივანი.

გვ85

მღვდელი გენადი გიგოლაშვილი 1964 წლის 23 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში დაიბადა.

1981 წელს დაამთავრა რუისპირის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თელავის სოფლის მეურწეობის ტექნიკურ სასწავლებელში.

1989-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სხვადასხვა დროს მედავითნედ მსახურობდა თელავის ღვთაებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრებში, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, წილკნის საკათედრო ტაძარში. 

1997 წლის 7 იანვარს თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა.

2000 წელს კონდოლის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში მეუფე დავითმა მღვდლად დაასხა ხელი.

მღვდელი რომანოზ ექვთიმიშვილი 1962 წლის 29 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა.

1980 წელს დაამთავრა მატნის N1 საშუალო სკოლა. 1984-89 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ასევე დაასრულა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი.

1989-91 წლებში მუშაობდა რაიკავშირში და აღმასკომის თავჯდომარის მოადგილედ ეკონომიკის დარგში.

1991-95 წლებში იყო სოფელ მატნის გამგებელი.

2000-2005 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.

2002 წელს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიბტბმა დავითმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა თელავის წმინდა ნინოს ეკლესიაში,

2003 წლის 6 ივლისს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მსახურობს ამავე სოფლის მეორე ტაძარში, რომელიც ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. წლების მანძილზე მსახურობდა მატნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ამჟამად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით, როგორც მორიგე მღვდელი წირავს ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერში და ღვთაების საკათედრო ტაძარში.

დიაკონი ოთარი კაჭკაჭიშვილი 1944 წლის 21 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ ართანაში დაიბადა. თელავში დაასრულა საშუალო სკოლა. დაამთავრა სოფელ ენისელის N2 სასწავლებელი ელექტრომექანიკოსის სპეციალობით, აგრეთვე თელავის N2 პროფესიული სასწავლებელი. მუშაობდა საქსოვ ფაბრიკაში.

1978 წელს გადავიდა ფიქალმარმარილოს კომბინატში.

1990 წლიდან ალავერდელი მიტროპოლიტის გრიგოლის (ცერცვაძე) ლოცვა-კურთხევით თელავის ღვთაების ტაძარში მედავითნედ მსახურობდა.

1993 წლის 11 აპრილს ალავერდელმა მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) დიაკვნად აკურთხა.

დიაკონი გიორგი პაპუნაშვილი 1967 წლის 6 თებერვალს თელავში დაიბადა.

1974-78 წლებში თელავის IV საშუალო სკოლაში სწავლობდა. 

1978 წელს გადავიდა VII საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს დაასრულა.

1984-87 წლებში მუშაობდა ტრესტ “თელავგაზში” ზეინკლად.

გვ86

1988 წელს შევიდა თელავის სამშენებლო ტექნიკუმში, სამრეწველო, დანადგარების მემონტაჟის სპეციალობაზე.

1991 წელს მუშაობდა თელავის N1 ღვინის ქარხანაში. 2001 წელს მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით კონდოლის კვირაცხოლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 

2003 წლის 13 ივლისს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა.

სქემბერდიაკონი იოსები (ღვინიანიძე) -2005 წლის აპრილს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ბერად აღკვეცა და სახელად იოსები უწოდა.

2007 წლის 28 სექტემბერს ამავე ტაძარში მეუფე დავითმა დიაკვნად აკურთხა.

მონაზონი საბა (გოგრიჭიანი) - 2005 წლის აპრილს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ბერად აღკვეცა და სახელად საბა უწოდა. 

მონაზონი ლონგინოზი (არსენაშვილი) - 2007 წელს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ბერად აღკვეცა და სახელად ლონგინოზი უწოდა.

გვ87

ალავერდელი ეპისკოპოსები და სასულიერო მოღვაწეები  

ალავერდელი ეპისკოპოსების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები 


ალავერდელი ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი)

გვ88

ეპისკოპოსი ბესარიონი 1832 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში დაიბადა. ბავშობიდანვე მიაბარეს მარტვილის მამათა მონასტერში არსებულ სასწავლებელში, სადაც სასულიერო აღზრდა-განათლება მიიღო. საბერო მორჩილება ჯრუჭის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გაიარა.

1849 წლის 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხა. 1857 წლის 16 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 1859 წლის 20 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1860 წლის 20 მარტს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1865 წლის 7 დეკემბრიდან გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1869 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1871 წლიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს.

1873 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა.

1874 წლის დეკემბერში სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩიეს.

1875 წლის 12 იანვარს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და იმერეთის ეპარქიაში შემავალ, სამეგრელოს ეპარქიის ქორეპისკოპოსად დაინიშნა.

1886 წლის 1 მარტს ახლად ამოქმედებული ალავერდის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, რომელსაც 1898 წლის 6 ივნისამდე განაგებდა.

1887 წლის 5 აპრილს წმინდა ანას | ხარისხის ორდენი უბოძეს.

1898-1900 წლებში იმერეთის ეპარქიის მმართველია. 

1900 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

გვ89

ალავერდელი ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი)

გვ90

ეპისკოპოსი კირიონი - ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი, (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) 1854 წლის 10 ნოემბერს მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები გამორჩეული სასულიერო პირები იყვნენ. გიორგის ბაბუა მღვდელი გაბრიელი 1826 წელს მოხსენიებულია ოსეთის გამაქრისტიანებელი კომიტეტის წევრად და დიდი წვლილიც აქვს ამ საქმეში შეტანილი. უფრო ადრე კი, დიდი ბაბუა მღვდელი ბესარიონი მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში, როდესაც ქართველი არქიმანდრიტი გაიოზი (ბარათაშვილი, შემდგომში ასტრახანისა და მოზდოკის მთავარეპისკოპოსი) ერეკლე II-მ და ანტონ I-მა კათოლიკოსმა გააგზავნეს ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად. მღვდელი ბესარიონი ქადაგებდა ქრისტიანობას ინგუშეთში, დიდოეთში და ქისტებში. 

გიორგიმ 1876 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1876- 1880 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, რის შემდეგაც, 

1880 წლის 1 აგვისტოს, ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1883 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ეგზარქოსის პავლეს (ლებედევი) თხოვნით, თელავის სასულიერო სასწავლებლის 

ზედამხედველის თანაშემწედ გადმოვიდა.

პარალელურად ასწავლიდა რუსეთის სამოქალაქო ისტორიას თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში. იყო თელავის სასულიერო სასწავლებელთან არსებული ბიბლიოთეკის გაფართოება-გაზრდის კომიტეტის წევრი.

1885-90 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში მუშაობს იგივე თანამდებობაზე. ამავე პერიოდში, ნიქოზის ძველი ეკლესიის აღმდგენელი კომისიის წევრად დაინიშნა. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის დროს, ქართლ-კახეთში 19 სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაისსნა, მათ შორის, აწერისხევში, ვანათსა და თიანეთში.

1890 წელს დაინიშნა ქუთაისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლად.

1891 წლის 16 ივნისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი გიორგი საძაგლიშვილი დაინიშნა მეტეხის უძველესი ეკლესიის აღმდგენელი კომისიის წევრად, ხოლო ამავე წლის 10 ოქტომბრიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელშია ქართული ენის მასწავლებლად.

1896 წლის 24 სექტემბერს აირჩიეს ქართული ბიბლიის შემსწორებელ კომისიაში და სიონის ტაძართან არსებული თბილისის სიძველეთა კომიტეტის წევრად. ამავე წლის 2 ნოემბერს, ეგზარქოსების კარის ეკლესიაში, ექვსფსალმუნების წაკითხვის შემდეგ, ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) ბერად აღკვეცა და სახელად კირიონი უწოდა. აღკვეცას ესწრებოდნენ: თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი სერაფიმე, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი), თბილისის სასულიეროსემინარიის ინსპექტორი მღვდელმონაზონი გერმოგენი (დოლგანოვი) და თბილისის სასულიერო სემინარიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელმონაზონი დიმიტრი (აბაშიძე, შემდგომში სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი). მეორე დღეს, ბერი კირიონი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 9 ნოემბერს - მღვდლად დაასხეს ხელი. 6 დეკემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძოერად დაინიშნა და იღუმენის წოდიბა მიინიჭა. 22 დეკემბერს საგვერდულით  დაჯილდოვდა.

გვ91

31 დეკემბერს ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარსუცესად აირჩიეს და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი სკოლების ინსპექტორად დაინიშნა.

1898 წლის 10 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

1898 წლის 27 ივნისს რუსეთის წმინდა სინოდის განჩინებით ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად და საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად გამოირჩიეს. ამავე წლის 22 აგვისტოს, ეგზარქოსების კარის ეკლესიაში, დღის 12 საათზე, მოხდა მისი ეპისკოპოსად წარდგინება. მეორე დღეს - სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონისა (დადიანი) და გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი. კურთხევას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი გერმოგენი (დოლგანოვი), შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იონა (შავლიაშვილი), სიონის ტაძრის კანდელაკი დეკანოზი ანტონ თოთიბაძე, ამავე ტაძრის დეკანოზი ევსტათი ელიაშვილი (შემდგომში ეპისკოპოსი ექვთიმე), თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი მღვედელმონაზონი დიმიტრი (აბაშიძე), სიონის საკათედრო ტაძრის პროტოდიაკონი კონსტანტინე კარგარეთელი და სხვა სასულიერო პირები.

წირვაზე ტრადიციულად, ახალნაკურთხმა ეპისკოპოსმა კირიონმა მღვდლად დაასხა ხელი კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულ, ვინმე იაკიმოვიჩს, რომელიც ეჩმიაძინის რუსული სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.

1900 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 აგვისტოდან გორის ეპისკოპოსია.

1902 წლის 10 მარტიდან ბალტსკის ეპისკოპოსია, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში. ამავე წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1903 წლის 3 მაისიდან ხერსონის,

1904 წლის 24 აპრილიდან ორიოლის,

1906 წლის 3 თებერვლიდან სოხუმის,

1907 წლის 25 იანვრიდან კოვნოს ეპარქიის მღვდელმთავარია.

1908 წლის 15 თებერვალს წმინდა სინოდმა ხარისხი ჩამოართვა და ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ ჯერ კურაჟის მონასტერში (ხარკოვის ეპარქია), შემდეგ - სანაქსირის უდაბნოში (ტამბოვის ეპარქია) და ბოლოს ხერსონის წმინდა ვლადიმირის მონასტერში გადაასახლეს.

1915 წლის 10 იანვარს ხარისხი დაუბრუნეს და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქიაში დანიშნეს.

1917 წლის 1 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე ეპარქია დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1917 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს, კირიონ II სახელწოდებით. ამავე წლის 1 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია.

1918 წლის 25 ივნისს მარტყოფის მონასტერში დასასვენებლად გაემგზავრა. მეორე დილით, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II თავის საწოლში განგმირული ნახეს ტყვიით. იგი 7 ივლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასაფლავეს.

გვ92


ალავერდის ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)

გვ93

ეპისკოპოსი დიმიტრი - ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე 1867 წლის 2 ოქტომბერს კახეთში, სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში, თავადის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ, სწავლა ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა.

1892- 1896 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. სწავლის პერიოდში პირველ კურსზე, 1892 წლის 16 ნოემბერს ბერად აღიკვეცა და სახელად დიმიტრი ეწოდა. ამავე წლის 21 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს.

1896 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე წლის 16 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმინდა წერილის მასწავლებლად დაინიშნა.

1897 წლის 19 მარტს ქუთაისის სასულიეროსემინარიაში ინსპექტორის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1898 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოედა. ამავე წლის 21 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს.

1900 წლის 10-13 იანვრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ჩრდილო ოსეთში მდებარე ალექსანდროვის არდონის სამისიონერო სემინარიის რექტორად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

1902 წლის 16 მარტს არქიმანდრიტი დიმიტრი მღვდელმთავრად გამოირჩიეს და ამავე წლის 23 აპრილს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) ალავერდის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ქიროტონიის წესს 

ესწრებოდნენ: გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), სოხუმის ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი), იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსი ბენიამენი (ბორნუკოვი).

1903 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1903 წლის 4 ნოემბერს გურიასამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს.

1905 წლის 16 აპრილს კამენეც-პპოდოლსკის ეპარქიაში, ბალტის ეპარქიის ეპისკოპოსად დაინიშნა.

1906 წლის 20 იანვრიდან ჯერ თურქესტანისა და ტაშკენტის, ხოლო 1912 წლის 25 ივნისიდან ტავრიდისა და სიმფეროპოლის ეპარქიის მმართველია.

1913 წლის 13 მაისს ძვირფასი თვლებით შემკული პანაღიით დაჯილდოვდა.

1914 წლიდან, პირველი მსოფლიო ომის დროს რიგით მღვდლად მსახურობდა შავი ზღვის ესკადრონში.

1915 წლის 6 მაისს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა.

1921 წლის 14 ოქტომბერს გადადგა ეპარქიის მმართველობიდან და ემიგრაციაში წავიდა. რუსეთში

დაბრუნდა 1922 წელს და დროებით თეოდოსიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. 

1923 წელს დააპატიმრეს და ორი თვე სიმფეროპოლის ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მას ყირიმში ცხოვრება აუკრძალეს და იგი კიევში გადავიდა. 

1923 წლის მაისიდან მეუფე დიმიტრი კიტაევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის უდაბნოში დასახლდა, რომელიც კიევ-პეჩორის ლავრას ეკუთვნოდა.

1928- 29 წლებში დიდ სქემაში აღიკვეცა და სახელად ანტონი ეწოდა.

1930 წელს კომუნისტებმა კიევ-პეჩორის ლავრა დახურეს და მეუფე ანტონი ქ. კიევში დასახლდა. 

1933 წლის მარტში იგი მეორედ დააპატიმრეს. ამავე წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო.

1941 წლის 22 ივნისს, როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და გერმანელები კიევში შევიდნენ, მათ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრების გამო ნება დართეს ხალხს გაეხსნათ ტაძრები და მონასტრები.

1941 წლის 27 სექტემბერს მეუფე ანტონმა საზეიმოდ აკურთხა კიევის ლავრა და თვითონაც იქვე დამკვიდრდა სამოღვაწეოდ.

სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი 1942 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე დაასაფლავეს. (მეორე ცნობით, იგი 1943 წლის დეკემბერში გარდაიცვალა).

გვ94


ალავერდელი ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)

გვ95

ეპისკოპოსი ექვთიმე - ერისკაცობაში ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი 1846 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1859-65 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1865 წლის 9 სექტემბერს თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა.

1866 წლის 5 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსასურად დაინიშნა, სადაც წინამძღვარი იყო მამამისი დეკანოზი პლატონ ელიაშვილი.

1873 წლის 5 იანვარს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 

1880 წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში საღვთოს სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს.

1884 წლის მაისში დეკანოზის წოდება მიენიჭა და სიონის ტაძრის კანდელაკად დაადგინეს.

1887 წლის მარტში წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1891 წელს გადადგა სიონის ტაძრის კანდელაკობიდან და თავი გაანება მასწავლებლობას. ამავე წლიდან დაინიშნა ცენზორად ჟურნალების - „პასტორისა” და „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანისა“.

1891 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1892 წლის 2-16 სექტემბრის წმინდა სინოდის განჩინებით, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია.

1895 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1899 წლის 6 მაისს ენქერი ეწყალობა. 1902 წლის 1 სექტემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა.

1903 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოედა. ამავე წლის 19 ნოემბერს სანკ-პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი | (ოპოცკი) ბერად აღკვეცა და სახელად ექვთიმე უწოდა. ამავე დღეს თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარად დაინიშნა. 21 ნოემბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 26 ნოემბერს ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 31 ნოემბერს წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქირატონიის წესი შეასრულეს: სანკ-პეტერბურგის მიტროპოლიტმა ანტონმა (ვადკოვსკი), მოსკოვის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი), საქართველოს ეგზარქოსმა მთავარეპისკოპოსმა ალექსიმ (ოპოცკი), იამბურგის ეპისკოპოსმა სერგიმ (სხრაგოროდსკი, რუსეთის პატრიარქი 1943-44 წლებში), ალეუტისა და ჩრდილო-ამერიკის

გვ96

 ეპისკოპოსმა ტიხონმა (ბელავინი, რუსეთის პატრიარქი 1917-25 წლებში), კალუგისა და ბოროვსკის ეპისკოპოსმა  ბენიამენმა (მურატოვსკი) და იაკუტისა და ვილიუსკის ეპისკოპოსმა ნიკანორმა (ნადეჟდინი).

1905 წლის 19 მაისს გორის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1906 წლის ივნისში პეტერბურგში გამართულ საეკლესიო კრებაზე, სადაც განიხილებოდა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი, მეუფე ექვთიმემ რუსეთის ეკლესიის მხარე დაიჭირა და ამის გამო ვეღარ შეძლო საქართველოში დაბრუნება.

1906 წლის 10 ნოემბერს იგი ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიაში, ბალახნინის ეპისკოპოსად დაინიშნა.

1909 წლის 16 ივნისს, ჯანმრთელობის გაუარესობის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე პენსიაში გავიდა. ნიჟნი-ნოვგოროდიდან მეუფე ექვთიმე მრევლმა დიდი მწუხარებით გააცილა, ისინი მალე გამოჯანმრთელებას და უკან დაბრუნებას თხოვდნენ ღმერთს. ვაგზალზე იგი დეკანოზმა მიხეილ კუდრავცოვმა გააცილა. ამავე წლის 25 ივნისს იგი უკვე მოსკოვშია.

1909 წლის 2 ივლისს მოსკოვის სტავროპიგიალური „ზაიკონოსპასკის“ სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარად დაინიშნა.

1911 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვის სინოდალური კანტორის უშტატო წევრად დაინიშნა.

1914 წლის 14 ივლისს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღევრად გადაიყვანეს. ეპისკოპოსი ექვთიმე 1918 წელს გარდაიცვალა. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1918 წელს ეს მონასტერი კომუნისტებმა გადააკეთეს საპატიმროდ, სადაც მათთვის არასასურველი პირები გამოამწყვდიეს. ფიქრობენ რომ, მეუფე ექვთიმეც ამ პატიმართა რიცხვში იყო და ავადმყოფობის გამო ამავე საპატიმროში გარდაიცვალა. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) მოგონებებით, მეუფე ექვთიმე იყო კაცი ფრიად ნიჭიერი, მშვენიერი მწირველმლოცველი, საეკლესიო წიგნების საუცხოო მკითხველი და ჩინებული მქადაგებელი, მაგრამ მეტისმეტად მფრთხალი.

გვ97


ალავერდელი ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი)

გვ98

ეპისკოპოსი პეტრე - ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი 1836 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1859 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც თელავის სასულიერო სასწავლებელში დაბალი კლასების მასწავლებლად განამწესეს.

1861 წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და ოსეთის სამისიონერო ოლქში, სოფელ ჯავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საინგილოში ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის ძლიერ დაიძაბა სიტუაცია (ლეკებმა მოკლეს გენერალი შალიკაშვილი, გაანადგურეს მისი რაზმი, ზაქათალის ოლქში მოქმედი 12 სამრევლოდან დარჩა მხოლო სამი: კახის, ალიბეგლოსა და ყორაგანის). ამასთან დაკავშირებით, 1865 წლის 16 ნოემბრიდან მღვდელი პეტრე კონჭოშვილი საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მამა პეტრემ მუხლჩაუხრელი შრომისა და ქადაგების შედეგად სამი წლის განმავლობაში შეძლო დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და მდგომარეობის დასტაბილურება.

1868 წლის 11 ივნისს თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. ამავე წლის 1 სექტემბერს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მოძღვრად და მასწავლებლად დაინიშნა, სადაც მთელი 37 წლის განმავლობაში ღირსეულად მოღვაწეობისათვის არაერთი ჯილდო და მადლობა დაიმსახურა.

1880 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1894 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით, ხოლო - 1896 წლის 5 აგვისტოს სასწავლო დარგში გამოჩენილი ყურადღებისათვის ქართული „ბიბლიით“ დაჯილდოვდა.

1898 წლის 6 მაისს ენქერი ეწყალობა.

1899 წელს პალესტინასა და ათონის წმინდა მთაზე იმოგზაურა, სადაც დაწვრილებით აღწერა ყოველივე იქ ნანახი და დაწერა წიგნი „მოგზაურობა”, რომელიც მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავს.

1903 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. გარდა ამ ჯილდოებისა, დეკანოზი პეტრე ასევე დაჯილდოვებული იყო წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით, იასამნისფერი კამილავკით, სამკერდე ოქროს ჯვრით, საგვერდულით, წმინდა ნინოს ვერცხლის მედალით, იმპერატორ ალექსანდრე III სამახსოვრო ვერცხლის ჯვრითა და 1897 წლის 2 მაისს მოჭრილი ასწლიანი საიუბილეო მედლით.

1905 წლის 6 ოქტომბერს წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩია. ამავე წლის 13 ნოემბერს (ძველი ტრადიციის თანახმად, ბერად აღკვეცის გარეშე) სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქირატონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ნალიმოვი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი).

1906 წელს, მეუფე ლეონიდეს რუსეთში ყოფნის პერიოდში დროებით განაგებდა იმერეთის ეპარქიასაც.

1907 წლის 6 აპრილს გორის ეპისკოპოსად დაინიშნა. საყურადღებოა, რომ 1908 წელს ეპისკოპოსმა პეტრემ, დეკანოზ კორნელი კეკელიძესთან და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძესათან ერთად გამოსცა სამღვდელმთავრო კონდაკი, რომელიც დღესაც ხმარებაშია. გარდაიცვალა 1909 წლის 5 თებერვალს და ანდერძისამებრ დაასაფლავეს ალავერდის საკათედრო ტაძარში.

გვ99


ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე)

გვ100

ეპისკოპოსი დავითი - ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე, 1872 წლის 15 ოქტომბერს, ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1895-99 წლებში ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1897 წლის 25 ოქტომბერს მესამე კურსის სტუდენტი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

1897 წლის 21 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1898 წლის 8 მაისს კი - მღვდლად დაასხეს ხელი.

1899 წლის 26 აგვისტოს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაინიშნა.

1900 წლის 10 ნოემბრიდან თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებელია.

1902 წლის 10 მარტს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ გადაჰყავთ. ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 

1903 წლის 20 ოქტომბერს რუსეთში, პერმის ეპარქიაში, სოლოკამენის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.

1905 წლის 14 მაისს ვიტებსკის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 

1906 წლის 25 აგვისტოს ნოვოჩერკასის რაიონის, დონის სასულიერო სემინარიის რექტორად განამწესეს. 1907 წლის 4 ნოემბერს ალავერდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1912 წლის 17 აპრილს პიატიგორსკის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1913 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ირდენით დაჯილდოვდა.

1914 წლის 14 თებერვალს ვინიცკის ეპისკოპოსად დაინიშნა. 1917 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ურბნისის ეკარქიის მმართველად დაინიშნა.

1919 წელს აირჩიეს საკათოლიკოსო საბჭოს წევრად.

1921 წლის 23 ნოემბერს დაევალა ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიების მართვა-გამგეობა, ხოლო 1922 წლის 29 აპრილს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაინიშნა.

1924 წლის 9 მარტს ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 1 ნოემბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს.

1926 წლის 9 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით აწყურის ეპარქიაში დაინიშნა და დროებით დაევალა ურბნისის ეპარქიის მართვა-გამგეობა.

1926 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში მომხდარმა საეკლესიო კრებამ იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დატოვა და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა.

1927 წლის 21-27 ივნისს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV კრებაზე მიტროპოლიტი დავითი გამოცხადდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

1930 წლის 8 ივლისს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში დაინიშნა.

1932 წლის 13 აპრილს სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვედა.

1935 წლის 19 მარტს ქუთაისში მყოფი მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ კარიბჭესთან.

გვ101


ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე)

გვ102

ეპისკოპოსი პიროსი - ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე 1874 წლის 1 ნოემბერს, გორის მაზრის სოფელ დისევში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. 7 წლისა მიაბარეს ალავერდის მონასტერში, სადაც იმ დროისათვის მოღვაწეობდა ბიძამისი, ცნობილი თავისი ასკეტური ცხოვრებით მღვდელმონაზონი სილიბისტრო (ოქროპირიძე), გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) უფროსი ძმა. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიეროსსემინარიაში, საიდანაც 1894 წელს გადავიდა სტავროპოლის სასულიეროსსემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1896 წელს და ამავე წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1900 წლის 7 მაისს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.

1900 წლის 14 სექტემბერს შიო-მღვიმეს მონასტერში იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ბერად აღკვეცა ღირსი მამის, პიროს ბრეთელის სახელზე. ამავე წლის 20 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 25 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი.

1900 წლის 14 ნოემბერს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო 1901 წლის 22 იანვარს ოფიციალურად დამტკიცდა ამ თანამდებობაზე.

1900 წლის 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) საგვერდულით დააჯილდოვა.

1902 წლის 22 მაისის გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ დაინიშნა.

1905 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამავე წლის 9 ივლისს იმერეთის ეპარქიის, მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს.

1907 წლის 14 იანვარს, გორის ეპისკოპოსის პეტრეს (კონჭოშვილი) წარდგინებით, არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 30 იანვარს, იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა.

1907 წლის 23 დეკემბერს, იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის თავჯდომარედ დანიშნა.

1909 წლის 13 ივნისს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 29 სექტემბერს, ქართლ-კახეთის ეპარქიაში სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის წევარდ დანიშნა, ხოლო 31 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძრის განახლების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1910 წლის 4 თებერვალს ქართულ ენაზე საღვთისმსახურო წიგნების შესწორებისა და გამოცემის კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა. ამავე წლის 21 აგვისტოს საეკლესიო მუზეუმის საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1911 წლის 7 დეკემბერს შიო-მღვიმეს მონასტრის წინამძღვრობა დაევალა.

1914 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1915 წლის 10 დეკემბერს ალავერდის ეპარქიის მმართველად გამოირჩიეს და 1916 წლის 17 იანვარს, პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.

1917 წლის 11-17 წლის საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ, ალავერდის ეპარქიის მმართველად დაადგინა, ალავერდელი ეპისკოპოსის სახელწოდებით. ეპისკოპოსი პიროსი 1922 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა.

გვ103


ალავერდელი ეპისკოპოსი იოანე (მარღიშვილი)

გვ104

მიტროპოლიტი იოანე - ერისკაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი 1874 წელს, ქ. გორში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1893 წელს ჩააბარა გამოცდები მასწავლებლის წოდებაზე და 1893-99 წლებში გორისა და ყიზლარის ტაძრების სამრევლო-საეკლესიო სკოლებში ასწავლიდა.

1900 წელს ჩრდილო კავკასიაში მდებარე წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის არდონის მისიონერულ სემინარიაში ჩაირიცხა.

1900 წლის 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად იოანე ეწოდა.

1900 წლის დეკემბერში დიაკვნად, ხოლო 1901 წლის 28 იანვარს - მღვდლად დაასხეს ხელი.

1904 წელს გადმოვიდა სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო აქედან (როდესაც დაიკეტა ქუთაისის სემინარია) გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1905 წელს დაამთავრა.

1905-06 წლებში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და ხირსის მონასტრების ხაზინადარია.

1906-07 წლებში პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში თავისუფალი მსმენელია.

1907-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. 

1908 წლის 27 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა.

1910-14 წლებში მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლობს.

1914 წლის 2 სექტემბრიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად განამწესეს.

1915 წლის 10 აგვისტოს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. ამავე წლის 29 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

1917 წლის 21 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად და ალავერდის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა.

1920 წლის 1 სექტემბრიდან - გურჯაანის სასწავლებლის ინსპექტორია. მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის I, II და III კრებებზე.

1921 წლის 8 ოქტომბერს საკათოლიკოსო საბჭომ ალავერდის მონასტრის არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღდვდელმთავრად გამოირჩია. ამავე წლის 15 ოქტომბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარისა (ლეჟავა) და ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში განამწესეს. ეს იყო ბოლშევიკური მმართველობის დროს პირველი

გვ105

ეპისკოპოსის კურთხევა. 1923 წლის 17 დეკემბერს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მეუფე იოანესმეტად რთულ პირობებში მოუხდა მოღვაწეობა, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესობის გამო, 1925 წლის 1 თებერვალს, გათავისუფლდა ამ ეპარქიიდან. ამავე წლის 23 თებერვლიდან - სექტემბრის ბოლომდე დროებით განაგებდა თბილისისა და ალავერდის ეპარქიებს.

1925 წლის 9 ოქტომბერს ურბნისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1926 წლის ოქტომბერში მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიების პროფესორებისა და ნიუნეგოროდის მიტროპოლიტის სერგის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტ იოანეს მიანიჭეს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება, თემაზე: „ბიზანტიის იმპერატორების დამოკიდებულება მსოფლიო კრებებზე.“ ამავე წლის 20 ოქტომბერს გათავისუფლდა ურბნისის ეპარქიის მმართველობისაგან და 3 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში დაინიშნა.

1928 წლის 4 ოქტომბრიდან ბოდბელი მღვდელმთავარია.

მიტროპოლიტი იოანე 1929 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 17 ნოემბერს დაკრძალეს თბილსის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სამხრეთის მხარეს.

გვ106

ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედელი (ფხალაძე)

გვ107

ეპისკოპოსი მელქისედეკი - ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე 1872 წლის 2 ნოემბერს, სიღნაღის მაზრის, სოფელ ზემო ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. სწავლის პერიოდში, პირველ კურსზე მიხეილს დაატყდა დიდი უბედურება - გარდაეცვალა მშობლები.

1890-96 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობს. თელავის სასწავლებელსა და თბილისის სემინარიაში არსებული საარქივო მასალები აჩვენებენ ნათელ სურათს იმისას, რომ მიხეილი ყოფილა ერთ-ერთი შესანიშნავი, სრულიად განსაკუთრებული სტუდენტი - სასწავლებლისა და სემინარიის თვალი.

1896-1900 წლებში ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა,რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო წოდებით დაამთავრა. იყო ძველი ბერძნულის შესანიშნავი მცოდნე და ქართულად თარგმნა წიგნები ჰეროდოტეს „ისტორია” და პერიპლუს არიანესის „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა.” 1900 წლის 27 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1902 წლის 26 იანვარს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის, ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფია-არითმეტიკას, ხოლო 1909 წლის 2 ნოემბრიდან კამენეც-პკოდოლსკის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. 

1915 წლის 15 მაისს ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

1915 წლის 31 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი. 1917 წლის სექტემბერში საქართველოში ბრუნდება და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად ინიშნება.

1918 წლის 21 ნოემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წელს გარდაეცვალა მეუღლე და როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ტკივილი საყვარელი მეუღლის გარდაცვალებისა, ხდება ერთგვარი დიდი იმპულსი მის მიერ ცხოვრების გზის საბოლოო არჩევისა.

1920-22 წლებში სასწავლებლის დახურვის გამო უსასმსახუროდ იყო.

1922 წლის 5 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა.

1925 წლის თებერვალში ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1925 წლის 9 აპრილს ალავერდის ეპარქიის, კაკაბეთის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს და სოფლების შიბლიან-ყანდაურა-კაკაბეთის სამრევლოების წინამძღვრად დაინიშნა.

1925 წლის ოქტომბერში ბერად აღიკვეცა და სახელად

გვ108

მელქისედეკი ეწოდა. ამავე წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს.

1927 წლის 17 ოქტომბერს დროებით ინიშნება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში.

1928 წლის 24 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსია. ამავე წლის 11 მაისს თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1935 წლის 2 იანვარს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად განამწესეს.

1938 წლის 9 ივლისს გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისაგან.

1943 წლის 1 აპრილს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის რიგით მღვდელმსახურად დაინიშნა.

1944 წლის 30 აპრილს თბილისის დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და ურბნისის ეპარქიის მმართველად განამწესეს.

1952 წლის 5 აპრილს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს ეკლესიის IX კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩიეს. ამავე წლის 7 აპრილს სვეტიცხოვლის თორმერი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია.

1960 წლის 10 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III-ე გარდაიცვალა. 17 იანვარს მისი ნეშტი სიონის ტაძარს მიაბარეს.

გვ109


ალავერდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე)

გვ110

ეპისკოპოსი ეფრემი - ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე 1896 წლის 19 მაისს, კასპის რაიონის, სოფელ დოესში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1912-18 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1920-22 წლებში თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. 

1922 წლის 16 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად ეფრემი ეწოდა.

1922 წლის 27 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 19 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი. კურთხევის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის პირად მდივნად დაინიშნა. 

1923 წლის 4 ივლისს შიო-მღვიმეს მონასტრის გამგებლად განამწესეს და ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა .

1924 წლის 27 იანვარს იღუმენის, ხოლო 1925 წლის 15 ოქტომბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამავე წელს დიდი გომარეთის სამრევლოს წინამძღვრად და აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად ინიშნება.

1927 წლის 27 მარტს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი), ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) და მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) ხელი დაასხეს მანგლელ ეპისკოპოსად. იმავე წლის 4 ივლისს დაინიშნა ნინოწმიდელ ეპისკოპოსად და მასვე ჩააბარეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაც. 1927 წლის 17 ოქტომბერს განთავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან დაინიშნა ალავერდელ ეპისკოპოსად. 1928 წლის 26 მარტს იგი განთავისუფლდა ამ ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. 1928 წლის 26 მაისიდან 29 სექტემბრამდე დროებით განაგებს წილკნის ეპარქიას. 1929 წლის 5 იანვარს დაინიშნა თბილისის ნათლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის 

წინამძღვრად. იმავე წლის 26 დეკემბრიდან შეუთავსეს დროებით ბოდბის ეპარქიაც. 1930 წლის 24 ოქტომბერს 1933 წლის 8 მარტამდე განაგებდა ურბნისის ეპარქიას. 1933-37 წლებში ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.

1937 წელს ხელისუფლების მიერ იქნა რეპრესირებული და 1944 წლამდე გადასახლებაში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნდა 1944 წლის შემოდგომაზე და კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად და მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძღვრად. 1945 წლის 12 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დააჯილდოვა

გვ111

მიტროპოლიტის წოდებით. 1952 წლის 7 აპრილს დაჯილდოვდამეორე პანაღიით.

1953 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულია ჭყონ- დიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში.

1956 წლის 20 ნოემბრიდან 1957 წლამდე დროებით მართავდა ცსხუმ-აფხაზეთის ეპარქიას. 

1957 წლის 29 მარტს დაჯილდოვედა სკუფიაზე ჯვრის ტარებით.

1958 წლის 24 მარტს კი მიტრაზე ჯვრის ტარების უფლებით.

1960 წლის 11 იანვარს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

1960 წლის 20 თებერვალს გამოირჩიეს პატრიარქად. 21 თებერვალს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე.

1963 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II დიდი მონდომებითა და ძალისხმევით, გაიხსნა მცხეთის ორწლიანი სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელი, რომელიც შემდგომში სემინარიად გადაკეთდა. გამოიცა ახალი აღთქმა, ლოცვანი და სხვა.

1970 წლის 19 მაისს, საღამოს ლოცვაზე, სიონის საკათედრო ტაძარში, თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 

1972 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ხარების დღესასწაულზე, კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

გვ112

ალავერდელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი)

გვ113


ეპისკოპოსი სტეფანე - ერისკაცობაში ვასილ გრიგოლის ძე. კარბელაშვილი 1858 წლის 1 იანვარს, გორის მაზრის სოფელ ქვემო ჭალაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1875-81 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1881-83 წლებში კი მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა.

1883 წელს თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში ეკონომოსად და პედაგოგად დაინიშნა.

1883 წლის 9 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისში, ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1885-87 წლებში ნუხის სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიაში მსახურობს.

1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1888-1903 წლებში თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1892 წლის 22 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სკუფიით დააჯილდოვა.

1897 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1903-04 წლებში თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაშია.

1904-05 წლებში გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია.

1905-16 წლებში თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობს.

1908-10 წლებში საქართველოს საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრია.

1909 წლიდან ასწავლის გალობასა და სიმღერას თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში.

1915 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1916 წლის 8 დეკემბერს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1921-22 წლებში თელავის „ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარია.

1922-25 წლებში თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მსახურობს.

1925 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით ბოდბელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

1928 წლის 24 მარტს ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს.

1930 წელს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1934 წლიდან ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებს ტაძრის წინამძღვრობას.

1936 წლის 1 აპრილს პენსიაზე მყოფი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) გარდაიცვალა.

მეუფე სტეფანე 5 აპრილს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

გვ114

ალავერდელი ეპისკოპოსი კალისტრატე (ცინცაძე)


გვ115

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - ერისკაცობაში კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1875 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1882-88 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1892 წელს დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით თემაზე: „ივერიის ეკლესია სასანიდების დროს.

1893 წლის 11 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 18 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ქართულ გიმნაზიაში, ასევე ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიაში.

1895 წლიდან იყო სასულიერო უწყების წარმომადგენელი თბილისის ქალაქის საბჭოში, ქართულ ენაზე „დაბადების“ შემსწორებელი კომისიის წევრი.

1896 წლის 6 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა.

1897 წლის 8 ივლისს თბილისის საეპარქიო სანთლის ქარხნის მმართველად და სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა.

1898 წელს სკუფიით, ხოლო - 1901 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. ამავე წლის 19 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1909 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის, ხოლო - 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 

დეკანოზი კალისტრატე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმოებულ ბრძოლაში და ამის შესახებ თავისი მეცნიერული ნაშრომებიც კი დაწერა, რომლებიც იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ პრესაში. 

1917 წლის ზაფხულში გორის ეპისკოპოს ანტონთან (გიორგაძე) და არქიმანდრიტ ამბროსისთან (ხელაია) ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებათა რაუნდში პეტროგრადის დროებით მთავრობასთან, რომელიც საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარების საკითხებს ეხებოდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიის |, II, III და IV საეკლესიო კრებებზე. მთელი ამ ხნის მანძილზე უცვლელად იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი.

1923 წლის იანვრიდან 1925 წლის მარტამდე საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან ერთადდაპატიმრებული იყო და სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა.

გვ116

1925 წლის 2 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მღვდელმთავართა თანამწირველობით დეკანოზ კალისტატეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ნინოწმინდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ამავე დღეს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 11 ნოემბრიდან კი კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაინიშნა.

1926 წლის 30 დეკემბერს იგი გათავისუფლდა მოსაყდრის მოვალეობიდან და 1927 წლის 20 ივნისს მანგლისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1930 წელს მასვე ჩააბარეს ალავერდის ეპარქიის მართვაც.

1932 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი). 11 იანვარს საგანგებოდ შეკრებილ საკათოლიკოს სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტი კალისტრატე მოსაყდრედ დაინიშნა.

1932 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკლესიის VI საეკლესიო კრებაზე იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩიეს. 24 ივნისს მოხდა მისი ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. უწმინდესი კალისტრატეს დამსახურება განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. იგი აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან, რაც 1943 წელს წარმატებით დაგვირგვინდა. მისი დიდი დამსახურება იყო საქართველოში მცხოვრები არაქართველი მართმადიდებლების (რუსების, ბერძნების, აფხაზების და ოსების ნაწილი) საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემოსვლა.

1949 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ უწმინდესი კალისტრატე აკადემიის საპატიო წევრად აირჩია.

1952 წლის 3 თებერვალს, 16 საათზე და 35 წუთზე, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). იგი 10 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალა.

გვ117

ალავერდელი ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე)


გვ118

ეპისკოპოსი გაბრიელი - გაბრიელ ზაქარიას ძე ჩაჩანიძე 1901 წლის 1 იანვარს, გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება თბილისის ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო.

1913 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1921 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ისტორიის განხრით. სწავლის პერიოდში მუშაობდა ძველი ქართული საბუთებისა და ხელნაწერთა განყოფილების სპეცარქივისტად. 

1929 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტში ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრაზე ასპირანტად დატოვეს, რომელიც 1933 წელს დაასრულა.

1934 წელს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაინიშნა, სადაც ძველი მსოფლიო ისტორიისა და ისტორიის სწავლების მეთოდიკის კურსს კითხულობდა.

1935 წლიდან შეთავსებით ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების ისტორიის კურსს. შემდგომ წლებში იგი მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თელავის სამასწავლებლო ინსტიტუტში. იყო ორივე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 

1942 წლის 20 აპრილს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ალექსანდრე მაკედონელის კავკასია-იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის“, რისთვისაც მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და დოცენტის წოდება. 

1941-45 წლებში დაჯილდოვდა მედლით: „შრომითი მამაცობისათვის დიდ სამამულო ომში.

1948 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 19 აგვისტოს - მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესა.

1949 წლის 7 იანვარს დეკანოზის წოდება მიენიჭა და თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. ამავე წლის 1 თებერვლიდან კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის თანაშემწეა. 1949 წლის 20 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტებმა ლუკამ (ნადარეიშვილი) და იოაკიმემ (შენგელაია) დეკანოზი გაბრიელი ბერად აღკვეცეს. 1950 წლის იანვარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდისა და ბოდბის ეპარქიების მმართველად დაინიშნა. 1952 წლის 20 ივლისს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში გადაიყვანეს.

1953 წლის 29 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელ მღვდელმთავრად დაინიშნა და მასვე დაევალა დროებით ცაგერისა და ნიკორწმინდის ეპარქიების მართვა.

1955 წლის 17 მარტს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.

1956 წლის 3 ივლისს მიტროპოლიტი გაბრიელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში, სამხრეთ კედელთან. მიტროპოლიტ გაბრიელის ცოდნასა და გამოცდილებას ძალიან აფასებდა რუსეთის პატრიარქი ალექსი | (სიმანსკი), რომელმაც აჩუქა ღვთისმშობლის პანაგია, ძვირფასი ლალის თვლებით შემკული.

გვ119

ალავერდელი ეპისკოპოსი დიმიტრი (იაშვილი)


გვ120

მიტროპოლიტი დიმიტრი - ერისკაცობაში დავით ილარიონის ძე იაშვილი 1872 წლის 15 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ საქობაოში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1886-90 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1890-96 წლებში კი - თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1896-98 წლებში სოფელ ჯუგაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მუშაობს.

1898 წლის 19 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდლად კურთხევის შემდეგ იგი კვლავ განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი და ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს თავჯდომარე.

1901 წლის აღდგომას, წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით, ხოლო 1902 წლის აღდგომას კი - სკუფიით დაჯილდოვდა.

1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1909 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოედა.

1912 წლის 23 ივნისს თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1915 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1921 წლიდან კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესიისა და სასულიერო პირების მდგომარეობა მეტად დამძიმდა. ისინი ყველა მხრიდან შევიწროებული აღმოჩნდნენ. გამონაკლისი არც მამა დავითი ყოფილა. 

1923 წლის 26 აპრილი იგი წერილს უგზავნის საკათოლიკოსო საბჭოს, სადაც თავის მძიმე მდგომარეობას მოუთხრობს: „1921 წლიდან მე ვმსახურობ ქალთა პირველ საავადმყოფოში საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე. აქამდე მითმენდნენ ანაფორით სამსახურში სიარულს, მაგრამ ამ მოკლე ხანში, როგორც საავადმყოფოს მთავრობამ, ნამეტნავად კი აღმასკომმა წინადადება მომცა კატეგორიულად: ან ანაფორა გაიხადე, ან დატოვე აქაურობაო. ამავე დროს, კახეთში, სადაც მამულები მაქვს და რომლისაგანაც უმეტესად ვსაზრდოობდი, მიწკომმა ჩამომართვა ყველა მამულ-დედული, როგორც მღვდელს და დიდი ცდილობის შემდეგ დამთანხმდა ზოგიერთი მამულების უკანვე დაბრუნებას, თუ ანაფორას გავიხდიდი და დავანებებდი თავს მღვდლობას. ასე რომ, ყოველიმხრიდან წრე შემომევლო და ორში ერთი უნდა ამერჩია. ამა წლის 19 აპრილს იძულებული გავხდი გამეხადა

გვ121

ანაფორა, რაც ვაცნობე სასულიერო უწყებას, მაგრამ გავიხადე თუ არა ანაფორა, მომთხოვეს რომ მასთან ერთად მიმეტოვებინა ეკლესიაში და მრევლში სამსახური, რაზედაც დავემორჩილე, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, მე მღვდლობიდან სამუდამოდ ხელს არ ვიღებ და თუ რაიმე შეღავათი მომეცა ცხოვრებაში, მაგალითად: ერთ-ერთი შვილის სამსახურში ჩაყენება, მე ისევ დაუბრუნდები ჩემს ნაამაგდარ ეკლესიას, რომლის გამოც ამდენი დავიდარაბა და უსიამოვნება გადამიტანია. თბილისის პირველ საავადმყოფოში მამა დავითმა 1934 წლამდე იმუშავა.

1934-48 წლებში იგი თვალის დისპანსერში საქმის მწარმოებლად და ბუღალტრად მუშაობს. 

1949 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1952 წელს, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა მელქისედეკ III (ფხალაძე) ბერად აღკვეცა და სახელად დიმიტრი უწოდა. იმავე წელს ნინოწმიდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპკოსად დაინიშნა.

1958 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ბოდბის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ამავე წელს რამოდენიმე თვე ალავერდის ეპარქიასაც განაგებდა.

მიტროპოლიტი დიმიტრი 1961 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. იგი თავისი ანდერძის თანახმად, 

თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში დაიკრძალა.

გვ122

ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე)


გვ123

ეპისკოპოსი დავით - ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდულაძე 1877 წლის 12 მარტს, სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირ-

ში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სიღნაღის სამკლასიან სასწავლებელში მიიღო.

1893-98 წლებში თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მორჩილია, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, ტიპიკონი და საეკლესიო გალობა.

1898 წლის გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ განამწესა. მამა დავითი ამავე ეკლესიის სამრევლო სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს და საეკლესიო გალობას, მოწაფეთაგან შეადგინა გუნდი, რომელსაც კვირაობით და დღესასწაულებზე აგალობებდა ღვთისმსახურებაზე ტაძარში.

1911 წლის 14 დეკემბერს პირადი თხოვნის საფუძველზე შილდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. მას აქაც შეუქმნია მგალობელთა გუნდი.

1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა. 

1918 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ვაჩნაძიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1925 წელს ალავერდელი მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) აკმაყოფილებს მღვდელ დავითის თხოვნას და თელავის მაზრის სოფელ შილდის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაჰყავს.

1929 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და მღვდელმსახურება შეეწყვიტა. 

1943 წელს მატანისა და ახმეტის მოსახლეობის თხოვნით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დავით ბურდულაძეს აღუდგინა მღვდლობის ხარისხი და ამ სოფლებში სამღვდელო წესების შესრულება დაევალა.

1952 წლის 21 ივლისს თელავის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1954 წლის 12 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) ამავე ტაძრის წინამძღვრად და ეპარქიის მთავარხუცესად დაადგინა.

1958 წლის 18 სექტემბერს მთავარხუცეს დავითის სახელზე პატრიარქის კანცელარიის მდივნის ხელმოწერით იგზავნება შემდეგი შინაარსიის შეტყობინება: ,,მისი უწმიდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III განკარგულებით თქვენ უნდა მოემზადოთ სათანადოთ სვეტიცხოვლობისათვის და ჩამობრძანდეთ თბილისში ერთი კვირით ადრე“. აღნიშნული შეტყობინების

გვ124

თანახმად, 7 ოქტომბერს მთავარხუცესი დავითი თბილისში ჩავიდა. 8 ოქტომბერს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში 80 წლის მოძღვარი ბერად აღკვეცეს და არგვეთის წმიდა მთავრის პატივსაცემად დავითი უწოდეს. ამავე წლის 12 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 14 ოქტომბერს კი სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინა.

ყოვლადსამღვდელო დავითი 5 წლის მანძილზე მართავდა ღვთისაგან მინდობილ ალავერდის ეპარქიის სამწყსოს, იგი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილის თვეში. ეპისკოპოსი დავითი დაასაფლავეს თელავის საერო სასაფლაოზე. 2001 წლის 15 მაისს ამჟამინდელი ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხევით მეუფე დავითის ცხედარი ალავერდის საკათადრო ტაძარში გადაასვენეს.

გვ125

ალავერდელი ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი)


გვ126

ეპისკოპოსი რომანოზი - ერისკაცობაში რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი 1887 წლის 14 ოქტომბერს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკის, დეკანოზ გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იგი რიგით მეცხრე შვილი იყო.

1895 წელს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს.

1906 წელს გიმნაზია დაიხურა და რომანოზმა პირველ გიმნაზიაში სცადა ჩაბარება, მაგრამ ასაკის გამო აღარ მიიღეს, იგი მაშინ 19 წლისა იყო, ხოლო გიმნაზია 17 წლის შემდეგ აღარ ღებულობდა მოსწავლეებს.

1909 წლის 3 სექტემბრიდან - 1910 წლის 20 აგვისტომდე იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამავე წლის სექტემბერში ჩააბარა ქალაქ დორპატის ინსტიტუტში ვეტერინალურ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ორ თვეში მიატოვა სწავლა და თბილისში დაბრუნდა.

1911-14 წლებში უსამსახუროდ იმყოფება და სახლში ამზადებს ჩამორჩენილ მოწაფეებს. 1914-18 წლებში მონაწილეობდა | მსოფლიო ომში რიგით ჯარისკაცად.

1918-20 წლებში ლტოლვილთა კომიტეტში - რწმუნებულად, ხოლო 1920-21 წლებში თბილისის სასურსათო განყოფილებაში მუშაობდა. პარალელურად 1919 წლიდან მღვდლად კურთხევამდე იყო სიონისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრების საბჭოს წევრი.

1921 წელს გასაბჭოების შემდეგ სასურსათო განყოფილება გადაკეთდა კოოპერატივად, სადაც 1924 წლამდე მუშაობდა.

1924-32 წლებში პატიმართა დამხმარე კომიტეტში, ხოლო 1932-36 წლებში ციხის სამართველოში, საწყობების გამგეა. შემდგომ წლებში იგი მუშაობდა მოსკოვის ტრიკოტაჟის კომბინატში საწყობების მმართველად, თბილისის სტალინის რაიონის საბინაო სამართველოში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ბუღალტერად, თბილისის აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში.

1949 წლის 1 მარტს გათავისუფლდა საერო სამსახურიდან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ამავე წლის 6 მარტს დიაკვნად, ხოლო 13 მარტს - მღვდლად დაასხა ხელი და სიონის ყოვლადწმინდა 

ღვთიმსშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად, აგრეთვე საპატრიარქო კანცელარიის მდივნის თანაშემწედ დანიშნა. 1952 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1954 წლის 17 მაისს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 

1955 წლის 1 აპრილიდან - 1959 წლის 1 სექტემბრამდე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 

გვ127

1960 წლის აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა (სიდამონიძე) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა. 1962 წელს კათოლიკოს-პატრიარქს ახლდა მოსკოვში, სადაც რუსეთის პატრიარქმა მიტრით დააჯილდოვა.

1965 წლის 17 თებერვალს ბერად აღიკვეცა, ხოლო მეორე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 21 თებერვალს კი სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1967 წლის 28 აგვისტოდან ალავერდისა და ბოდბის ეპარქიაში გადაიყვანეს.

1971 წლის 7 ოქტომბრიდან ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსია.

1972 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა დავითმა (დევდარიანი) მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა.

1973 წლის 12 ოქტომბერს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მეორე პანააღიით დაჯილდოვდა.

1974 წლის 30 სექტემბერს ბათუმშემოქმედის ეპარქიაში გადაიყვანეს და მასვე ჩააბარეს ჭყონდიდის ეპარქიაც.

1978 წელს პენსიაზე გავიდა. 1979 წლის 20 მარტს ღრმადმოხუცებული მიტროპოლიტი რომანოზი გარდაიცვალა. 25 მარტს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში განსვენებულ მღვდელმთავარს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მიტროპოლიტი რომანოზი სიონის ტაძრის გალავანში, სამხრეთ კედელთან დაიკრძალა.

გვ128

ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე)


გვ129

მიტროპოლიტი გრიგოლი - ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე 1910 წლის 18 მაისს, გურჯაანის რაიონის, სოფელ ვაზისუბანში (ყოფილი ურიათუბანი) ალექსანდრე და სოფიო ცერცვაძეების კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა.

მეუფე გრიგოლის ამ ქვეყნად მოვლინებამდე მის მშობლებს ოთხი  ბავშვი დაღუპვიათ. ამით დამწუხრებულ დედას ღმერთისთვის აღუთქვამს, რომ თუ ახალშობილი ჯანმრთელი იქნებოდა, მას უფლის მსახურად აღზრდიდა. ასეც მოხდა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელი წმინდა გიორგის პატივსაცემად უწოდეს. ახლადშობილი ამავე წლის 24 ივნისს ურიათუბნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა სევერიან გუგუტიშვილმა მონათლა. პატარა გიორგის სიყრმიდანვე კეთილგონიერებითა და ღვთისადმი სარწმუნოებით ზრდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმებრძოლთა დროში მოუწია სიყმაწვილის გატარება. ეკლესიისა და ლოცვის სიყვარული თანატოლთაგან მას ყოველთვის გამოარჩევდა. ერთხელ, როდესაც კომკავშირლებმა სოფლის ეკლესია დაარბიეს და წმინდა წიგნები ცეცხლში ჩაყარეს, იქვე დამალულ პატარა გიორგის გადარჩენილი წიგნები თან წამოუღია და დაუმალავს. იმ ღამესვე დასცემია მათ ოჯახს მილიცია გასაჩხრეკად, მაგრამ ვერაფერი უპოვიათ.

სწავლა-განთლება ამავე სოფლის ორ კლასიან სასულიერო სკოლაში მიიღო. გიორგი ბავშობიდან მშობლების დამხმარე და უსიტყო მორჩილი იყო. სკოლაში სწავლის გარდა, დროს ძირითადად ნახირში ატარებდა, კამეჩებისა და ძროხების მწყემსად. მძიმე, ყოველდღიურ შრომაში განვლო ბავშვობის წლებმა და როდესაც 18 წელი შეუსრულდა დედამ გაუმხილა ღვთისადმი აღთქმული პირობა. გადაწყვიტეს ჭაბუკი აწყურის „თეთრი გიორგის“ სახელობის ეკლესიაში, ერთი წლით მორჩილად მიებარებინათ. 1928 წელი იდგა, უმძიმესი პერიოდი ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიაში. ხელისუფლება გამალებით ცდილობდა ღვთის მსახურთა შევიწროებასა და დამცირებას. ყოველივე ამის ფონზე, საკვირველია ახალგაზრდა გიორგის სიმხნევე. ღვთისადმი სასოება და მშობლების სიყვარული, როდესაც თანატოლთაგან მოკვეთისა და დაცინვის ფასად დევნილ ბერებთან მსახურება აირჩია. იმ დროს წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდნენ გამოცდილი და მრავალჭირნახული ბერები: იღუმენი მელქისედეკი (ცელაძე) და მღვდელმონაზონი კირილე (ცინცაძე). ჭაბუკი გიორგი მართლაც რომ ღვთის ნუგეშად მოევლინა ყოველმხრივ შევიწროებულ მოღვაწეებს. მთელი მონასტრის მეურნეობა და სურსათ-სანოვაგით მომარაგება მისი საზრუნავი გახდა. 

„თეთრი გიორგის” ბერები ძველი სამონაზვნო ტრადიციების გამგრძელებლები იყვნენ და ღვთისმსახურების წეს-განგებასაც შესაბამსად აღასრულებდნენ. მათი ზედამხედველობის ქვეშ გიორგიმ მალევე

გვ130

დაისწავლა ტიპიკონი, წიგნის მკითხველობა და გალობა. ძველი ბერების მსგავსად, უამრავი ლოცვა ზეპირად იცოდა. 

მორჩილებაში გაიარა აღთქმულმა წელიწადმა, მაგრამ გიორგის ისე შეუყვარდა სათნო ბერები და მონასტრული გარემო, რომ ეძნელებოდა მშფოთვარე ერში დაბრუნება. მონასტერში კიდევ რამდენიმე წელი დარჩა, სანამ ჯარში სამსახურმა არ მოუწია.

1933 წელს სამხედრო ბეგარის მოსახდელად თბილისში გაამწესეს. ორი წელი იმსახურა მან ცხენების მომვლელად. თურმე ლოცვის დრო რომ მოვიდოდა, თავისთვის დადგებოდა და ჩუმად ბუტბუტებდა, ამისთვის სხვა ჯარისკაცებს ჭკუასუსტი ეგონათ. ორის  წლის შემდეგ ჯარგამოვლილი გიორგი ისევ მონასტერს დაუბრუნდა. 

1936 წელს „თეთრი გიორგის“ ტაძარში მედავითნედ დაადგინეს. XX საუკუნის 30-იანი წლებში უმძიმესი სულიერი ვითარება შეიქმნა  მთელ საქართველოში და, მათ შორის, კახეთში. უღმერთო კომუნისტების ძალდატანებით ხალხი თანდათან შორდებოდა ეკლესიას,  ახალი თაობაც უგულო ათეისტებად იზრდებოდა. აღდგომის დღეებში შედიოდნენ მთვრალები, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს, დასცინოდნენ სასულიერო პირებს, საწიგნობელიდან საღვთისმეტყველო  წიგნებს იტაცებდნენ, ხევდნენ, აბურთავებდნენ. ალავერდის დღესასწაული სამდღიან ღრეობად იყო ქცეული.წმინდა ადგილისათვის შეუფერებელი აყალმაყალის დაშოშმინება-დაწყნარებაც მორჩილ გიორგის უწევდა. განვლო კიდევ რამდენიმე წელმა. რადგან გიორგის ბერობა გადაწყვეტილი არ პქონდა, მშობლების თხოვნითა და ბერების ლოცვაკურთხევით დაოჯახება გადაწყვიტა, რათა თეთრი სამღვდელოების  ხარისხში გაეგრძელებინა ღვთისმსახურება. ჯვარი დაიწერა მორწმუნე ასულ მარიამ მღებრიშვილზე, რომელთანაც 1946 წელს ვაჟიშვილი ალექსი შეეძინა.

1945 წლის 7 აგვისტოს ოფიციალურად დაინიშნა შტატის მედავითნედ ახმეტის რაიონის, სოფელ ხოდაშენისა და აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიებში.

1946 წლის 27 იანვარს, წიგნისმკითხველი გიორგი ცერცვაძე სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და  უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) იპოდიაკვნად დაადგინა.

1947 წლის 1 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ სიონის ტაძარში დიაკვნად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 8 მარტს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მღვდლად დაასხა ხელი და აწყურის „თეთრი გიორგის“ სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესა. დაიწყო მამა გიორგისათვის ახალი, არანაკლებ მძიმე პერიოდი – დაბეჩავებული მრევლის გამხნევება

გვ131

და მათი შერყეული რწმენის განმტკიცება, ეკლესიის შენობის მოსავლელად სახსრების გამონახვა, ათასობით მოუნათლავი ადამი-ანის მონათვლა. იმ დროს განსაკუთრებით მძიმე იყო მოძღერის ისედაც მძიმე ჯვარი. 

1951 წლის 30 მარტს, ალავერდელმა და ბოდბელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ყვარლის რაიონის, სოფელ ახალსოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა და დაავალა ახლომდებარე სოფლებში, ყვარელში, ჭიკაანისა და გავაზში სამღვდელო წესების შესრულება. 

1952 წლის 27 ივლისს კვლავ აწყურის სამრევლოში დაინიშნა. 1954 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III (ფხალაძე) თელავის „ღვთაების” სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად გადაიყვანა.

1955 წელს კამილავკით, ხოლო 1957 წლის 31 მაისს, სულთმოფენეობის დღესასწაულზე, სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1960 წლის 19 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II (სიდამონიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1969 წლის 19 აგვისტოს ალავერდელმა ეპისკოპოსმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) ენქერით დააჯილდოვა.

1973 წლის ივნისში, ყოველთა წმიდათა კვირიაკეში, უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V (დევდარიანი) მიტრა უბოძა. ათეული წლების უანგარო მსახურებამ დიდი ავტორიტეტი მოუპოვა მოსახლეობაში. „გიორგი მღვდელი” - ასე იცნობდნენ თელაველები და ხალხის ეკლესიისადმი იმ დროისათვის ჩვეული, აგდებული დამოკიდებულების მიუხედავად, მისთვის ზედმეტი არასოდეს შეუბედავთ. ვინ იცის, რამდენი ადამიანი უნუგეშებია; რამდენი ადამიანი უზიარებია; რამდენი სული შეუმოსავს ქრისტეს ნათლისღებით.

1976 წლის მაისის დასაწყისში, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ალავერდელ ეპისკოპოსად გამოირჩია. ამავე წლის 22 მაისს, დავით გარეჯის მონასტერში, წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა (კერატიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა. მეორე დღეს, 23 მაისს, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

1978 წლის 4 იანვარს, კათოლიკოსპატრიარქმა ილია II მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. იმავე წლის 14 დეკემბერს, მეორე პანაღია უბოძა.

1980 წლის 14 ოქტომბერს, მიენიჭა უფლება სკუფიაზე ეტარებინა ბრილიანტის ჯვარი. 

16 წელი მართავდა მხცოვანი მღვდელმთავარი ალავერდის ეპარქიას და ამ ხნის განმავლობაში მთელი თავისი ენერგია ეკლესიის სულიერ აღორძინებას მოახმარა. ლოცვის სიყვარული, მოწყალე ბუნება, თავმდაბლობა, კეთილგანმსწავლელი სიმკაცრე, სიმშვიდე

გვ132

და მისი პიროვნების მახასიათებელი სხვა მრავალი კეთილი თვისება საოცრად გადამდები და მანუგეშებელი იყო გარეშემყოფთათვის.

მისი შთამბეჭდავი ხმა და კილოზედ წაკითხული სახარება განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენდა მსმენელზე. საბედნიეროდ, შემოგვრჩა მეუფე მეუფე გრიგოლის ხმის ჩანაწერი, სადაც იგი ბერებისგან ნასწავლ საგალობლებს ასრულებს. საყურადღებოა, რომ ეს  საგალობლები ზედმიწევნით იმეორებს კარბელაშვილების გალობის შემონახულ ძველ კილოს. განსაცვიფრებელი იყო მეუფე გრიგოლის მეხსიერების უნარი, რომელიც მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. საღვთისმსახურო წიგნებიდან უმეტესი ზეპირად ახსოვდა. ერთხელ, ღამისთევის დროს, დიაკვანს სახარება მისთვის შეცდომით გადაუშლია, მაგრამ ეს ვერავის შეუტყვია, რადგან მეუფემ იმ დღეს საცისკრო სახარება ზეპირად წარმოსთქვა. 

სამაგალითო იყო მეუფე გრიგოლისა და მისი ვაჟის მეუღლის, ქალბატონ ზოიას მამაშვილური ურთიერთობა. დღესაც მისი ზრუნვითა და სიყვარულით არის მეუფის ნივთები და მისი ბიბლიოთეკა ხელშეუხებლად შემონახული. 

მეუფე გრიგოლი ესწრებოდა 1977 წლის 23 დეკემბერს გამართულ საეკლესიო კრებას, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად უწმინდესი და უნეტარესი ილია II გამოირჩია. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღსაყდრების დროს სწორედ მეუფე გრიგოლმა დაადგა მას თავზე საპატრიარქო გვირგვინი. 

მეუფეს ყველა უყვარდა, მაგრამ თავისი დედის – სოფიოს უნაზესი სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა, თურმე აღსრულებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად მიდიოდა სოფლის მიტოვებულ სასაფლაოზე და მისთვის პანაშვიდებს იხდიდა. 

1992 წლის 2 თებერვალს მიტროპოლიტი გრიგოლი, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ალავერდის საკათედრო ტაძარმა მისი ცხედარი 6 თებერვალს მიწას მიიბარა. წესი ანდერძისა შეასრულა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II წმინდა სინოდის 

მღვდელმთავრებთან ერთად. იგი დაკრძალულია ალავერდელი მღვდელმთავრების: პეტრეს (კონჭოშვილი), პიროსის (ოქროპირიძე) და დავითის (ბურდულაძე) გვერდით.

გვ133

ალავერდელი ეპისკოპოსი ათანასე (ჩახვაშვილი)


გვ134

მიტროპოლიტი ათანასე - ერისკაცობაში ანზორ იორამის ძე ჩახვაშვილი 1936 წლის 4 თებერვალს გურჯაანის რაიონის სოფელ  კარდენახში დაიბადა.

1965-67 წლებში მცხეთის ორწლიან სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელში სწავლობდა. 1966 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაინიშნა.

1967 წლის 25 დეკემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II (სიდამონიძე) დიაკვნად აკურთხა, სახელად ანდრია უწოდა და ამავე ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1968 წლის მარტში თელავის „ღვთაების“ სახელობის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად განამწესა.

1969 წლის იანვრის დასაწყისიდან თელავის „ღვთაების“ სახელობის საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლად დაინიშნა და ამავე წლის 19 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1971 წელს ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა.

1973 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V (დევდარიანი) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

1978 წლის 1 ივნისიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში განამწესეს და ამავე წლის 28 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1978 წლის 18 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 19 დეკემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერად აღკვეცა და სახელად ათანასე უწოდა. ამავე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

1978 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ბოდბის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1979 წლის 10 მაისს ბულგარეთის ეკლესიის  პატრიარქმა, უწმინდესმა მაქსიმემ წმინდა კირილესა და მეთოდეს II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1980 წლის 27 იანვარს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა გიორგის | ხარისხის ორდენი უბოძა.

1981 წლის 6 ივლისს ალექსანდრიის პატრიარქმა ნიკოლოზ VII წმინდა მარკოზ მოციქულის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1982 წლის 1 ივნისს მთავარეპისკოპკოსის, ხოლო 1989 წლის 7 ივლისს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.

1992 წლის 28 მაისს ალავერდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1993 წლის 1 ოქტომბრიდან კვლავ ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავარია.

1995 წლის 5 აპრილიდან, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით. დროებით ნეკრესის ეპარქიის მართვა შეუთავსეს.

1996 წლის 9 ივნისს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. 1996 წლის 21 ოქტომბერს რუსთავის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

გვ135

ალავერდის ეპარქიაში მოღვაწე გამორჩეული

სასულიერო პირები 

დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი

1870-1931

დეკანოზი ეპიფანე მაქსიმეს ძე ჯაოშვილი წარმოშობით ჭიათურიდან იყო, სოფელ 

ნიგოზეთიდან. იგი დაიბადა 1870 წელს.

1888 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს კი - კიევის სასულიერო სემინარია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 

1896 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის სასულიერო 

 სემინარიის ეკლესიის ღვთიმსახურად დაინიშნა.

1898 წლის 31 ოქტომბერს, ეგზარქოსისვე წარდგინებით, თბილისის სასულიერო სემინარიის ეკონომოსად დაინიშნა.

1898 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მღვდლად დაასხა ხელი. სემინარიასა და ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის იგი სულ მოკლე ხანში დაჯილდოვდა სხვადასხვა ჯილდოებით: 1899 წლის 5 დეკემბერს საგვერდულით, 1901 წლის 18 ნოემბერს სკუფიით, 1904 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს - სამკერდე ოქროს ჯვრით. მამა ეპიფანე ცხოვრობდა სემინარიის შენობაში, რომლის აშენებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის (ამჟამად თბილისის ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობაში მე-9 კლინიკური საავადმყოფოს მიმღებია განთავსებული). 

დეკანოზ ეფიპანეს მეუღლე კალერია გრიგოლის ასული გაჩეჩილაძე შეძლებული ოჯახის შვილი იყო. ჰყავდათ ქალ-ვაჟი: დავითი და ნინო. მაგრამ მამა ეპიფანეს დიდხანს არ დასცალდა ოჯახური ბედნიერება - დავითს, რომელიც იმავე სემინარიის V კურსზე სწავლობდა უეცრად მძიმე სენმა დარია ხელი და გარდაიცვალა. მოძღვარი მედგრად შეეგება ამ განსაცდელს. 

XIX საუკუნის II ნახევრიდან რევოლუციური იდეები გადამდები სენივით მოედო რუსეთის იმპერიის ყოველ კუთხე-კუნჭულს. ამ განწყობამ თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებშიც შეაღწია. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა 1905-07 წლების რუსეთის პირველი რევოლუციის შემდეგ.

1911 წელს მოხდა სემინარიის რექტორის მკვლელობა. მკვლელობის დროს მამა ეპიფანეც იქ იმყოფებოდა, მაგრამ ქართველმა სემინარისტებმა იგი დაინდეს და ცოცხალი დატოვეს.

გვ136


ეს ყველაფერი კი მიზეზი აღმოჩნდა რუს მოხელეთა მხრივ უნდობლობაში და მამა ეპიფანეს თანამდებობა დაატოვებინეს.

1911 წლის 16 სექტემბერს იგი დაინიშნა თელავის „ღვთაების“ ეკლესიის წინამძღვრად. მამა ეპიფანემ სახლი იქვე ეკლესიის გალავანთან შეიძინა თავად რუსიშვილისაგან (როგორც ცნობილია, თვით „ღვთაების” ტაძრის დაფუძნება სწორედ ამ გვარს უკავშირდება). დეკანოზმა მის გვერდითვე, პატარა სახლში დაასახლა ღარიბი დიაკვანი იოსებ მაზმანაშვილი. „კარგი მეზობელი, ნათესავს ჯობიაო, ნათქვამია” - უთქვამს მამა ეპიფანეს მისთვის - „როცა რისი საშუალება გექნება, ჩემო იოსებ, ისე გაისტუმრებ ვალს და სახლიც შეგრჩებაო.“ ახლად ჩასული მოძღვარი თავიდანვე შეიყვარა მრევლმა, როგორ კეთილი მწყემსი და ღირსეულად აღმასრულებელი თავისი საქმისა.

XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს მამა ეპიფანე დეკანოზის წოდებით დაჯილდოვდა და თელავის სანთლის ქარხნის მმართველად დაინიშნა.

1920 და 1921 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე. 

1921 წელს, საქართველოში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი. ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა ეკლესიებისა და მონასტრების ძარცვანგრევას მიჰყვეს ხელი, სასულიერო პირებს პირდაპირ გასამართლების გარეშე ციმბირში ასახლებდნენ ან სიკვდილით სჯიდნენ. გამონაკლისი არც დეკანოზი ეპიფანე იყო, მაგრამ შეუპოვრმა მოძღვარმა მათ მტკიცე ნებისყოფა დაუპირისპირა. არ მისცა ნება გაპარსვისა და ანაფორის გახდისა. სამაგიეროდ, მეტეხის ციხეს ვერ გადაურჩა. დიაკონი იოსებ მაზმანაშვილი იხსენებდა, რომ ერთხელ, წირვის დროს დეკანოზს რამდენიმე შეიარაღებული პირი შეუვარდა ეკლესიის ეზოში და დასაშინებლად სროლა ატეხეს. მამა ეფიპანეს წარბი არ შეუხრია, ისე მიმართა დიაკვანს, კითხვა გაეგრძელებინა (როდესაც „ღვთაების“ ეკლესიის აღდგენა-განახლება დაიწყო, კედლებზე ნატყვიარები აღმოჩნდა). 

1926 წელს დეკანოზი ეპიფანე დაინიშნა თელავის ოლქის მთავარხუცესად და დაჯილდოვდა ენქერით. ხელისუფლების მხრიდან ხშირმა დაბარებამ, წვალებამ, ცილისწამებამ დეკანოზის სიცოცხლე შეარყია. ერთხელ მას ფილტვების ანთება დაემართა. მოწვეულმა ექიმმა, როგორც ფიქრობენ, მტერთა დავალებით მას სტრიქნინი შეუშხაპუნა. ასე გამოესალმა წუთისოფელს 1931 წლის 16 მარტს ქრისტეს ერთგული მხედარი დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი. იგი ჩუმად და სასწრაფოდ დაკრძალეს თელავში, ძველ სასაფლაოზე, ეკლესიის გვერდით. მისი საფლავი დიდხანს (25 წლის განმავლობაში) წარწერის გარეშე იყო.

გვ137

დეკანოზი მათე ალბუთაშვილი 

1867 – 1953


დეკანოზი მათე ომანის ძე ალბუთაშვილი დაიბადა 1867 წლის 14 იანვარს, პანკისის ხსეობაში, წარმოშობით ქისტის ოჯახში.

1882-86 წლებში სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში,1886 წელს კი ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1892 წელს დაამთავრა.

1893 წელს დაინიშნა პანკისის ხეობაში ქისტების პირველდაწყებითი სამრევლო სკოლის მასწავლებლად და გამგედ. 

1894 წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) აკურთხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად და დაინიშნა სოფელ ჯოყოლას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. მასვე დაევალა მისიონერული მოღვაწეობა ადგილობრივ მაჰმადიანურ სექტასთან, მიურადიზმთან საბრძოლველად, რომელსაც 1910 წლამდე ხელმძღვანელობდა. სოფელ ჯოყოლაში სამრევლო სკოლა იყო ფიცრული და სწავლისათვის სრულიად გამოუსადეგარი. მამა მათემ აღძრა საკითხი ახალი შენობის ასაგებად და ნებართვაც მიიღო. 3 წელიწადში აშენდა გრანდიოზული ქვითკირის შენობა, ხუთი ოთახით, დერეფნით და ფართო აივნით. ამ შენობის გვერდით აშენდა ფიცრული ოთახი სამჭერდლოთი, სადაც მჭედელი მასწავლებელი მოზრდილ შეგირდებს ასწავლიდა ხელობას.

1899 წელს თბილისის გუბერნატორმა სვეჩინმა იმოგზაურა მთა-თუშეთში და როდესაც იხილა ეს სკოლა 3000 მანეთი 

შესწირა საჩუქრად, ხოლო მამა მათე დაჯილდოვდა მადლობის სიგელით და 300 მანეთით. ეს ამბავი დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთში „კავკაზში“ . ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო 1901 წლის მარტში მამა მათე დაჯილდოვდა საგვერდულით.

1900-04 წლებში კი მისი მოთავეობით იქვე ეკლესიასთან, აშენდა ოთხ სართულიანი ქვითკირის შენობა საკრებულოდ, კრამიტით 

დახურული (ამ შენობაში შემდეგ კომუნისტებმა საავადმყოფო გახსნეს). ასევე გარემონტდა ეკლესია და სამრეკლოში ახალი 5 ფუთიანი ზარი დაიკიდა. შემორჩენილია მამა მათეს ჩანაწერი ქისტების შესახებ, თუ რა პირობებში უწევდა მას მუშაობა: „ძნელი იყო ნახევრად ველური ბავშვებისა და თვით ხალხის შემოჩვევა ეკლესიაში და სკოლაზე, ისინი უფრო მოლების რჩევა-დარიგებას უსმენდნენ. მე როგორც მისიონერს, ხშირად მიხდებოდა მათთან სერიოზული კამათი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ნათლობის საიდუმლოთი· მოლები ეუბნებოდნენ ქისტებს,

გვ138

რომ, თუ მოინათლებით სალდათში წაგიყვანენო და ა. შ. მე უმეტესობა მაინც მენდობოდა, როგორც თავისიანს. დავდიოდი კარდაკარ და ისე ვაქუჩებდი ბავშვებს სკოლაში. ვასწავლიდი ყოველწლიურად 15-20 მოწაფეს II განყოფილებად, ჯამაგირი მქონდა 300 მანეთი. 30 წლის განმავლობაში გამოიცვალა 17 მასწავლებელი, აქედან ორი რუსი. მათ ცვლა-დაგვიანებაში სწავლას არ ვწყვეტდი სკოლაში. გარდა ამისა, უსასყიდლოდ ვასწავლიდი გალობას, სიმღერას და საეკლესიო ტიბიკონს.

1897 წელს ერთი კვირით ამოვიდნენ ჩემთან ინსპექტორი და ხირსის მონასტრის წინამძღვარი, მისიონერი, არქიმანდრიტი ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) და მესწრებოდნენ წირვა-ლოცვაზე და გაკვეთილებზე. წირვის დროს იგალობებოდა შერეული ქართულ-რუსული გალობა, რუსულად „რომელი ქერუბიმთა“ და ქართულად „შენ გიგალობთ“ სამ ხმაში, როდესაც არქიმანდრიტმა ლეონიდემ ქისტი ბავშვების ესეთი გალობა მოისმინა, აღელვებული წირვის ბოლომდე ცრემლს ღვრიდაო. შინაური მეურნეობის დარგში, ნამეტან ქისტები ძლიერ იყვნენ ჩამორჩენილნი, არ იცოდნენ უბრალო მებოსტნეობაც კი. სახნავსათეს იარაღს ქირაობდნენ კახეთიდან. მებოსტნეობის პირველი მაგალითი ნახეს და შეითვისეს სკოლიდან. ამასთანავე, ვასწავლე კულტურული მეფუტკრეობა. თვით მე ვამუშავებდი 24 დადანბლატის სკებს და მათაც უჩვენებდი.

1916 წელს ვიყავი თბილისში მეფუტკრეობის კურსებზე და ბოტანიკური ბაღიდან გამოუწერე სკოლას 40-მდე სხვადასხვა ნამყენობა და მებაღეობაც სკოლიდან შეითვისა ყველამ.“ ყოველივე ამ დამსახურებათა გამო მღვდელი მათე 1910 წელს დაჯილდოვდა სკუფიით, 1917 წელს კამილავკით, ხოლო 1919 წელს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით. 

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ მამა მათე, როგორც არასაიმედო პირი, უმიზეზოდ დაატუსაღა და თბილისში გამოგზავნა. ის შემდეგში ასე იგონებდა ამ ამბავს: „გზაში ყაზახებმა ბევრი მცემეს, სროლითაც მესროდნენ და რამოდენიმე ჭრილობა მომაყენეს, ისე რომ, ძლივს გადავრჩი სიკვდილსო. 7 თვე ორთაჭალის ციხე მალესინეს. მთელი ჩემი 30 წლის შრომა და ღვაწლი ხალხისადმი შეწირული, სკოლა, ბაღი, ფუტკარი და სხვა მიმატოვებინეს და გამომაძევეს ცარიელი.“ 

1922 წლის დასაწყისში ციხიდან გათავისუფლებული მამა მათე არ იხდის სამღვდელო შესამოსელს და შილდის სამრევლოში აგრძელებს მღვდელმსახურებას, ხოლო 1924-29 წლებში ალავერდის საეპარქიო კანცელარიის მდივნად მუშაობს.

1925 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) მღვდელ მათეს დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1929 წლიდან დეკანოზი მათე თელავის ფერისცვალების „ღვთაების“ ეკლესიაში, მეორე მღვდლად მსახურობდა.

გვ139


1932 წლის 5 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), რომელიც 1930- 50 წლებში ალავერდის ეპარქიასაც მართავდა, დეკანოზი მათე ეკლესიის წინაშე გაწეული დამსახურებისა და ერთგულების გამო ენქერით დააჯილდოვა. 

1935 წლის 7 მარტს გარდაიცვალა ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მთავარხუცესის საპატიო წოდება და თელავის „ღვთაების“ ეკლესიის წინამძღვრობა, ეპარქიის უხუცესს დეკანოზს მათეს ჩააბარა და ასევე დააჯილდოვა მიტრით. დეკანოზ მათეს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მთავარხუცესობა.

1937- 38 წლებში დაწყებულმა ახალმა რეპრესიებმა ისედაც შემცირებული სამღვდელოება კიდეც უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ალავერდის ეპარქიის სამღვდელოებიდან რამოდენიმე კაცი დახვრეტეს, ზოგიერთმა კი ამ ამბების შემხედვარემ ანაფორა გაიხადა და სახელმწიფო სამსახსურში დაიწყო მუშაობა, ზოგმა მასწავლებლად, ზოგმა დარაჯად. შემორჩენილია დეკანოზ მათეს წერილი გაგზავნილი საკათოლიკოსო კანცელარიაში კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს სახელზე, 1939 წლის 16 მარტით დათარიღებული: „დიდი რეპრესიებია! რა ვაკეთოთ, ვის მივმართოთ? 

შემაწერა ფინგანმა - 410 თუმანი საშემოსავლო და საკულტო, ხოლო ჩემს თანაშემწეს, მღვდელ პეტრე დეკანოზიშვილს 205 თუმანი. არ ვიცი საიდან გადავიხადო ამოდენა ფული. მე მგონი სასაცილოდ გვიგდებენ. შეგაწუხეთ მეუფე, მაგრამ თქვენს იქით გზა არ გვაქვს. იქნება გვიშუამდგომლოთ, სადაც ჯერ არს, რომ ამ სიბერე-სიკვდილის დროს სამათხოვროდ ნუ გაგვიხდიან საქმეს. იქნება გამოინახოს რაიმე სახსარი ან გზა? გთხოვთ რჩევა-დარიგებას. პრესა აცხადებს: ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი სააგიტაციო მუშაობა ანტირელიგიური პროპაგანდის ხაზით, არ უნდა ატარებდეს ადმინისტრირებულ ხასიათს. (სტატია ეკუთვნის საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავჯდომარეს სახაროვს)“. 

1942 წელს მთავარხუცესი დეკანოზი მათე ალბუთაშვილი ალავერდის ეპარქიაში არსებული სიტუაციის შესახებ წერილს აგზავნის კათოლიკოსპატრიარქის კალისტრატეს სახელზე: „1942 წელს მთელს ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია დარჩა მარტო ერთი, ჩემდა რწმუნებული თელავის „ღვთაების” ეკლესია. ეპარქიაში სამღვდელოება დარჩა 7 კაცი.

გვ140

არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი), არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი), იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი), დეკანოზი იოანე ენუქიშვილი, მღვდელი გიორგი მეზვრიშვილი, მთავარდიაკონი - მღვდელმოქმედებით პეტრე დეკანოზიშვილი და ერთი წიგნის მკითხველი გიორგი ცერცვაძე (შემდგომში ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი + 1992). არც ერთ სამღვდელო პირს არ აქვს განსაზღვრული სამრევლო, ყველა თავისუფალია. წლევანდელ წლამდე ეპარქიაში ითვლებოდა კიდევ ერთი მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი. იმაზე ამბობენ, რომ გაიხადა ანაფორა და მკითხაობა დაიწყოო. ეპარქიაში არის კიდევ ერთი არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე), რომელიც ყველგან ესწრება და ასრულებს საეკლესიო წესებს, მხოლოდ არ იხდის არავითარ საეპარქიო გადასახადს. არც ერთი სამღვდელო პირი არ ზრუნავს წელიწადში ერთხელ მაინც სწიროს მოქმედ ტაძარში და მიიღოს წმ. ზიარება. ზოგიერთი მათგანი არც მირონს იძენს. ჩემდამი რწმუნებულ ეკლესიაში წირვა-ლოცვა სწარმოებს კვირა-უქმე დღეებში. მლოცველების რაოდენობამ იმატა წინა წლებთან შედარებით. მაზიარებელთა რაოდენობა ამინდის მიუხედავად კვირაში აღწევს 18-ს, ხოლო მონათლულთა რაოდენობა წელიწადში 60-70, ჯვრისწერა 1-2 შემთხვევა, მიცვალებულის მღვდლით დასაფლავება წელიწადში 5-6. კერძო გადმოცემით სოფელ ყვარელში მორწმუნეებს ერთი ადგილი აქვთ ამოჩემებული, იქ ხატია დასვენებული, სადაც დღესასწაულებში იკრიბებიან, ლოცულობენ და წესებსაც ასრულებენ, კერძოდ: ნათლობებს, პარაკლისებს და სხვა“. 

1943 წელს ხელისუფლებამ ეკლესიას ნება დართო კვლავ გაეხსნათ დაკეტილი ეკლესიები და სასულიერო სემინარიები. სამღვდელოებასაც მიეცათ საშუალება დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა რელიგიური მოთხოვნილებები და უშიშრად გაეგრძელებინათ ღვთისმსახურება. თუმცა, ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მართალია ხელისუფლებამ შეწყვიტა დახვრეტები და გადასახლებები, მაგრამ ამჯერად გადასახადებით ცდილობდა მათ დაშინებას. სწორედ ამ პრობლემას ეხება 1946 წლის 18 ივნისით დათარიღებული წერილი დეკანოზ მათესი, რომელსაც უგზავნის კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს: „წელს, იანვარში, ჩემს სახლში მოვიდა უბნის ინსპექტორი და შეადგინა აქტი, სადაც აღნიშნულია ჩემი წლიური შემოსავალი: ნათლობების 1800 მანეთი, პარაკლისების 1600 მანეთი, პანაშვიდების 3850 მანეთი, სულ 7250 მანეთი. გადასახადი კი შემაწერეს 13 308 მანეთი და კიდევ სამხედრო გადასახადი 1250 მანეთი. ვთხოვე შემცირება და უარი მითხრეს. ამიწერეს სახლი და ქონება, გავასაჩივრე მანდ კომისართან და პასუხი ჯერ არ მომსვლია. თუკი არაფერი გამოვა, არ ვიცი რა უყო! სამღვდელოების კაკალი აღარ ჩხრიალებს! ძალიან გებოდიშებით და ვითხოვ შენდობას, მაპატიეთ კადნიერება.“

გვ141


სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი მძიმე ავადმყოფობაში გაატარა მოხუცმა მოძღვარმა.1951 წლით დათარიღებულ წერილში იგი წერს: „ამ სიბერე-სიკვდილის დროს (84 წლის გავხდი) შემაწუხა უდიდესმა გადასახადებმა, აღარც ვკვდები და აღარც ცხოვრების თავი მაქვს. უმდაბლესად ვთხოვ “ თქვენს უწმიდესობას და იმედით გეხვეწებით, თუნდაც როგორც გამონაკლისი, შუამდგომლობა გამიწიოთ, რათა წარდგენილ ვიქნე სადაც ჯერ არს წარჩინებული სახალხო შრომის სახელწოდებით, რომ თანახმად ც. ი. კ. დადგენილებისა 1927 წლის 27 თებერვლისა შეღავათი მექნას საშემოსავლო, სახლისა და სხვა გადასახადებისა.“ ღვაწლმოსილი დეკანოზი მათე ალბუთაშვილი 1953 წელს გარდაიცვალა, დასაფლავებულია ქ. თელავში ძველ სასაფლაოზე.

გვ 142

არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე) 

1870 – 1957

XXს-ის | ნახევარში საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში არაერთი გამორჩეული პიროენება მოღვაწეობდა. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან საშინელი ტერორისა და რეპრესიებისა ღირსი მამები შეუდრეკელად აგრძელებდნენ ქრისტეს სარწმუნოების ქადაგებას და მოსახლეობაშიც დიდი სიყვარულით სარგებლობდნენ. როდესაც აწ გარდაცვლილ ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) ჰკითხეს, თუ სად დააგროვა ამდენი ცოდნა და გამოცდილება, მან უპასუხა: ,,ეჰ, შვილო 25 წელიწადი მოკეცილი ვიჯექი თეთრი გიორგის მონასტერში და ვსწავლობდიო. კი მაგრამ, ასეთ რამეს ვინ გასწავლიდათ მეუფე მეთქი. ის კი მპასუხობდა: ყოვლისმცოდნე ბერებიო.“ სწორედ ამ ყოვლისმცოდნე ბერებიდან ერთ-ერთ მათგანზე გვინდა გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება. ეს არის არქიმანდრიტი მელქისედეკ (ცელაძე), რომელიც 1917-57 წლებში მოღვაწეობდა აწყურის წმინდა თეთრი გიორგის მონასტერში.

მამა მელქისედეკი - ერისკაცობაში მიხეილ შევარდენის ძე ცელაძე, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში, 1870 წლის 2 ივნისს დაიბადა.პატარა მიხეილი ადრეული ასაკიდან დაუახლოვდა ეკლესიას და იმდენად შეიყვარა ღვთისმსახურება, რომ ადგილობრიევმა მოძღვარმა ჯერ კიდევ ბავშვს დააწყებინა მედავითნეობა.

1884 წელს შეიყვანეს სოფელ შემოქმედის ორკლასიან სასწავლებელში. რომლის დამთაერების შემდეგ იგი მუშაობდა ჯერ ბიძასთან დუქანში, ხოლო შემდგომ ქალაქ ბათუმში რიხნელის ქარხანაში.

1893 წელს სოსუმის ოლქში მდებარე კირცხის მონასტერის მონახულებამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჭაბუკზე. იქ განსაკუთრებულად შეიგრძნო დაუცხრომელი სურვილი ბერული ცხოვრებისა. იმავე წლის 1 მაისს, მონაზვნური ცხოვრების დაწყებს მიზნით მივიდა ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში. 1894 წლის 17 აგვისტოს მღვდელმა სოლომონ დუმბაძემ თბილისში გორის ეპისკოპოს ალექსანდრესთან (ოქროპირიძე) წაიყვანა. მეუფე ალექსანდრემ მოიწონა ღვთის სიყვარულით ანთებული ახლგაზრდა და 1895 წლის 11 იანვარს, დავით გარეჯის მონასტერში მორჩილების გასავლელად გააგზავნა. 1897 წლის 16 ოქტომბერს, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) კახეთში, შუამთის მონასტერში გადაიყვანა. 1898 წლის 28 სექტემბერს, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი) ალავერდის მონასტერში განამწესა.

1899 წლის 10 ივლისს მეუფე კირიონმა ანაფორა უკურთხა. 1900 წლის 15 მაისს აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში მღვდელმონაზონმა ათანასემ (ზურაბაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად მელქისედეკი უწოდა. იმავე წლის 17 მაისს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 27 მაისს - მღვდლად დაასხეს ხელი და ალავერდის მონასტერში განამწესეს.

1901 წლის 7 თებერვლიდან აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა.

გვ143

1904 წლის 24 მაისს ალავერდელმა ეპისკოპრსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანა. 1907 წლის 18 დეკემბერს, დავით გარეჯის მონასტერში დაინიშნა.

1908 წლის 2 თებერვალს მონასტრის ძმობამ საკუჭნაო ჩააბარა 1909 წლის 6 ივნისს დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) ეკონომოსად დანიშნა.

1911 წლის 31 იანვარს ლავრის ახალმა წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პიროსმა მონასტრის ხაზინდრად დაადგინა. 

1913 წლის აპრილში საგვერდულით დაჯილდოვედა.

1916 წლის 30 ოქტომბერს შუამთის მონასტერში გადაიყვანეს.

1917 წლის 13 ივლისს ეპისკოპოსმა პიროსმა აწყურის წმინდა თეთრი გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

1922 წლის 5 ოქტომბერს, კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) გამშვენებული ჯვარი უბოძა. 

1921 წლიდან კომუნისტური ხელისუფლების დამყარებისთანავე დაიწყო ეკლესიებისა და მონასტრების ბარბაროსული და განუკითხავი ძარცვა-გლეჯვა, საეკლესიო ნივთების და სიწმიდეების დატაცებები, სასულიერო პირთა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. გამონაკლისი არც აწყურის თეთრი გიორგის მონასტერი ყოფილა. განსვენებული აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლის (ცერცვაძე) საოჯახო არქივში შემონახულია მამა მელქისედეკის ჩანაწერი ამ საშინელი პერიოდის შესახებ:

გვ144

„1923 წლის 27 აპრილს დაარბიეს თეთრი გიორგის მონასტერი: წაიღეს ეკლესიის ნივთები და სახლის ავეჯეულობა. მე გალავან-ში დამაპატიმრეს, მინემ წაიღებდეს უსაზრდოვოდ დამიტოვეს: ტანისამოსი, ერთი ხელი ძველი ლოგინი, ერთი თიხის ჯამი, ერთი ხის კოვზი, ერთი სკამი და ერთი წყლის ლიტრა. დავით-გარეჯის ხაზინდრობის დროს მესაჭიროვებოდა და აქ რომ გადმომიყვანეს, ორი ურემი ბარგი მოვიტანე, ყოველივე რომ მიითვისეს და ბეგრის ურმებზედ ტაძრის და ჩემს ქონებას აწყობდნენ, მე ჩემს ოთახში მოვახსენე, კომისიას დეკრეტის ძალით არ გაქვენ უფლება, რომ კერძო საკუთრება წამართვათ მაშინვე ამოიღო მაუზერი ვლადიმერ ხუნდაძემ, ეს არის შენი კერძო საკუთრებაო და ხმა ჩამაწყვეტინეს ფეხების ბრახუნით. მეორე დღეს შემიყვანეს გასუფთავებულ ეკლესიაში კარები ჩაკეტეს და იარაღით მომთხოვეს ფულები ოქროსი და ყუთი ორ ძირიანი. მე მოვახსენე, ეს ყუთი თქვენ წაიღეთ, მე ოქროს ფულის დროს აქ არ ვყოფილვარ და არცა ვიცი. ბევრს ნუ ლაპარაკობთო, საჩქაროთ წარმოადგინეო, გამისინჯეს ჯიბეები და მთელი სხეულის სამოსი, გულის ჯიბეში მიპოვეს ჯვარი მკერდის ჯილდოსი. პატარა სპილენძის სანაწილე ხატი ჩემი საკუთრება მღვდლის გურიაში ნაჩუქარი ჭყონიასი, ხატი გახსნეს, ნაწილებს დააფურთხეს და მომცეს, ჯვარი არ დავანებე, ხელში მეჭირა და ჯაჭვი იმათ, რომ გავწიეთ გაწყდა ჯაჭვი და თავში მომარტყეს არ წაუღიათ... ამ დროს ძლიერ დაღონებამ შემიპყრო, ყოველივე ნუგეშ ცხოვრებისას მოკლებული, ოცნებამ გამიტაცა, შიშის ზარმა შემიპყრო კაცობრიობაში, ღმერთს ვთხოვდი, რომ ეშველა. ჩემს აქ ყოფნის დროს რვა ურემი წაიღეს და კიდევ იყო წასაღები, ვეღარ თვალით ვხედავდი, რომ ჩემი ნაშრომი ყოველივე აღგავა ღვთის მტერმა და მე უპატრონოს მემუქრებოდნენ. გავერიდე აქაურობას, უგზოთ სად მივდიოდი არ ვიცი, თელავში შემხვდა ნაცნობი და წამიყვანა კურდღელაურში გიორგი შიუკაშვილთან, ამ მორწმუნე პირთან დავყავი ერთი კვირა, ამ დროს ამისი დედა ნინო წამოვიდა სალოცავად 23 აპრილს ძვ. სტ. დღეობაზე. ერწოთგან ნათლის მამა პეტრე ფუნთრუშაშვილიც მოსულ იყო, ვეძებნე, ნათლისმამებს პეტრეს, გიორგი ხარაშვილს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს. ნინოს სიტყვით მიპოვეს და წამომიყვანეს წმ. გიორგში. მთავრობისათვის ალაგობრივი ეთხოვნათ, თუ ვიპოვნეთ ჩვენ ვიქნებით თავდები და ჩვენ შევინახამთო. ვინაიდან პეტრე შორს იყო და გიორგის ცოლი გარდაეცვალა, ზემო ხოდაშენში წამიყვანა ნიკოლოზ სტეფანეს ძე ჯავახიშვილმა ავათმყოფი, მთავრობის ნებართვით და ამ ოჯახში მთავრობაც დაახლოებული იყო, ხშირად მოდიოდნენ. ასთე პურ-ღვინით მიყიდეს არა ერთხელ, არამედ მრავალგზის. ამ პატიოსან მორწმუნე ოჯახში დავყავი 2 წელი და 5 თვე. ალაგობრივი მთავრობის ნებართვით არა მქონდა დაშლა და დანარჩენს

გვ145

ვადევნებდი თვალყურს. მაგრამ ვერ გავიმაგრე, სოფლის მტაცებლები დგანან და მას შემდეგ მრავალი რამ მოიპარეს და დაიკარგა. მუდამ დღესასწაულებში, შაბათ-კვირას ამოვდიოდი, მუდამ ნაკლი იყო და დაქცევას უპირებდნენ.” 

1925 წლის მაისში 2 წლინახევრიანი დევნილობის შემდეგ მამა მელქისედეკი კვლავ დაუბრუნდა თეთრი გიორგის მონასტერს და თავიდან შეუდგა გაძარცვულ-გაპარტახებული ტაძრის აღდგენას და მრევლის შემოკრებას. 

1925 წლის 25 აგვისტოს მონასტერი ხელმეორედ ამოქმედდა, მაგრამ როგორც სამრევლო ტაძარი.

1926 წლის 14 ივნისს თელავის საკათედრო ტაძარში, ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) მღვდელმონაზონ მელქისედეკს ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიანიჭა. ხელისუფლება დაშინებითა და ძალადობით რომ ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა გადასახადების გაზრდითა და ტაძრის უზომო დაბეგვრით დაეთრგუნა მონასტრის ერთგული წინამძღვარი.

1927 წელს შექმნილ საეკლესიო საბჭოში, კომუნისტებმა მთლიანად თავისი ხალხი შეიყვანეს, რომელთაც დაევალათ გაეკონტროლებინათ ტაძრის ყველანაირი შემოსავალ-გასავალი, წაერთმიათ ბერებისთვის სურსათ-სანოვაგე, შეწირული საქონელი და ფული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტაძარშიც მათ მიერ მიტანილი სანთელი იყიდებოდა. ყოველივე ამით შეშფოთებული მამა მელქისედეკი 1932 წლის 16 ოქტომბერს თხოვნით წერილს უგზავნის საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს, სადაც სთხოვს ნუგეშისცემა და დახმარება აღმოუჩინოს მონასტრის კრებულს: „გაცნობებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გადასახადი ყოველწლიურად ორმაგდება. თუ 1930 წელს გადავიხადეთ 110 მანეთი, 1931 წელს წაგვართვეს აღდგომას 273 მანეთი, მარიამობას 250 მანეთი, 1932 წელს აღდგომას 300 მანეთი, ხოლო მარიამობას 484 მანეთი. გადასახადი ყოველ წელს მატულობს, მრევლი კი კლებულობს. თვალსაჩინო შემოსავალი ეკლესიის საბჭოს ხელშია. 5 წელია რაც კანონიერი საბჭო არ გვყავს, ამ უკანონო საბჭოს ვინ ირჩევს არ ვიცით. თუ დახმარება არ იქნება ამ შიშის ქვეშ როდემდის ვიყოთ, ძროხებისა და ღორების მწყემსებიც კი ჩვენ გვაშინებენ. მთელი სოფლის ნახირის სადგომი აქ არის. ეკლესიას ძლივსღა ვიცავთ.“ 

ამ წერილის მიღებიდან 10 დღის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ, რომელსაც სინოდის მიერ მიღებული განჩინებით ალავერდის ეპარქიის მართვაც ჰქონდა შეთავსებული, 1932 წლის 26 ოქტომბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით იმოგზაურა კახეთში და მიბრძანდა თეთრი გიორგის სავანეში, სადაც იღუმენი მელქისედეკი დაჯილდოვდა მიტრით და მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.წირვის შემდეგ საუზმეზე მოიწვიეს საბჭოს წევრებიც და სათანადო საუბრის შემდეგ მათ პატრიარქს აღუთქვეს, რომ დღეიდან იმოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და საბუთებდავთრებს, შემოსავალ-გასავალს კანონიერად აწარმოებდნენ.

გვ146

იღუმენი მელქისედეკი ნათესავებთან ერთად. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლო 

1933 წელს, როდესაც ალავერდის მონასტერში მდგომარეობა გამწვავდა მღვდლებსა და ადგილობრივ კოლმეურნეებს შორის, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტ მელქისედეკს, როგორც ყველაზე გამოცდილს და ავტორიტეტულ პიროენებას, დაევალა ხსენებული მონასტრის მართვაც. მამა მელქისედეკის წარდგინებით ალავერდის ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა აწყურის თეთრი გიორგის მონასტრის იღუმენი კირილე (ცინცაძე), რომელსაც იმავე წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლობას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. დაძაბულმა შრომამ და უკიდურესად მკაცრმა ყოფამ მამა მელქისედეკის ჯანმრთელობა შეარყია. ამას დაემატა ქვეყანაში დაწყებული 1937 წლის რეპრესიები და სასულიერო პირებზე განახლებული ზეწოლა. უძლურებისა და ავადმყოფობის გამო მას უკვე აღარ შეეძლო წინამძღვრობა გაეწია მონასტრის კრებულისათვის, ამიტომ 1939 წლის 8 იანვარს თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს გაენთავისუფლებინა აღნიშნული თანამდებობიდან: „თქვენმა უწმიდესობამ უწყის მე უძლური ვარ და ავადმყოფი. დღემდის გაჭირვებაში და თქვენი ლოცვა-კურთხევის დახმარებით ავიტანე აქაური ტანჯვის მოთხოვნილება და დღეის შემდეგ არარ შემიძლია არავითარი მოთხოვნილება და არც საქმის წარმოება. ამიტომ, გთხოვთ, თქვენს უწმინდესობას, აქაურობა მიანდოთ ერთ-ერთ კრებულთაგანს და მე განმანთავისუფლოთ სამუდამოდ ან ამ ერთი წლით. გულის წყრომას ვერ ვიტან და უნდა ვიწამლო.

გვ147

იმედი მაქვს თხოვნას შემისრულებთ, თქვენ მიერპატივცემული არქიმანდრიტი მელქისედეკი”. უწმინდესმა კალისტრატემ იცოდა რა მისი თავდადება სარწმუნოებისადმი და პატივს სცემდა მის გამოცდილებას თავდაპირველად არ თანხმდებოდა ამ თხოვნაზე, მაგრამ 1939 წლის 9 იანვარს დათარიღებულ წერილში იგი წერს: „გულისტკივილით ვასრულებ მამა მელქისედეკის დაჟინებულ თხოვნას. ავადმყოფობის გამო ვათავისუფლებ სამსახურიდან და უცხადებ მწყემსთავრულ მადლობას ეკლესიისადმი ერთგული სამსახურისათვის და მორწმუნეთადმი მამა-შვილურ განწყობისათვის. კრებული ჩაიბაროს არქიმანდრიტმა ამბროსიმ (ალადაშვილი).“იმავე წელს ხელისუფლებამ დახურა თეთრი გიორგის მონასტერი. ერთწლიანი ავადმყოფობის შემდეგ მამა მელქისედეკმა ინსულტის შედეგად დაკარგა მარცხენა ხელი. იგი კვლავ ზემო ხოდაშენში მცხოვრებმა ნათლულის მამამ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შეიფარა. მიუხედავად გადატანილი მძიმე ტრამვისა იგი მაინც ახერხებდა მორწმუნეთა ნუგეშინისცემას, ნათლავდა ბავშვებს და ქრისტიანული წესით მარხავდა მიცვალებულებს.კაცთა მოდგმის მტერმა აქაც არ მოასვენა მოხუცი მოძღვარი. ერთ-ერთმა განმოსილმა თელაველმა მღვდელმა იგი პატრიარქთან დააბეზღა. წერილში ეწერა, რომ ცალხელა მღვდელს რჯულის კანონით და მოციქულთა განწესებით არ ჰქონდა უფლება მღვდელმოქმედებისა, ასევე ითხოვდა მედავითნე გიორგი ცერცვაძის დასჯას, რომელიც ეხმარებოდა არქიმანდრიტს ღვთისმსახურების შესრულებაში. ამასთან დაკავშირებით, 1943 წლის 17 მაისს მამა მელქისედეკი დახმარებას სთხოვს უწმინდეს კალისტრატეს: „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მიუწვდომელ გაჭირვებას განვიცდი უმანდატოდ და გევედრებით გამომიგზავნოთ. შიმშილით ვკვდები, დაბეზღების შედეგად ამიკრძალეს მღვდელმოქმედება. არქიმანდრიტ ამბროსის მეოხებით, მთავარხუცესს დეკანოზ მათეს ვთხოვე დახმარება. ფული გამომართვა, ერთი თვე გავიდა და არ ჩანს. ერთ თემს ეკუთვნის ზემო ხოდაშენი და აწყური და ამ სოფლების სახელით გამომიგზავნეთ მოწყალების ნებართვა, რომ ცალი ხალით მცირედი საზრდოს ვინმემ ღირსი გამხადოს. იქნება ნება დართოთ წიგნისმკითხელ გიორგი ცერცვაძეს, დამეხმაროს მღვდელმოქმედების შესრულებაში, მომწერეთ ზომე ხოდაშენში, ნიკო სტეფანეს ძე ჯავახიშვილთან, ამასთან ვარ შეფარებული”. კათოლიკოს-პატრიარქმა გაითვალისწინა რა მამა მელქისედეკის დამსახურება და სიყვარული ღვთისმსახურებისადმი, მაშინვე გაუგზავნა მანდატი და გამონაკლისის სახით ნება დართო მედავითნე გიორგი ცერცვაძეს განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარებოდა თავის მოძღვარს მღვდელმოქმედების შესრულებაში. 

1946 წელს მორწმუნეთა დაჟინებული მოთხოვნით ხელისუფლებამ კვლავ გახსნა თეთრი გიორგის მონასტერი. მონასტერში იმ პერიოდში მამა მელქისედეკთან ერთად მოღვაწეობდნენ არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი), არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი), იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი),

გვ148


ბერდიაკონი ზენონი (სუმბაძე), იპოდიაკონი გიორგი ცერცვაძე (1947 წლიდან მღვდელი). კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ მამა მელქისედეკის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა.

1952 წლის 7 აგვისტოს ახალი პატრიარქის მელქისედეკ III (ფხალაძე) მიმართ გაგზავნილ წერილში იგი სწერდა: 

„მექნება პატივი გაცნობოთ თქვენს უწმიდესობას შემდეგი. 52 წელია ვითვლები თეთრი გიორგის ეკლესიაში. მრავალი გაჭირვება და სასჯელი, ნიშნები სიკვდილისა გადამიტანია. სიბერისა და სიკვდილის დროც მომეახლა. აუტანელი მწუხარება, გაჭირვება, წაქცეული ვარ და დაცემული ცხოვრებაში. ამ ეკლესიიდან მე დანიშნული მქონდა 15 თუმანი და ნაწილი სანოვაგისა. მომცეს საცხოვრებელი ბინა გალავანში, მაგრამ აღარ მომცეს დახმარება. გთხოვთ თქვენს უწმიდესობას და უნეტარესობას დამეხმაროთ მინემ ცოცხალი ვარ და წაქცეულ-დაუძლურებული აღმადგინოთ თქვენი მოწყალების მადლით და მომცეთ ნუგეში ცხოვრებისა თეთრ გიორგში, როგორც ეს გააკეთა უნეტარესმა პატრიარქმა კალისტრატემ. იქნება ეს ამბავი თქენმა უწმინდესობამ გამომისწოროს თქვენდა სადღეგრძელოთ”. კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა ამ თხოვნაზე ასეთი რეზოლუცია დაადო: „მიეცეს არქიმანდრიტ მელქისედეკს ნება, იცხოვროს ეკლესიასთან ოთახში, მიეცეს თვეში 100 მანეთი და წილი სანოვაგიდან“. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მამა მელქისედეკს დახმარებას უწევდა და პატრონობდა თავისივე აღზრდილი მღვდელი გიორგი ცერცვაძე (შემდგომში ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი). სწორედ მის ხელში დალია სული ამ დიდებულმა მოღვაწემ 1957 წლის გაზაფხულზე. იგი შესაფერისი პატივით დაასაფლავეს თავის საყვარელ თეთრი გიორგის მონასტერში, სადაც მიუხედავად სასტიკი დევნისა, 57 წელი ლოცვასა და შრომაში გაატარა. ქრისტესმოყვარე ქართველ ერი მარად მიაგებს პატივს საქართველოს ეკლესიის ამ ღირსეულ მოღვაწეს.

გვ149

იღუმენი ზენონი (სუმბაძე) 

1869-1963


ალავერდის დიდებული მონასტრის ეზოში ტაძრის შესასვლელისაგან 15 მეტრის დაშორებით არის საფლავი მღვდელმონაზონ ზენონისა (სუმბაძე). განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს საფლავის ქვის წარწერა, რომელიც მოღვაწის შობისა და გარდაცვალების წლებს მიუთითებს (1869- 1963). 

იღუმენი ზენონი 1869 წლის 2 იანვარს კახეთში, სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. იმავესოფლის ეკლესიაში მოინათლა და  ეწოდა სახელი იოსები. სწავლა-განათლება იოსებმა თელავში მიიღო, სადაც მამამ მსახურად ერთ ადვოკატს მიაბარა. ადვოკატის ვაჟი მასწავლებელი იყო და მისი დახმარებით იოსებმა კარგად შეისწავლა წერაკითხვა: რუსულად, სომხურად და ლათინურადაც კი. ცხრამეტი წლის ასაკში მას დიდი უბედურება დაატყდა თავს, უეცრად მშობლები გარდაეცვალა. როდესაც იოსები 21 წლის გახდა, ჯარში სამსახურის დრომ მოუწია. ამ დროს კენჭის ამოღებით წყდებოდა, თუ ვის უნდა ემსახურა და ვის არა.მას ძალიან უნდოდა ,,სალდათობა”, მაგრამ არ აუხდა სურვილი. ამის შემდეგ იოსები თბილისში ჩავიდა, სადაც მზარეულად მოეწყო. იქ ყოფნისას მრავლად შეიძინა საღმრთო წიგნები, ხატები, მორწმუნე საზოგადოებას დაუახლოვდა. დრო გადიოდა. დავაჟკაცებულ იოსებს ვერ გადაეწყვიტა, ოჯახი შეექმნა  თუ მონასტერში წასულიყო. ერთ საღამოს ფიქრებით დაღლილს ჩაეძინა და იხილაჩვენება: მისი მშობლები თავს ადგნენ და ხელში ქუდები ეჭირათ, ცილინდრი და საბერო ქუდი - შენ შვილო, ცოლის შერთვას ტყუილად ფიქრობ, შენ ეს ქუდი უნდა დაიხუროო, - უთხრეს და საბერო სკუფია გაუწოდეს. გათენდა თუ არა, იოსები ვიღაცის ძახილმა გამოაღვიძა, აღმოჩნდა, რომ მის ამხანაგ ივანეს, რომელიც ბერად იყო წასული ქვათახევის მონასტერში, წერილი გამოეგზავნა, სადაც წერდა: რას აკეთებ მაგ მყრალ ქალაქში, ჩამოდი ნახე აქ რა კარგიაო. მეორე დღესვე გაეშურა იოსები მონასტრისაკენ. საძმომ ძლიერ გაიხარა მისი ჩასვლით და დიდი სიხარულით მიიღეს თავისთან. ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი მაშინ იყო არქიმანდრიტი კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი), რომელმაც დიდად გაიხარა ნიჭიერი კაცის შემომატებით და იგი მორჩილად განაწესა. ეს მოხდა 1898 წელს. იმავე წელს არქიმანდრიტი კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს და მორჩილი იოსებიც კახეთში წაჰყვა თავის მოძღვარს.

გვ150

იგი აწყურის თეთრის გიორგის მონასტრის მორჩილად განამწესეს.

1900 წლის 3 თებერვალს ეპისკოპოსმა კირიონმა ბერად აღკვეცა და სახელად ზენონი უწოდა, ღმერთშემოსილი ასურელი მამის, ზენონ იყალთოელის სახელზე.

1901 წლის 11 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს და ალავერდის მონასტერში განამწესეს. იმავე წლის 16 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ალავერდის მონასტერში დაინიშნა. იმავე წელს მიენდო ძალზედ საპასუხისგებლო მოვალეობა - ეკონომოსობა, რომელიც ალავერდის საგანძურის დაცვასა და ზედამხედველობას ავალდებულებდა. გადიოდა წლები. ბერული ცხოვრება ყოველდღიურ წირვა-ლოცვასა და მორჩილებაში მიედინებოდა. მამა ზენონი შეძლებისდაგვარად ზრუნავდა მონასტერზეც.

1905 წელს მღვდელმონაზონ მალაქიასთან (წიკლაური, შემდგომში იღუმენი, დახვრიტეს 1937 წლის რეპრესიების დროს) ერთად გაამშვენეს მონასტრის ეზო ხეხილით. გალავნის გარეთ ორ ადგილას ვენახი ჰქონდათ გაშენებული, ასევე ორასი ძირი ხეხილი ალვის ხეებით შემოსაზღვრული. ეს ბაღი კოლექტივიზაციას შეეწირა.

1909 წელს, მამა ზენონის თაოსნობით, გაიყვანეს სასმელი წყალი მილებით არა მხოლოდ მონასტრისთვის, არამედ სოფელ ალავერდის მოსახლეობისათვისაც. იმავე წლის 20 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე საშიშროების გამო, მამა ზენონმა ალავერდის მონასტრის საგანძური, საძმოს დახმარებით, წმიდა იოსებ ალავერდელის საფლავის უკან თაღში დააწყობინა და ორივე მხრიდან საიმედოდ ამოაშენებინა. 

1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ ეკლესია-მონასტრები უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძლიერ შეავიწროვეს ალავერდის ეპარქია და მისი იმდროინდელი მღვდელმთავარი პიროსი (ოქროპირიძე). 1922 წლის გაზაფხულზე ალავერდის მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. თვალ-მარგალიტი და შეწირულობა მთლიანად იყო მოგლეჯილი და წაღებული. მილიციამ ტაძრის ხაზინადარს, მღვდელმონაზონ ზენონს (სუმბაძე) ბოროტმოქმედებთან თანამზრახველობაში დასდო ბრალი, რადგანაც გასაღები მასთან ინახებოდა. ბერი თელავის კომისარიატში წაიყვანეს და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საპყრობილეში ამყოფეს, მეხუთე დღეს მისდა გასაკვირად, გაანთავისუფლეს. მამა ზენონი მაშინვე პიროს ეპისკოპოსის სანახავად გაეშურა, მაგრამ გზაზე მეტად შემაშფოთებელი პროცესია იხილა. ოცი შეიარაღებული საბჭოთა მილიციელი შვიდ ფაეტონს უკან მიჰყვებოდა და თან დატუსაღებული მღვდელთმთავარი მიჰყავდა. მათ მამა ზენონსაც უბრძანეს გაყოლა. ალავერდის ტაძარში მისულებს საშინელი ვითარება დახვდათ, საგანძურის სამალავის კედელი გამოენგრიათ და სიწმინდეებს იქვე მაგიდაზე ახარისხებდნენ. ამ პროცესს.თბილისიდან ჩამოსულ პარტიულ ხელმძღვანელთა გარდა მიმდებარე სოფელთა კოლექტივის თავჯდომარეებიც ესწრებოდენ. შემდგომში მთელი ეს საგანძური თელავში გადაიტანეს და მეორე დღეს ეპისკოპოსს პიროსს მოსთხოვეს ხელი მოეწერა

გვ151


ამ სიწმინდეთა სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტზე, რაზეც ალავერდელი მღვდელთმთავრისაგან მტკიცე უარი მიიღეს. ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადააგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი პიროსი ჯერ კომკავშირელებს აცემინეს, შემდეგ კი სისხლიანი და დასახიჩრებული, კიბის ქვეშ დაამწყვდიეს. ამბა ალავერდელი პიროსი, პატრიოტი და უაღრესად განათლებული პიროვნება - შეურაცხყოფილი და ნაგვემი კიბის ქვეშ აღესრულა.საქართველოს ეკლესიაში იგი იყო პირველი მღდელთმთავარი, რომელიც კომუნისტების ხელით საჯაროდ იქნა მოკლული ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულებისათვის. ამის შემდეგ, მიუხედავად ათასგვარი ტანჯვისა და დევნა-შევიწროვებისა, მღვდელმონაზონი ზენონი მაინც აგრძელებდა მღვდელმსასურებას ალავერდის საკათედრო ტაძარში. მოსახლოებაში და სამღვდელოებაში ძალზე დიდი იყო მისი გავლენა და ავტორიტეტი. სამღვდელოების წარმომადგენელნი ბრძანებდნენ: ,,თუ მამა ზენონი ანაფორას არ იხდის და უშიშრად აგრძელებს ღვთისმსახურებას, არც ჩვენ დავანებებთ თავს მღვდლობასო”, ეს კარგად იცოდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და ყველანაი-რად ცდილობდნენ მამა ზენონის იზოლირებას.

1924 წლის აჯანყების დროს მათ შეძლეს მისი კვლავ დაპატიმრება და თელავში გადაიყვანეს, სადაც დანარჩენ პატიმრებთან ერთად მოათავსეს ციხეში. მეორე ღამეს ისინი უნდა დაეხვრიტათ გიგოს გორაზე. ღამით, როდესაც 100 პატიმარი თოკებით გადაბმული მიჰყავდათ გორაზე დასახვრეტად, მამა ზენონს მოულოდნელად ერთი პოლი-ციელი ცხენოსანი მიუახლოვდა და ჩუმად, ხანჯლით თოკები გადაუჭრა. მამაო მიხვდა, რომ ვიღაცამ იზრუნა მისი გადარჩენისათვის და მაშინვე ხრამში  გადაეშვა.

გვ152


შემდგომში ასე იხსენებდა ამ ამბავს: ,,ისეთი გახარებული გადავეშვი ხრამში, რომ იმ წუთას არც კი მიფიქრია, ცოცხალი ამოვიდოდი იქიდან თუ დასახიჩრებული. 

ოღონდაც იმ საზარელ გორაზე დახვრეტას გადავრჩენილიყავიო. მისი გადამრჩენელი აღმოჩნდა ცნობილი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინიშვილის ძმისშვილი - ვასილი, რომელიც მეგობრობდა მამა ზენონთან და დიდ პატივს სცემდა, როგორც 
გამორჩეულ სასულიერო პირს შემდგომ იგი კვლავ ალავერდში დაბრუნდა და გააგრძელა ღვთისმსახურება. ამ ამბიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ერთი პოლიციელი შესაშინებლად მიუგზავნეს. მან მამა ზენონი ტაძრიდან გამოიყვანა და ხალხის თანდასწრებით რევოლვერი მიადო მაღალ სკუფიაზე და მოკვლით დაემუქრა. მამა ზენონი მშვიდი თვალებით უყურება, თუ რას მოიმოქმედებდა გონებააშლილი მოძალადე, რომელმაც ამ დროს გაისროლა და ტყვიამ ქუდში გაიარა. პოლიციელი ფიქრობდა, 
ეხლა კი დაემხობა მუხლებზე და შეშინდებაო, ხოლო მამა ზენონმა მშვიდად მოიხადა ქუდი და ამ სიტყვებით მიმართა „მარჯვე მსროლელს“: „შენს ასაკში იოსებ ბესარიონოვიჩი უკეთესად ისროდაო“. ასე გაშორდა გაოგნებულ და სახტად დარჩენილ პოლიციელს. 
1925 წელს იგი იძულებული გახადეს დაეტოვებინა ალავერდის მონასტერი და დასახლებულიყო იქვე ახლოს, სოფელში, სადაც 40-იან წლების ბოლომდე ცხოვრობდა. მის მაგივრად ალავერდში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) შიო-მღვიმეს მონასტრიდან გადმოიყვანა მღვდელმონაზონი სტეფანე (გიგოლაშვილი). II მსოფლიო ომის დამთაერების შემდეგ მამა ზენონს უფლის გამოცხადებით ეუწყა დაბრუნებოდა მონასტრულ ცხოვრებასა და ღვთისმსახურებას. 1948 წელს იგი თხოვნით ჩავიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთან (ცინცაძე), რათა ჩაერიცხა რომელიმე მონასტრის კრებულში. კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი სიხარულით მიიღო მამა ზენონი. იგი გაგზავნეს თეთრი გიორგის მონასტერში.
1950 წელს მამა ზენონი თავისივე თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს ალავერდის მონასტერში. 1950- იანი წლების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III (ფხალაძე), მამა ზენონი ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა. იღუმენი ზენონი 1963 წელს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალავერდის მონასტრის ეზოში. 
გვ153

ალავერდის ეპარქიის სამრევლოები იქ მოღვაწე სასულიერო პირები 1910 წლის „კავკასიის კალენდრის” მიხედვით 

1. სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი მიხეილ სოლომონის ძე გურგენიძე

1837 წელს დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო უწყებას. გაიარა თბილისის სასულიერო სემინარიის ორი კურსი.
1859 წლის 7 ივნისს მუხრანის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1860 წლის 20 აპრილს ყურისუბნის (ძალისა) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1863 წლის 30 ნოემბრიდან ნატახტარის  წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიის მედავითნეა.
1882 წელს დიაკვნად აკურთხეს.
1890 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ  (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1901 წლის 26 ოქტომბერს სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1904 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1909 წელს სკუფიით დაჯილდოვდა. მღვდელი მიხეილი
1915 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა.

2. სოფელ აკურას წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლავრენტი იოანეს ძე გუგუტიშვილი


1884 წლის 6 იანვარს, თელავის მაზრის სოფელ აკურაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი იოანე, საგარეჯოს მაზრაში, სოფელ ჩაილურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა.
1897-1901 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ სოფელ ქვემო ხოდაშენის სამრევლოსაეკლესიო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად განამწესეს.
1905 წლის 2 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) დიაკვნად ამავე წლის 6 თებერვალს კი მღვდლად დაასხა ხელი და თელავის მაზრის, სოფელ აკურას წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
1911 წლის 18 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) სიგელითა და ფულადი თანხით, ამავე წლის აღდგომას კი საგვერდულით დააჯილდოვა.
1922 წლის 6 ივნისს თელავის მაზრაში მოქმედ მონასტრებისა და ეკლესიების განძეულობის აღმწერმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში პოლიტბიუროსა და აღმასკომის წარმომადგენლები შედიოდნენ, აკურას წმინდა ელია
გვ 154
წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის განძეულობა სრულიად აღწერეს და ოქმი შეადგინეს, რომელზეც მღვდელ ლავრენტის ძალდატანებით ხელი მოაწერინეს.
1923 წლის 4 მაისს მოხდა ე. წ. „კომსომოლების“ მიერ ეკლესიის გაძარცვა, გუმბათის დანგრევა, ხოლო მღვდელი ლავრენტი შეიპყრეს, წვერი გაპარსეს და აუკრძალეს ღვთისმსახურება. ამ ამბის შემდეგ იგი სოფელში ოჯახთან ერთად ეწეოდა მიწათმოქმედებას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში კი სოფელ აკურას საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა. მღვდელი ლავრენტი 1972 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელ აკურაში. 

3. სოფელ არდოთის სამრევლო (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი კონსტანტინე მოსეს ძე კავკასიძე.

1893-97 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1897 წლის 10 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესეს. ამავე წლის 20 დეკემბერს ბერშუეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1899 წლის 18 სექტემბერს ქ. ორდუბათის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაჰყავთ. 
1900 წლის 31 იანვარს ყარსის ოლქის, სოფელ კარაკალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ ინიშნება. ამავე წლის 7 სექტემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა.
1901 წლის დასაწყისში დაბა „კურინი კოსის“ სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.
1901 წლის 10 ნოემბერს ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადმოიყვანეს, სადაც
1902 წელს დიაკვნად აკურთხეს.
1903 წლის 6 სექტემბერს საკირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში ინიშნება.
1904 წლის 20 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა. ამავე წელს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვნად დადგინეს.
1905 წლის 25 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1908 წელს არდოთის სამრევლოში დაინიშნა.
1910 წლის ბოლოს მოხისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1913 წლის 30 აპრილს გრემისხევის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა. მღვდელი კონსტანტინე
1931 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 5 ოქტომბერს ვერის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს.
 
4. სოფელ ანაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი ზაქარიას ძე ახმეტელაშვილი

1836 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. 
1853-59 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1860 წლის 5 იანვარს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 7 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1862 წლის 3 სექტემბერს ვართაშენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში 
გვ 155

გადაიყვანეს. 1870 წლის 3 იანვარს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა ამ სამრევლოდან. ამავე წლის 27 ივლისს ანაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1882 წელს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) საგვერდულით დააჯილდოვა. 1887 წლის  აღდგომას სკუფია უბოძეს. 1900 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1905 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1910 წლის 30 მაისს მოხუცებულობის გამო, თავისი თხოვნით გადადგა შტატიდან. მღვდელი გიორI გი 1914 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა. 
ჰყავდა მეუღლე ელისაბედ დიმიტრის ასული და შვილები: კონსტანტინე, სტეფანე, ნიკოლოზი, 
ვლადიმერი სვიმონი მათე, ნადეჟდა და ზაქარია. 

5. სოფელ ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძლღვარი მღვდელი დიონისე გრიგოლის ძე მერებაშვილი.

1896 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1901 
წლის 20 ივნისს სემინარიის მეხუთე კურსის სტუდენტი მღვდლად აკურთხეს 
და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად 
დაინიშნა. 1902 წლის ნოემბერში ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1904 წლის 
12 ოქტომბერს ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად დაადგინეს. 1924 წლიდან აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების სიებში. 

6. სოფელ ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი იოანე გრიგოლის ძე მერებაშვილი

1854 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფელ 
ვაქირის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. 1878 წლის 11 აგვისტოს 
ზაქათალის ოლქში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1880 წლის 1 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 
1881 წლის 18 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს და ამავე ეკლესიაში მედავითნის შტატში დატოვეს. 1885 წლის 16 ივნისს მღლვდლად დაასხეს ხელი და 
ვეჯინის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1886 წლის 17 მაისს ბოდბისხევის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში 
გადაიყვანეს. 1893 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე 
წლის 8 ოქტომბერს ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1898 წლის 14 ივლისს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 12 ოქტომბერს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1905 წლის 31 მაისიდან ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1911 წლის 6 მაისს კამითოავკა ეწყალობა. 1921 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა 
გვ 156

(ოქროპირიძე) სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1926 წლის 11 
აპრილს სიღნაღის მაზრის I-II ოლქების სამღვდელოების სულიერ.. 
მოძღვრად დაინიშნა. 1926 წლის მონაცემებით სოფელ აფენის წმინდა 
გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1927 წელს უწმინდესისა და 
უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით დეკანოზის წოდება მიენიჭა. მამა იოანე 1935- 36 წლებში კვლავ განაგრძობდა ღვთისმსახურებას. მისი შემდგომი ბედი 
უცნობია. ჰყავდა მეუღლე მაგდანა მიხეილის ასული, დაბადებული 1861 
წელს და შვილები: მიხეილი, ვლადიმერი, ელისაბედი, თამარი, იოსები, ირაკლი, ვახტანგი. 

7. სოფელ არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი

1878 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 
1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1902 
წლის 10 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, 
ამავე წლის 12 თებერვ ალს მღვდლად დაასხა ხელი და კარდენახის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში განამწესა. ამავე წლის 17 
მარტს კარდენახის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1904 
წლის 31 აგვისტოს არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის 
ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1911 წლის აღდგომას საგვერდულით 
დაჯილდოედა. 1914 წლის 30 აპრილს სკუფია უბოძეს. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ამავე წლის ზაფხულში, სიღნაღის მაზრის V 
ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრისა და 1920 წლის 27 ივნისის გამართულ საქართველოს სამოციქულო 
ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე. დეკანოზი მიხეილი 1925 წელს გარდაიცვალა. 



8. სოფელ არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) დეკანოზი იროდიონ გიორგის ძე სისაური


1875 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
1891-97 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში 
სწავლობდა. 1897 წლის 9 ნოემბერს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად 
აკურთხა, ხოლო იმავე წლის 14 ნოემბერს - მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მამა იროდიონი მუხლჩაუხრელად შრომობდა. არ იყო ადვილი მთიელი ხსალხის დამოძღვრა, ჭეშმარიტი ქრისტიანული 
ტრადიციების აღირძინება, მოსახლეობისათვის განათლების მნიშვნელობის შეგონება. მის მცდელობა ფუჭად არ ჩაუვლია. მალევე 1898 წელს, მლეთის სამრევლო-საეკლესიო
გვ 157
სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა მისი შრომისმოყვარეობა სასულიერო მთავრობისათვისაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
1900 წლის 29 მაისს, ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინა.
1902 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ეპარქიალური სასწავლო კომიტეტის დუშეთის განყოფილების წევრად აირჩიეს.
1903 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. ახალგაზრდა მოძღვარი გულანთებული ემსახურებოდა ქრისტეს სარწმუნოების გაძლიერებას. მას ბევრი სასულიერო პირისაგან განსხვავებით ქალაქისკენ კი არ მიუწევდა გული, არამედ იქ მიილტვოდა სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მოძღვარი. 
1904 წლის 14 აპრილს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ართანო-კვარას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მძიმე პირობებში უწევდა მამა იროდიონს მსახურება, მაგრამ ანუგეშებდა უფლის სიყვარული და ხალხის პატივისცემაც.
1911 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე სკუფიით დაჯილდოვდა. ამასთანავე სათანადო ყურადღება მიაქცია ყმაწვილთა განათლებას.
1911 წლის 1 სექტემბერს, ართანო-კვარას სახალხო პირველ დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. იმავე წლის 29 ნოემბერს, ბაქოს ეპისკოპოსმა პიმენმა, ერთი წლის ვადით დაამტკიცა თელავი-სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტის დეპუტატად.
1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს. კომუნისტური ხელისუფლების დამყარებისთანავე შეიცვალა ვითარება. არაერთი სასულიერო პირი ფიზიკურად გაანადგურეს, ბევრი იძულებული გახდა მსახურება მიეტოვებინა. მამა იროდიონი, შეუდრეკელი ხასიათისა და მძიმე პირობებში ცხოვრების გამოცდილების გამო, ძლიერი დასაყრდენი გახდა ადგილობრივი მღვდელთმთავრებისათვის. ხშირად მას იქ აგზავნიდნენ სადაც იგი ყველაზე საჭირო იყო.
1921 წლის დეკემბრიდან, ალავერდის ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) თიანეთის მაზრის, სოფელ ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1923 წელს, სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1926 წლის დეკემბრიდან, ზემო თიანეთის (ტუშურების) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
XX საუკუნის 20- იანი წლების ბოლოს, თიანეთის ოლქის მთავარსუცესის თანაშემწედ დაადგინეს. მხოლოდ უფალმა უწყის რამდენი დამცირებისა და შევიწროების დათმენამ მოუწია მამა იროდიონს მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტეს ეკლესიის მსახური იყო. რამდენი განსაცდელი გამოუვლია მაგრამ სიყრმიდანვე არჩეულ გზას არ უღალატა.
1934 წლის 3 დეკემბერს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მასვე დაევალა ზემო თიანეთის სამრევლოებში წესების შესრულება.
1935 წლის აღდგომას, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 
1939 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მუქარით რომ ვერაფერს გახდნენ, გადასახადების გზით შეეცადნენ მამა იროდიონის შევიწროებას. მათ მოძღვარს მოსთხოვეს მოეტანა 500 მანეთი, 80 კგ. ხორცი, 310 კგ. 
გვ158
კარტოფილი, 9 კგ. ერბო და 7 კგ. მატყლი. თავზარდაცემულმა მამა იროდიონმა ადგილობრივ „ყაჩაღებს” მხოლოდ 400 მანეთი მისცა, მათ განუცხადეს ,,დანარჩენს გააპატიებთ იმ პირობით, თუ მღვდლობას თავს დაანებებ, თორემ ციხე არ აგცდება მშრმელი ხალხის ქონების მითვისებისათვისო“. 
შევიწროებული მოძღვარი კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიხეილ მახათაძეს თხოვს განუმარტოს აქვთ თუ არა ხელისუფლებას ამის უფლება: „მამაო დეკანოზი! უმორჩილესად გთხოვთ მაცნობოთ: კულტის მსახური, რომელსაც არა აქვს კავშირი სოფლის მეურნეობასთან და მესაქონლეობასთან, წლოვანობით გადაცილებულია სამოც წელს, განთავისუფლებულია სახელმწიფოსათვის ხორცისა და სხვა სავალდებულო პროდუქტის სავალდებულო ჩაბარებისგან თუ არა. თქვენი პატივისმცემელი, დეკანოზი იროდიონ სისაური, 1939 წლის 27 თებერვალი“.
მამა იროდიონი იძულებული გახდა, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთვის (ცინცაძე) განცხადებით მიემართა, დროებით მაინც შეეწყვიტა მღვდელმსახურება.
1943 წელს, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად კვლავ ამოქმედდა ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარია-აკადემიები, მღლვდელმსახურებს საშუალება მიეცათ დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებანი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, მამა იროდიონი სიონის საპატრიარქო ტაძარს მიაწერეს, როგორც უშტატო მღვდელმსახური, მაგრამ რადგანაც იგი მუდმივად თიანეთში ცხოვრობდა, ამიტომ დაევალა თიანეთსა და მის ახლომდებარე სოფლებში, სადაც კი მოახერხებდა, შეესრულებინა საეკლესიო საიდუმლოებები. 
მართლაც, დეკანოზი იროდიონი ძველებური შემართებითა და სიყვარულით შეუდგა დათრგუნული ღვთისმოსავი ხალხის ნუგეშინისცემას და დამოძღვრას. მაგრამ დიდხანს არ დასცალდა და სწორედ ხალხზე ზრუნვის დროს აღესრულა როგორც ჭეშმარიტი მწყემსი მართლმადიდებელი ეკლესიისა.
1952 წელს, მამა იროდიონს სოფელ ახალსოფელში ბავშვის მოსანათლად დაუძახეს. მიუხედავად იმისა, რომ მამა იროდიონი თავს ცუდად გრძნობდა და ახლობლებმა ამ საქმის მეორე დღისთვის გადადება ურჩიეს, მან მაინც არ დაიშალა და წაყვა მთხოვნელებს. უკან დაბრუნებული, როდესაც მდინარე იორზე გადებულ ვიწრო ხიდზე გადმოდიოდა, მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და წყალში გადავარდა. იგი იმავე საღამოს გარდაიცვალა. 

9. სოფელ ასანურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე თეგაშვილი. 

10. სოფელ ახალი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გერასიმე ზაქარიას ძე დემეტრაშვილი

1875 წელს დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო უწყებას. 1891-95 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1896 წლის 9 მარტს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) ახალი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 
გვ159
მიძინების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ განამწესა. 1900·იანი წლების ბოლოს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხეს და·ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 13 მარტს ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1915 წლის 12 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1917 წელს საქობაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1922-23 წლებში ვეჯინის ეკლესიაში, ხოლო 1925 წლის შემოდგომამდე - სოფელ კელმეჩურის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 
1925 წლის შემოდგომიდან 1926 წლის გაზაფხულამდე მსახურობდა ისევ საქობაოს ეკლესიაში. 1926 წლიდან ჯიმითის ეკლესიაში მსახურობს.
1925 წელს - სოფელ ჯიმითის ეკლესიაში მსახურობს. 1928 წელს კვლავ მოიხსენიება მოქმედ სამღვდელოებაში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

11. სოფელ ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ბაკურაძე

1874 წელს, დიაკვნის ოჯახში დაიბადა. 1888-1892 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1893 წლის 20 მარტს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნა. 1897 წლის 13 მარტს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1898 წლის 22 დეკემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. ამასთანავე დაევალა ეკლესიასთან არსებულ ორკლასიან სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება. 1904 წლის 24 იანვარს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და რეხის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მამა ნიკოლოზმა ამ სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაშიც განაგრძო მასწავლებლობა. 1906 წლის 15 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1909 წლის 23 ნოემბერს ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და აქაურ სკოლაშიც მასწავლებლად დაინიშნა.
1911 წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესის თანაშემწის კანდიდატად დაინიშნა.
1913 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1928 წლის მონაცემებით სოფელ კისისხევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის 
წინამძღვარი და თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესია. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
 
12. სოფელ ახაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი, სიღნაღის მაზრის III ოლქის მთავარხუცესი მღვდელი ისიდორე ვაჩეიშვილი.

1880-იანი წლების ბოლოს ჯერ დიაკვნად და შემდეგ კი - მღვდლად აკურთხეს და ახაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1892 წლის 28 იანვარს საგვერდულით, ხოლო - 1898 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. 1901 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. ამავე წელს სიღნაღის მაზრის, 
გვ 160
III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

13. სოფელ ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი გაბრიელის ძე ბალიაური

1864 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. წერა-კითხვა, წმიდნა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა.
1884 წლის 14 სექტემბერს ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1892 წლის 22 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე ეკლესიაში დაადგინა.
1893 წლის 20 მაისს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მამა გიორგის ასევე დაევალა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო 
სჯულის სწავლება.
1902 წლის 6 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1910 წლის 29 სექტემბერს ალვანის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1912 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1914 წლის 27 ოქტომბერს გრემის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა 
და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1925 წელს ენისელის მთვარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1929 წლიდან მასვე ჩააბარეს საბუეს სამრევლო. მიუხედავად მრავალი 
დევნისა და შეურაცხყოფისა სამღვდელო კაბა არ გაუხდია და ბოლომდე 
ერთგულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მღვდელი გიორგი 1933 წელს გარდაიცვალა. 

14. სოფელ ახმეტის ჯვარ-პატიოსანის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) -დეკანოზი გიორგი იოსების ძე ინაშვილი


1876 წელს, დიაკვნის ოჯახში დაიბადა.
1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1902 წლის 20 იანვარს დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 24 იანვარს - მღვდლად 
დაასხეს ხელი და ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1904 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1911 წლის 10 აპრილს - სკუფიით დაჭილდოვდა. ამავე წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
XX საუკუნის 20- იანი წლების დასაწყისში ნინოწმიდის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისისა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე. დეკანოზი გიორგი 1924 წლის აჯანყების დროს კომუნისტებმა დახვრიტეს. 

15.სოფელ ახმეტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე პეტრიაშვილი 
გვ 161
1868 წელს, თბილისში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა.
1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა 1890 წელს მესამე კურსიდან თავი გაანება სწავლას და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.
1893 წლის 16 აპრილიდან - 31 აგვისტომდე დროებით ასრულებდა „სტოლონაჩალნიკის” მოვალეობას.
1897 წლის 13 ივნისს გათავისუფლდა სამსახურისაგან და ამავე წლის 21 აგვისტოს თბილისის საგუბერნიო მმართველობის კანცელარიაში დაინიშნა.
1898 წლის 27 სექტემბერს „კოლეაპსკი სეკრეტარის”, ხოლო 1899 წლის 1 მარტს კი - „გუბერნსკი სეკრეტარის“ წოდება მიენიჭა.
1902 წლის 30 სექტემბერს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და ამავე წლის 20 ოქტომბერს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად, ხოლო - 21 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ახმეტის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
1907 წლის 30 მარტს ახმეტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1911 წლის 1 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1919 წლის ზაფხულში დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი გიორგი 
1920 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. მისი უმცროსი ძმა იყო, აწ განსვენებული ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი). 

16.სოფელ ახალი მიხაილოვკის რუსული სამრევლო (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სვიმონ პეტრიაშვილი.

1903 წლის 22 იანვარს გრემის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
1900-იანი წლების ბოლოს თავისი თხოვნის საფუძველზე ახალ მიხაილოვკის რუსულ სამრევლოში გადაიყვანეს.
1913 წლის 1 ივნისს საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, რადგან ვერ შეძლო რუს სექტანტებთან გამკლავება.
1915 წლის 8 მაისს ისევ დააბრუნეს მიხაილოვკის სამრევლოში.

17. სოფელ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით ნიკოლოზის ძე გოგოლაძე. 

“ XIX საუკუნის 70-იან წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მლვდლად დაასხეს ხელი და მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1890 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1904 წლის 26 აპრილს ერკოთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 14 ივნისს საეპარქიო მმართველობამ დაითხოვა სამრევლოდან.
გვ162
1904 წლის 19 სექტემბერს აწყურის ყოვლად მინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
1916 წლის 26 იანვარს ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
მღლვდელი დავითი 1918 წლის თებერვალში გარდაიცვალა. 

18. სოფელ ბაბანეურის სამრევლოს (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე დიმიტრის ძე ზარიძე

1861 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა.
1877-83 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1885 წლის 6 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 11 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1889 წელს ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1892 წლის იანვარში ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1893 წლის თებერვალში მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1896 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1898 წლის 9 მაისს ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1899 წლის 25 აპრილს ალვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.
1900 წლის 10 ნოემბერს კვლავ მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1904 წლის აღდგომას სკუფიით დაჭჯილდოვდა.
1907 წელს ბაბანეურის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1917-19 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობს.
მღვდელი იოანე 1919 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ალავერდის ტაძრის ეზოში. 

19.სოფელ ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ილია ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი

1878 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ურიათუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1898 წლის 14 აგვისტოს ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 
1905 წლის 27 მაისს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1906 წლის ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1907 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1916 წლის 23 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებული ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 15 სექტემბერს სკუფიით დაჯილდოვდა. 
გვ163
20.სოფელ ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი, II ოლქისმთავარხუცესი მღვდელი იოანე ანტონის ძე ანდრიაშვილი
1861 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. 1881-87 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირევლი ხარისხის დიპლომოთ დაამთავრა. 
1887 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი - მლვდლად დაასხა ხელი და მხურვალეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1888 წლის 28 მაისს ნორიოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1897 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1899 წლის 11 სექტემბერს გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 15 სექტემბერს ავჭალის არასრულწლოვანთა შრომა-გამოსასწორებელ კოლონიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1906 წლამდე ასწავლიდა (ამ წელს კოლონია დაიკეტა). პარალელურად 1899 წლის 28 ოქტომბრიდან ასწავლიდა საღვთო სჯულს გლდანის სასწავლებელში.
1901 წლის 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა.
1902 წლის 1 მაისს წმინდა მოციქულ თომას სახელზე აშენებულ სამლოცველოზე გაწეული მზრუნველობისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1908 წლის 17 ოქტომბერს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს, სადაც 1909 წლის 15 ივნისამდე იმსახურა. ამავე წლის 4 ივლისს ბარისასოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ფშავხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.
1912 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 სექტემბერს თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1915 წლის 5 სექტემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან, ბარისახოს სამრევლოს წინამძღვრობიდან და თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსასურად დაინიშნა.
1916 წლის 10 თებერვალს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს.
1918 წელს წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და წილკნის საეპარქიო საბჭოს მდივნად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა.
დეკანოზი იოანე 1923 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა. 

21.სოფელ ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - მეორე მღვდელი დიმიტრი ზაქარიას ძე მჭედლიძე.

1890-იანი წლების დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს და ახალი პოკროვკის სამრევლოში მედავითნის შტატში დაინიშნა.
1896 წლის 25 აპრილს საეკლესიო წესების დარღვევისათვის შტატიდან დაითხოვეს. 1898 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ჩირიკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1903 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1904 წლის 5 აპრილს სკუფია უბოძეს.
გვ164
1907 წელს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს.
1910 წლის დასაწყისში უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1912 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. 
1914 წლის 17 თებერვალს ყარსის ოლქში სოფელ პლოდოროდენის სამრევლოში გადაიყვანეს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კავკასიის Mმ16 მსროლელთა პოლკში სამხედრო მოძღვრად განამწესეს.
მღვდელი დიმიტრი 1917 წლის 5 მაისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. 

22.სოფელ ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ანტონ ვასილის ძე ქიტიაშვილი

1883 წელს დაიბადა. 1898-1902 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1902 წლის 5 სექტემბერს ერკოთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1903 წლის 20 ივნისს ქვემო ხოდაშენის სწმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.
1905 წლის 3 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა. ამავე წლის 19 სექტემბერს კიშლახის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.
1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1910 წლის დასაწყისში ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 
1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი ანტონი 
1917 წლის 3 თებერვალს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.

23. სოფელ ბაცალიგოს სამრევლო (თიანეთის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი ვლადიმერ იოანეს ძე ბედიაშვილი
 

1876 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.
1892 წელს თავისი პირადი ხარჯებით სოფელ საგარეჯოში დაარსა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც გააწყო სასკოლო მერხებითა და ავეჯით. ვლადიმერი უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს საგარეჯოელ მოზარდებს.
1901 წლის 23 სექტემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 30 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ბაცალიგოს სამრევლოში დაინიშნა. ამასთან მამა ვლადიმერი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრიც გახდა.
1911 წლის 19 მარტს ბაქოს გუბერნიაში მდგარი ამიერკავკასიის მეორე დივიზიის M952 საარტილერიო პოლკის სამხედრო ეკლესიაში ვნებისა და ბრწყინვალე შვიდეულის მსახურებათა ჩასატარებლად გაიგზავნა. იქიდან მობრუნებული 17 მაისს მცხეთის „ოლღას“ წმინდა ეკატერინეს სახელობის რუსული დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად დაინიშნა.
1911 წლის 1 ნოემბრიდან -1912 წლის 30 ივლისამდე მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს 
გვ165
სახელობის მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1912 წლის 24 ივლისს მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის რუსულ დედათა მონასტერში გადაიყვანეს. 1912 წლის სექტემბერში სოფელ მამკოდის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1916 წლის 22 ივნისს სკუფია უბოძეს. 

24. სოფელ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) -წინამძღვარი დეკანოზი აბრაამ ტიმოთეს ძე ბაღაშვილი.

1887 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1893 წლის 13 მაისს სიღნაღის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და კამილავკა უბოძეს.
1894 წლის დასაწყისში ველისციხის ყოვლადწმინდა ღვისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1895 წლის თებერვალში კვლავ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დააბრუნეს. 
1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1904 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის-ორდენი მიიღო.
1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1912 წლის 6 მაისს კი - წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოედა.
1918 წლის 24 სექტემბერს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 
1925 წლის 29 მაისს ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის ოლქის მთავრსუცესად დაინიშნა. მიუხედავად მრავალი დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღეთისმსახურება არ შეუწყვეტია.დეკანოზი აბრაამი 1932 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 18 ოქტომბერს სოფელ ბოდბეში სოფლის სასაფლაოზე დაასაფლავეს. 

25.სოფელ ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სპირიდონ კობიაშვილი.

1851 წელს მღვდლად დაასხეს ხელი.
1890 წლის აღდგომას კამილავკით დაჯილდოვდა.
1899 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.
1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
მღვდელი სპირიდონი 1909 წლის 15 ნოემბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. 

26.სოფელ ბოდბის სულთმოფენეობის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე ქაიხოსროს ძე ბალარჯიშვილი.

1885 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. 1890 წლის 6 მაისს კამილავკა, ხოლო - 1899 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.
1904 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1911 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1916 წლის 
გვ166
6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი. იოანე 1919 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა.

27. სოფელ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი (სიღნაღის მაზრა) წინამძღვარი მონაზონი ნინო - ერში ელენე ვაჩნაძე

1878 წელს, თავადის ოჯახში დაიბადა.  პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 
1893 წლის ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი.
1899 წლის 14 იანვარს ანაფორა უკურთხეს.
1910 წლის იანვარში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ნინო ეწოდა.
1910 წლის 27 მაისს თეკლათის მონასტრის წინამძღვრობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა და ამავე 
წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1911 წლის 10 ივლისს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე წინამძღვრად დაამტკიცეს და ამავე წლის 24 ივლისს იღუმენიას წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქჯ ელო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე. ამ კრების გადაწყვეტილებით იღუმენია ნინო კვლავ ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1923-24 წლებში კომუნისტური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად წინამძღვარი და მონასტრის კრებული იძულებული გახდა დაეტოვებინათ 
მონასტერი. იღუმენია ნინო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, თბილისში ჩამოვიდა და რამოდენიმე მონაზონთან ერთად ანჩისხატის ტაძართან დასახლდა. იგი 1946 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა. 

28. მწირველი მღვდელი მიხეილ ნაცვლიშვილი.

1891-97 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად განამწესეს.
1899 წლის 9 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა.
1901 წლის 9 ნოემბერს სკუფია უბოძეს.
1905 წელს წმ. სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.
1907 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1914 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
გვ167
1922  წელს ბოდბისხევის ეკლესიის წინამძღვარია.
XX საუკუნის 20-იან წლების შუა პერიოდში თბილისში გადამოიყვანეს და საკათოლიკოსო საბჭოს,საქმის მწარმოებლად და მდივნად დაინიშნა.
XX საუკუნის 30-იან წლებში პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 1937 წლის ბოლოს სიონის ტაძრიდან გამოსული პროტოპრესვიტერი მიხეილი ჩეკისტებმა დააპატიმრეს. მისი ბედი დღემდე უცნობია. სავარაუდოთ, იგი სამეულის განჩინებით დახვრიტეს. 

29. სოფელ ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლუარსაბ დავითის ძე ნაცვლიშვილი

1873 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1886- 90 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1892 წლის 15 სექტემბერს ბიყარის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1893 წლის 3 ივლისს ასანაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 29 ნოემბერს საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1901 წლის 17 აგვისტოდან ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის 
მედავითნეა.
1902 წლის 22 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 ოქტომბერს 
ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა სელი და საქობაოს ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესა.
1907 წელს ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1910 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1916 წლის აპრილში სკუფია უბოძეს მღვდელი ლკარსაბი 1922 წელს გარდაიცვალა. 

30. სოფელ ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი რობიტაშვილი

1845 წელს ზემო მაჩხაანში დაიბადა. იგი ადრეული ასაკიდან დაუახლოვდა ეკლესიას და ღვთისმსახურებისადმი ინტერესი და 
მონდომება გამოიჩინა. მან კარგად შეისწავლა საეკლესიო ტიბიკონი და წირვა-ლოცვის დროს ადგილობრივ მედავითნეს ეხმარებოდა.
1863 წლიდან უკვე დამოუკიდებლად მსახურობს წიგნისმკითხველად. თითქმის ორი ათეული წლის 
მანძილზე მოუწია მას მედავითნეობა. ამ პერიოდში იგი დაოჯახდა კეთილმორწმუნე ოჯახის ასულ სოფიო ფხოველიშვილზე.
XIX საუკუნის 70-იან წლების მიწურულს მას მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.მამა გიორგიმ უპირველესი ყურადღება მიაქცია სოფელ ბოდბისხევის ყმაწვილების განათლებას. სამრევლო სკოლაში თავად ასწავლიდა წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს. სწავლის დროს მისი ვაჟი ნიკოლოზი გამორჩეულად 
ეხმარებოდა. სხვათაშორის ნიკოლოზმა პედაგოგობა აირჩია პროფესიად 
გვ168
და მსახურობდა სოფელ ველისციხეში, მაგრამ 1900 წელს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ნაადრევად შეწყვიტა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლე. დიდმა მწუნარებამ მოიცვა მამა გიორგი, მაგრამ რწმენით დაითმინა განსაცდელი და მეტი მონდომებითა და ღვთის სიყვარულით გააგრძელა ღვთისა და ერის სამსახური. გაწეული შრომისათვის 1901 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1911 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. თავს გადახდენილმა განსაცდელებმა მამა გიორგის ჯანმრთელობა შეარყია, მას 
ფიზიკურად აღარ შეეძლო ღვთისმსახურების გაგრძელება. ამიტომ 1913 წლის 28 იანვარს ავადმყოფობის გამო მას თავისი თხოვნის საფუძველზე სინოდის ბრძანებით 300 მანეთი პენსია დაენიშნა. ჯანმრთელობა შერყეული მოძღვარი მალევე, 1913 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მეუღლეს სოფიოსა და განუკურნებელი სენით დაავადებულ შვილ თებრონიას დაენიშნათ 200 მანეთი პენსია. 

31. სოფელ ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი 
იოილ ნაცვლიშვილი.

1897-1901 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1901 წლის 4 სექტემბერს ელენოვსკის სამრევლოში მედავითნედ დაინიშნა.
1902 წლის 9 ნოემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა.
1903 წლის 16 ივნისს გერუსინის სამრევლოს მედავითნედ განამწესეს.
1907 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1908 წელს 
მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1926 წლის ბოდბის ეპარქიის საეკლესიო ოლქების აღწერისას მსახურობდა სოფელ ილარიონოვკას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, სადაც მრევლის რაოდენობა შეადგენდა 250 კომლს. ტაძარი ოფიციალურად გაუქმებული იყო. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

32.სოფელ ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 
(თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი რაფიელ ზუკაკიშვილი.

1883- 89 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1890 წელს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი - მოღვდლად აკურთხეს და ნაქალაქარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1903 წლის 16 მარტს ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 

33.სოფელ ბუშატის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია (თელავის 
მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე ბასილის ძე მაღრაძე

1864 წელს დაიბადა. დაამთავრა ხერთვისის ერთკლასიანი სასწავლებელი.
1891 წლის 12 ოქტომბერს ტოლოშის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1892 წლის დეკემბერში საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.
1894-98 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა.
1898 წლის 3 ოქტომბერს კვლავ საროს სამრევლოში მეორე მედავითნედ დაინიშნა.
1900 წლის 21 თებერვალს ტოლოშის სამრევლოში გადაიყვანეს.
1902 წლის 16 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. ამავე წლის 
გვ169
23 ნოემბერს, გორის მაზრის სოფელ ახალციხის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1904 წლის 8 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს.
1905 წლის 7 აპრილს საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1906 წლის 14 აგვისტოს ქვემო ხვითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 8 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბუშატის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1907 წლის 1 სექტემბერს თავისი საკუთარი სახსრებით დაარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა.
1916 წლის 21 აპრილს ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მიუხედავად მრავალი დეევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია. მღვდელი იოანე XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გარდაიცვალა. 

34.სოფელ გრემის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სოლომონ იოსების ძე უთურაშვილი.

XIX საუკუნის 90-იან წლებში მირზაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1904 წლის 14 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და გრემის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად დაინიშნა.
1911 წელს აფენი-ლელიან-ხოშათიანის სამრევლოს წინამძღვრად გადაიყვანეს.
1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1916 წლის 3 ნოემბერს ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 

35.სოფელ გურგვალჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ალექსი ბაძოშვილი. 

1874 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და წინასოფლის სამრევლოს წინამძღვრად დაადგინა.
1892 წლის დეკემბერში სოფელ გურგვალჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
მღვდელი ალექსი 1909 წლის 12 აპრილს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. 

36. სოფელი გულგულას წმინდა თომა მოციქულის სახელობის 
ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იასონ პეტრეს ძე 
სამადალაშვილი

1854 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი.
1874 წლის 19 ივნისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს.
1875 წლის 20 მარტს გათავისუფლდა მორჩილის შტატიდან.
1876 წლის 19 მაისს ქვენატკოცის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 
1878 წლის 19 აგვისტოდან - 1881 წლამდე ისევ ქვათახევის მონასტრის 
მორჩილია.
1893 წლის იანვარში დიაკვნად აკურთხეს და ორტევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაინიშნა. ამავე წლის თებერვალში ჯავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 
1896 წლის 11 მაისს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა. ამავე წლის 12 ნოემბერს ვარიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაინიშნა.
გვ170.
XX საუკუნის დასაწყისში მღვდლად დაასხეს ხელი და გულგულას წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი იასონი 1910 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა და მის მეუღლეს დარეჯანს ხაზინიდან დაენიშნა 150 მანეთი პენსია. 

37. სოფელ გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი გიორგის ძე ციბალაშვილი.

1894-1900 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1900 წელს დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ - მლვდლად დაასხეს ხელი და ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1902 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1905 წლის დასაწყისში გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1912 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

38. სოფელ გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია 
(სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი 
გერასიმე ჭანტურიძე.



1880-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს და ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვნად დაინიშნა.
1893 წლის მაისში მღვდლად დაასხეს ხელი და პატარა ლილოს წმინდა გიორგის 
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1898 წლის 14 ივლისს გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად დაადგინეს.
1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1910 წლის 6 მაისს კი - სკუფია უბოძეს.
1914 წლის 22 აპრილს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის N670 ბრძანების თანახმად, რამოდენიმე თვით აეკრძალა მღვდელმსახურება და დროებით მედავითნის თანამდებობა შეუთავსეს.
1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკით დაჯილდოვდა.
1923-24 წლებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება მიეტოვებინა. მიუხედავად ამისა, 1937 წელს იგი მაინც დააპატიმრეს და გადაასახლეს. მღვდელი გერასიმე გადასახლებაში გარდაიცვალა. 

39. სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია 
(სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოსებ ახალშენიშვილი.

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს და თბილისის ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1888 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ფხოველის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1900 წლის 23 მაისს ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
გვ171
1903 წლის 22 იანვარს გურჯაანის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1918 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) გურჯაანის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.
1925 წლის აღწერის დროს, როდესაც ალავედრის ეპარქია ორად გაიყო, კიდევ იხსენიება მოქმედ სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

40. სოფელ დართლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი არჩილ ფოფხაძე.

1897 წლის 9 დეკემბერს ყანობის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა.
1904 წლის 26 თებერვალს სტეფანწმინდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.
1908 წელს დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და დართლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1910 წლის დასაწყისში ჯვარ-ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1918 წელს ახმეტის ჯვარ-პატიოსნის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1922 წლის სექტემბერში დეკანოზ ლეონტი ღვინიაშვილთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 
დააპატიმრეს და რამოდენიმე თვე ციხეში გაატარა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

41. სოფელ ენისელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების 
სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი 
ალექსანდრე მიხეილის ძე ვარდიაშვილი

1868 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. გაიარა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კურსი, საიდანაც თავისი თხოვნით, 1889 წლის 7 სექტემბერს ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1890 წლის 26 იანვარს არტაანის აღდგომის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1892 წლის 30 მაისს დიაკვნად იკურთხა.
1892 წლის ოქტომბრიდან - 1896 წლის ჩათვლით ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა.
1898 წლის 27 ივნისს ყარსის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში განამწესეს.
1901 წლის 6 თებერვალს ყარსის სანთლის ქარსნის საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1902 წლის 25 
მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაქოს გუბერნიაში, დაბა ჯევათის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1903 წლის 9 ოქტომბერს ენისელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წელს ენისელის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1907 წელს საგვერდული უბოძეს.
1913 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა მიიღო.
1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ამავე წლის სექტემბერში, თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
გვ172
 1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ ანაფორა გაიხადა და მღვდელმსახურება შეწყვიტა. 

42. სოფელ ვანთის მაცხოვრის ხელქმნელი ხატის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლეონტი ილიას ძე ღვინიაშვილი


1872 წელს დაიბადა. 1888-94 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1894 წლის 1 მაისს 
სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 6 მაისს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ვანთის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1899 წლის 4 ივლისს მღვდელი ლეონტი თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტში დეპუტატად აირჩიეს.
1902 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო - 1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. ამავე წლის 10 ივლისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1912 წლის 9 თებერვალს თელავის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
1915 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1917 წლის სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის საეპკარქიო საბჭოს წევრია.
1918 წლიდან ახმეტის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა და სამკერდე ოქროს ჯვრით 
დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრისა და 1920 
წლის 27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე.
1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1920 წელს ახსმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1922 წლის სექტემბერში და 1924 წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორჯერ დააპკატიმრეს და რამოდენიმე თვე ციხეში გაატარა. 
1924 წლის აპრილიდან შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1929 წლის აღდგომას ალავერდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ენქერით დააჯილდოვა.
1931 წლის მარტში ქ. თელავის „ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად დაინიშნა.
1933 წლის აღდგომას ალავერდის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და 
უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ლეონტი 1935 წლის 6 მარტს (მეორე ვერსიით 7 აპრილს) გარდაიცვალა. იგი თელავის საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს. 

43. სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 
(თელავის მაზრა) - -წინამძღვარი, თელავის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი იროდიონ მიხეილის ძე შავლიაშვილი

1880 წელს დაიბადა. 
გვ173



1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1892 წელს აწყურის ორ კლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამსედველად დაინიშნა.
1897 წლის 5 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და არტოზან-რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წლის 15 დეკემბერს რუისპირის სამრევლო-საეკლესიო სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა.
1898 წლის 14 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) საგვერდულით დააჯილდოვა.
1901 წლის 10 ივლისს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1902 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1911 წლის 20 დეკემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით გადააყენეს მთავარხუცესობიდან, 
1912 წლის 4 დეკემბერს საცხენისის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს ეკლესიის პირევლ საეკლესიო კრებაზე.
1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გაიხადა ანაფორა და მიატოვა ღვთისმსახურება.
დეკანოზი იროდიონი 1960 წელს გარდაიცვალა. 

44. სოფელ ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი.

1886-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1893 წლის დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს და თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
1893 წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ყორაგანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1896 წლის 29 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1897 წლის 12 თებერვალს ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 5 ივლისს გორის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.
1899 წლის 24 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე თანაშემწის თანამდებობიდან გადადგა.
1902 წლის 30 აპრილს ქვემო ხანდაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.
1904 წლის 25 ივნისს მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1908 წელს ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იან წლებში ანაფორა გაიხადა და მასწავლებლად 
მუშაობდა თბილისში.
მღვდელი ნიკოლოზი 1928 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. იგი 24 აპრილს თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს.
გვ174

45. სოფელ ვაქირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ირაკლი ცინცაძე,

1892- 98 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1899 წლის ოქტომბერში დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 1 ნოემბერს - მღვდლად დაასხეს ხელი და ვაქირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1903 წლის 15 ივლისს ზიარო-ფხოველის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1905 წლის 21 მარტს ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს და საგვერდულით დაჯილდოვდა.
1908 წელს ისევ ვაქირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1911 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს. მონაწილეობდა
1917 წლის 11-17 სექტემბრის, 1920 წლის 27 ივნისისა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციჭქულო ეკლესიის I, II და III საეკლესიო კრებებზე. 1918 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა და სიღნაღის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დანიშნა.
1923-24 წლებში ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება მიატოვა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

46. სოფელ ვაჩნაძიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე გიორგის ძე ლაშხაური

1841 წელს მღვდლის ოჯახსში დაიბადა.
1859- 65 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1866 წლის  27 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა.
1871 წლის 9 იანვრიდან - 1872 წლის 8 ნოემბრამდე საქმის მწარმოებლის მოვალეობას ასრულებდა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის 50 მანეთით დაასაჩუქრეს.
1872 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის შენობის გარემონტების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამავე წლის სექტემბერი-დეკემბერი დროებით სასწავლებლის სულიერი მოძღვრის მოვალეობას ასრულებდა, რისთვისაც 28 მანეთით დაასაჩუქრეს.
1874 წლის 2 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 10 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1876 წლის 30 მარტს კოღოთოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1877 წლის 17 მარტიდან შაქრიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.
1878 წლის 9 იანვარს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1878 წლის 31 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოედა.
1881 წელს კიდევ სამი წლით აირჩიეს მმართველ კომიტეტში.
1881 წლის 27 მარტს ზემო ხოდაშენის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1882 წლის 27 თებერვალს თაინეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1883 წლის 20 სექტემბერს თიანეთის სამრევლოსაეკლესიო სკოლის საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1885 წლის 4 მარტს მაღრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
გვ175
1892 წლის თებერვალში ვაჩნაძიანის მინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.გადაიყვანეს.
1898 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1902 წლის 27 ივლისს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 
1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1913 წლის 18 მაისს საეკლესიო წესების დარღვევის გამო დაითხოვეს სამრევლოდან და 3 თვით განამწესეს 
მონასტერში სასჯელის მოსახდელად. ამავე წლის 18 დეკემბერს, მოხუცებულობის გამო შტატიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა. წმინდა სინოდმა 300 მანეთი პენსია დაუნიშნა.ჰყავდა მეუღლე თამარ დავითის ასული დაბადებული 1851 წელს და შვილები: ვლადიმერი - დაბადებული 1876 წელს, ბარბარე - დაბადებული 1878 წელს, სოფიო - დაბადებული 1883 წელს, 
ნინო - დაბადებული 1885 წელს და გიორგი დაბადებული 1887 წელს. 

47. სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი 
1871 წელს დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.
1884-88 წლებში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მორჩილებას გადიოდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი.
1889 წლის 26 იანვარს პანკისის მხარეში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1895 წლის 24 თებერვალს კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.
1905 წლის 18 ოქტომბერს თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1907 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1908 წელს - მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1922 წელს ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს. ჰყავდა მეუღლე ანა 
დავითის ასული დაბადებული 1877 წელს და შვილები: თამარი - დაბადებული 1897 წელს, მარიამი - დაბადებული 1900 წელს და ქსენია - დაბადებული 1901 წელს. 

48. სოფელ ვეჯინის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი იოსების ძე ფურცელაძე.

XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ნახიჭევანის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 1892 წლის მაისში იგდირის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მედავითნედ 
გადაიყვანეს. 1894 წლის სექტემბერში მუკუზანის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
XX საუკუნის დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში განამწესეს.
1903 წლის 6 ოქტომბერს მღვდლად დაასსეს ხელი და ვეჯინის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი გიორგი 1910 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა. 

49. სოფელ ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყევლის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დიმიტრი სოლომონის ძე ციქუბაძე

გვ176

1860 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა.
1880 წლის 8 ივნისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც რამოდენიმე წელიწადში საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1921 წელს ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1922 წელს კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1926 წლის ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს მამა დიმიტრი ისევ კაკაბეთის ეკლესიაში მსახურობს.მღვდელი დიმიტრი 1936 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. 

50. სოფელი ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე ვასილის ძე ხატიაშვილი.

1890 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და თელავის „ღვთაების” სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 
1897 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1902 წლის 9 დეკემბერს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის 
ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1904 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 6 ივნისს სკუფია 
უბოძეს. 1908 წელს ველისცინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1911 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
1919-22 წლებში ალავერდის საეპარქიო საბჭოს მდივანია. მღვდელი იოანე 1927 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა.
დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე. 

51. სოფელი ზემო ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის  ეკლესია (თიანეთის მაზრა) - მღვდელი გიორგი იოსებიძე-იონინი.

1893 წლის 1 ივლისს ქოლოთის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.
1896 წლის 1 დეკემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ამ ეკლესიიდან. 
1897 წლის დასაწყისში ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1898 წლის 9 მაისს მაღრანის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1900 წლის 10 ნოემბერს ისევ ალვანის ეკლესიაში დააბრუნეს.
1910 წლის 12 სექტემბერს ჭოპორტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის მონაცემებით კვლავ ამ ეკლესიაში მსახურობს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
 
52. სოფელ ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი  მღვდელი იოანე დავითის ძე გოგნიაშვილი

1870 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა.
1886-1892 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1893 წლის 14 მარტს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში განამწესა.
1897 წლის 24 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის წმინდა 
გვ177
კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წლის სექტემბრიდან ახმეტის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთთ სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1900 წლის 18 დეკემბერს ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლობაც დააკისრეს.
1901 წლის 9 აპრილს ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წლის 26 ივნისს გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან.
1911 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1913 წელს - სკუფიით დაჭჯილდოვდა. მიუხედავად მრავალი დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. მღვდელი იოანე 1926 წლის 5 დეკემბერს 
გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელზარიძეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. საფლავის ქვაზე არის ასეთი წარწერა: „აქგანისვენებს ამავე სოფლის მღვდელი იოანე დავითის ძე გოგნიაშვილი, დაიბადა 1870 
წელს, გარდაიცვალა 1926 წლის 5 დეკემბერს. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი“. 

53. სოფელ ზემო ხოდაშენის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნესტორ ზაქარიას ძე სიდამონიძე.


XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სოფელ შაშიანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1903 წლის 20 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1904 წლის დასაწყისში ალვანის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. ამავე წლის 21 სექტემბერს სოფელ ალვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1908 წელს ზემო ხოდაშენის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი ნესტორი 1916 წლის 3 მარტს (ძე. სტ.) გარდაიცვალა.


54. სოფელ ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის (მეორე) ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი, სიღნაღ-ის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი კირილე ღვთისავარიშვილი.



1884-90 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1890 წელს ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, ყორაგანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1893 წლის 6 აგვისტოს ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1894 წლის 24 ოქტომბერს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

გვ178

1895 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა, 1898 წელს კი- სკუფია უბოძეს.

1897 წლის 15 დეკემბერს მირზაანის ქაალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1901 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1916 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1917 წლის ივნისში კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისის, 1921 წლის 1-5 აგვისტოსა და 1927 წლის 21-27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის II, III და IV საეკლესიო კრებებზე. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია.

1925 წლის 1 ივნისს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) ბოდბის კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. დეკანოზი კირილე 1931 წელს გარდაიცვალა. იგი სოფელ ბოდბეში საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს.


55. ქალაქ თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი - წინამძღვარი, დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი.



1891 წლის 29 აპრილის სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოედა.

1896 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასწავლო კომიტეტში, თელავის სასულიერო სასწავლებლის წარმომადგენლად დაინიშნა.

1898 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 1 ოქტომბერს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 25 იანვარს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

1902 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით, ხოლო 1903 წლის 6 მაისს კი - წმინდა ანას II ხარისხით დაჯილდოვდა. დეკანოზი მიხეილი 1910 წლის 7 იანვარს I(ძვ. სტ.) გარდაიცვალა.

მეორე მღვდელი - იოანე ისააკის ძე შიუკაშვილი 1841 წელს დაიბადა.

1868 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ზემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1874 წელს სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1876 წელს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ეკლესიაში განამწესეს.

1879 წელს თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1892 წლის 6 ივნისს სკუფიით დაჯილდოვდა.

1895 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის

გვ179

იანვარში თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დე

კანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის აღდგთმას წმინდა ანას III ხარისის ორდენით დაჯილდოვდა.

1917 წლიდან ალავერდის საეპარქიო საბჭოს წევრია.

1920-21 წლებში ქვემო ხოდაშენის სამრევლოში მსახურობს.

მისი შემდგომი ბედი უცნობია. მესამე მლვდელი - გიორგი ეგნატეს ძე მრევლიშვილი 1845 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა.

1863-69 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1870 წლის 1 მარტს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 მარტს - მღლვდლად დაასხა ხელი და ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1870 წლის 5 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1871 წლის 3 აპრილს არტოზანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1874 წლის 23 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1877 წლის 5 ნოემბერს, 1880 წლის 13 ივნისსა და 1884 წლის 30 მაისს კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1882 წლის 27 აპრილს სკუფია უბოძეს.

1884 წლის 1 სექტემბერს რუისპირის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1892 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1894 წლის 3 აპრილს თელავის საკათედრო ტაძრის მღვდელმსაურად დაინიშნა.

1896 წლის 26 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის მშენებლობის დროს გამოჩენილი ყურათღებისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1896 წლის 1 იივისს ისევ აირჩიეს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კრმტტეტის წევრად.

1899 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით-გრამოტით დააჯილდოვა.

1899 წელს მეორედ, ხოლო 1902 წლის 23 ივლისს ზედიზედ მესამედ აირჩიეს სასწავლებლის მმართველ კომიტეტში.

1905 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მღვდელი გიორგი 1909 წლის თებერვალში გარდაიცვალა, მაგრამ რადგანაც ყოვეი წლის კალენდარი ერთი წლით ადრე იწერებოდა იგი კვლავ შეიყვანეს 1910 წლის სიაში. ჰყავდა მეუღლე ოლღა ონოფრეს ასული - დაბადებული 1851 წელს და ერთი ვაჟი ნიკოლოზი - დაბადებული 1873 წელს.


56. ქალაქ თელავის „ღვთაების“ სახელობის ტაძარი - წინამძღვარი მღვდელი ისიდორე ოქროპირის ძე პერტაია


1875 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1892-98 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1898 წლის 25 ოქტომბერს ეგზარქოსმფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 1 მარტს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ამავე წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1900 წლის 30 დეკემბერს თავის სამთავარხუცესოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიების გარემონტებისა და შეკეთებაში მიღებული დიდი ღვაწლისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა.

გვ180

1902 წლის 14 დეკემბერს თელავის „ღვთაების“ ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრჯდ დაინიშნა.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა.

1911 წლის 15 ივლისს კობის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, გადაიყვანეს 1912 წლის დეკემბერში თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა ამ სამრევლოდან.

1913 წლის 20 იანვარს ყანჩავეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, მღვდელი ისიდორე 1915 წლის 11 მაისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე, რომელიც 1902 წელს მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. დარჩა სამი .შვილი: მარგალიტა დაბადებული 1900 წელს, ვახტანგი - დაბადებული 1901 წელს და ელენე დაბადებული 1902 წელს.


57. ქალაქ თელავის სასულიერო სასწავლებელში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია - წინამძღვარი მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი


1875 წლის 23 მაისს სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1892 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

1894-1900 წლებში კი - თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 

1900 წელს ცოლად შეირთო სოფელ შილდაში მცხოვრები დეკანოზ მატათა მირიანაშვილის უმცროსი ასული ბარბარე. ამავე წლის ზაფხულში თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაინიშნა.

1900 წლის 11 ნოემბერს სასულიერო სასწავლებელში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

1904 წლის 30 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე ტაძრის'წინამძღვრად დაინიშნა.

1907 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1910 წელსკი - სკუფიით დაჯილდოვდა.

1910 წელს თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყავნეს.

1913 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს, 1918 წელს ალავერდის ეპარქიის საეკლესიო სასამართლოს თავჯდომარედ აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1921 წლის 1-5 აგვისტოს მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო კრებაზე.

1923 წელს თავი დაანება მასწავლებლობას.

1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება შეეწყვიტა. დეკანოზი მიხეილი 1942 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქ. თელავის ძვვლ სასაფლაოზე.


58. თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე


1863 წელს ახალციხის მაზრაში, სრფელ მუსხში მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1880 წელს დაამთავრა ახალციხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი.

გვ181

1881-82 წლებში პედაგოგიური კურსები გაიარა და მასწავლებლად მუშაობის უფლებამიენიჭა.

1882-84 წლებში კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების მასწავლებლად მუშაობს.

1884-88 წლებში ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწეა.

1888 წლის 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროკირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, სოფელ ბელაქანის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.

1889 წლის 23 აგვისტოს თავისი თხოვნით ახალქალაქის მაზრაში, სოფელ ბარალეთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1894 წლის 18 ოქტომბერს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1896 წლის 17 სექტემბერს საგვერდული უბოძეს.

1897 წლის 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვდა.

1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა.

1900 წლის 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლძქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.

1901 წლის 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა.

1902 წლის 5 ივლისს საეპარქიო სამღვდელოების დეპუტატად აირჩიეს.

1903 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით - უგრამოტოთ დაჯილდოვდა.

1904 წლის 12 მაისს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ამავე წლის 23 ივნისს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამავდროულად მამა გრიგოლი თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თიანეთის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველად დაადგინეს.

1905 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.

1916 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ენქერით დაჯილდოვდა. მიუხედავად ხელისუფლების მკაცრი ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. 1927 წლის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვაკურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. მისი უწმინდესობა აპირებდა მამა გიორგის აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად კურთხევას, მაგრამ ქვეყანაში იმ დროს შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ და კათოლიკოსის

გვ182

უეცარმა გარდაცვალებამ, ეს კეთილი საქმე ჩაშალა.

1928წლის აღდგომას, ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) არქიმანდრიტისწოდება მიანიჭა. არქიმანდრიტი გიორგი 1934 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.


59. სოფელ იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი.


XIX საუკუნის 70-იან წლებში დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და ახაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1887 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1890 წელს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1897 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს და თელავის მაზრის | ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

1899 წლის 18 სექტემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა ამ თანამდებობიდან.

1901 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1914 წლის 8 სექტემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1915 წლის 5 აპრილს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი იოანე 1915 წლის 9 მაისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.


60. სოფელ იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი ვასილ კანანაძე.


XIX  საუკუნის 90-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და ქვეშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 1 თებერვალს ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს, საიდანაც ამავე წლის 29 მაისს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1902 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1913 წლის აღდგომას კი - სკუფიით დაჯილდოვდა. 1915 წლის 5 აპრილს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წელს მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია.

XX საუკუნის 30-იან წლების ბოლოს თბილისში გადმოვიდა.

1944 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში უშტატო მღვდლად ირიცხება. დეკანოზი ვასილი სავარაუდოთ XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა.


61. სოფელ ილურთას სამრევლო (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი კონსტანტინე ჭარხალაშვილი.


გვ183


62. სოფელ კაკაბეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნალღის მაზრა) - წინამძღვარი სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი სვიმონ ზაქარიას ძე ექვთიმიშვილი.

1889-95 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

1898 წლის 6 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გურჯაანის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1902 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1903 წლის 22 იანვარს კაკაბეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

1904 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1910 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1913 წლის 17 დეკემბერს კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1915 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1923-24 წლებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. დეკანოზი სვიმონი 1951 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა.


63. სოფელ კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე მატათაშვილი.


1883- 89 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1891 წლის ივნისში მღვდლად დაასხეს ხელი და ჭიკაან-კუჭატნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1892 წლის თებერვალში კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1900 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1904 წლის აღდგომას კი - სკუფიით დაჯილდოვდა. მღვდელი ალექსანდრე 1913 წლის 10 ნოემბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.


64. სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე ზაქარიას ძე უნაფქოშვილი


1866 წელს სოფელ პატარძეულში, მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1884 წლის 11 იანვარს ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1885 წლის დასაწყისში ბოჭორმის ეკლესია დაიკეტა და ალექსანდრე ამავე წლის 15 მარტს კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ განამწესეს.

1888 წლის 25 აპრილს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1891 წლის 25 მაისს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1894 წლის 1 აგვისტოს დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.

1902 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს.

გვ184

 1907 წლის 9 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის 

წინამძღვრად და ამავე სოფლის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. ამავდროულად თელავის ქალთა გიმნაზიაშიც ასწავლიდა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1923 წლის თებერვალში მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1925 წლის მონაცემებით ისევ ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურია.

XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ალექსანდრე 1936 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა.


65. სოფელ კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი გულაშვილი


1870 წლის 13 იანვარს დაიბადა.

1885-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, საიდანაც V კურსიდან თელავის სასულიერო სასწავლებელში ეკონომოსად დაინიშნა. 1892 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1893 წლის 23 იანვარს ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. ამავე წლის 5 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბახტრიონის სამრევლოს წინამძღვრად დაადგინეს.

1894-98 წლებში თიანეთის მაზრაში არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში თელავის სასულიერო სასწავლებლიდან დეპუტატად მიავლინეს.

1899 წლის 21 იანვარს მელაანის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1903 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1904 წლის 31 აგვისტოს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1909 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1911-17 წლებში იყო სიღნაღის მაზრის II ოლქის სამთავარხუცესოს საბჭოს წევრი.

1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1919 წლის 28 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1925 წელს კომუნისტების მიერ დანგრეული და გაპარტახებული კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესია აღადგინა და ამავე წლის 23 ივლისს განახლებული ტაძარი ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ხელახლა აკურთხა.

1926 წელს ბოდბის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში კვლავ მსახურობს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. დეკანოზი გიორგი 1939 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.


66. კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - მღვდელი იოანე ახმეტელაშვილი


1875 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1894-1900 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა 1900 წლის 30 ივლისს დიაკვნად

გვ185

აკურთხეს, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხეს ხელი და კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრადდაინიშნა.

1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1908 წელს მერდენეკის სამრევლოს წინამძღვრად გადაიყვანეს.

1913 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1918 წელს კარდენასხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის II კრებაზე.

1922 წლის დასაწყისში კიდევ გვხვდება, როგორც მოქმედი მღვდელმსახური. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


67. სოფელ კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ბართლომე გარსიაშვილი.


1903 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოევდა.

1907 წელს კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1911 წლის 26 აგვისტოს ჭვარების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.


68. სოფელ კელმეჩურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი მატათაშვილი.


XIX  საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიის ღვთისმსახურად დაადგინეს.

1903 წლის 22 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და კელმეჩურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1904 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა.

1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს.


69. სოფელ კისისხევის ფერისცვალების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი თომა შიოს ძე ოქროპირიძე


1861 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თავისუფალ მსმენელად ერევნის სასულიერო სემინარიაში.

1886 წლის 30 ივლისს ახალი მიხაილოვკის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.

1888 წლის 14 მარტს ნახიჭევანის სამრევლოში გადაიყვანეს.

1889 წლის 7 სექტემბერს ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა.

1896 წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს და მედავითნის შტატში დატოვეს.

1899 წლის 1 ივნისს დიაკვნის შტატში დაადგინეს.

1901 წლის 20 ივლისს ვაგარშაპეტის სამრევლოში გადაიყვანეს.

1902 წლის 12 მარტს თბილისის სასულიერო სასწავლებლის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1902 წლის 20 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კოღოთო-ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1908 წლის 1 სექტემბერს კისისხევის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1914 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი თომა 1916 წლის 29 თებერვალს გარდაიცვალა.


70. სოფელ კოღოთოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვასილ ბესარიონის ძე არევაძე



1874 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1888-92 წლებში ქუთაისის სასულიერო

გვ186

სასწავლებელში სწავლობდა. ამავე წელს გაიარა პედაგოგიური კურსები და მასწვლებლის მოწმობა მიიღო.

1893 წლიდან სარგვეშის ერთწლიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიმნა.

1898 წელს აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და ახმეტის ერთწლიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1903 წელს თელავის „ღვათების“ ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა.

1907 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და კოღოთოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი ვასილი XX ს-ის 30-იან წლებში კომუნისტური ხელისუფლების მსხვერპლი გახდა. იგი ცრუ ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.


71. სოფელ კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი ქაიხოსროს ძე ჭელიძე


1845 წლის 26 იანვარს დაიბადა.

1866-72 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1872 წლის 29 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და რუისპირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ახლად გახსნილი ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, რომელიც 31 ივლისს იკურთხა.

1876 წლის 29 ნოემბერს ეკლესიის კეთილმოწყობისათვის და სინდისიერი სამსახურისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1879 წლის 5 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1880 წლის 29 სექტემბერს კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყავნეს.

1884 წლის 5 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1884 წლის 11 დეკემბერს კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1887 წლის 28 თებერვალს სკოლაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობა გამოეცხადა.

1887 წლის 15 აპრილს სკუფია უბოძეს.

1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

1897 წლის 31 მაისს თელავის ქარხნის სანთლის საწყობის სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა.

1901 წლის ოქტომბერში კვლავ გამოეცხადა მღვდელმთავრული მადლობა.

1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

მღვდელი გიორგი 1913 წლის 24 მაისს გარდაიცვალა და მის ოჯახს წმინდა სინოდმა 300 მანეთი პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეუღლე ეფემია პავლეს ასული დაბადებული 1855 წელს და შვილები: კონსტანტინე - დაბადებული 1873 წელს, ზაქარია - დაბადებული 1886 წელს და ნინო - დაბადებული 1891 წელს.

გვ187


72. სოფელ კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების. სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლუკა გიორგის ძე თეთრაძე




1859 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას, ბაბუა იყო მღვდელი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც მხოლოდ ორი კურსი გაიარა.

1874 წლის 14 ნოემბერს სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1878 წლის 5 ივლისს ანანურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1880 წლის 13 ივნისს დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნეა.

1881 წლის 23 დეკემბერს ქარელის ცხოველსმყოფელი წყაროს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1888 წლის 12 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს.

1889 წლის 1 სექტემბერს დაბაკნეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1890 წლის 27 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ბოდავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1898 წლის 1 ოქტომბერს ლარვგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1903 წლის 13 ივნისს სამწევრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1906 წლის 3 ოქტომბერს კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. პარალელურად ატარებდა წირვა-ლოცვებს თოგნიანის სამრევლოში.

1925 წლის აღწერაში იგი კვლავ იხსენიება მოქმედ სამღვდელოებაში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


73. სოფელ კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვასილ იოანეს ძე მაისურაძე


1869 წელს დაიბადა.

1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიაში სწავლის პერიოდში, განსკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საეკლესიო გალობისადმი, რის გამოც 1890 წლის 30 ნოემბერს სემინარიის პედაგოგიურმა საბჭომ „მადლობის ფურცელით“ დააჯილდოვა.

1892 წლის 30 ნოემბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. ასევე დაინიშნა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად.

1896 წლის 23 ივლისს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 12 მაისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფელში არსებული სამრევლო-საეკლესიო

გვ188

სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

1903 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1909 წელს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 1 აპრილს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მმიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინეს.

1911 წლის 26 დეკემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. X საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1924 წელს რამოდენიმე თვით შეწყვიტა ღვთისმსახურება, მაგრამ 1925 წელს კვლავ დაუბრუნდა ეკლესიას და თელავის მაზრის III ოლქის (ნეკრესის) მთავარხუცესად დაადგინეს.

1927 წლის 21-27 ივნისის მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაზე.

1937 წელს ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ჰყავდა მეუღლე ანასტასია ადამის ასული მირიანაშვილი დაბადებული 1875 წელს და შვილები: ნიკოლოზი - დაბადებული 1893 წელს, იოანე - დაბადებული 1895 წელს, სოფიო - დაბადებული 1897 წელს და ელენე - დაბადებული 1901 წელს.


74. სოფელ კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი


1863 წელს დაიბადა.

1883-89 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1890 წლის 25 აპრილს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 მაისს კი მღვდლად დაასხა ხელი და დიდი თონეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

იქ მსახურების პერიოდში სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1895 წლის 13 მაისს ვაქირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1897-98 წლებში ანაგის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლობს.

1898 წლის 6 ნოემბერს კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის

ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1899 წლის 4 მარტს თელავის მაზრის II ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს და ამავე წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1899-1902 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლის.

1902 წელს სკუფია უბოძეს და ამავე წლის 1 ნოემბერს კურდღელაურის სამრევლო-საეკლსიო

სკოლაში დაინიშნა.

1902 წლის 12 დეკემბერს თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად და სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს.

1913 წლის 25 იანვარს საეპარქიო საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობიდან.

1913 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1916 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1924 წელს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა.

გვ189


75. სოფელ ლაგოდეხის სამრევლო (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მიხეილ იოანეს ძე დონჯაშვილი.


1891 წლის დეკემბერშიდიაკვნად აკურთხეს.

1892 წლის 12 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მლვდლად დაასხა ხელი და ლორეს სარეზერვო ფეხოსანი პოლკის მღვდლად დაინიშნა.

1895 წლის 4 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1898 წლის 1 სექტემბერს ლაგოდეხის მასლოვის სასწავლებლის ზედამხედველად და ლაგოდეხის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1925 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით იგი ბოდბის ეპარქიის ჰერეთის ოლქის მთავარხუცესად ჩანს. იხსენიება 1926 წელსაც. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სიცოცხლის უკანასკნელი წლები სურამში გაატარა. დეკანოზი მიხეილი 1935 წლის 17 მაისი გარდაიცვალა. იგი 21 მაისს სურამის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


76. სოფელ მაღაროს ფერისცვალების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი იერემია ჭრელაშვილი.


XIX საუკუნის 70-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და მაღაროს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1887 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოედა.

1898 წლის 21 იანვარს სოფელ მაღაროს სამინისტრო სახალხო ორწლიანი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1899 წლის 6 მაისს წმ. სინოდმა მადლობის სიგელით - გრამოტის გარეშე უწყალობა.

1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1912 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. მღვდელი იერემია 1913 წლის 29 ოქტომბერს ძვ სტ. გარდაიცვალა.


77. სოფელ მაღაროსკარის სამრევლო (თიანეთის მაზრა) - წინამძლვარი მღვდელი ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი




1870 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა.

1886-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1892 წლის 15 სექტემბერს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ სტეფანწმინდის სამრველო სკოლის მასწავლებლად განამწესა. ამავე წლის 1 სექტემბერს თიანეთში ანალოგიური სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს.

1896 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1898 წლის 1 ოქტომბერს ახალსოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1903 წლის 30 დეკემბერს ნადარბაზევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის

წინამძღვრად დაადგინეს.

1904 წლის 11 ოქტომბერს გომეწრის წმინდა

გვ190

გიორგის სახელობის ეკლესიის წინხამძღვრად დაინიშნა.

1906 წლის 1 სექტემბრიდან 1907 წლამდე ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესია.

1911 წლის ბოლოს მაღაროსკარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

1912 წლის 20 აპრილიდან ბერშუეთის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. ამავე წლის 17 ივლისს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ამ სამრევლოდან.

1913 წლის 20 იანვარს ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი ნიკოლოზი XX საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში გარდაიცვალა.


78. სოფელ მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოსებ გიორგის ძე დალაქიშვილი


1871 წელს, დიაკვნის ოჯახში დაიბადა.

1888 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.

1890 წელს, მესამე კურსიდან თავი გაანება სწავლას და თავისი თხოვნით, 1891 წლის 10 თებერვალს საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1892 წლის 13 აპრილს ფშაველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1900 წლის 17 დეკემბერს ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

1901 წლის 19 მარტს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1907 წლის 17 მაისს მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1908 წლის 1 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1911 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1916 წლის აღდგომას - სკუფიით დაჯილდოვდა.

1918 წლის სექტემბერში თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1920 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1922 წელს, დეკანოზ ლეონტი ღვინიაშვილის დაპატიმრების გამო, დროებით ახმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


79. სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)- წინამძღვარი მღვდელი დავით ქოქიაშვილი.




1891-95 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1896 წლის 24 იანვარს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1900 წლის 17 იანვარს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს.

1902 წლის 27 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან. ამავე წლის სექტემბრიდან ქ. თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან

გვ191

არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად ინიშნება.

1905 წლის 9 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალამშინის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.

1908 წლის აგვისტოში მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1921 წელს კვლავ იხსენიება მოქმედ სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


80. სოფელ მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი პეტრე ნიკოლოზის ძე დავითაშვილი.


XIX საუკუნის 90-იან წლებში კოშკინის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1900 წლის 17 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და როშკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1902 წლის 26 ოქტომბერს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1904 წლის 31 აგვისტოს მელაანის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1914 წლის 19 ოქტომბერს წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1919-23 წლებში ხოვლეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში მსახურობს.

1923 წელს ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მანაც მიატოვა ღვთისმსახურება. მღვდელი პეტრე 1943 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.


81. სოფელ მირზაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი.


1892 წელს ჯუგაანის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს და ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1904 წლის 31 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ასანურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1908 წელს მირზაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1915 წლის 12 ივლისს სკუფიით დაჯილდოვდა.

1915 წლის 23 ნოემბერს ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1925 წელს ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად დანიშნა.

1929 წელსაც იხსენიება მოქმედ სამღვდელოებაში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მღვდელი ილია XX საუკუნის 30-იან წლებშიც განაგრძობდა ღვთისმსახურებას. უკანასკნელ წლებში სიბერის გამო ცხოვრობდა საკუთარ სახლში, სადაც 1946 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია არბოშიკის ეკლესიის ეზოში. (მღვდელი ილია - მიტროპოლიტ გიორგის ძმიშვილი იყო).

82. სოფელ მირზაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მლღვდელი ანდრია ჯამასპიშვილი.

გვ192

XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს და მირზაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახსურად განამწესეს.

1901 წლის 19 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი და დართლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1907 წელს მირზაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1910 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1916 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1924 წელს იძულებული გახდა შეეწყვიტა ღვთისმსახურება და ანაფორა გაეხადა.


83. სოფელ მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - მღვდელი იაკობ გლახოს ძე ჯანელიძე


1851 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1876 წლის 5 ოქტომბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1878 წლის 21 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს.

1879 წლის 21 აპრილს თბილისის ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1882 წლის 1 აგვისტოს გორის ეპისკოპკოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე)

დიაკვნად აკურთხა და ამავე ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1886 წლის აგვისტოში გაიარა მოსამზადებელი კურსები და ნება დართეს მღვდლად

კურთხევაზე.

1888 წლის 27 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1897 წლის 14 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვქვდა.

1898 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1899 წლის 20 აგვისტოს ბალიჭის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1901 წლის 9 მარტს ნორიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1904 წლის 23 სექტემბერს ისევ მუქოს სამრევლოს წინამძღვრად დაადგინეს.

1910 წლის 2 ივნისს თშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღერად აირჩიეს.

1911 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა. მღვდელი იაკობი 1913 წლის 28 დეკემბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.


84.სოფელ მუკუზანის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი რაუდენ იოსების ძე დარჩია.


XIX  საუკუნის 90-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს და სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1899  წლის 26 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერზე მიწერილ მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1902 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1902 წლის 23 დეკემბერს მუკუზანის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1910 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.

1912 წლის 7 აგვისტოს საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

გვ193


85. სოფელ ნაფარეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ლევან იოსების ძე ვარდიაშვილი




1873 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1891- 97 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1897 წლის 3 აგვისტოს დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1898 წლის 11 დეკემბრიდან 1899 წლის ჩათვლით ასწავლიდა ქართულ ენას დიდუბის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში.

1900 წლის 11 თებერვალს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 18 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ნაფარეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა ნაფარეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნა.

1900 წელს თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1901 წლის 13 ნოემბერს საგვერდულით, ხოლო 1909 წელს - სკუფიით დაჯილდოვდა.

1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს.

1917 წლის 12 იანვარს თბილისის სანთლის ქარსნის საქმის მწარმოებლად და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახსურად გადაიკვანეს 1928 წლიდან თავი დაანება მღვდლობას და აღარ ირიცხება რომელიმე სამრევლოს მოძღვრად. დეკანოზი ლევანი 1935 წლის 10 მარტს გარდაიცვალა. იგი 14 მარტს თბილისში, ვერის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


86. სოფელ ნაციხვარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი თადეოზ ბოჭორიძე.




1904 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1910 წლის 19 მაისს მოხუცებულობის გამო გადადგა შტატიდან.

გვ194


87. სოფელ ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვასილ გიორგის ძე ნათიძე




1865 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ნუკრიანში მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1881-87 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1888 წლის 30 ივლისს სოფელ მელაანში გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა

ბავშვებს.

1888 წლის 28 აგვისტოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში განამწესა.

1889 წლის 15 აგვისტოს ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1890- 96 წლებში ორჯერ აირჩიეს თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტის დეპუტატად.

1894 წლის 24 აპრილს საგვერდულით დაჯილდოევედა.

1897 წლის 24 მაისს სიღნაღის სანთლის ქარხნის რევიზორად დაინიშნა.

1898 წლის 4 ოქტომბერს სკუფია უბოძეს.

1898 წლის 13 დეკემბერს ქ. სიღნაღის ლიანოზოვის დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1902 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1905 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტით უწყალობა.

1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1913 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვედა. შემორჩენილია 1945 წლის 27 დეკემბერს შედგენილი პატარა ავტოგრაფი მამა ვასილზე, სადაც მოკლედ არის აღწერილი მისი მოღვაწეობა 1915 წლის შემდეგ: „1916 წლის მაისის 6 იგი აყვანილია დეკანოზობის ხარისხზედ. მსახურობს თავჯდომარეთ საეპარქიო სამოსწავლო განყოფილებისა და ზედამხედველათ სიღნაღის მაზრის სამრევლო შკოლებისა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დროს, პირველ ხანებში, განსაკუთრებით ეპისკოპოს სტეფანე და იოანე ბოდბელის დროს, მსახურობდა სიღნაღის მაზრის უკანა მხრის სოფლებში მთავარხუცესათ. განსვენებული პატრიარქის ქრისტეფორეს მობრძანების დროს ბოდბის ეპარქიაში, თანახმად ეპარქიის სამღვდელო კრების დადგენილებისა, რომელსაც თავჯდომარეობდა თვით პატრიარქი ქრისტეფორე ნუკრიანის წმინდა გიორგის ეკლესიაში, მისი პატრიარქული ლოცვა-კურთხევით დანიშნული იყო დროებით ბოდბის ეპარქიის მეთვალყურეთ და დაჯილდოებული ენქერით, რაც კარგათ მოეხსენება თვით მეუფე ეფრემსაც, რომელიც თან ახლდა პატრიარქს ჩემს ოჯახში ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობის დროს. დღევანდელამდე ღრმა მოხუცებულობის, 1863 წელში

გვ195

დაბადებულს დეკანოზ ნათიძეს ღვთისადმი სამსახური არ შეუწყვეტია”.

1926 წლის 24 დეკემბერს შედგა ბოდბის ეპარქიის კრება. კრებამ ერთხმად დაადგინა შემდეგი: „თანახმად დეკანოზ ვასილ ნათიძისა ეპისკოპოსი ბოდბის ეპარქიისა აღვანილ იქნას მიტროპოლიტის პატივში, ხოლო ეპისკოპოსი სტეფანეს ხარისხზე აყვანის საკითხი აღძრულ იქნას სათანადო შუამდგომლობით სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდში - კრების თავჯდომარე დეკანოზი ილია კობაიძე“, 1927 წლის ბოლოს შედგენილ ბოდბის ეპარქიის ტაძრებისა და სამღვდელოების სიაში მამა ვასილი სამი ტაძრის წინამძღვრად მოიხსენიება.

IV ოლქში არსებული სოფელ მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის - 250 კომლი, ტაძარი არ მოქმედებდა; სოფელ ჩალაუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - 150 კომლი, ტაძარი არ მოქმედებდა და სოფელზიარის „უსანეთის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - 85 კომლი, ტაძარი ხელახლა აკურთსა მეუფე სტეფანემ (კარბელაშვილი) 1927

წლის 10 ივლისს.

1943 წელს ეკლესიების ამოქმედების დროს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, მამა ვასილს დაევალა საეკლესიო წესების შესრულება სოფელ ნუკრიანსა და ჭოტოხში, ხოლო წირვა-ლოცვის ჩასატარებლად პერიოდულად ჩადიოდა ახალსოფლის (ძვ. გავაზის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. უკანასკნელად მოიხსენიება 1956 წლის დასაწყისში შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიაში. დეკანოზი ვასილი ამავე წელს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია სოფელ ნუკრიანის სასაფლაოზე.


88. სოფელ ოჟიოს წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძლვარი მღვდელი გიორგი იოანეს ძე ფარეზაშვილი.


1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

1899 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის | ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა.

1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. მღვდელი გიორგი 1910 წლის 15 მარტს გარდაიცვალა.


89. სოფელ ოზაანის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვლადიმერ ქოქიაშვილი.


1896-1902 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1902 წლის 2 სექტემბერს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1902 წლის 26 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ოზაანის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1912 წლის 15 იანვარს ჯუგაანის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად გადაიყვანეს.

1916 წლის 23 დეკემბერს სკუფიით დაჯილდოვდა.

1926 წლის ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს იხსენიება სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

გვ196


90. სოფელ ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (თუშების, თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე შალვას ძე ქარსაველი


1864 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თელავის საქალაქო სასწავლებელი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შიო-მღვიმეს მონასტერში შეისწავლა.

1885 წელს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის მედავითნედ დაინიშნა.

1888 წელს ხევსურეთში, გუდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1890 წელს ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1891 წლის 14 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე სამრევლოში მედავითნის შტატში დაადგინა.

1896 წლის 28 თებერვალს მაღრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1898 წლის 20 იანვარს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითხედ დაადგინეს.

1900 წლის 17 მარტს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1900 წლის 27 ნოემბერს თელავის „ღვთაების” სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა.

1903 წლის 16 ივლისს პირველ მედავითნედ დაადგინეს.

1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1910 წელს გოგაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1914 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1914 წლის 29 აგვისტოს გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ჰყავდა მეუღლე მარიამ სვიმონის ასული დაბადებული 1874 წელს და ერთი ქალიშვილი თეოდოსია დაბადებული 1902 წელს.


91. სოფელ რუისპირ-არტოზანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე ლავრენტის ძე შოშიაშვილი.


XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს და ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად განამწესეს.

1897 წლის 5 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1898 წლის 1 ოქტომბერს არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1901 წლის 20 ივლისს რუისპირ-არტოზანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1905 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1910 წლის აღდგომას - სკუფიით დაჯილდოვდა.

1914 წლის 6 მაისს კამილაეკა უბოძეს.

1918 წლის 24 სექტემბერს თელავის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი იოანე 1927 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა.


92. სოფელ როშკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვლადიმერ იოსებიძე-იონინი


1850 წელს, თიანეთის მაზრის სოფელ სვიმონიანთხევში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1896 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.

გვ197

1899 წლის 5 აპრილს III კურსიდან სწავლა მიატოვა და გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს (ოქროპკირიძე) ლოცვა-კურთხევით მცხეთის სვეტიცხოვლის თორმვეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა.

1903 წლის 25 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ბენიამენმა (ბორნუკოვი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 30 იანვარს - მღვდლად დაასხა ხელი და როშკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1911 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1914 წლის 30 აპრილს სკუფია უბოძეს.

XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ჭოპორტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1928 წლის 9 მარტს მოხუცებულობის გამო გადადგა შტატიდან და პენსიაზე გავიდა.


93. სოფელ საბადურის, ნადოკრას წმინდა არჩილ მეფის სახელობის დედათა მონასტერი, მიწერილი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს მცხეთაში (თიანეთის მაზრა) - მონაზონი მარიამი


94. სოფელ საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი დეკანოზი დავით ლაზარეს ძე გოგიაშვილი


1839 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1855-61 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1861 წლის 16 ივნისს თელავის სასულიერო სასწავლებელში, ქვედა განყოფილებებში მეორე

მასწავლებლად დაინიშნა.

1864 წლის 3 დეკემბრიდან 1866 წლის 1 მაისამდე ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა. ამასთანავე, 1861 წლის 1 სექტემბრიდან 1871 წლის 22 მარტამდე უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს თათრულ და ბერძნულ ენებს.

1865 წლის 29 მარტს სასწავლებელში დამსახურებული პედაგოგობის გამო მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1867 წლის 20 დეკემბრიდან 1869 წლის 17 სექტემბრამდე სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და საქმის მწარმოებლად დაინიშნა.

1874 წლის 15 ოქტომბრიდან 1876 წლის 1 ივლისამდე სასწავლებლის გარეშეა.

1879 წლის 12 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 15 აგვისტოს - მღვდლად დაასხეს ხელი და მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1883 წლის 29 დეკემბერს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1884 წლის 9 მაისს თელავის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის აშენების სარევიზიო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. იმავე წლის 8 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოევდა.

1886 წლის 20 სექტემბერს სამი წლის ვადით თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1889 წლის 20 სექტემბერს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.

1890 წლის 1 აპრილს სკუფიით დაჯილდოვდა.

1893 წლის მარტში აწყურის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის შენობის აშენების კომიტეტის თავჯდომარედ დაადგინეს.

1893 წლის 1 ნოემბერს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1894 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1894 წლის 24 აგვისტოს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

1896 წლის 27 თებერვალს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

გვ198

1898 წლის 1 ოქტომბერს მთავარხუცესობიდან გადადგა და საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. იმავე წლის 12 დეკემბერს იმავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1905 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.

1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის 16 მაისს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. დეკანოზი დავითი 1917 წლის 25 ოქტომბერს I(ძვ. სტ.) გარდაიცვალა. იგი 28 ოქტომბერს თელავის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


95. სოფელ საყარაულოს სამრევლო (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სოლომონ დავითის ძე სიდამონიძე.


XIX საუკუნის 80-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და ახადო-ნოჯიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1895 წლის 15 მარტს ფშავ-ხევსურეთის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

1898 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1903 წლის აღდგომას - სკუფიით დაჯილდოვდა.

მღვდელი სოლომონი 1910 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. იგი თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


96. ახადო-ნოგიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი ნესტორ ნიკოლოზის ძე ბაკურაძე


1861 წელს დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო უწყებას. წერა-კითხა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შუამთის მონასტერში ისწავლა.

1878 წლის 2 ივლისს აბანოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1881 წლის 1 ოქტომბერს ვლადიკავკაზის ეპარქიაში გადაიყვანეს და სოფელ ხუმლაგის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.

1886 წლის 2 იანვარს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 16 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ხუმლაგის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.

1887 წელს საგვერდულით დაჯილდოედა. 1889 წლის 1 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1890 წლის 15 თებერვალს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოებისწევრად აირჩიეს.

1894 წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს.

1895 წლის 20 თებერვალს ვლადიკავკაზის ეპარქიის X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა.

1896 წლის 30 სექტემბერს ტალიბანის სამრევლოს წინამძღვრად გადაიყვანეს.

1898 წელს ხავერდისფერი სკუფიით დაჯილდოედა. იმავე წლის 27 ნოემბერს ვოლნო-კრისილანის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.

1902 წლის 24 ოქტომბერს ლარსის სამრევლოში დაადგინეს.

1904 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1906 წლის 26 ნოემბერს ისევ აირჩიეს X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად.

1909 წლის 20 იანვარს ახადო-ნოჯიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინ- იშნა.

1910 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილოდედა.

გვ199

1911 წლის 16 ნოემბერს თიანეთის მაზრის | ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1928 წლის მონაცემებით, ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. მღვდელი ნიკოლოზი 1931 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა.


97. სოფელ საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) -წინამძღვარი ფშავ-ხევსურეთის | ოლქის მთავარსუცესი, მღვდელი გრიგოლ წიკლაური.


1885-1891 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ თელავის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა.

1896 წელს დიაკვნად აკურთხეს. 1896 წლის 4 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და მაშნაარის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1897 წლის 24 მაისს სიღნაღის მაზრის სანთლის ქარხნის რევიზორად დაინიშნა.

1899 წლის 14 იანვარს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1900 წლის 7 აგვისტოს საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1901 წლის 26 ივნისს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1902 წლის 8 აპრილს საგვერდულით დაჯილდოედა. მღვდელი გრიგოლი 1911 წლის 14 აპრილს ძვ. სტ. გარდაიცვალა.


98. სოფელ საქობაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოსებ ილარიონის ძე იაშვილი


1847 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1869-75 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1875 წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც არ დაუმთაერებია.

1879 წლის 24 თებერვალს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 4 მარტს - მღლვდლად დაასხა ხელი და ოზაანის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1890 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.

1897 წლის 6 მაისს კამილავკა უწყალობეს.

1902 წლის 26 ოქტომბერს საქობაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1906-09 წლებში ახაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1910 წლის 4 ივნისს მოხუცებულობის გამო თავისი თხოვნით, შტატიდან გადადგა. მღვდელი იოსები 1919 წლის 19 თებერვალს სოფელ გურჯაანში გარდაიცვალა. იგი 23 თებერვალს გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანში დაასაფლავეს.


99. სოფელ საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით ილარიონის ძე იაშვილი (იხ. ზემოთ მიტროპოლიტ დიმიტრის ბიოგრაფია)


100. სოფელ საქობაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი პავლე იაშვილი.

1916 წლის 23 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

გვ200


101. სოფელ საცხენისის სამრევლო (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვასილ მატათაშვილი


1869 წელს დაიბადა.

1887-1893 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1893 წლის 21 ნოემბერში დიაკვნად აკურთხეს, დეკემბერში კი - მღვდლად დაასხეს ხელი და კოდის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1900 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1900 წლის 1 ივლისს დიდი ლილოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1902 წლის 10 იანვარს თბილისის გუბერნიის IV ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.

1902 წლის 2 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა.

1907 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1907 წელს საცხენისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1911 წლის 25 სექტემბერს თბილისის რკინიგზის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში მეორემღვდლად განამწესეს.

1918 წელს თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1926 წელს ენქერით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1927 წლის 21-27 ივნისის გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაზე.

1933 წელს კომუნისტებმა ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დაანგრიეს და იქ ვერის ბაღი გააშენეს. კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ვასილი სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1937 წელს კვლავ იხსენიება ამავე ტაძრის წინამძღვრად. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


102. სოფელ სვეჩინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მათე კარტაშაევი.


1904 წლის 24 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და სვეჩინოს (ეხლანდელი სოფელი ჯაფარიანი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1906 წლის 15 მარტს საგვერდულით, ხოლო - 1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ არ ემორჩილებოდა საქართველოს ეკლესიის მმართველობას და ჰქონდა პრობლემები ადგილობრივ მწყემსმთავართან.

1926 წლის ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს სოფელ ჯაფარიანის წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია და იქვე მითითებულია, რომ არ ემორჩილებოდა ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი). მისი შემდგომი ბედი უცნობია.


103. სოფელ სვიმონიანთხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იროდიონ შიოს ძე თურქაძე.




XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მღვდლად დაასხეს ხელი და ოკამის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1908 წლის ნოემბერში სვიმონიანთხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1909 წელს სკუფია უბოძეს.

გვ201

1911 წლის 24 აგვისტოს რუისის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის IV ოლქის მთავარსუცესად აირჩიეს.

1913 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1916 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

მღვდელი იროდიონი 1918 წელს შავი ჭირით გარდაიცვალა.


104. ქ. სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარი - წინამძღვარი, სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი


1835 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1851-57 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1857 წლის 14 სექტემბერს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1858 წლის 24 იანვარს ყორაგანის სამრევლოში გადაიყვანეს. ამავე წლის 10 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა და 1261 ინგილოს ქრისტიანულ სჯულზე მოქცევისათვის მოღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1859 წლის 21 აპრილს ზაქათალის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წლის 26 მაისს თასმალოს სამრევლოში განამწესეს.

1862 წლის 20 აპრილს სკუფია უბოძეს.

1864 წლის 17 ივნისს ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადმოიყვანეს.

1868 წლის 10 იანვარს ნუხის წმინდა სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 5 თებერვალს ნუხის საქალაქო სასწავლებლის ზედამხედველად დაადგინეს.

1873 წლის 8 აპრილს კამილავკით დაჯილდოედა.

1876 წლის 31 აგვისტოს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წლის 12 ოქტომბერს სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1880 წლის 26 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

ამავე წლის 25 სექტემბერს სიღნაღის სანთლის ქარხნის მმართველად აირჩიეს.

1883 წლის აგვისტოში დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1884 წლის 29 თებერვალს სიღნაღის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

1889 წლის 26 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.

1890 წლის 21 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1893 წელს იმპერატორ ალექსანდრე III სამახსოვრო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

1899 წლის 25 აპრილს ბრილიანტის თვლებით შემკული ჯვრებით დაჯილდოვდა, ხოლო ამავე წლის 6 მაისს - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს.

1902 წლის 26 ოქტომბერს მოხუცებულობის გამო გადადგა შტატიდან.

1903 წლის 15 ოქტომბერს სანთლის ქარხანაში სამაგალითო

გვ202

და დამსახურებული სამსახურისათვის საეპარქიო საბჭოს მადლობა გამოუცხადა.

1905 წლის 29 იანვარს ეკლესიაში 47 წლიანი და სამრევლო საეკლესიო სკოლაში 35 წლიანი ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1914 წლის 6 მაისს ენქერი უბოძეს.

1916 წლის აღდგომას წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჭჯილდოვდა. დეკანოზი სვიმონი 1917 წლის 13 მარტს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. იგი 18 მარტს სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს. ჰყავდა მეუღლე ნინო იოლის ასული ბეგიაშვილისა, რომელთანაც 4 შვილი - ბასილი, კონსტანტინე, თამარი და ელენე შეეძინა.


105. ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერი: წინამძღვარი არქიმანდრიტი სვიმონი - ერისკაცობაში სამარაღდონ ყარამანის ძე წულუკიძე




1832 წელს, თავადის ოჯახში დაიბადა.

1851-55 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1862 წლის 5 დეკემბერს გელათის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში არქიმანდრიტმა ონიფანტემ  (ნადირაძე) ბერად აღკვეცა და სახელად სვიმონი უწოდა.

1863 წლის 7 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა.

1864 წლის 14 აპრილს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში განამწესეს.

1867 წლის 8 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი.

1869 წლის 18 თებერვალს დავით გარეჯის მონასტერში დაინიშნა.

1870 წლის 20 ოქტომბერს ამავე მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს.

1871 წლის 25 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1872 წლის 13 იანვარს შიო-მღვიმეს მონასტერში გადაიყავნეს და იქაც ხაზინადრობა დაევალა.

1875 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

1878 წლის 13 ივლისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

1879 წლის 25 ოქტომბერს ისევ გარეჯის მონასტერში დააბრუნეს და 1880 წლის 10 თებერვალს კვლავ ხაზინადრად დაინიშნა.

1882 წლის 13 ივნისს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1884 წლის 12 ივლისიდან ისევ გარეჯის მონასტერშია. ამავე წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოედა.

1888 წლის 26 აგვისტოს ხელმეორედ დაადგინეს ვარძიის მონასტრის წინამძღვრად.

1898 წლის 5 ივლისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსის ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევით გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იღუმენის წოდება მიანიჭა.

1901 წლის 10 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.

1907 წლის 15 ივნისს ხირსის წმინდა

გვ203

სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1911 წლის 8 დეკემბერს მოხუცებულობის გამო, შტატიდან გადადგა და პენსიაში გავიდა. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით დართეს უფლება ეცხოვრა ხირსის მონასტერში, სადაც მონასტრის შემოსავლიდან თვეში 10 მანეთი დაენიშნა.

1916 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პლატონმა (როუდესტვინსკი) იმოგზაურა კახეთში და მოილოცა ხირსის მონასტერი, ინახულა ღრმად მოხუცებული არქიმანდრიტი სვიმონი, რომელსაც დაჰპირდა პენსიის მომატებას. სავარაუდოთ, მამა სვიმონი 1917-18 წლებში გარდაიცვალა.


იღუმენი ალექსანდრე - ერისკაცობაში ალექსი იოსების ძე საყვარელიძე


1834 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში ისწავლა, სადაც 1862 წლის 7 ივლისს მორჩილად განამწესეს.

1873 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტმა კესარიამ (ჩეკურიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდა.

1877 წლის 18 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1878 წლის დასაწყისში ისევ ხირსის მონასტერში გადაიყავნეს და ამავე წლის 14 ივლისს მღვდლად დაასხეს ხელი.

1880 წლის 14 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მონასტრის ხაზინდრად დაინიშნა.

1886 წლის 14 აგვისტოს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უწყალობა.

1887 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1895 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.

1896 წლის მარტში მონასტრის სამრეკლოს შეკეთებისათვის და კეთილმოწყობისათვის წმინდა სინოდმა 21 მანეთად ღირებული ვერცხლის ჯვრით და 59 მანეთად ღირებული ვერცხლის ყდიანი ქართული სახარებით დააჯილდოვა.

1900 წლის 9 ივლისს იღუმენის წოდება მიენიჭა.

1910 წელს აღწერილ ხირსის მონასტრის საფლავების სიაში სწერია: ”ეკლესიის ეკვდერში ასაფლავია ამ მონასტრის მშრომელი და მოღვაწე, აზნაური იღუმენი ალექსანდრე”. როგორც ჩანს, იგი 1906-08 წლებში გარდაიცვალა.


მღვდელმონაზონი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე ზურაბაშვილი


1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში შეისწავლა.

1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს.

1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს.

1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის წმინდა იოანეს სახელობის მონასტერში განამწესეს.

1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1891 წლის 12 თებერვალს საფარის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თან

გვ204

ამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.

1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდაიოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1905 წლის 15 ივნისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს და ბოდბის დედათა მონასტერში პერიოდულად წირვალოცვის შესრულება დაევალა.

1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1915 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში, თავის ნათესავებთან დასახლდა.

1916 წლის 11 მარტს იგი ხოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.


მღვდელმონაზონი ამბროსი - ერისკაცობაში ალექსანდრე გიორგის ძე ალადაშვილი




1873 წელს, გლეხის ოჯახსში დაიბადა. დაამთავრა მაჩხაანის ერთკლასიანი სასოფლო სასწავლებელი.

1902 წელს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად ამბროსი ეწოდა. ამავე წლის 27 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს.

1903 წლის 2 მარტს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1905 წლის 15 მაისს მოღვდლად დაასხეს ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაინიშნა და 15 ივნისს ხაზინადრობა ჩააბარეს. ამავე წლის 27 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მარტვილის მონასტერში გადაიყვანა და 11 დეკემბერს საგვერდულით დააჯილდოვა.

1906 წლის 15 ნოემბერს ისევ ნათლისმცემელში დააბრუნეს.

1907 წლის 1 სექტემბერს შიომღვიმეს მონასტერში გადაიყვანეს.

1908 წლის 10 მაისს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს. ამავე წლის 10 დეკემბრიდან ხირსის მონასტერშია და დროებით ხაზინადრობა შეუთავსეს.

1910 წლის 7 ოქტომბერს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში განამწესეს.

1913 წლის 29 აპრილს ისევ ფერისცვალების მონასტრის წევრია, ხოლო ამავე წლის 20 ოქტომბრიდან კვლავ ხირსაში დააბრუნეს და 25 ნოემბერს ხაზინადრად დაინიშნა.

1915 წლის 21 ივლისს შიო-მღვიმეს მონასტერში გადაიყვანეს.

1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჭჯილდოვდა და ხირსის მონასტერში განამწესეს.

1922 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მწირველად

განამწესეს.

1924 წელს ხელისუფლებამ ბოდბის მონასტერი დახურა და მამა ამბროსი უადგილოდ დარჩა.

1925 წლის ნოემბერში წილაკნის ეკარქიაში, სოფელ ყურისუბნის (ძალისას) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის

გვ205

წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წლის 3 აპრილს იღუმენის წოდება მიენიჭა.

1927 წლის 7 ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიის, სოფელ ჯუგაანის ეკლესიის მღვდელმსახურია.

1930 წლის 9 აპრილს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა,

1935 წელს თბილისის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1937 წლის 4 აპრილს გათავისუფლდა წინამძღვრის მოვალეობიდან და აწყურის ”'თეთრი“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძმოში განამწესეს.

1939 წლის 12 აგვისტოს ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1950-54 წლებში ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესის მოვალეობას ასრულებს.

1951 წლის 18 აგვისტოს, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ალავერდის მონასტრის კრებულში განამწესა და წინამძღვრის მოვალეობა შეუთავსა. ასევე დაევალა ზემო და ქვემო ალვანის სამრევლოებში სამღვდელო წესების შესრულება.

1952 წლის 15 ნოემბერს ვარდისუბნის ყოვლადნმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1953 წლის დასაწყისში თელავის ”ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1954 წლის 12 იანვარს მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა. არქიმანდრიტი ამბროსი 1955 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი:


იღუმენი ნიკოლოზი - ერისკაცობაში ნიკოლოზ მიქელაძე




1854 წელს, თავადის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში ისწავლა.

1881 წლის 6 აპრილს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტად დაინიშნა.

1886 წლის 6 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) შუამთის ყოვლადნწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანა და იქაც გუნდის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

 1893 წლის 29  ივნისს ამავე მონასტერში ეპისკოპოსმა ბესარიონმა ბერად აღკვეცა და სახელად ნიკოლოზი უწოდა. ამავე წლის 3 ივლისს დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა.

1893 წლის 15 ოქტომბერს ალავერდისა და შუამთის მონასტრების ეკონომოსად დაინიშნა და 10 ნოემბერს შუამთაში გადაიყვანეს.

1898 წლის 21 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1902 წლის 29 ოქტომბერს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა.

1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1907 წლის 7 მაისს წმინდა ანას

გვ206

III ხარისხის ორდენი ეწყალობა.

1911 წლის 6 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა.

1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალით დაჭჯილდოვდა.

1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს.

1926-27 წლებში კომუნისტებმა დახურეს შუამთის მონასტრის და მამა ნიკოლოზი იძულებული გახდა სოფელ რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადასულიყო, სადაც რიგით მღვდელმსახურად მოღვაწეობდა. იღუმენი ნიკოლოზი 1929 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. წესი ანდერძისა შეასრულა თელავის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა. დაკრძალულია რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასაფლაოზე.

მღვდელმონაზონი იროდიონი - ერისკაცობაში იოსებ ბასილის ძე გელაშვილი 1874 წელს, გლესის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა.

1896 წლის 17 აპრილს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს.

1898 წლის 1 სექტემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1899 წლის 18 იანვარს ამავე მონასტერში არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად იროდიონი უწოდა.

1899 წლის 9 აპრილს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში დაადგინეს.

1901 წლის 11 თებერვალს დიაკვნად, ხოლო 18 თებერვალს - მღვდლად დაასხეს ხელი და დასავლეთ საქართველოში, ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში განამწესეს. ამავე წლის 25 ნოემბერს შუამთის მონასტერში, ბერდიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1903 წლის 23 აპრილს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში დაადგინეს.

1904 წლის 6 ივლისს საგვედრულით დაჯილდოედა.

1904 წლის 14 ოქტომბერს გარეჯში გადაიყვანეს. 1907 წლის 18 მარტიდან ისევ შუამთის მონასტერშია.

1910 წლის 7 ოქტომბერს კვლავ ხირსაში დააბრუნეს და ამავე წლის 6 ნოემბერს დროებით ხაზინადრად დაინიშნა.

1912 წლის 12 სექტემბერს ხირსის მონასტერზე მიწერილი, წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის მწირველად დაინიშნა.

1915 წელს თავისი თხოვნის საფუძველზე დატოვა მონასტერი და საკუთარ სოფელში დასახლდა საცხოვრებლად. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


მღვდელმონაზონი პიმენი - ერისკაცობაში შიო ფარსადანიშვილი


1855 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. დაქვრივების შემდეგ ბერობის სურვილმა ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში მიიყვანა.

1896 წლის 29 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა.

1896 წლის 22 ივლისს თბილისის ფერისცვალების სახლობის მონასტერში არქიმანდრიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ბერად აღკვეცა და სახელად პიმენი უწოდა. ამავე წლის 7 ივლისს ისევ მეუფე ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ხირსის მონასტრის საძმოში განამწესა.

გვ207

1901 წლის 25 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1902 წლის 25 ოქტომბერს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1911 წლის 13 ოქტომბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს.

1913 წლის 13 მაისს ხაზინადრად დაინიშნა.

1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალით დაჯილდოვდა.

1914 წლის 5 მარტს შუამთის მონასტერში გადაიყვანეს.

1927 წელს კომუნისტებმა დახურეს შუამთის მონასტერი და მამა პიმენი სოფელ ვანთის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1929 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა. იღუმენი პიმენი 1940 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა.

მღვდელმონაზონი იაკობი - ერისკაცობაში იოანე ღვთისავარის ძე გესლაშვილი 1870 წელს თბილისის გუბერნიის, თიანეთის მაზრაში, სოფელ ჯვარბოსლევში გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლა-განათლება ოჯახში მიიღო.

1896 წელს დავით გარეჯის მონასტერში მორჩილად განამწესეს.

1898 წელს ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანეში გაემგზავრა, სადაც სამწლიანი მორჩილების გავლის შემდეგ 1902 წელს ამავე სავანის წინამძღვარმა სქემმღვდელმონაზონმა იონამ (ხოშტარია) ბერად აღკვეცა და სახელად იაკობი უწოდა.

1910 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის საძმოში განამწესეს.

1911 წელს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1913 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა.

1914 წლის 9 მარტს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელმონაზონი იაკობი 1914 წლის ზაფხულში მოულოდნელად გარდაიცვალა. შემორჩენილი წერილი, რომელსაც ამავე მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა) უგზავნის მონასტრის ძმობას: “მაღალ ღირს იოვანე ნათლის მცემლის არქიმანდრიტს გერასიმეს - უზომოთ და გამოუთქმელად შემაწუხა ტრაგიკულმა სიკვდილმა მეტად ღირსის მამა იაკობისამ. ღმერთმა აცხოვნოს და დაუმკვიდროს ზეცათა სასუფეველი. ეხლა ჩემის ამა მოწერილობისა თანავე გააღეთ მისი სენაკი თანდასწრებით ყველა ძმათა და აღწერეთ ყოველივე რაიცა ცხოვნებულს დარჩა ან ფულად ან ტანისამოსით. მოაწერეთ ყველამ ხელი და ეს აქტი მე გამომიგზავნეთ მთავრობასთან წარსადგენად. მერმეთ ყოველის პატივისცემით და გულს მოდგინებით და სიყვარულით, ისე როგორც იმედი მაქვს დაასაფლავეთ. ამასთანავე გიგზავნით ოთხს ცალს .. ნახვამდის. გულით ვინაწილებ ძმათა მწუხარებას მამა იაკობისა. თივის საქმე თქვენ იცით. დაბეჭდილი ნივთების .. რომელიც მამა იაკობს ჰქონდა, მამა მაკარის ჩააბარეთ. თქვენი არქიმანდრიტი ნაზარი“. ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი: მღვდელმონაზონი ზენონი (სუმბაძე, იხ. ზემოთ). 

გვ208


მღვდელმონაზონი დანიელი - ერისკაცობაში დავით გილაშვილი


1865 წელს, თბილისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაქვრივების შემდეგ ბერადშედგომის სურვილმა ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიიყვანა, სადაც წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ისწავლა.

1902 წლის 12 აგვისტოს დავით გარეჯის მონასტერში გადაიყვანეს.

1904 წლის 14 თებერვალს იღუმენმა დიდიმმა (მიქიაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად დანიელი უწოდა.

1906 წლის 16 დეკემბერს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1908 წლის 6 მაისს დიაკვნად აკურთხეს. 1909 წლის 14 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ბერდიაკვნის შტატში განამწესეს.

1913 წლის 29 ივლისს დავით გარეჯის მონასტერში დაადგინეს.

1915 წლის 16 თებერვალს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1916 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით დაჯილდოვდა.

1918 წლიდან მამა დანიელი სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობს.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ერწო-თიანეთის მხარეში დამკვიდრდა და იქაურ სოფლებში აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

1944 წლის 30 აგვისტოს, წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს: “მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია სამსახური, არის ერწოში თავის სოფელში მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვალოცვა არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოფნა იქ, მაშასადამე არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ 7 წელია და მათ შორის ექვსი წელია წილკნის ეპისკოპოსად და არც ჩემთან გამოცხადებულა არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელმონაზონი დანიელი, ესეც ერწოში, ოღონდ არ ვიცი რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და არ ვიცი იყო თუ არა“. როგორც ჩანს, მოხუცებული მოძღვარი 40-იან წლებში კიდევ განაგრძობდა მღვდელმსახურებას. სავარაუდოთ, ამის შემდგომ, იგი მალევე გარდაიცვალა, რადგან 1950 წლის სამღვდელოების აღწერაში იგი უკვე აღარ მოიხსენიება ცოცხალთა შორის.


ბერდიაკონი იოსები - ერისკაცობაში იოანე ლაგაზიშვილი


1879 წელს, დუშეთის მაზრაში, სოფელ ტონჩაში, გლეხის ოჯახში დაიბადა.

წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში ისწავლა.

გვ209

1902 წლის 5 მარტს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1904 წლის 7 ივლისს იღუმენმა ნიკოლოზმა (მიქელაძე) ბერად აღკვეცა და სახელად იოსები უწოდა. ამავე წლის 19 სექტემბერს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა.




1911 წლის 6 ნოემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მოღვდლად დაასხა ხელი და შუამთის მონასტრის საძმოში დაადგინა.

1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალით დაჯილდოვდა.ბერული ცხოვრება ყოველდღიურ წირვა-ლოცვასა და მორჩილებაში მიედინებოდა. ახალგაზრდა მღვდელმონაზონს მორჩილებისა და ღვთისადმი განსაკუთრებული მოწიწების გამო დიდად აფასებდა მონასტრის ძმობა და საპასუხისმგებლო საქმეებსაც ხშირად ავალებდა. მამა იოსებიც დიდი სიყვარულითა და ერთგულებით აღასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. თუ როგორ აფასებდნენ მის ღვაწლსა და სამსახურს, კარგად ჩანს 1914 წლის 5 თებერვალს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრისა და აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესის, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) მიერ შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ნესტორის (ყუბანეიშვილი) მიმართ გაგზავნილ წერილში: „პირველ ყოვლისა თქვენთან მაქვს მეტად სათხოვნელი საქმე. სინოდალურმა კანტორამ დაადგინა ჩემი კაზნაჩეის (ხაზინადარის) მღვდელმონაზონ მიხეილის (მანდარია) გადმოყვანა თქვენს მონასტერში და მამა იოსების იოანე ნათლისმცემელში განწესება. არ გეწყინოს ძალიან კარგი ბერია და თქვენაც მადლობელი იქმნებით. ეს გრიგოლი არ გეგონოსთ (საუბარია მღვდელმონაზონ გრიგოლ ბარძიმაშვილზე). ჩემი თხოვნა იმაში არის, რომ რაც შეიძლება მალე გამომიგზავნოთ მამა იოსები. ეს უკანასკნელი ჩემთვის უფრო საჩქარო არის ვინემ მიხეილი. უნდა გადავაბარო ხაშმის ბაღები და ყოველივე. ასე რომ უკაზის მოსვლას ნუ უყურებ, კანტორაში მიწერილობა გაგზავნილი არის და ისინი ხომ იცი დაგვიანებით მოიწერებიან და ჩემი მონასტრის საქმეს კი წახდება. მამა იოსები გაამხნევეთ, ნურაფრის ნუ ეშინიან, მის საქმეს კარგად წავიყვან თუ ის ერთგული იქმნა. იმედია ამ ჩემს თხოვნას ამისრულებთ. საქმე იმაშია, რომ ის გაორგულდება რა შეიტყობს გადაყვანილია, ასე რომ კვირას ან ორშაბათს აქ იყვეს უსათუოდ. იმედი მაქვს ამ ჩემს თხოვნას

გვ210

შემისრულებ“. მამა ნესტორმა ვერ შეასრულა ეს თხოვნა, რადგან თავად მამა იოსებმა არ მოინდომა შუამთის მონასტრის დატოვება, თანაც არც სინოდალურმა კანტორამ დაუჭირა მხარი ამ წინადადებას. ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის იგი 1916 წლის 14 სექტემბერს საგვერდულით, ხოლო - 1925 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, რაც საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლების რეჟიმი, საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას მძიმე დღეები დაუდგა. ხელისუფლებამ ხელჩართული ბრძოლა გამოუცხადა სამღვდელოებას და ყოველგვარი გზით ცდილობდა მისი ავტორიტეტის მოსპობას. დაიწყო რეკრესიები, დახერეტები, გადასახლებები. მღვდლებს მოუსპეს საარსებო საშუალებები, ჩამოართვეს სახლ-კარი, მიწები, ბზოგიერთს მთლიანად ოჯახებიც ამოუწყვიტეს. შეშინებული სამღვდელოება ვერ უძლებდა უმკაცრეს პირობებს და იძულებული ხდებოდა შეეწყვიტა მსასურება. დევნა-შევიწროება არც შუამთის მონასტერს დაკლებია, სადაც ბერებს უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მოღვაწეობა და ღვთისმსახურება. მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ნიკოლოზი (მიქელაძე) და საძმოს წევრები: მღვდელმონაზონი კირილე (ცინცაძე), მღდვდელმონაზონი არჩილი (თარაშვილი), მოვდელმონაზონი პიმენი (ფარსადანიშვილი) და მამა იოსები ცდილობდნენ შეენარჩუნებუნათ ჩვეული მონასტრული ცხოვრების წესი და ტიბიკონი, მაგრამ ხელისუფლება ნელნელა ავიწროებდა მოღვაწე ბერებს.

1927 წელს კომუნისტებმა შუამთის მონასტერი დახურეს და მამა იოსები, მონასტრის სხვა ჩევრებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა. იგი სოფელ რუისპირში, თავისი ძმის ოჯახში დასახლდა. ალავერდელი ეპისკოპოსის მელქისედეკის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, მას რუისპირის ”ახატელის” მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრობა მიენდო.

მონასტერში მრავალი წლის მანძილზე ლოცვასა და მარხვაში გატარებული დღეები, იქ დაგროვილი სულიერი გამოცდილება და ცოდნა დიდად წაადგა მამა იოსებს ერში მოღვაწეობის დროსაც. მან შეძლო კომუნისტებისაგან შეშინებული და დაფანტული მრევლის შემოკრება, ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირასა და დღესასწაულებში წირვა-ლოტცვის დაყენება და მორწმუნეთა ნუგეშინისცემა. თვითონ სოფელმაც შეიყვარა გაბედული და უშიშრად მქადაგებელი მოძღვარი, რომელიც უსასყიდლოდ და უშურველად აღასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. მისი მოღვაწეობა არც საეკლესიო მმართველობისათვის დარჩა შეუმჩნეველი და 1929 წლის აღდგომის დღესასწაულზე კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორეს (ციცქიშვილის) ლოცვა-კურთხევით, მამა იოსებს იღუმენის წოდება მიენიჭა, ხოლო 1933 წლის 24 მარტს უკვე კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ენქერით დააჯილდოვა.

1934 წლის 27 სექტემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, რომელსაც მაშინ შეთავსებული ჰქონდა ალავერდის

გვ211

ეპარქიის მართვა-გამგეობა, საკათოლიკოსო სინოდის წევრები დეკანოზიიოანე ცქიტიშვილი და დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი გააგზავნა ეპარქიაში სარევიზიოდ. მიმოხილვის შემდეგ, მათ შთაბეჭდილებები წერილობითი ფორმით შეადგინეს, სადაც ათი პუნქტი იყო დაცული. მეათე პუნქტი სწორედ იღაუმენ იოსების პიროვნებას ეხებოდა: “ნანახი სამლვდელოებიდან ჩვენზე ძლიერ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ახატლის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა იღუმენმა იოსებმა (ლაგაზიშვილი). სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო მისი ეკლესია ვერ ვნახეთ, მაგრამ ის სულ ჩვენთან ერთად იყო მთელი მოგზაურობის დროს. მიუხედავად მონასტრული აღზრდისა, მას კარგი განათლება მიუღია. აქვს იდეალური ურთიერთობა სამრევლოსთან და გამოირჩევა სიფხიზლით, სიდინგით, თავდაჭერილობით მსჯელობაში, ღვთისმსახურებაში, სმა-ჭამაში და საერთოდ სახის გამომეტყველება მაჩვენებელი არის სრული მღვდლის იდეალისა. გამოვთქვავთ იმედს, რომ ესეთი კარგი მოძღვარი არ დარჩება დაჯილდოვებისა და ყურადღების გარეშე“.

კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მიიღო რა მხედველობაში, თუ რა მძიმე პირობებში უხდება სამღვდელოებას დაკისრებულ მოვალეობათა აღსრულება, გამხნევებისა და წახალისების მიზნით, 1935 წელს იღუმენ იოსებს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს კომუნისტებმა ახატელის ეკლესიაც დახურეს და მამა იოსებიც იძულებული გახდა მხოლოდ სამღვდელო წესები შეესრულებინა მორწმუნეთათვის. იმ ჟამად მთელს ეპარქიაში მხოლოდ თელავის “ღვთაების“ სახელობის ეკლესიაღა იყო მოქმედი, სადაც დრო გამოშვებით რიგ-რიგობით აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას სასულიერო პირები და მათ შორის არქიმანდრიტი იოსებიც.

1945-46 წლებში მორწმუნეთა დაჟინებული მოთხოვნით ხელისუფლებამ კვლავ გახსნა ალავერდისა და აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიები. კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მამა იოსებს დაევალა აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიაში პერიოდულად ჩაეტარებინა წირვა-ლოცვა და დაეკმაყოფილებინა მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებანი. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მამა იოსებს დახმარებას უწევდა და პატრონობდა თავისივე ძმისშვილი მიხა პაპალაშვილი. სწორედ მის ხელში დალია სული ამ დიდებულმა მოღვაწემ 1955 წლის გაზაფხულზე. იგი შესაფერისი პატივით დაასაფლავეს ახატელის ამაღლების სახელობის ეკლესიის მთავარი შესასვლელის წინ. ქრისტესმოყვარე ქართველ ერი მარად მიაგებს პატივს საქართველოს ეკლესიის ამ ღირსეულ მოღვაწეს. ბერი თეოდორე- ერისკაცობაში ზაქარია სერდუმალაშვილი 1837 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. დაქვრივების შემდეგ ბერად შედგომის სურვილმა ალავერდის მონასტერში მიიყვანა.

გვ212

1905 წლის 8 სექტემბერს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს და ანაფორა უკურთხეს. 1909 წლის 23 აპრილს ბერად აღიკვეცა და სახელად თეოდორე ეწოდა.

1914 წელს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1916 წლის 21 ივნისს ისევ ალავერდში დააბრუნეს.


აწყურის „თეთრი“ წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი: მღდვდელმონაზონი კირილე - ერისკაცობაში კონსტანტინე ცინცაძე

1856 წელს დაიბადა.

მისი წინაპრები სასულიერო უწყებას ეკუთვნოდნენ.სასწავლებელში არ უსწავლია. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა.

1887 წლის 8 თებერვალს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო  ტაძრის მედავითნედ დაინიშნა.




1889 წლის 7 მაისს, თავისივე თხოვნით, შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს.

1891 წლის 2 ივლისს ამავე მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად კირილე ეწოდა. ამავე წლის 1 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 8 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი.

1892 წლის 20 აპრილს აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში დაინიშნა.

1898 წლის 21 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1899 წლის 31 დეკემბერს შუამთის მონასტერზე მიწერილი, ნადოკრის წმინდა არჩილ მეფის სახელობის სკიტში განამწესეს.

1900 წლის 25 აპრილს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერშია გადაიყვანეს.

1900 წლის 22 მაისიდან თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერშია.

1901 წლის 1 მარტს დავით გარეჯის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დანიშნეს.

1903 წლის 15 მარტს ისევ აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში განამწესეს.

1910 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1913 წლის 1 ნოემბერს შუამთის მონასტერში დაინიშნა.

1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით, სამახსოვრო მედალით დაჯილდოვდა.

1916 წლის 21 ივნისს ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე) სწერს შუამთის მონასტრის ხაზინადარს მღვდელმონაზონ მალაქიას (წიკლაური) - „მიმაჩნია რა საჭიროდ, სამსახურის საჭიროებისათვის, შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონის კირილეს და ალავერდის მღვდელმონაზონის ზენონის გადაყვანა ერთმანე- თის ადგილზე, წინადადებას გაძლევთ ხვალვე წახვიდეთ ალავერდში, თანვე იახლოთ მღვდელმონაზონი კირილე და ჩამო- ართვათ მღვდელმონაზონ ზენონს და ჩააბაროთ მღვდელმონაზონ

გვ213

კირილეს ყოველივე ქონება ალავერდის, უძრავი და მოძრავი. ამასთანავე, საჭიროა განუმარტოთ მამა კირილეს, რომ ისარის მხოლოდ მღვდელმონაზონი ალავერდისა და მას არ აქვს უფლება ჩემდა უკითხავად ვისიმე ან დათხოვნა ან მიღება მონასტერში, ან გაცემა მონასტრის კუთვნილი ადგილებისა იჯარით, რომ იგი მღვდელმონაზონი კირილე ვალდებულია ყური უგდოს ალავერდში მცხოვრებ შეგირდებს და მორჩილებს და ასწავლოს მათ ტიბიკონი და გალობა, რომ იგი მოვალეა არ შეუშვას ალავერდის ეზოში არავინ, რომელსაც არაფერი საქმე არ აქვს ამ მონასტერში. ამასთანავე ვაუწყებ, რომ მწირბერი თეოდორე სერდუმალაშვილი, რომელიც დროებით იყო შუამთაში, ისე ალავერდში დამიბრუნებია, ხოლო მორჩილი ალავერდისა ნიკოლოზ შერმაზანიშვილი სრულიად დამსთხოვია ალავერდიდან”.

1917 წელს, თავისივე თხოვნით, ისევ შუმათის მონასტერში დააბრუნეს.

1927 წელს შუამთის მონასტერი კომუნისტებმა დახურეს და მამა კირილე იძულებული გახდა, სხვებთან ერთად დროებით დაეტოვებინა მონასტერი.

1927 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის მელქისედეკის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, იგი ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, საცხოვრებლად კი აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიაში გადავიდა. 1929 წელს იღუმენის ჩოდება მიენიჭა.

1932 წლის 5 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკაეშირებით, ენქერით დაჯილდოვდა.

1933 წლის სექტემბერში, ალავერდის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა და იმავე ხლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დროს, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

1940 წლის იანვრის თვეში ჟურნალი '”მებრძოლი ათეისტი“ იუწყებოდა: „1939 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში თეთრი გიორგის (თელავის რაიონი) ტაძარში, სალოცავად ჩამოსულმა ოჯახმა “ადათ-ჩვეულების თანახმად“ ეკლესიის ეზოში ცხვარი დაკლა. კირილე მღვდელმა მლოცველებისაგან მოითხოვა, წესისამებრ მისთვის “კუთვნილი“ ცხვრის ბეჭის, შიგნისა და ტყავის მიცემა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი მიიღო. აღშფოთებულმა მღვდელმა ეკლესიის ეზოს დატოვება მოსთხოვა “მლოცველებს” და როდესაც საწადელს ვერ მიაღწია, მათი ურთიერთობა ჩხუბში გადაიზარდა. “მლოცველებმა მღვდელი ფიზიკურად შეურაცხყვეს“. ალბათ, ადვილი მისახვედრია, თუ ვინც იყვნენ ეს “მლოცველები”.

1940 წლის 21 იანვარს, ქ. ახმეტაში არქიმანდრიტი კირილე, სწორედ ამ ცემის შედეგად, სასტიკად ნაგვემი აღესრულა.

გვ214


106. სოფელ ტოლათსოფელის (ნაქალაქარის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი იოანეს ძე ნახუცრიშვილი




1877 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1894-1900 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1900 წლის 1 აპრილს სოფელ ხაშმის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1902 წლის 6 აგვისტოს დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 12 აგვისტოს - მღვდლად დაასხეს ხელი და ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1908 წლის 16 აგვისტოს ნაქალაქარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1911 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1914 წლის 28 თებერვალს უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1916 წლის 9 სექტემბერს სკუფიით დაჯილდოვდა.

მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე. მღვდელი გიორგი XX საუკუნის 20-იან წლებში ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ღვთისმსახურება მიეტოვებინა და საერო სამსახურში ჩამდგარიკო იგი 1953 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.


107. სოფელ ტიბაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი.




1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1894 წლის ოქტომბერში მღვდლად დაასხეს ხელი და ახლად გახსნილი გოგაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1898 წლის 16 ოქტომბერს ტიბაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1903 წლის აღდგომას კი - სკუფიით დაჯილდოედა. 1912 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს 1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოევდა.

1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1922 წელს ლაგოდეხის სამრევლოში მსახურობს.

1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. დეკანოზი კონდრატე 1932 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 24 ნოემბერს

გვ215

კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


108. სოფელ უკანა ფშავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სოფრონ ქრისტესიას ძე სამადაშვილი.


1876 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1878 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვართაშენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1892 წლის 2 მაისს მაღრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის

წინამძღვრად გადაიყვანეს.

1893 წლის თებერვალში ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1898 წლის 9 ნოემბერს უკანა ფშავის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1911 წლის 19 ოქტომბერს შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს წილკნის ეპარქიის სოფელ არანისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1924 წელს ისევ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


109. სოფელ ურიათუბანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სევერიან იოანეს ძე გუგუტიშვილი


1870 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.

1888 წელს მამის ავადმყოფობის გამო, სემინარია მიატოვა და სოფელში დაბრუნდა.

1890 წლის 31 მარტს თბილისის ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიასთან არსებული სამრევლოსაეკლსიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 22 ოქტომბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1897 წლის 4 მაისს მოღვდლად დაასხეს ხელი და ქოლოთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1899 წლის 1 მარტს სანებლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1904 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1907 წელს ურიათუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაადგინეს.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს.

1918 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო ამავე წლის სექტემბრის თვეში თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა.


110. სოფელ ფანიანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით ზურაბიშვილი.



თავდაპირველად გურია-სამეგრელოს ეპარქიის სოფელ I ნოსირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა.

1899 წლის 1 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

გვ216

1907 წელს ფანიანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1911 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1922 წლის 14 ივლისს საეკლესიო წესების დარღვევისათვის ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით ჩამოერთვა სამღვდელო ხარისხი.


111. სოფელ ფარსანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი პავლე აზიკური.



მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები საკმაოდ მწირია. იგი ფარსმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (რომელიც გირევიდან დაახლოებით 5 კილომეტრზე მდებარეობს) ეწეოდა ღვთისმსახურებას. დაიბადა XIX საუკუნის 40-იან წლებში სოფელ გირექვში. მისი მამა იყო იმედო, დედა ფარსიკაანთ ქალი იყო. ჰყავდა 3 ძმა: ბასილი, გიორგი და ფილიპე. მეტად საინტერესოა ისტორია, თუ როგორ გახდა გარე სამყაროს მოწყვეტილი თუშეთის და ისიც პირიქითის მიუვალ ხეობებსა და ბუმბერაზ, პირქუშ მთებში დაბადებული თუში კაცი ღვთისმსახური. მოკლედ გადმოგცემთ იმ გრძელ ამბავს, რომელიც ჩაუწერია მამა პავლეს ძმისშვილს - შიო აზიკურს. ეს ისტორიული ნამდვილი ამბავი ერთი გვარის წარსულიდან, დღეს შესაძლოა ზღაპარივითაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მასში ნათლად შეგვიძლია დავინახოთ თუში ხალხის, ის მძიმე და ტრაგიკული ისტორიული ყოფა, რომლშიც საუკუნეების მანძილზედ მუდმივად უწევდა ცხოერება. მამა პავლეს ჰყოლია ძალიან ლამაზი მამიდა (მამის ბიძაშვილი) მაია, რომელიც ერთ ქისტს ჰყვარებია, მოუტაცია და ცოლად შეურთავს. მამა პავლეს მამა იმედო ვერ ეგუებოდა თავისი ბიძაშვილის მუსულმანებში ცხოვრებას, იქ წავიდა კიდეც მის დასაბრუნებლად, მაგრამ მაია უკან აღარ გამოჰყვა. იგი დამორჩილებოდა თავის ხვედრს და უჭირდა ქმარ-შვილის მიტოვება. იმედო ძალიან განიცდიდანამ ამბავს და ბოროტი ზრახვაც მოსვლია - ქმარს მოვუკლავ და მერე აღარ გაუჭირდება დაბრუნებაო. თავისი ჩანაფიქრის აღსრულების შემდეგ წამოსულა გირევში. მაია კი ოჯახის მორჩილებაში კვლავ მუსულმანებში აგრძელებდა ცხოვრებას და არც ფიქრობდა უკან დაბრუნებას. იგი ყველას უყვარდა დაებრალებოდა, მაგრამ ქისტური წესის მიხედვით მას განაჩენი გამოუტანეს სხვა გვარში უნდა გაეყიდათ. აი, მაშინ კი თავს უშველა, ღამე თავისი პატარა შვილით მთლად მარტო გამოიპარა, საცალფეხო ბილიკებით ჯერ ხევსურეთში გადავიდა, იქიდან უკანა ფშავში და ბოლოს თიანეთში დაბინავდა.

გვ217

აქ მძიმე მუშაობით ირჩენდა თავს. შემდეგ გათხოვილა საკმაოდ შეძლებულ ქვრივ კაცზე და უზრუნველყოფილად ცხოვრობდა, თუმცა თავისი კუთხისა და ახლობლების დარდს მუდამ ატარებდა. ამიტომ, შეუთვლია თუშეთში თავისი ბიძაშვილისთვის (პავლეს მამისთვის) - შენი ერთ-ერთი შვილი მომიყვანე აქ თიანეთში და კარგ სწავლა-განათლებას მივცემო. იმედოს გაუგზავნია პავლე და ხეთისო მამიდასთან. აქ ორივემ დაამთავრა თიანეთის სასწავლებელი. ხვთისომ მეცხვარეობა ირჩია, პავლეს კი სწავლა აურჩევია, მაგრამ უცნობია როგორ დადგა ღვთისმსახურების გზაზე, როდის და ვისი ხელდასხმით იკურთხა, მაგრამ ფაქტია, რომ თუშეთში დაბრუნდა როგორც მღვდელი. ჩაიბარა ფარსმის საზოგადოება (როგორც მაშინ იწოდებოდა), რომელშიც 7 სოფელი შედიოდა: ჭონთიო, ჰეღო, დაქიურთა, ნაკუდურთა, გირევი, ბასო და ფარსმა, მამა პავლემ მრავალი განათლა, აღზარდა და სიპის ქვებზე ასოების გამოწერით ასწავლიდა წერა-კითხვას. თავის შვილებსაც პირველმა მისცა უმაღლესი განათლება. მამა პავლეს ზრდიდა შვიდ შვილსა და გერს, ნიკოს, იოსებს, მოსეს, იოანეს (ვანო), ვახტანგს (ვახტო), თებროს და სონას. შვილებს მამა პავლე ლოცვითა და მარხვით ზრდიდა. ვაყებმა უმაღლესი სასწავლებლები დაამთაევრეს, ქალებს კი წერა-კითხვაც არ ასწავლა. მამა პავლე თვლიდა, რომ ქალისთვის მთავარი იყო ოჯახი და ხელსაქმე. მისი ერთ-ერთი ქალი - თებრო, როგორც მისი შვილიშვილი ისსენებს, მოხუცებულობამდე (გარდაიცვალა 1979 წელს, 82 წლის) დანანებითა და საყვედურით იხსენებდაო, რომ მამამ მას განათლება არ მისცა და წერა-კითხვა გათხოვების შემდეგღა შეისწავლაო. უცნობია მამა პავლეს გარდაცვალების ზუსტი თარიღი და საფლავი. სიბერისგან დაუძლურებული ზემო ალვანში ჩამოსულა და აქვე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 1920-25 წლებში. როგორც ღვთისმსახური, დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზესსამების ეკლესიასთან, რასაც ამტკიცებს ტაძრის აღმოსავლეთით დღესაც არსებული საფლავის ქვა მხედრული წარწერით: „ილარიონი ეფროს ძე აზიკურიძე 7 წ გარ 1930 იანვრის 7 ს გვერდთ ვსვენივარ ბიძასთან მამა პავლესთან“.

სოფელ დართლოში, ერთ-ერთი ძველი სახლისსიპის ქვაზე შემორჩენილია მამა პავლეს ხელით წაწერილი მისი ამ სახლში სტუმრობის სამახსოვრო წარწერა: „ვინც ეს ნაწერი წაიკითხოს დამწერიმც მაიკითხოს. ხელს ვაწერ ფარსმის მღვდელი პავლე აზიკური 1894 წ. (მარტის) 14 დღესა მოსულვარ”.


112. სოფელ ფშაველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლონგინოზ თეოდორეს ძე ბერიაშვილი


1847 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1865-71 წლებში თბილისის

გვ218

სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1871 წლის 13 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1874 წლიდან ლათინურ ენას ასწავლის.

1874 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 13 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1876 წლის 1 თებერვალს ართანა-კვარას სამრევლოში გადაიყვანეს.

1877 წლის 17 ნოემბერს სოფელ ართანას სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1879 წლის 21 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1882 წლის 6 მარტს ფშაველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1883 წელს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1884 წლის 1 სექტემბრიდან სოფელ ფშაველის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1885 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მღვდელი ლონგინოზი 1910 წლის 1 იანვარს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.


113. სოფელ ფხოველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით იოანეს ძე ხატიაშვილი.


XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მღვდლად დაასხეს ხელი და ქაისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1904 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1907 წელს ფხოველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1922 წელს სოფელ ყანდაურას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს.

1925 წელს სოფელ ქოდალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1927-28 წლებში ისევ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედია უცნობია.


114. სოფელ ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ილია გიორგის ძე გუდუმიძე


1848 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ქვედა განყოფილება.

1870 წელს ნუხის წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1885 წლის 23 აპრილს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და კოღოთოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1886 წლის 24 აპრილს ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1890 წლის 10 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1899 წლის 4 ივლისს თელავი-სიღნაღის მაზრების სასწავლო კომიტეტის დეპუტატის კანდიდატად აირჩიეს.

1911 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1916 წლის 21 აპრილს ბუშატის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.


115. სოფელ ქედის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით ნაცვლიშვილი


გვ219

XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ძღვდლად დაასხეს ხელი და ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1897 წლის 30 ოქტომბერს ქედის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1898 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა.

1905 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.

1911 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1914 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.


116. სოფელ ქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი გიორგი იოსების ძე შიშნიაშვილი




1869 წელს სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა.

1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1894 წლის 10 ოქტომბერს ნინოწმინდის სამრევლო სკოლის მასწავლებლად განამწესეს.

1896 წლის 10 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 1 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1901 წლის იანვარში ამავე სოფლის საკვირაო და ქალთა სკოლების გამგედ დაინიშნა.

1901 წლის 6 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა.

1902 წლის 22 იანვარს ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

1903 წლის 17 აპრილს ჯიმითის სამრევლოს სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1905 წლის 5 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე წლის 22 მაისს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტში აირჩიეს.

1903 წლის 17 აპრილს სკუფიით დაჯილდოედა.

1907 წლის 25 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და ბოდბის ორკლასიან სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1908 წლის 6 თებერვალს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა და ამავე წლის 24 თებერვალს ეგზარქოსს ნიკონისაგან მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1909 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1911 წლის 11 ოქტომბერს ბოდბის ობრაზცოვის ორკლასიან სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს.

1912 წლის 20 სექტემბერს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე.

1923-24 წლებში ხელისუფლების ზეწოლის

გვ220

შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. მღვდელი გიორგი 1946 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.


117. სოფელ ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი რომან იოსების ძე მთვარელიშვილი




1879 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1894-98 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1899 წლის 5 მაისს ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის პირველ მედავითნედ დაინიშნა.

1902 წლის 5 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე სამრევლოში, მედავითნის შტატში დატოვა.

1905 წლის 10 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ჯვარ-ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1908 წელს ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1912 წლის 16 დეკემბერს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი რომანი 1930 წლის დასაწყისამდე მსახურობდა. ამ წელს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსასურება შეეწყვიტა. შემდგომ წლებში იგი თელავში ცხოვრობა, „ღვთაების” ტაძარში ეხმარებოდა სამღვდელოებას, სადაც მედავითნისა და მნათის მოვალეობას ასრულებდა. გარდაიცვალა 1946 წელს და დაკრძალულია თელავის ძველ სასაფლაოზე.


118. სოფელ ქვემო მაჩხაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე ქრისტეფორეს ძე მენთეშაშვილი.


XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს და ქედაბეკის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1894 წლის 31 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში გადაიყვანეს.

1899 წლის 4 ივნისს მლვდლად დაასხეს ხელი და ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1904 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1904 წლის 25 ოქტომბერს ქვემო მაჩხაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1916 წლის იანვარში | მსოფლიო ომში სამხედრო მღვდლად გაიგზავნა და N71 ბრიგადას მიამაგრეს მოძღვრად.

1916 წლის 16 აპრილს კამილავკა უბოძეს. მღვდელი იოანე 1924 წლის 13 მარტს გარდაიცვალა.


119. სოფელ ქვემო მაჩხაანის წმინდა ორმეოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოსებ ტუკუშაშვილი.


XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლო დიაკვნად აკურთხეს.

XIX საუკუნის 80-იანი წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ვაქირის

გვ221

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1895 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1898 წლის 1ოქტომბერს ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1900 წლის 23 მაისს ქვემო მაჩხაანის წმინდა ორმეოცი სებასტიელის სახელობის ეკლესიის წინამძღერად განამწესეს.

1902 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვარი. მღვდელი იოსები 1912 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა.


120. სოფელ ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი სვიმონის ძე ფერაძე




1863 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1877-81 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1881 წლის 2 ივნისს ქუთაისის პედაგოგიურ სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1885 წელს დაამთავრა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. ამავე წლის 1 სექტემბრიდან 1887 წლის 1 სექტემბრამდე სიმონეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მუშაობს. 1888 წლის 11 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანცელარიაში განამწესეს.

1890 წლის 21 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ვალეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1890 წლის 15 აპრილიდან - 1892 წლის 15 იანვარამდე უსასყიდლოდ ასწავლიდა ვალეს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში.

1892 წლის 15 იანვრიდან - 1894 წლის 21 თებერვლამდე კავკასიაში ქრისტიანობის აღმგდენელი კომიტეტის სკოლის მასწავლებლად მუშაობს.

1894 წლის 21 თებერვალს ყვარლის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1897 წლის 14 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვდა. ამავე წლის 1 სექტემბერს ყვარლის ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1900 წლის 1 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა.

1903 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა. მღვდელი გიორგი 1911 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა. (საფლავზე აწერია 7 სექტემბერი) გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე.

(საყურადღებოა, რომ მღვდელი გიორგი წმინდა გრიგოლ ფერაძის ბიძა და აღმზრდელი იყო).

გვ222


121. სოფელ ყვარელის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე გიოგის ძე ითონიშვილი


1867 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა.

1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1892 წლის 16 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 22 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ყვარელის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1897 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1901 წლის აღდგომას კი - სკუფიით დაჯილდოვდა.


122. სოფელ ყვარელის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი სამსონ ასაბაშვილი.


1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ ყვარელის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლათდ განამწესეს. 1904 წლის 14 სექტემბერს მღედლად დაასხეს ხელი და ყვარელის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 22 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოქედა. X საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში

შილდის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1924 წლის სექტემბერში ხელისუთლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება შეეწყვიტა.


123. სოფელ შაქრიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე ნესტორის ძე ტაბლიაშვილი




1842 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი.

1865 წელს წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1878 წლის 13 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა იმ სამრევლოდან.

1880 წლის 1 აგვისტოს მუხრანის სამრევლოს მედავითნედ განამწესეს. 1881 წელს დიაკვნად

აკურთხეს.

1886 წლის 15 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ქილდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1888 წლის 2 ივლისს შიბლიანის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1891 წლის 6 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1893 წლის 1 იანვარს სიღნაღის მაზრის IV ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1897 წლის 29 ივლისს ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1899 წლის 12 ივნისს შაქრიანის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1905 წლის აღდგომას სკუფიით დაჭილდოედა. 1912 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

გვ223

მღვდელი ალექსანდრე XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გარჯდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელ ველისციხის სასაფლაოზე. (მლვდელი ალექსანდრე ცნობილი ქართველი რეჟისორის, ვახტანგ ტაბლიაშვილის ბაბუა გახლდათ).


124. სოფელ შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მათე მოსეს ძე ჭიკაძე


1853 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1873 წლის 14 ივნისს ყურისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1881 წლის 31 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს და ამავე სამრევლოში დატოვეს.

1882 წლის 15 აპრილს ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1890 წლის 22 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და შაქრიანის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1898 წლის 25 აპრილს ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. ამავე წლის 24 ოქტომბერს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1912 წლის ბოლოს საეკლესიო კანონების დარღვევისათვის მღვდელმსახურება აეკრძალა.

1913 წლის 29 იანვარს ჩობისხევის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1914 წლის 29 მაისს მღვდელმსახურება აღუდგინეს.

1915 წლის 20 იანვარს ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მიუხედავად მრავალი დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. მღვდელი მათე 1934 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე მელანია გრიგოლის ასული დაბადებული 1867 წელს და შვილები ზაქარია - დაბადებული 1890 წელს, იოანე- დაბადებული 1896 წელს და ქეთევანი დაბადებული 1902 წელს.


125. სოფელ შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი პავლე იოანეს ძე ტოპეშაშვილი




1874 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1892 წლის აგვისტოში ჯუგაანის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის ბოლოს გლდუისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1893 წლის სექტემბერში უკანა ფშავის სამრევლოს მედავითნედ განამწესეს.

1900 წლის 23 ნოემბერს მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1902 წლის 15 დეკემბერს ვანთის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1907 წლის 17 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე)

გვ224

მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1910 წლის 11 ოქტომბერს სამრევლოში უმოქმედობისა და გაცდენების გამო შტატიდან დაითხოვეს და ჯამაგირი შეუწყვიტეს.

1911 წლის 26 იანვარს წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ, ხოლო ამავე წლის 20 აპრილიდან კი - მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1912 წლის 18 იანვარს ქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1915 წლის 12 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1916 წლის 6 ივლისს მაღაროს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. XX საუკუნის 20-იანი წლებში საგარეჯოს წმინდა დოდოს სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. მღვდელი პავლე 1941 წელს გარდაიცვალა.


126. სოფელ შაშიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი


1852 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა.

1885 წლის 15 მაისს გიმნაზია მასწავლებლის წოდებით დაამთავრა.

1886 წლის 3 იანვარს თბილისის წმინდა მარინეს ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად განამწესეს.

1892 წლის 26 მაისს დიაკვნად აკურთხეს და გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1895 წლის 21 მაისს მღლვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1902 წლის 10 აპრილს საგვერდულით დაჯილოდევევდა. მღვდელი თომა წლების მანძილზე იყო სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დეპუტატად საეპარქიო სხდომაზე.

1907 წლის 11 ივლისს შაშიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1921 წელს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1928 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელობის რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


127. სოფელ შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ დავითის ძე ფხალაძე.


1907 წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და შიბლიანის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1915 წლის 29 სექტემბერს ქოდალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1921 წლის 21-27 ივნისის გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის III საეკლესიო კრებაზე.


128. სოფელ შილდის ჯვარ-პატიოსანის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი დეკანოზი მათე იოანეს ძე მირიანაშვილი


1836 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1851-57 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1857 წლის 10 ოქტომბერს ოზურგეთის

გვ225

სასულიერო სასწავლებლის პირველი კლასების მასწავლებლად განამწესეს.

1859 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე გადმოიყვანეს. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს.

1860 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად და კანდელაკად დაინიშნა.

1861 წელს კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1867 წელს სამი წლის ვადით თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და საგვერდულით დაჯილდოვდა.

1867 წლის ბოლოს ენისელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

1870 წელს ეკლესიის გარემონტებისა და განახლებისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1874 წლიდან შილდის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1877 წელს სკუფიით დაჯილდოევდა.

1882 წელს კამილავკით, ხოლო 1893 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. ამავე წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

1900 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.

1902 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1908 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის 25 თებერვალს დეკანოზი მათე თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით დაენიშნა 300 მანეთი პენსია.


129. სოფელ შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლევან თომას ძე მირიანაშვილი




1851 წელს, სოფელ შილდაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მხოლოდ ხუთი კურსი ისწავლა.

1882 წლის 31 ივლისს დიაკვნად, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხეს ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1884 წლის 6 ივნისს წმინდა სინოდის ბრძანებით, სამრევლოში ხშირად არ ყოფნის გამო გაათავისუფლეს ამ ეკლესიის წინამძღვრობიდან და დროებით ეკლესიის გარეშე დატოვეს.

1885 წლის 3 დეკემბერს დიდი გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1888 წლის 6 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1896 წლის 12 მარტს გულგულას წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1903 წლის 18 ოქტომბერს შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

გვ226

1910 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. მღვდელი ლევანი 1927 წელს გარდაიცვალა.


130. სოფელ შილდის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე


1872 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.

1892 წლის 7 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მოძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა.

1896 წლის 7 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) შუქრუთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა.

1898 წლის 1 ივლისს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამღვდელო პირთა კურთხევის კომისიაზე გამოცდები ჩააბარა.

1899 წლის 6 მარტს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი - მღვდლად დაასხა ხელი და შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

1899 წლის 17 მაისს ფშავ-ხევსურეთის II ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დასასწრებ დეპუტატად გამოირჩია.

1902 წლის 15 ივლისს ამავე ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღერად დაინიშნა.

1907 წლის 18 მაისს ფშავ-ხევსურეთიხს II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს.

1908 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 8 დეკემბერს, ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი), რომელიც დროებით მართავდა საქართველოს საეგზარქოსოს, მამა გრიგოლი მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა.

1910 წლის 17 მარტს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დასასწრებ დეპუტატად გამოირჩიეს.

1911 წლის 1 აგვისტოს საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 15 ნოემბერს საყდრიონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და | ოლქის სამღვდელოების დეპუტატად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თავისი თხოვნის საფუძველზე, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, საჩხერის რაიონის, სოფელ ჩხიროულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1926 წლის აგვისტოში წილკნის ეპარქიაში, სოფელ ანანურის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მღვდელი გრიგოლი 1926 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა.


131. სოფელ შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე


1872 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.

1892 წლის 6 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მოძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა.

1896 წლის 7 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) შუხუთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა.

1898 წლის 1 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამღვდელო პირთა კურთხევის კომისიაზე გამოცდები ჩააბარა.

გვ227

1899 წლის 6 მარტსეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

1899 წლის 17 მაისს ფშავ-ხევსურეთის II ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დასასწრებ დეპუტატად გამოირჩია.

1902 წლის 15 ივლისს ამავე ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა.

1907 წლის 18 მაისს მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს.

1908 წელს საგვერდულით დაჯილდოედა. ამავე წლის 8 დეკემბერს, ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა.

1910 წელს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.

1911 წლის 1 აგვისტოს საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 15 ნოემბერს საყდრიონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და | ოლქის სამღვდელოების დეპუტატად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თავისი თხოვნის საფუძველზე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის, საჩხერის რაიონის, სოფელ ჩხიროულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1926 წლის აგვისტოში წილკნის ეპარქიაში, სოფელ ანანურის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მღვდელი გრიგოლი 1926 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა.


132. სოფელ ჩაილურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ სამსონის ძე ღვთისავარიშვილი.


1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1902 წლის 20 მაისს მლვდლად დაასხეს ხელი და თოხლიაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1904 წლის 2 დეკემბერს ჩაილურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მღვდელი ნიკოლოზი 1913 წლის 7 ივნისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.


133. სოფელ ჩალაუბანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მაქსიმე გრიგოლის ძე კახიძე


1862 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში.

1889 წლის 20 მაისს ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1892 წლის 19 მარტს თავისი თხოვნით გათავისუფლდა ამ სამრევლოდან.

1894 წლის 30 დეკემბერს კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს, სადაც 1900 წლის 14 მარტამდე იმსახურა.

1906 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1916 წლის აღდგომას

გვ228

საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი მაქსიმე 1929 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 10 ნოემბერს სოფელ კარდენახის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


134. სოფელ ჩარგლის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მაქსიმე გიორგის ძე ხუციშვილი




1868 წელს დაიბადა. სწავლობდა სოფელ მუსხის ორკლასიან სასწავლებელში.

XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა.

1901 წლის 7 დეკემბერს ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1903 წლის 8 დეკემბერს ქაისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

1905 წლის 15 მარტს ისევ ხორხის სამრევლოში გადაიყვანეს.

1906 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სამღვდელო გამოცდები ჩააბარა და ამავე წლის 29 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი 5 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბარისახოს ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1908 წლის 8 მაისს ჩარგალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1910 წლის 7 ოქტომბერს ზემო თმოგვის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1915 წლის 28 აპრილს ერკოთის ფერისცვალების სახელობის წინამძღვრად დაინიშნა. საერო მთავრობისგან მღვდლად ხელდასხმამდე (იგულისხმება მეფის რუსეთი) მიღებული აქვს 2 ჯილდო წყალში გადავარდნილთა გადარჩენისათვის. ასევე დაჯილდოვებულია წმინდა გიორგის | ხარისხის ჯვრით.

1918 წელს | მსოფლიო ომის დროს ოსმალებთან ტყვედ ჩავარდა და ბათუმის ციხეში 4 თვე დაპატიმრებული იყო. გათავისუფლების შემდეგ 1918-21 წლებში ალავერდის ეპარქიაში, სიღნაღის მაზრაში მსახურობდა.

1921 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამა მაქსიმე 1925 წლის ბოლოს გათავისუფლდა და 1926 წლის 20 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) ბოკოწინის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. ამავე წლის 3 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა.

1926 წლის 30 ოქტომბრიდან მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1928 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


135. სოფელ ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღანაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მიხეილ დიმიტრის ძე რობიტაშვილი.


XIX საუკუნის 80-იან წლებში დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი

გვ229

და ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1892 წლის 28 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1898 წლის 4ოქტომბერს სკუფია უბოძეს, ხოლო 1914 წლის 6 მაისს კამილავკა მიიღო.


136. სოფელ ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით გიუნაშვილი


1866 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. თბილისის სასულიერო სემინარიის ისწავლა სამი კურსი.

1888 წლის 21 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს და ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1892 წლის 8 მარტს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1893 წლის 4 თებერვალს მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1894 წლის 23 მაისს ყურისუბნის (ძალისას) წმინდა გიოდგის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1894 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დეპუტატად აირჩიეს.

1896 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1898 წლის 11 მაისს კუჭატან-ჭიკააანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1899 და 1903 წლებში ისევ აირჩიეს დეპუტატად.

1907 წელს სკუფია უბოძეს და ძველი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1915 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერსა და 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე.

1920 წელს დეკანოზი წოდება მიენიჭა. დეკანოზი დავითი 1921 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა. იგი მეორე დღეს ძველი გავაზის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.


137. სოფელ ძველი გავაზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე


1875 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა.

1893-99 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1902 წლის 21 აპრილს გორის ეპისკოპოსმა ბენიამენმა (ბორნუკოვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 21 მაისს ძველი გავაზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1915 წლის 13 ნოემბერს სკუფიით დაჯილდოვდა.

1917 წელს ურბნისის ეპარქიაში, სოფელ წრომის სამრევლოში მსახურობს.

1919 წლის მარტში სასირეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1920 წლიდან გორის ყოვლადწმინდაბსსამების სახელობის ეკლესიაში მსახურობს.

1924 წლის 4 თებერვალს ურბნისის ეპარქიის მეტეხის ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი იოანე ელისაბედაშვილი გადადგა თანამდებობიდან და მის ადგილზე მღვდელი ნიკოლოზ მაისურაძე დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

გვ230


138. სოფელ წინანდალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი თელავის მაზრის III  ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი სამსონ სოფრომის ძე იმნაიშვილი




1856 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1880-86 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1887 წლის 25 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1893 წლის 20 დეკემბერს წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1893 წელს აირჩიეს დეპუტატად საეპარქიო სხდომაზე. ამავე წელს დაინიშნა სამეთვალყურეო კომისიაში, რომელსაც ევალებოდა თელავის სასულიერო სასწავლებლის გარემონტებაზე ზრუნვა და 1896 წლის 26 თებერვალს კეთილსინდისიერი შრომოსათვის გამოეცხადა მადლობა. მასვე დაევალა თელავის სასულიერო სასწავლებელში არსებულ ეკლესიაში ახალი კანკელის დაყენება.

1896 წლის 17 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვევდა.

1897 წლის 31 მაისს თელავის სანთლის ქარხნის საწყობის სარევიზორო კომისიის წევრად დაინიშნა, სადაც 12 წელი იმუშავა. ამავე წლის 12 სექტემბერს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.

1899 წლის 14 აპრილს მთავარხუცესად დაინიშნა.

1899 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1904 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უწყალობეს.

XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1928 წლის მონაცემებით ისევ წინანდლის ეკლესიის წინამძღვარია.

1929 წლიდან აღარ იხსენიება საბუთებში, მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე მინადორა თომას ასული დაბადებული 1869 წელს და შვილები: ევგენი - დაბადებული 1888 წელს, ნინო - დაბადებული 1889 წელს და თამარი დაბადებული 1896 წელს.


139. სოფელ ჭერემის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლავრენტი ნიკოლოზის ძე გარსიაშვილი.


XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ნახიჭევანის წმინდა ვლადიმერის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1892 წლის თებერვალში ავადმყოფობის გამო გადადგა შტატიდან.

1894 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1895 წლის დეკემბერში ვეჯინის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1900 წლის 1 თებერვალს თბილისის ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

1902 წლის 20 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ჭერემის ყოვლადწმინდა

გვ231

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1926 წელს ჩატარებულ ბოდბის ეპარქიის აღწერილობაში კვლავ იხსენიება ამ ეკლესიის წინამძღვრად. მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. მღვდელი ლავრენტი 1944 წელს გარდაიცვალა.


140. სოფელ ჭიკაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი იოანე ზაქარიას ძე ჭილაშვილი


1875 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1896 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. ამავე წლის 9 დეკემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე, პირველი კურსიდან გამოვიდა სასწავლებლიდან და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა.

1898 წელს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა.

1898 წლის 30 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა.

1902 წლის 24 დეკემბერს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა და ამავე ეკლესიაში მედავითნის შტატში დაადგინა.

1904 წლის 1 ოქტომბერს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1907 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1908 წელს ჭიკაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1921 წლის მონაცემებით კვლავ ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურია. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე ნატალია ნოდარის ასული - დაბადებული 1882 წელს.


141. სოფელ ხახმატის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ქრისტესია ეგნატეს ძე შიოშვილი


1858 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1879 წლის 23 თებერვალს მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1893 წლის 24 სექტემბერს ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ

გადაიყვანეს.

1908 წლის 17 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ხახმატის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1914 წლის 16 იანვარს მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის

ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე. მისი შემდგომი ბედი უცნობია. შემორჩენილია მოგონება მამა ქრისტესიას ვაჟკაცობის შესახებ. იგი ყოფილა პატარა ტანის, თუმცა უშიშარი და დიდი ვაჟკაცი. მუქოში მსახურობის პერიოდში ქისტები ხშირად ქურდულად გადმოიპარებოდნენ ხოლმე ხევსურეთის სოფლების გასაძარცვად, მაგრამ გადმოსვლის წინ ჯერ ჩუმად იკითხავდნენ, ის პატარა მღვდელი სოფელშია თუ ქალაქს არის წასულიო. როდესაც ნახავდნენ, რომ სოფელში იყო, მისი შიშით ვეღარ ბედავდნენ თავდასხმას. ერთხელ მაინც გაურისკიათ

გვ232

და ჩუმად დასხმიან სოფელ თავს. ეს რომ გაუგია მამა ქრისტესიას, აუკეცია ანაფორის კალთები, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გამოკიდებია ქისტებს. მათაც რომ დაუნახიათ მამა ქრისტესია, შეშინებულებს დაუგდიათ ნადავლი და გაქცეულან, მამაო უკან დაედევნა და სულ სიბრტყით სცემდა ხანჯალს გაქცეულ ქისტებს. იქამდე სდია, სანამ არ გადაიხვეწნენ. ამ ამბის შეძდეგ მათ კაი ხანი აღარც უცდიათ ხევსურების შეწუხება.


142. სოფელ ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) წინამძღვარი მღვდელი ვასილ დავითის ძე ახმეტელაშვილი




1850 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი.

1885 წლის 10 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1886 წლის 6 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და კოღოთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 12 აპრილიდან ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს და საგვერდულით დაჯილდოვდა.

1905 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1910 წლის 30 მაისს ანაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1919 წელს კისამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

XX საუკუნის 20-იან წლებში ანაგის ღვთისმშობლის ეკლესიის დახურვის შემდეგ, ამავე სოფლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში განაგრძო მოღვაწეობდა.

1925 წლის 27 დეკემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) მამა ვასილს, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. დეკანოზი ვასილი 1931 წლის 2 ივნისს თბილისში, მიხაილოვის სავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი დაასაფლაევეს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. მისი შვილი იყო ცნობილი რეჟისორი სანდრო ახმეტელი.


143. სოფელ ჯვარ-ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მიხეილ გაგლოშვილი.


XIX საუკუნის 90-იან წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. 1902 წლის 26 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს და ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

1904 წლის 7 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგიენს.

1907 წელს ჯვარ-ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1910 წლის თებერვალში საგურამოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახლობის ეკლესიაში, ხოლო ამავე წლის 4 მარტს ჭვარების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1911 წლის 13 ივლისს ჯავის წმინდა გიორგის

გვ233

სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი მიხეილი 1928 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია თბილისის კეკიის წმინდა ნინოს სასელობის ეკლესიის სასაფლაოზე.


144. სოფელ ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი ილიას ძე მაჭავარიანი




1872 წელს დაიბადა.

XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1891 წლის ივნისში ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1897 წლის 26 ივლისს მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1900 წლის 10 მარტს ბიყარის სამრევლოს მედავითნედ დაადგინეს.

1901 წლის 25 მარტიდან ისევ მელაანის სამრევლოს მედავითნეა.

1907 წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1926 წლის ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს სოფელ ჯიმითის ორივე ეკლესიის წინამძღვრად მოიხსენიება.

XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში თბილისში გადმოვიდა და ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1937 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1940 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის N58-10 მუხლის საფუძველზე დააპატიმრა და გასამართლების შემდეგ ხელისუფლების დამხობაში და აგიტაცია-პროპაგანდაში დასდეს ბრალი. დეკანოზ გიორგის 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. იგი 1944 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა.


145. სოფელ ჯიმითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დავით იოსების ძე სართანიძე.


XIX საუკუნის 80-იან წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1893 წლის 6 დეკემბერს ჯიმითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1904 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.


146. სოფელ ჯოყოლას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ქისტების, თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მათე ალბუთაშვილი (მისი ბიოგრაფია ვრცლად იხილეთ ზემოთ).


147. სოფელ ჯუგაანის ჯვარ-პატიოსნის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი

XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მღვდლად დაასხეს ხელი და

გვ234

ბოდბისხევის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1896 წლის 25 ნოემბერს ტიბაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს.

1898 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1907 წელს ჯუგაანის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1910 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.

1914 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ილია 1927 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ჯუგაანის სასაფლაოზე.


148. სოფელ ჯუგაანის ჯვარ-პატიოსნის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - მეორე მღვდელი ეგნატე ისააკის ძე მენთეშაშვილი


1870 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1886-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1892 წლის 24 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 26 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1895 წლის 23 აპრილს ჯუგაანის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად განამწესე და ამავე წლის 27 ნოემბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1898 წლის 13 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1900 წლის 5 მაისს და 1902 წლის 5 თებერვალს სკოლაში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1904 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.

1908 წელს სიღნაღის მაზრის სამრევლოსაეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს.

1912 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. ამავე წლის 27 დეკემბერს ქვემო მაჩხაანის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1913 წლის 5 იანვარს ქვემო მაჩხაანის სასოფლო ბანკის ამხანაგობის თავჯდომარედ აირჩიეს.

1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

გვ235


ალავერდის ეპარქიის მონასტრებში დასაფლავებულთა პანთეონი, რომელთა საფლავებიც წაკითხულია 1910 წელს, სინოდალური კანტორის აღწერის დროს

აწყურის თეთრი გიორგის მონასტერი


1. პრაპორშიკი აზნაური მერაბ დავითის ძე გამყრელიძე 1810-1870 წწ.

2. აზნაური მიხეილ ლუარსაბის ძე მეღვინეთუხუცესი 1816-1892 წწ.

3. აზნაურ ევგენი მეღვინეთუხუცესის მეუღლე ნინო ანდრონიკაშვილი 1815-1885 წწ.

4. ნენე სულხანიშვილი 1848-1863 წწ.

5. სიდონია სულხანიშვილი 1837-1855 წწ.

6. აზნაური პაატა სულხანიშვილი 1826-1895 წწ. შუამთის მონასტერი


ტაძარში:


1. თავად გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე მარიამი 1758-1836 წწ.

2. თავადი ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე + 1846 წ. 60 წლის.

3. თავადი დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე 1818-1884 წწ.

4. ანა ილიას ასული ჭავჭავაძისა, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი 1828-1905 წწ.

5. ნადვორნი სოვეტნიკი სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი + 1869 წ. 49 წლის

6. სოფიო, მეუღლე სარდიონ ალექსი-მესხიშვილისა + 1868 წ. ეზოში:

1. თავადი დავით ევგენის ძე ქობულაშვილი 1812-1889 წწ.

2. დარია ალექსანდრეს ასული ქობულაშვილისა 1830-1884 წწ.

3. მარიამ გივის ასული ქობულაშვილისა + 1881 წ. 32 წლის.

4. თავადი ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი + 1840 წ. 67 წლის

5. თავად ევგენი ქობულაშვილის მეუღლე სიდონია + 1861 წ. 75 წლის.

6. თავადი ზაქარია ევგენის ძე ქობულაშვილი + 1850 წ. 30 წლის.

7. თავადი ადამ ევგენის ძე ქობულაშვილი + 1866 წ. 52 წლის.

8. მარიამ დიმიტრის ასული ქობულაშვილისა + 1900 წ. 77 წლის.

9. თავადი იოანე ევგენის ძე ქობულაშვილი 1816-1885 წწ.

10. თავადი ზაქარია ადამის ძე ქობულაშვილი 1860-1889 წწ.

11. ომანის ძე მაყაშვილი + 1814 წ. 37 წლის (სახელი აღარ იკითხება)

12. აზნაური მაკა ანდრონიკაშვილისა + 1864 წ.

13. თავადი მამუკა (გარდაიცვალა 18 წლის)

გვ236

14. თავადის ასული თებრონია ანდრონიკაშვილისა 1827-1856 წწ

15.კეთილშობილი პელაგია იოანეს ასული 1812-1898წწ.

16. აზნაური დარია იოსების ასული მგალობლიშვილისა 1826- 1867 წწ

17. აზნაური სვიმონ სვიმონ ძე მგალობლიშვილი 1845-1885 წწ.

18. თავადი დიმიტრი სვიმონის ძე ქობულაშვილი + 1851 წ. 60 წლის.

19. აზნაური დავით იოანეს ძე ბუჭყიაშვილი + 1836 წ. 31 წლის.

20. თამარ ბეჟანის ასული ჯორჯაძისა 1813-1890 წწ.

21. აზნაური მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (კიკნაძე) + 1872 წ. 90 წლის

22. თავადი მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ჩოლოყაშვილი) + 1907 წ. 66 წლის


ალავერდის მონასტერი


ტაძარში:


1. ქეთევანი, კახეთის მეფის ერეკლე II-ის მეუღლე. გარდაიცვალა 24 წლის.

2. ქეთევანი, კახეთის მეფის ერეკლე I-ის და ანაჩოლოყაშვილის ასული, მეუღლე ქიზიყის მოურავ აბელ ანდრონიკაშვილისა + 1718 წ. გარდაიცვალა 38 წლის.

3. კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის შვილი დავითი, მოკლული სპარსელთაგან.

4. კახეთის მეფის ერეკლე I-ის მეუღლე ანა ჩოლოყაშვილი + 1716 წ.


სტოაში:


1. პოლკოვნიკი გიორგი ჩოლოყაშვილი + 1820 წლის 10 ნოემბერი, 33 წლის.

2. არქიმანდრიტი ელეფთერი + 1826 წ.

3. შტაბს-კაპიტანი და კავალერი თავადი ილია დავითის ძე თარხან-მოურავი + 1865 წ. 45 წლის.

4. კაპიტანი თავადი მიხეილ დავითის ძე ამილახვარი + 1861 წ. 32 წლის.

5. ელენე გიორგის ასული ამილახვარი + 1849 წ. ეზოში:

1. თავადი იოანე ლევანის ძე ჩოლოყაშვილი + 1881 წ. 26 წლის.

2. ნატალია ედიშერის ასული ჩოლოყაშვილი + 1892 წ. 80 წლის.

3. ნინო ჩოლოყაშვილი + 1909 წ.

4. თავადი რევაზ ალექსანდრეს ძე ჩოლოყაშვილი - დაიბადა 1852 წლის

17 ივლისს - გარდაიცვალა 1894 წლის 26 სექტემბერს

5. თამარ ალექსანდრეს ასული ჩოლოყაშვილი 1852-1877 წწ.

6. ელისაბედ დიმიტრის ასული ჩოლოყაშვილი + 1891 წ. 68 წლის.

7. თავადი ალექსანდრე გრიგოლის ძე ჩოლოყაშვილი + 1875 წ. 62 წლის.

გვ237

8. თავადი დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილი + 1886 წლ. 43 წლის. 

9. თავადი სოლომონ გიორგის ძე ანდრონიკაშვილი 1896-1902წწ.

10. თავადის ასული მარიამი, ზურაბ ტუსიშვილის მეუღლე + 1850 წლის 24 მარტი

11. აზნაური აბელიშვილი + 1858 წ. 32 წლის.

12. თავადი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჩოლოყაშვილი + 1848წ. ხირსის მონასტერი


ტაძარში:


1. ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ექიმი ივანე თეოდორეს ძე ლეშინკსი + 1832 წლის 19 აგვისტო, 34 წლის

2. დონის კაზაკთა კავალერიის კაპიტანი ალექსანდრე ვასილის ძე პოლაკოვი + 1833 წლის 18 აგვისტო, 36 წლის

3. ლეიბ-გვარდიის გრენადერთა კავალერიის პოლკის პორუჩიკი კონსტანტინე გაბრიელის ძე ჭილაშვილი – დაიბადა 1806 წლის 20 მაისს, გარდაიცვალა 1829 წლის 12 აგვისტოს

4. ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის კაპიტანი იოანე გრიგოლის ძე მარკოვი + 1820 წლის 13 დეკემბერი, 33 წლის

5. ექიმ ხარიტონ ბრუხოვის მეუღლე ნადეჟდა + 1834 წლის 30 ნოემბერს 20 წლის

6. პორუჩიკ-არტილერისტი ალექსანდრე სერიპოვი + 1821 წლის 1 სექტემბერი

7. პოდპოლკოვნიკი გიორგი დიმიტრის ძე საგინაშვილი + 1844 წლის 30 ნოემბერს, 38 წლის

8. საინგილოს ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი დიმიტრი გოგებაშვილი + 1865 წლის 6 ოქტომბერი, 30 წლის.

9. პოდპოლკოვნიკი გრიგოლ ვასილის ძე კოვალოვი + 1820 წლის 19 აგვისტო, 43 წლის

10. ხირსის მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ჩახნაშვილი + 1882 წლის 20 მარტი

11. ხირსის მონასტრის არქიმანდრიტი ეპიფანე იოანეს ძე ბუჭყიაშვილი + 1852 წლის 10 თებერვალი, 67 წლის

12. ხირსის მონასტრის არქიმანდრიტი გრიგოლი, ერში გიორგი ბერძენიშვილი, დაიბადა 1809 წელს, გარდაიცვალა 1869 წლის 5 ივლისი

13. გამნაღმველთა ბატალიონის კაპიტანი სოლომონ მაღალაშვილი + 1849 წლის 5 ივლისი (მოკლეს ლეკებმა)

14. ხირსის მონასტრის იღუმენი, აზნაური ალექსანდრე საყვარელიძე

გვ238


ეზოში:


1. ხირსის მონასტრის ბერი გიორგი + 1910 წლის 17 აგვისტო

2. მღვდელი ალექსანდრე ტურიაშვილი + 1861 წლის 1 მაისი

3. მღვდელ დავით თათარაშვილის მეუღლე მარიამ ტურიაშვილი + 1896 წლის 12 ოქტომბერი, 64 წლის

4. სამხედრო მღვდელი დავით გიორგის ძე ანანიაშვილი + 1814 წლის 10 ივნისი, 66 წლის

5. კავალერიის პრაპორშიკი, აზნაური ლუარსაბ სოლომონის ძე ნაცვლიშვილი + 1886 წლის 20 ივნისი, 68 წლის

6. აზნაური მალაქია გიორგის ძე ნაცვლიშვილი + 1864 წლის 15 თებერვალი, 43 წლის

7. თბილისის გრენადერთა პოლკის პორუჩიკი დავით ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი + 1856 წლის 29 ივნისი

8. თბილისის გრენადერთა პოლკის პორუჩიკი სპირიდონ ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი + 1850 წლის 4 დეკემბერი, 26 წლის

9. აზნაურ მალაქია ნაცვლიშვილის მეუღლე ბარბარე ავთანდილის ასული + 1907 წლის 4 ოქტომბერი

10. ხირსის მონასტრის მღვდელმონაზონი ონოფრე, ერში მღვდელი ონისიმე გომელაური, აზნაური + 1894 წელი, 66 წლის

11. პორუჩიკი აზნაური იოსებ სოლომონის ძე ნაცვლიშვილი + 1883 წლის 19 მაისი

12. სახალხო მოსამართლის მდივანი, აზნაური ზაქარია გომელაური + 1910 წელი

13. ანუსია იოსების ასული ალადაშვილი + 1872 წელი

14. ილია ბეჟანის ძე არსენიძე + 1890 წლის 15 ივნისი

15. სტეფანე მღვდლის ძე გივი + 1863 წლის 3 ივლისი

გვ239

დამოწმებული წყაროეზი, ლიტერატურა

1. ს. ვარდოსანიძე „საქართველოს მართმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში.”

2. ზ. ჟვანია „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავრები 1917 წლიდან.“

3. ჟურნალი „მოყვასი“ - ალავერდის ეპარქიის პერიოდული გამოცემა.

4. გაზეთი „გზა და ჭეშმარიტება“ - ალავერდის ეპარქიის პერიოდული გამოცემა.

5. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი” - საქართველოს საპატრიარქოს ყოველკვირეული გამოცემა.

6. გაზეთი „კომუნისტი” - 1924-25 წლები.

7. კავკასიის კალენდარი 1910 წელი (რუსულ ენაზე).

8. კავკასიის კალენდარი 1917 წელი (რუსულ ენაზე).

9. საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანი 1891-1906 (რუსულ

ენაზე).

10. საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანი 1910-1917 (რუსულ ენაზე).

11. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N1611

12. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N1649

13. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N489

14. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N1467

15. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N700

16. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N1982

17. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N1904

18. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე N1446

19. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი.

20. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი, საქმე N39

21. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი, საქმე N65

22. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი, საქმე N272

23. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი, საქმე N711

24. საქართველოს სახელმწიფო ცეტრალური საისტორიო არქივი (სსცსა) ფონდი N1879, 1, 2, 3 აღწერილობა.

25. საქართველოს სახელმწიფო ცეტრალური საისტორიო არქივი (სსცსა) ფონდი N1880, 1 აღწერილობა.

26. საქართველოს სახელმწიფო ცეტრალური საისტორიო არქივი (სსცსა) ფონდი N1612, საქმე N16.

გვ240



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2023
ბოლო რედაქტირება 31.12.2023
სულ რედაქტირებულია 144





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0