2012 წლის 09 დეკემბერს, ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2013 წლის 03 თებერვალს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. დაინიშნა: მცხეთაში, ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად. 2015 წლის 10 მაისს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში;
9 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებული მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი მირიანი (შენგელია). ბერ-დიაკონი მირიანი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
3 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ-მლვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ბერ-დიაკონ მირიანს (შენგელია). მღვდელ-მონაზონი მირიანი მცხეთაში, ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად დაინიშნა.
10 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ორი სასულიერო პირი: იტალიაში მოღვაწე არქიმანდრიტი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) –– მეორე გამშვენებული ჯვრით; მღვდელ-მონაზონი მირიანი (შენგელია) -- იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
შენგელია - გვარის 45 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
შენგელია ირინეოსი - მღვდელმონაზონი.
2018 წლის 28 აგვისტოს, ბერდიაკვნად ხელდასხმა. სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახ. მამათა მონასტერი; ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრი, 2019 წლის 13 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.
28 აგვისტოს რუისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახ. მამათა მონასტრის ბერი ირინეოსი (შენგელია).
13 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ ირინეოსს (შენგელია).
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ეპისკოპოს საბას, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მორწმუნე ერის სახელით, ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურს, მღვდელმონაზონ ირინეოსს (შენგელია) ვულოცავთ მფარველი წმინდანის, წმ. ირინეოს ლიონელის ხსენების დღეს
შენგელია დავითი - დეკანოზი.
2009 წლის 30 აგვისტოს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით. 2014 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
30 აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — რესპუბლიკურ საავადმყოფოში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დავით შენგელია; ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გივი გივიშვილი; სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი დავით ლასურაშვილი და მღვდელი შალვა კეკელია.
12 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით -–- წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ორხევი) წინამძღვარი, დეკანოზი მელქისედეკ ხვედელიძე; გამშვენებული ჯვრით -– წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წინამძღვარი, დეკანოზი დავით შენგელია; ამავე ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ამბროსი (მაისურაძე); წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის (გლდანი, უშიშროების აკადემია) წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი სამსონიძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი გიორგი (ყუბანეიშვილი).
შენგელია მიხეილ მღვდელი 1893წ. მედავითნე, ჭაქვინჯი (ზუგდიდი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია 1893წ. მედავითნე, 1909-1916წ. მღვდელი, ჭაქვინჯი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია
შენგელია ტიმოთე მედავითნე 1909წ. აბასთუმანი ახალი (ზუგდიდი) მთავარანგელოზის ეკლესია 1903წ. განარჯიის მუხური (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია 1892წ. ჭაქვინჯი (ზუგდიდი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
შენგელია ანდრია მღვდელი 1894წ. მედავითნე, თაია (ჩხოროწყუ) წმიდა გიორგის ეკლესია, 1889წ. ჭოღა I (ჩხოროწყუ) მაცხოვრის/მთავარანგელოზის ეკლესია 1901წ. მედავითნე 1905წ. დიაკონი ჭოღა II (ჩხოროწყუ) მთავარანგელოზის ეკლესია
შენგელია თეოდორე მედავითნე 1908წ. ზანა (სენაკი) მაცხოვრის ეკლესია 1909წ. გარახა (ჩხოროწყუ) წმ. გიორგის ეკლესია 1906წ. ნაფიჩხოვო (ჩხოროწყუ) წმ. გიორგის ეკლესია
შენგელია სიმონ მღვდელი 1889წ. მუხური (ჩხოროწყუ) ღვთიმშობლის ეკლესია 1875წ. მედავითნე 1878წ. დიაკონი ნაფიჩხოვო (ჩხოროწყუ) წმ. გიორგის ეკლესია 1871წ. მედავითნე ჭოღა II (ჩხოროწყუ) მაცხოვრის/მთავარანგელოზის ეკლესია 1881-1910წ. მღვდელი ჭოღა II (ჩხოროწყუ) მთავარანგელოზის ეკლესია
შენგელია დავით მღვდელი 1871-1910წ. მოიდანახე (ჩხოროწყუ) ღვთიმშობლის ეკლესია, 1866წ. მედავითნე ჩოღის(ჭოღის.ბ.ხ.) მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. 1894წ. ლეღერცამე (ჩხოროწყუ) მაცხოვრის ეკლესია 1871წ. ჭოღა II (ჩხოროწყუ) მაცხოვრის/მთავარანგელოზის ეკლესია
შენგელია კონსტანტინე მღვდელი 1896წ. მედავითნე თაია (ჩხოროწყუ) წმიდა გიორგის ეკლესია 1897წ. მედავითნე ჭოღა I (ჩხოროწყუ) მაცხოვრის/მთავარანგელოზის ეკლესია 1907-16წ. მღვდელი ჭოღა I (ჩხოროწყუ) მაცხოვრის/მთავარანგელოზის ეკლესია
31 მარტს მარტყოფის „ღვთაების“ სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბენიამენმა (ბელქანია) ბერად აღკვეცა მორჩილები: ვალერი ცხადაია (სახელად ეწოდა მელქისედეკი), ავთანდილი ბაზაგაშვილი (სახელად ეწოდა ლაზარე), რეზო შალიკაშვილი (სახელად ეწოდა სერაფიმე), ზურაბ ჯავახიშვილი (სახელად ეწოდა ელისე), ალექსანდრე ხოსროშვილი (სახელად ეწოდა დავითი) და ფრიდონ შენგელია (სახელად ეწოდა ანტონი).
29 დეკემბერს მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის ბერ-დიაკონ ანტონს (შენგელია). მღვდელ-მონაზონი ანტონი მარტყოფის ღვთაების სახელობის მონასტერში იმსახურებს.
შენგელია თომა - დეკანოზი.
2010 წლის 11 ოქტომბერს დიაკვნად კურთხევა. 2011 წლის 05 ივნისს მღვდლად ხელდასხმა.
11 ოქტომბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი თომა შენგელია. დიაკონი თომა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
5 ივნისს სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ თომა შენგელიას, მღვდელი თომა საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
შენგელია შალვა - იღუმენი.
2011 წლის 13 ნოემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით;
13 ნოემბერს, ასი ათას ქართველ მოწამეთა ხსენების დღეს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი როსტომ კუჭუხიძე –– მიტრის ტარების უფლებით; შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) – მეორე გამშვენებული ჯვრით; სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე – გამშვენებული ჯვრით; მარტყოფის ღვთაების მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შალვა (შენგელია) –- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი იოთამი (ბასილაია) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
შენგელია მირიანი - იღუმენი.
2012 წლის 09 დეკემბერს, ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2013 წლის 03 თებერვალს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. დაინიშნა: მცხეთაში, ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად. 2015 წლის 10 მაისს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში;
9 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებული მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი მირიანი (შენგელია). ბერ-დიაკონი მირიანი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
3 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ-მლვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ბერ-დიაკონ მირიანს (შენგელია). მღვდელ-მონაზონი მირიანი მცხეთაში, ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად დაინიშნა.
10 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ორი სასულიერო პირი: იტალიაში მოღვაწე არქიმანდრიტი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) –– მეორე გამშვენებული ჯვრით; მღვდელ-მონაზონი მირიანი (შენგელია) -- იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
შენგელია შუშანიკი - მონაზონი.
2014წლის მდგომარეობით სახლში მყოფი მონაზონი