სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ქარდავა პიმენი (ერისკაცობაში რომან)  არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ქარდავა პიმენი (ერისკაცობაში რომან) არქიმანდრიტი

დაბ. გალი. 2008 წლის 13 იანვარს ბერდიაკვნად კურთხევა, 2008 წლის 15 თებერვალს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2010 წლის 23 მაისს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით.

2025წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა

ქარდავა პიმენი (ერისკაცობაში რომან) დაიბადა გალში საქართველოს ქუჩაზე, სამების საკეთდრო ტაძრის ღვთისმსახური 2022წ. სხვა წყარო მღვდლად კურთხევა 2008წ

ქარდავა პიმენი (ერისკაცობაში რომან) არქიმანდრიტი სამება (თბილისი) საპატრიარქო ტაძარი 2025წ. მდგომარეობით


საპატრიარქოს უწყებანი N2 24-30 იანვარი 2008წ გვ. 8

13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის ბერი პიმენი (ქარდავა). ბერდიაკონი პიმენი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

 საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ. 9

 ხელდასხმა

 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ბერდიაკონ პიმენს (ქარდავა). 15 თებერვალს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის (საირმეზე) მედავითნე ზურაბ მარგველაშვილი და სახელად სვიმეონი უწოდა. დიაკონი სვიმეონი საირმის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს

საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ გვ. 6

დაჯილდოვება

23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარ- კეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. მაროქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.