სულ ვიზიტორი : 589856554
განთავსებული სტატია : 8952

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გენადი (გენო) გაბუნია 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ. ესტონკა გულრიფში აფხაზეთი გენადი (გენო) გაბუნია 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ. ესტონკა გულრიფში აფხაზეთი გენადი (გენო) გაბუნია 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ. ესტონკა გულრიფში აფხაზეთი გენადი (გენო) გაბუნია 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ. ესტონკა გულრიფში აფხაზეთი გენადი (გენო) გაბუნია 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ. ესტონკა გულრიფში აფხაზეთი
გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

391       ბეჭდვა

გენადი (გენო) გაბუნია 1969-93წ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. სოფ. ესტონკა გულრიფში აფხაზეთი

გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში დაიბადა გენო გაბუნია. შემდეგ ოჯახი სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად.

დაამთავრა სოხუმის მე-6 საშუალო სკოლა, შემდეგ – სავაჭრო ტექნიკუმი.მურმანსკში წყალქვეშა გემზე 3 წელი იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. იქიდან დაბრუნებულს აფხაზეთის კონფლიქტი დახვდა. დედისერთა იყო, შეეძლო არ ეომა, მაგრამ დედას ამაყად უთხრა: „საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ჩემი მიწის დასაცავად და მე სახლში ვიჯდე?.. ზურგში მოხვედრილ ტყვიას გულში მოხვედრილი მირჩევნიაო“.

სამი ვაჟკაცი – გენოს საყვარელი ბიძაშვილი, ისიც გენადი გაბუნია, დედის ძმა იური ჩაკვეტაძე – წავიდა საბრძოლველად ერთი ოჯახიდან. გენადი და იური, საბედნიეროდ, დღეს ცოცხლები არიან და მკერდით დაატარებენ 24 წლის ვაჟკაცის გენო გაბუნიას სურათს. მამამისი ავიზორ გაბუნია, ფიზიკური ნაკლის გამო, ვერ წავიდა ფრონტის ხაზზე, დღესდღეობით ჩარჩენილია იქ და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მარტო დარჩა ლტოლვილი და ნათესავების კერას შეფარებული დედა სულიკო გაბუნია, რომელიც ცრემლიანი თვალებით ყვება შვილის ამბავს: ჩემი გენო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მაიორ იური ომანიძის სახელობის ბატალიონის ასეულის მსროლელი იყო. ბავშვობიდანვე სათნო, თბილი, მოსიყვარულე განსაკუთრებით მოხუცებისადმი იჩენდა მზრუნველობას, აკი დაუფასდა კიდეც – მისი საყვარელი ბებია ეთერი შვილიშვილის საფლავს ტირილში დააკვდა დაკრძალვიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.

1993 წლის 24 აპრილს სოხუმის რაიონის სოფ. აჩადარაში ერთ-ერთი ობიექტის დაცვის დროს, გენო და მისი სამი თანამებრძოლი ჭურვის ნამსხვრევებმა ნაფლეთებად აქცია.

დასაფლავებულია მშობლიურ სოფელში.




გენადი (გენო) აივიზორის ძე გაბუნია დაიბადა 1969 ელის 21 იანვარს გულრიფშის რ-ნი სოფელი ესტონკა, გარკვეული პერიოდის მერე ოჯახი სოხუმში გადავიდა


 გენადი გაბუნია, სიკვდილის

შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 20.07.2021


რედაქტირება ფოტო ნანუკა ღვინაშვილი 06.09.2021





აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

2 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი დავით ღვინჯილია

2 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

3 0


აფხაზეთის ომი


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0