სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12276

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გურანდა გაბუნია 1938-2019წწ  მსახიობი. დაბ. თბილისი.

1938-2019 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გაბუნია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

გურანდა გაბუნია 1938-2019წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

გურანდა გაბუნია ( 26 აგვისტო 1938-2019) მსახიობი.



დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. გამოირჩევა დახვეწილი არტისტიზმით, პროფესიულობით, სცენური ტემპერამენტით, განცდის სიწრფელით.


ერთნაირი წარმატებით, განსხვავებული ფერებით გვიხატავს ჰეროიკულ, დრამატულ–რომანტიკულ, ლირიკულ თუ სახასიათო სახეებს. მისი როლებისათვის დამახასიათებელია ფორმის სიმკვეთრე, პლასტიკა, ზომიერების გრძნობა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა (ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი (რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი (ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი (ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე (სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"),  ისმენე (ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები:  ჟოზე (ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა (როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"),  ელის ჩერემისოვა (ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე ("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა ("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა ("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი ("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა ("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი ("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა ("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ. გადაღებულია არაერთ ფილმში. 2008 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.03.2023
სულ რედაქტირებულია 2


გაბუნია გიორგი დაბ. თბილისი 1967წ. ბერი ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერი.

2 0

ალექსანდრე ლუკას ძე გაბუნია 1880-1969წწ. პროტოპრესვიტერი, სასულიერო პირი

1 0

გაბუნია - გვარის 31 ღვთისმსახური

1 0

გაბუნია გერასიმე (გიორგი), 1852-1920-იანი წლები არქიმანდრიტი, მოღვ. ქვათახევის მონასტერი

2 0

შალვა გაბუნია ემზარის ძე 1989-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ფოთი

3 0


თემურ გაბუნია 1956-26/11/93წ. გარდ. სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

3 0


ზაზა გაბუნია 1974-93წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი

4 0


მერაბ გაბუნია ვაჟას ძე 1962-19/09/92წწ დაკარგ. ტამიში

2 0

მურთაზ გაბუნია 1969-29/09/92წწ გარდ. სოფ. ათარა ოჩამჩირე დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


თემურ ჯუმბერის ძე გაბუნია 1956-92წწ. გარდ. 34 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. თბილისი

2 0


ვასილ (თემურ) გაბუნია 1953-93წწ. გარდ. გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ვასილ გაბუნია დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-93წწ ფონდი მოლოდინი

2 0

ვენერა გაბუნია 1953-1993წწ 22/09/93წწ. გარდ. სოფ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი დ. სოფ. ახუთი ჩხოროწყუ.

3 0


ილია გაბუნია ივანეს ძე 1975-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ზედა გორა ვანი

2 0


(მინა) მიხეილ გაბუნია 1945-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


თეიმურაზ გაბუნია 1950-93წწ. გარდ. მდ. გუმისთა დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


გენადი (გენო) გაბუნია 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ. ესტონკა გულრიფში აფხაზეთი

5 0

ლეონიდე კალისტრატეს ძე გაბუნია 1920-2001წწ პალეონტოლოგი, აკადემიკოსი. ირკუტსკი, რუსეთი

2 0


გიორგი გაბუნია 1909-1957წწ დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი. წარმ. სამეგრელო. დაბ. თბილისი.

1 0


თეა გაბუნია 1943წ მსახიობი. დაბ. თბილისი

1 0


ნატო გაბუნია 1859-1910წწ მსახიობი დაბ. გორი,ქართლი.

1 0