თეა გაბუნია (22 სექტემბერი 1943) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.
1964-1971წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თატრი, მსახიობი; 1971 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმი", რედაქტორი. გადაღებულია ფილმებში: "ლონდრე" (ვაჭრის ცოლი, 1966), "ქალაქი ადრე იღვიძებს“ (1967), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "ჩიორა" (მაროს დედა, 1984), "მეხუთე მოქმედება" (1992) და სხვ.