სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12429

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ფხალაძე ჯუანშერი გივის ძე  მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ფხალაძე ჯუანშერი გივის ძე მღვდელი

დაბ. 1990წ.  2019 წლის 21 აპრილს, მღვდლად ხელდასხმა. საჩხერის საკათედრო ტაძარი

დაიბადა 05 იანვარი 1990 წელს

ხელდასხმა
ამა წლის 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან ჯუანშერს (ფხალაძე). მღვდელი ჯუანშერი იმავე ტაძარში იმსახურებს.

ფხალაძე ჯუანშერი გივის ძე მღვდელი დაბ. 1990წ. საჩხერის საკათედრო ტაძარი 2023წ მდგომარეობით



მღვდელი ჯუანშერი (ფხალაძე) დაიბადა 1990 წლის 5 იანვარს ქალაქ ჭიათურაში, გივი ფხალაძისა და ნანა გველესიანის, მართლმადიდებელ ქრისტიანთა, ოჯახში.

1992 წელს მონათლეს მღვიმევის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახ. ეკლესიაში.

1996-2007 წლებში სწავლობდა ქ. ჭიათურის N9, N1, N4 საჯარო სკოლებსა და მრავალპროფილურ ლიცეუმში.

2007 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც 2011 წელს დაასრულა ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, სატყეო მეურნეობის მიმართულებით.

2010 წლის ბოლოს, შობის მარხვაში, შემოსეს სტიქრით.

2011 წელს დაიწყო მედავითნეობის შესწავლა.

2011 წელს მოძღვრის, დეკანოზ ბესარიონის (მენაბდე) კურთხევით, ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2015 წელს და მიენიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2015 წელს დაოჯახდა მარიამ კაციტაძეზე და საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში.

2015-2017 წლებში მედავითნედ მსახურობდა მღვიმევის წმ. ეკატერინეს სახ. დედათა მონასტერში, ზოდის წმ. გიორგის სახ. და ხრეითის წმ. გიორგის სახ. ტაძრებში.

2017 წლის 2 აპრილს, დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედის, წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს, ქ. საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიაზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა მოძღვრის, დეკ. ბესარიონის (მენაბდის) წარდგინებით ხელი დაასხა დიაკვნად და დაადგინა სოფ. სავანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში.

2019 წელს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა ქ. ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. მართლმადიდებლურ სკოლაში საღმრთო რჯულის პედაგოგად.

2019 წლის 21 აპრილს, დიდი მარხვის მეექვსე კვირას, ქ. საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძარში, ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ხელი დაასხა მღვდლად და დაადგინა ამავე ტაძრის მღვდელმსახურად.

2021 წელს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა საჩხერის საავადმყოფოში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახ. სამლოცველოს მღვდელმსახურად. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ფხალაძე - გვარის 36 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ფხალაძე ჯუანშერი გივის ძე  მღვდელი
ფხალაძე ჯუანშერი გივის ძე - მღვდელი. დაბ. 1990წ.  2019 წლის 21 აპრილს, მღვდლად ხელდასხმა. საჩხერის საკათედრო ტაძარი სრულად ნახვა
ფხალაძე მელქისედეკ III  კათოლიკოს პატრიარქი
ფხალაძე მელქისედეკ III - კათოლიკოს პატრიარქი. დაბ. სოფ. ყანდაურა (საგარეჯო) 1872-1960წწ სიონი (თბილისი) საკათედრო ტაძარი. ბიოგრაფია სრულად ნახვა
ფხალაძე სიმონ დიაკვანი
ფხალაძე სიმონ - დიაკვანი. სრულად ნახვა
ფხალაძე იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე ერასტი დიმიტრის ძე - მღვდელი. დაბ. 1886წ. სრულად ნახვა
ფხალაძე თადეოზ - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე სიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე დავითი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე დავით თევდორეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე არჩილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე ივანე (იოანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე რომანოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე რაფაელ - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე კირილე - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე გიორგი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე იოანე (ივანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე იოსებ გაბრიელის ძე - დიაჩოქი. სრულად ნახვა
ფხალაძე გაბრიელი - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე ისიდორე - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე ალექსანდრე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე თეოდორე თადეოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე სპირიდონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე აბრამი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე არსენ აბრაამის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფხალაძე იოსებ თამაზის ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე დიმიტრი იოსების ძე - დიაჩოქი. სრულად ნახვა
ფხალაძე გრიგოლი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე ალექსი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე ერმოლაოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფხალაძე ნიკოლოზ დავითის ძე - მღვდელი. დაბ. 1883წ. სრულად ნახვა
ფხალაძე ერ. მღვდელი. ქართველი მომღერლები -- მუსიკალური გუნდები. თეატრი და ცხოვრება. თბილისი, 1917. 10 დეკემბერი. N 44. გვ. 16.
ფხალაძე ალექსანდრე აბრაამის ძე 1874-1924წწ მღვდელი დაბ. სოფ. ქოდალო გურჯაანი ბიოგრაფია დახვრიტეს  
ფხალაძე ზაქარია თადეოზის ძე მედავითნე, 24 წლის; 1886წ. საგარეჯო 
ფხალაძე რაფიელი დიაკვანი, სასულიერო ხელნაწერიდან 19 საუკუნე
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.



7.6 მელქისედეკ III ფხალაძე 1952-1960წწ კათოლიკოს პატრიარქი დაბ. სოფ.ყანდაურა საგარეჯო კახეთი

1 0


ფხალაძე ნიკოლოზ დავითის ძე, მოღვ. 1907-1921წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

2 0

ქართველი საბჭოთა კავშირის გმირები ომის, შრომის და სხვა ავტ. თორნიკე მერაბის ძე ფხალაძე

2 0