ქორთოშიძე ომარი ასბულას ძე დაიბადა ახმეტის რ-ნი სოფელ ომალოში (30 დეკემბერი 1966-7 ივნისი 1993) საცხოვრებელი ადგილი ახმეტის რ-ნი სოფელი ქვემო ალვანი. თს 1 ლი საარმიო კორპუსის საავიაციო ნაწილი მფრინავი შტურმანი ითვლება დაკარგულად. მისი ძმებიც არიან მფრინავები. თუშეთში მათი სოფელია დიკლო.
აფხაზეთის ომის დაწყებიოდან პირველივე გაფრენის შემდეგ გაქრა ეკიპაჟთან ზებური ბოლქვაძე, ომარ ქორთოშიძე, ვიტალი არეშიძე და მგზავრებთან ერთდ. მიუხედვად დიდი მცდელობისა მათი ძებნის შედეგები უცნობია.
კაპიტანი ომარი ქორთოშიძე 1993 წლის 1 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის მეთაურის N135/40 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის საავიაციო ნაწილში (N55069) მფრინავი შტურმანის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აფხაზეთის რეგიონში.
ომარ ქორთოშიძე იყო ახალგაზრდა მფირნავი, რომელმაც თავი გამოიჩინა, როგორც პროფესიონალმა, უშიშარმა და თვისი ქვეყნისა და ხალხის მოყვარულმა ადამიანმა.
1993 წლის 7 ივლისს მი-8 ტიპის შვეულმფრენით ეკიპაჟთან ერთად, საბრძოლო დავალების შესრულების დროს უგზოუკვალოდ იქნა დაკასამხედრო სამსახური 1983-85წწ. შემდგომ მუშაობა დაიწყო თელავის პოლიციაში. 1990 წელს ჩააბარა ვიბორგის (რუსეთი) საავიაციო სასწავლებელში. სწავლა ჯერ არ ჰქონდა დასრულებული, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, გულმა ვერ მოუთმინა, სწავლა მიატოვა და ჩამოვიდა საქართველოში. იმ პერიოდში მისი ძმები ზაურ და შამილ ქორთოშიძეები, ავიაციაში მსახურობდნენ და აფხაზეთის ომში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი.
ძმა მფრინავი შამილ ქორთოშიძე,
ომარიც მათ დაჰყვებოდა და უნდოდა მონაწილეობა მიეღო სამშობლოს დასაცავად. ბერს ეხვეწებოდნენ ძმები, რომ არ ეფრინა დამოუკიდებლად. ჩვენ ორნიც ვეყოფითო, არ უნდოდათ მესამე ძმაც ომის ქარცეცხლში ჩაბმულიყო. თუმცა სამშობლოს სიყვარულმა თავისი გაიტანა. 1993 წლის თებერვალში ჩაეწერა ჯიმი მაისურაძის სახელობის საავიაციო ნაწილში. თავიდან შიდა ფრენებს ახორციელებდნენ, სადაც მეორე მფრინავად იყო აყვანილი.
ძმა მფრინავი ზაურ ქორთოშიძე
მფრინავი ჯიმი მაისურაძე 03 თებერვალი 1949-26 დეკემბერი 1992წ გარდაიცვალა სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს.
1993 წლის 6 ივნისი პირველი საბრძოლო გაფრენა, ეკიპაჟის მეთაური ზებური ბოლქვაძე, მეორე მფრინავი ომარ ქორთოშიძე, ბორტ მექანიკოსი ვიტალი არეშინი. იქ ახლობელი ბიჭი დახვდათ გარდაცვლილი, მანქანით გადაასვენეს და დაკრძალეს. მეორე დილით 7 ივლისს დილით 7 საათზე თბილისში უნდა გადმოფრენილიყვნენ, მაგრამ უამინდობის გამო ვერ შეძლეს. დაუკავშირდნენ რადიო ინჟინერს, რომელმაც აცნობა, რომ ამინდი მალე გაუმჯობესდებოდა, დაახლოებოთ 11 საათისკენ ეკიპაჟის სამი წევრი გაემართა ვერტმფრენისკენ, არიან მნახველები, რომ თან მისდებდათ კიდევ ორი პირი, ოღონდ ვინ იყვნენ ისინი უცნობია. აფრენის დროს გადმოსცეს, რომ მიფრინავდნენ თბილისისკენ. ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ფრენას ახორციელებდა თბილისისკენ, ოჩამჩირესთან იყო ადგილი, საიდანაც უნდა ეცნობებინათ რადიოინჟინრსთვის. ეს ეკიპაჟი არ დაკავშირდა. გაწყდა ყოველგვარი კონტაქტი, ძმები დაუკავშირდნენ ზებურ ბოლქვაძის ახლობლებს ბათუმში, საიდანაც იყო წარმოშობით, იფიქრეს იქნებ იქ ჩაფრინდნენო, არაფერი იცოდნენ იქაც. არც ქუთაისიდან იყი ინფორმაცია. მეორე დღეს გამოცხადდა ძებნა, 5 ვერტმფრენი გაემართა მათ საძებნელად. ძებნის პირველი დღე უშედეგოდ დამთავრდა, ამბობს ზაურ ქორთოშიძე, ვეძებდით ყველგან, ზღვაში, ხმელეთზე, დავსხედით ანაკლიაში, იქ ლოთი ქობალიას ჯარმა ტყვეთ ამიყვანა, საღამომდე არ გამომიშვეს.
ვახტანგ (ლოთი) ქობალია (დ. 1950)
როცა გამოგვიშვეს განვაგრძეთ ძებნა, კიდევ დაგვიმატეს ორი ვერტმფრენი და 7 ვერტმფრენით ვეძებდით. ბათუმიდან ტამიშის მისადგომებამდე არ დაგვიტოვებია არც ერთი წერტილი არც ხმელეთზე, არც ზღვაზე, ზღვაში ერთ ადგილას შევნიშნეთ ლაქა, თბილისიდან ჩამოვიყვანეთ მყინთავები და იმ ადგილას ჩავუშვით. მაგრამ არანაირი კვალი არ იძებნებოდა. გია ყარყარაშვილს ვთხოვეთ, გამოგვიყო ორი გემი, ამ გემებით ფოთიდან ტამიშამდე სულ შევამოწმეთ ზღვის ფსკერი. არანაირი კვალი.
გია ყარყარაშვილი 1966წ გენერალი
ვერტფრენის მცირეოდენ ნაშთებსაც ვერ მივაგენით. ფაქტიურად თვითმფრინავი უგზოუკვალოდ დაიკარგა, ვერაფერი გავიგეთ, ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ. ამ პერიოდში ორი სხვა თვითმფრინავი აგვიფეთქეს ისე რომ თვითმხილველები არ იყვნენ, მაგრამ მათი ნამსხვრევები ვიპოვეთ, რითიც დასტურდებოდა, რომ ისინი ააფეთქეს. დარჩ მეუღლე თეონა მიშიძე და ქალ ვაჟი, სოფიო და ვანო. სოფიო ორი წლის იყო, მამის დაკარგვის ამბავი რომ გააგებინეს ვანო იმ დღეს დაიბადა.
თუშებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, ძმები ზაურ და შამილ ქორთოშიძეები, გოჩა ვარდიძე, დათო აბალოიძე, იოსებ ითიურიძე, ზეზვა ბაკურიძე, ლევან ჩაგოშვილი (გარდაიცვალა ომში), მურმან მჭედლიშვილი, დაქა ყიზილაშვილი