ფხალაძე ნიკოლოზ დავითის ძე, 1883-192? წინამძღვარი მღვდელი, სოფელ შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) ბიოგრაფია ნიკოლოზ ფხალაძე დაიბადა 1883 წლის 30 ოქტომბერს გლეხის ოჯახში,
1900 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ჩააბარა სპეციალური გამოცდები და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. მუშაობა დაიწყო კალაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში.
1906 წელს სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა და 1907 წელს დიაკვნად აკურთხეს.
1908 წელს ნიკოლოზმა სამღვდელო კომისია გაიარა, იმავე წლის დეკემბერში მღვდლად დაასხეს ხელი და შიბლიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესეს.
1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1915 წლიდან მამა ნიკოლოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.
1915 წელს ქოდალოს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.
1921 წელს მღვდელი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-3 საეკლესიო კრებას ესწრებოდა. ჰყავდა მეუღლე სოფიო ლაზარეს ასული და შვილები: ქსენია, ვლადიმერი და თამარი.
მღვდელი ნიკოლოზის ცხოვრების შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, გარდაიცვალა 1920-იანი წლების ბოლოს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-1917)
ბიბლიოგრაფია
გიორგი მაჩურიშვილი
127. სოფელ შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ დავითის ძე ფხალაძე.
1907 წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და შიბლიანის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1915 წლის 29 სექტემბერს ქოდალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1921 წლის 21-27 ივნისის გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის III საეკლესიო კრებაზე.