ნამსახურობის სია შედგენილი არქიმანდრიტი სერაპიონის 1900წ.
6466.1379 51S.jpg
1575.ის № 6466/1575 – განკარგულება ეპისკოპოს ლეონიდისა – ჯრუჭის მონასტრის ეკონომის თანამდებობიდან მღვდელმონაზონ პახუმის გათავისუფლებისა და მის ნაცვლად მღვდელმონაზონ ლავრენტის დანიშვნის თაობაზე. 1902 წელი.
გვარის გარეშე - გვარის 82 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
იღუმენ დიონოსის ვანში მოღვაწეობის ფაქტები ჩვენთვის უცნობია, გარდა ერთისა: როგორც მონასტრის 1840 წლის აღწერილობიდან ჩანს, სწორედ მას განუახლებია აქ 1780 წელს სამონასტრო ცხოვრება, მანამდე კი მღვიმის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 1837 ფ.9]. მართალია, სხვა დოკუმენტი მონასტრის განახლებას იმერეთის მეფე დავით II გიორგის ძეს უკავშირებს 1788 წელს, თუმცა აქაც აღნიშნულია მეფის მიერ მონასტრის წინამძღვრად დიონოსის დადგინება. მას აქ მონასტრის განახლებიდან 1811 წლამდე უმსახურია [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 2106 ფ.13].
დაარსებიდან გაუქმებამდე (1788-1867 წ.წ) მონასტრის წინამძღვრები იყვნენ:
იღუმენი დიონოსი - 1788-1811წწ.
არქიმანდრიტი სიმეონი (ბაქრაძე) - 1811-1841წწ.
იღუმენი მაკარი (იაშვილი)- 1841-1854წწ.
მღვდელ-მონაზონი სერაპიონი - 1854-1855წწ.
მღვდელ-მონაზონი თომა (ელიავა) – 1855/05-1856/03 წწ. (მ/შ)
1814 წელს არქიეპისკოპოსმა სოფრონმა, იმავდროულად ხელდასმულ იქნა ბერდიაკვნად. 1828 წელს მის მიერვე იქნა მღვდელ-მონაზვნად ნაკურთხი [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 144 ფ. 26-27]. ეს მღვდელმონაზვნები ჩანან მონასტრის კრებულის წევრთა 1838 წლის აღწერაშიც [ქცა ფ.21 ან.1 ს.965 ფ. 124-125].
მღვდელ-მონაზონი თომა (ელიავა) – 1855/05-1856/03 წწ. (მ/შ)
მღვდელ-მონაზონი თომა (ელიავა) - 1856/03-1860 წწ.
მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე - 1860-1867 წწ.
მღვდელ-მონაზონ თომას (ელიავა) დანიშვნამდე [ქ.ც.ა., ფ. 21 ან.1 ს. 5631 ფ. 12, 24,41]. მღვდელ-მონაზონი თომა მონასტრის წინამძღვრად ჩანს 1860 წლის შემოდგომამდე [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 7382 ფ. 3]. 1859 წლის აპრილში იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ მისწერა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს, რათა ჯრუჭის მონასტრიდან მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე გადაეყვანა ვანის მონასტერში მმართველად, თომა კი დაეტოვებინა როგორც ზედამხედველი, რამდენადაც მას მხედველობის დაქვეითების გამო აღარ შეეძლო მონასტრის მართვა. ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას მღვდელ-მონაზონი თომა არ დაემორჩილა და რამდენიმე თვე კიდევ მართავდა მონასტერს [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 735 ფ. 1-3]. 1860 წლის 18 სექტემბერს მონასტერი ჩააბარეს წინამძღვრად დანიშნულ მღვდელ-მონაზონ ნეოფიტეს, რომელიც აქ 1867 წლამდე მოღვაწეობდა [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 7382 ფ. 3-4]. საარქივო დოკუმენტებმა შემოგვინახა ვანის მონასტრის საეკლესიო ნივთსამკაულის და ქონების 1827, 1854, 1860 და 1866 წლების აღწერა. მონასტრის ქონების აღწერილობებიდან ყველაზე დეტალური და სრულყოფილია 1860 წლის აღწერა, რომელიც შედგენილია 1860 წლის 18 სექტემბერს წინამძღვარ ნეოფიტესთვის მონასტრის ჩაბარებისას. დოკუმენტი მთლიანად მოგვაქვს:
253.ის 6466/253 – ხელწერილი თავად სვიმონ ნიჟარაძისა მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – მისი ბიძის არქიმანდრიტ ნიკოლოზის საათის მისთვის გადაცემის თაობაზე. 1866 წელი.
276.ის 6466/276 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის ეკონომ გერასიმესადმი – მღვდელმონაზონ გაბრიელისათვის საეკლესიო ბეგარის აკრებაში დახმარების თაობაზე. 1867 წელი.
285.ის 6466/285 – წერილი ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ ბესარიონისადმი – მღვდელმონაზონ გერასიმეს გელათის მონასტერში გადაყვანის თაობაზე. 1868 წელი.
293.ის 6466/293 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ბესარიონისადმი – მღვდელმონაზონ გერასიმეს გელათის მონასტერში გადმოყვანის თაობაზე. 1868 წელი.
299.ის 6466/299 – შეკითხვა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ ბესარიონისა ეპისკოპოს გაბრიელისადმი – მღვდელმონაზონ გერასიმეს ჯამაგირის თაობაზე. 1869 წელი.
307.ის 6466/307 – განცხადება გელათის მონასტრის ეკონომ თევდორესი არქიმანდრიტ ბესარიონისადმი – მღვდელმონაზონ ისაკის გარდაცვალების გამო, მაცხოვრის ეკვდერის მღვდელმონაზონ გერასიმესთვის ჩაბარების თაობაზე. დოკუმენტს თან ახლავს ეკვდერის სამკაულის სია. 1869 წელი.
343.ის 6466/343 – განცხადება გელათის მონასტრის ეკონომ გერასიმესი ეპისკოპოს გაბრიელისადმი – საეკლესიო მთაზე გლეხებისათვის მიწის გადაცემის თაობაზე. 1871 წელი.
370.ის 6466/370 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – სოფელ ოკრიბის მცხოვრებთათვის „ვათეთრას“ მთის ჩაბარების თაობაზე. 1871 წელი.
371.ის 6466/371 – წერილი საეკლესიო ხაზინადარისა გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – მღვდელმონაზონ სპირიდონის ჯამაგირის თაობაზე. 1871 წელი.
372.ის 6466/372 – წერილი გელათის მონასტრის არქიმანდრიტ ბესარიონისა გელათის მონასტრის ეკონომ მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – წმინდა გიორგის ეკლესიის შესაღებად საჭირო ფულის თაობაზე. 1871 წელი.
372.ის 6466/372 – წერილი გელათის მონასტრის არქიმანდრიტ ბესარიონისა გელათის მონასტრის ეკონომ მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – წმინდა გიორგის ეკლესიის შესაღებად საჭირო ფულის თაობაზე. 1871 წელი.
373.ის 6466/373 – შეტყობინება იმერეთის საეპარქიო კანტორისა გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – გელათის მონასტრის წინამძღვრის ბესარიონის სინოდის კანტორის წევრად დანიშვნისა და გელათის მონასტრის შესამოსელისა და ეკონომიური ნაწილის გერასიმესთვის ჩაბარების თაობაზე. 1871 წელი.
375.ის 6466/375 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის ეკონომ მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – გელათის მონასტრის 1870 წლის შემოსავალ-გასავლის წიგნის შემოწმებისა და შენიშვნების თაობაზე. 1871 წელი.
387.ის 6466/387 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ მღვდელმონაზონ ნიკიფორესადმი – მღვდელმონაზონ გერასიმეს ენქერით დაჯილდოების თაობაზე. 1872 წელი.
388.ის 6466/388 – მიმართვა ეპისკოპოს გაბრიელისა მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – გელათის მონასტრის წინამძღვარ ნიკიფორეს კაცხის მონასტრის წინამძღვრად გადაყვანისა და გელათის მონასტრის წინამძღვრად გერასიმეს დანიშვნის თაობაზე. 1872 წელი.
392.ის 6466/392 – ხელწერილი სოფელ გელათის გლეხების ექვთიმე და გიორგი კეზევაძეებისა გელათის მონასტრის ეკონომ მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – მათ მიერ, 5 წლის ვადით, მონასტრის ადგილის საყანედ აღების თაობაზე. 1873 წელი.
404.ის 6466/404 – წერილი სიმონ მიქიევისა გელათის მონასტრის ეკონომ მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – იეროდიაკონ ნექტარის ჯამაგირიდან მღვდელმონაზონ მაკარისათვის ჯამაგირზე 20 მანეთის დამატების თაობაზე. 1874 წელი.
487.ის 6466/487 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არხიმანდრიტ სერაპიონისადმი – გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ გერასიმეს გულსაკიდი ჯვრით დაჯილდოების თაობაზე. 1877 წელი.
536.ის 6466/536 – ხელწერილი ოსტატების: მოსე და სიმონ ბერეკაშვილებისა მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – მისგან მონასტრის სახლების აშენებისათვის მიღებული თანხის თაობაზე. 1878 წელი.
542.ის 6466/542 – ხელწერილი დეკანოზ იოანე გამრეკელოვისა გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ გერასიმესადმი – მისგან გელათის მონასტრის სახლების მშენებლობაზე მუშაობისათვის თანხის მიღების თაობაზე. 1878 წელი.
614.ის 6466/614 – ბარათი გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ გერასიმეს სახელზე – არქიმანდრიტ სერაპიონის არ ყოფნის გამო, მისთვის ნამარნევის მონასტრის არქიმანდრიტ რომანოზის გამოგზავნილი ცხენისა და ბარათის გერასიმესთვის, როგორც მონასტრის ეკონომისათვის, ჩაბარების თაობაზე. 1881 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართული – მხედრული; ზომა: 21 X 13 სმ;
615.ის 6466/615 – თხოვნა გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ გერასიმესი ეპისკოპოს გაბრიელისადმი – დროებით, იერუსალიმისა და სხვა ადგილების მოლოცვის მიზნით, მისი ეკონომის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოგზაურობისათვის საჭირო ბილეთის მიცემის თაობაზე. 1881 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართული – მხედრული; ზომა: 17,5 X 21,7 სმ;
622.ის 6466/622 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ სერაპიონისადმი – აღმოსავლეთში, წმინდა ადგილების მოსალოცად, ეკონომ გერასიმეს გამგზავრების გამო, დროებით ეკონომის მოვალეობის შესრულების რომელიმე ბერისთვის დავალების თაობაზე. 1881 წელი.
625.ის 6466/625 – წერილი გელათის მონასტრის წინამძღვარ სერაპიონისა მონასტრის ეკონომ გერასიმესადმი – მღვდელმონაზონ ამბერკის უწესო (არაეკლესიური) საქციელის თაობაზე. 1881 წელი.
638.ის 6466/638 – მიმართვა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისა ეპისკოპოს გაბრიელისადმი – მრვდელმონაზონ გერასიმესთვის საეკლესიო სამკაულის ჩამორთმევისა და მღვდელმონაზონ გაბრიელისთვის ხელწერილით მისი ჩაბარების თაობაზე. 1882 წელი.
688.ის 6466/688 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – მღვდელმონაზონ ამბერკისათვის თხოვნაზე – დროებით მღვდელმონაზონ გერასიმეს სენაკისა და ეკლესიის ჩაბარების შესახებ, უარის თქმის თაობაზე. 1883 წელი.
770.ის 6466/770 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – მღვდელმონაზონ გერასიმეს ნაცვლად ეკონომად მღვდელმონაზონ გაბრიელის დანიშვნის თაობაზე. 1885 წელი.
543.ის 6466/543 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა იმერეთის ეპარქიის მონასტრების „ბლაღოჩინ“ არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – ხობის მონასტრის იეროდიაკონ დორიმენდოსათვის მღვდელმონაზვნად კურთხევაზე უარის თქმის თაობაზე. 1878 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, რუსულ ენაზე; ზომა: 22 X 17,7 სმ;
1578.ის № 6466/1578 – დავალება საეპარქიო კანცელარიისა არქიმანდრიტ ბესარიონისადმი – სოფ. ლენჯერის ეკლესიის იღუმენის კლემენტოსათვის წმ.ანას მესამე ხარისხის ორდენის ფასად 20 მანეთის გადახდევინებისა და თანხის ეგზარქოსის კანცელარიაში გადაგზავნის თაობაზე. 1902 წელი.
მღვდელ-მონაზონი ბასილი 1827 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვიმევის მამათა მონასტერში ისწავლა. 1854 წლის 20 ოქტომბერს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1857 წლის 13 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გო-
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
გოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1859 წლის 4 ივლისს კი მღვდლად დაასხა ხელი. 1861 წლის 20 ნოემბერს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1866 წლის 22 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ოქტომბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1876 წლის 3 სექტემბერს ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1878 წლის 15 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1883 წლის 31 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1885 წლის 25 იანვარს მარტყოფის მონასტრის გამგედ დაინიშნა. 1885 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1888 წლის 17 სექტემბერს ისევ მარტყოფში განამწესეს. 1889 წლის 9 ნოემბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა. 1891 წლის მაისში წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. მღვდელ-მონაზონი ბასილი 1898 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა.
გვარის გარეშე დანიელი - იღუმენი.
გარდაიცვალა 1905წ.
1807.ის № 6466/1807 – შეტყობინება გელათის მონასტრის არქიმანდრიტ ნიკოლოზისა ეპისკოპოს ლეონიდისადმი – აცნობებს მღვდელმონაზონ დანიელის გარდაცვალების, მისი ქონების აღწერისა და დაცვის თაობაზე. 1905 წელი.
1900.ის № 6466/1900 – შეტყობინება ჭელიშის მონასტრის წინამძღვარ გრიგოლისა არქიმანდრიტ ბესარიონისადმი – ბესარიონის მიერ, თავისი გარდაცვლილი ძმის არქიმანდრიტ დანიელის ვალის დასაფარად გადაგზავნილი თანხის მიღების თაობაზე. 1905 წელი.
გვარის გარეშე მალაქია მღვდელმონაზონი 1914წ. აწყური (ახმეტა) წმიდა (თეთრი) გიორგის ეკლესია
გვარის გარეშე არქიმანდრიტი დანიელი 1530-1553წ. ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონსტერი, დატყვევებული ლეკთაგან და კახეთის მეფის ლევანისაგან გამოსყიდული
გვარის გარეშე არქიმანდრიტი მაკარი წინამძღვარი 1858წ. ხირსა (სიღნაღი) მამათა მონსტერი 1857წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“.
მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.
ნამსახურობის სია შედგენილი არქიმანდრიტი სერაპიონის 1900წ.
6466.1379 32S.jpg
1546.ის № 6466/1546 – შეტყობინება ჭელიშის მონასტრის იღუმენ ანტონისა მონასტრების ბლაღოჩინ არქიმანდრიტ ბესარიონისადმი – შემოსავალ-გასავლის წიგნის გადაგზავნის თაობაზე. 1902 წელი.
1781.ის № 6466/1781 – დავალება ეპისკოპოს ლეონიდისა ჭელიშის მონასტრის იღუმენ ანტონისადმი – გარდაცვლილი მღვდლის საჩინო კობახიძის შვილების მეურვე კანდელაკისათვის ობლების ქონების სასწრაფოდ გადაბარების თაობაზე. 1904 წელი.
1830.ის № 6466/1830 – შეტყობინება ჭელიშის მონასტრის იღუმენ ანტონისა არქიმანდრიტ ნიკოლოზისადმი – გარდაცვლილი მღვდლის – კობახიძის ობლების ქონების თაობაზე. 1905 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართული – მხედრული ; ზომა: 35,5 X 22 სმ;
1831.ის № 6466/1831 – შეტყობინება ჭელიშის მონასტრის იღუმენ ანტონისა არქიმანდრიტ ნიკოლოზისადმი – ავადმყოფობის სემდეგ სევასრულებ რაც მევალებაო. 1905 წელი.
ჯრუჭის მონასტრის მღვდელმონაზონ დანიელი 52 წლის, უსწავლია გაენათის მონასტერში ქართულ ენაზე სამღრთო წერილი, წერა კითხვა და ტიბიკონი. აღკვეცილია მონაზვნად ქუთაისის წმიდა გიორგის ეკლესიაში;
მორჩილად განამწესეს კაცხის მონატერში იმერეთის გაბერიელისაგან 1873წ.
ნამსახურობის სია შედგენილი არქიმანდრიტი სერაპიონის 1900წ.
6466.1379 39S.jpg
1533.ის № 6466/1533 – ხელწერილი ნამარნევის მონასტრის ეკონომ მღვდელმონაზონ სვიმონისა – არქიმანდრიტ ბესარიონისაგან შემოწმებულ შემოსავალ-გასავლის წიგნის ჩაბარების თაობაზე. 1902 წელი.
1766.ის № 6466/1766 – ცნობა გაცემული ნამარნევის მონასტრის ეკონომ სვიმონის მიერ არქიმანდრიტ ნიკოლოზისადმი – 1903-4 წლებში მონასტერში სასინანულოდ მყოფ პართა თაობაზე. 1904 წელი.
1854.ის № 6466/1854 – შეტყობინება ნამარნევის მონასტრის მღვდელმონაზონ სვიმონისა არქიმანდრიტ ნიკოლოზისადმი – აცნობებს ,რომ პალესტინის საზოგადოების სასარგებლოდ შემოწირულობა ვერ შეგროვდა. 1905 წელი.
3228.ის № 6466/3228 – გადაწყვეტილება მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელისა – ჭელიშის მონასტრის მღვდელმონაზვნის სვიმონის გელათის მონასტერში გადაყვანის თაობაზე. 1918 წელი.
3309.ის № 6466/3309 – თხოვნა მღვდელმონაზონ სვიმონისა გელათის მონასტრის დროებითი მმართველის მღვდელმონაზონ ზენონისადმი – სთხოვს დაეხმაროს, რათა დატოვონ გელათის მონასტერში და არ გადაიყვანონ ჭელიშის მონასტეწრში. 1919 წელი.
გვარის გარეშე კალისტრატე - იეროდიაკონი.
დაბ. 1854წ.
ნამსახურობის სია შედგენილი არქიმანდრიტი სერაპიონის 1900წ.
6466.1379 51S.jpg
1575.ის № 6466/1575 – განკარგულება ეპისკოპოს ლეონიდისა – ჯრუჭის მონასტრის ეკონომის თანამდებობიდან მღვდელმონაზონ პახუმის გათავისუფლებისა და მის ნაცვლად მღვდელმონაზონ ლავრენტის დანიშვნის თაობაზე. 1902 წელი.
ნამსახურობის სია შედგენილი არქიმანდრიტი სერაპიონის 1900წ.
6466.1379 51S.jpg
1416.ის 6466/1416 – წერილი არქიმანდრიტ ბესარიონისა ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტ ნიკიფორესადმი – მღვდელმონაზონ ვარლამისათვის ჯამაგირის მიცემის თაობაზე.. 1900 წელი.
2195.ის № 6466/2195 – გადაწყვეტილება ეპისკოპოს გიორგისა ჭელიშის მონასტრის მღვდელმონაზონ ვარლამისადმი – მისთვის მღვდელმოქმედების შესრულების ნებართვის მიცემის თაობაზე. 1908 წელი.
2801.ის № 6466/2801 – ხელწერილი მღვდელმონაზონ ვარლამისა მასზედ, რომ მან არქიმანდრიტ ნიკიფორეს ნაანდერძევი ნივთები მიიღო. 1911 წელი.
გვარის გარეშე ათანასე იერომონახი 1865წ. დიხაზურგი (გალი) მაცხოვრის ეკლესია