11 დეკემბერს თბილისის თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მამათა მონასტერში, მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფიცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა: მარტყოფის ყოველთა წმინდანთა სახელობის, მამათა მონასტრის მორჩილები: ექვთიმე ნაცვლიშვილი — სახელად ეწოდა თორნიკე, თორნიკე სამხარაძე — სახელად ეწოდა ნერსე; თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტრის მორჩილები: იოანე ჩაჩუა — სახელად ეწოდა აბო, გიორგი ბუდულაშვილი — სახელად ეწოდა ლუკიანე; მცხეთის წმინდა გიორგის სახე- ლობის მამათა მონასტრის მორჩილი: გიორგი გიორგაძე — სახელად ეწოდა ონოფრე.
ნაცვლიშვილი - გვარის 40 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
1891-97 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად განამწესეს.
1899 წლის 9 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა.
1901 წლის 9 ნოემბერს სკუფია უბოძეს.
1905 წელს წმ. სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.
1907 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1914 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
გვ167
1922 წელს ბოდბისხევის ეკლესიის წინამძღვარია.
XX საუკუნის 20-იან წლების შუა პერიოდში თბილისში გადამოიყვანეს და საკათოლიკოსო საბჭოს,საქმის მწარმოებლად და მდივნად დაინიშნა.
XX საუკუნის 30-იან წლებში პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 1937 წლის ბოლოს სიონის ტაძრიდან გამოსული პროტოპრესვიტერი მიხეილი ჩეკისტებმა დააპატიმრეს. მისი ბედი დღემდე უცნობია. სავარაუდოთ, იგი სამეულის განჩინებით დახვრიტეს.
11 დეკემბერს თბილისის თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მამათა მონასტერში, მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფიცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა: მარტყოფის ყოველთა წმინდანთა სახელობის, მამათა მონასტრის მორჩილები: ექვთიმე ნაცვლიშვილი — სახელად ეწოდა თორნიკე, თორნიკე სამხარაძე — სახელად ეწოდა ნერსე; თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტრის მორჩილები: იოანე ჩაჩუა — სახელად ეწოდა აბო, გიორგი ბუდულაშვილი — სახელად ეწოდა ლუკიანე; მცხეთის წმინდა გიორგის სახე- ლობის მამათა მონასტრის მორჩილი: გიორგი გიორგაძე — სახელად ეწოდა ონოფრე.
1897-1901 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1901 წლის 4 სექტემბერს ელენოვსკის სამრევლოში მედავითნედ დაინიშნა.
1902 წლის 9 ნოემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა.
1903 წლის 16 ივნისს გერუსინის სამრევლოს მედავითნედ განამწესეს.
1907 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1926 წლის ბოდბის ეპარქიის საეკლესიო ოლქების აღწერისას მსახურობდა სოფელ ილარიონოვკას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, სადაც მრევლის რაოდენობა შეადგენდა 250 კომლს. ტაძარი ოფიციალურად გაუქმებული იყო. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
ნაცვლიშვილი სვიმონ - მღვდელი.
1772წ. დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ სრულად ნახვა
ნაცვლიშვილი გრიგოლ მედავითნე 1895წ. ნაციხვარი (თუშეთი, პირიქითა ხეობა) წმიდა გიორგის, ნათლიმცემლის ეკლესია 1893წ. ალვანის ზემო (ახმეტა) წმიდა სამების ტაძარი 1895წ. ნაფარეული (თელავი) ღვთიმშობლის მიცვალების ეკლესია
1873 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1886- 90 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1892 წლის 15 სექტემბერს ბიყარის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1893 წლის 3 ივლისს ასანაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 29 ნოემბერს საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1901 წლის 17 აგვისტოდან ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის
მედავითნეა.
1902 წლის 22 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 ოქტომბერს
29 აპრილს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად აკურთხა სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონი რევაზ ნაცვლიშვილი, ხოლო სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ ექვთიმეს (ბუსკანძე) – დიაკვნად დაასხა ხელი.
ნაცვლიშვილი ლევან - მღვდელი.
2010 წლის 31 იანვარს დიაკვნად ხელდასხმა. 2010წლის 27 ივნისს მღვდლად კურთხევა. იმსახურებს მარნეულის რაიონის სოფელ თამარისის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში.
31 იანვარს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ლევან ნაცვლიშვილს. დიაკონი ლევანი რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
27 ივნისს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძარის დიაკონ ლევან ნაცვლიშვილს. მღვდელი ლევანი მარნეულის რაიონის სოფელ თამარისის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
20 სექტემბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა რუსთავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ლევან ნაცვლიშვილი დაინიშნა.