თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
საწერეთლოს (პერევისის) ეკლესიის მღვდელი ზაქარია წერეთელი ოჯახით 1900-იანი წლები. ჭიათურა.
სხედან: მღვდელი ზაქარია წერეთელი, მისი მეუღლე ოლიმპიადა, დგას მათი ვაჟი — ნესტორ წერეთელი, დახვრეტილი 1924 წელს შორაპანში, მატარებლის ვაგონში, სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად. ფოტო მოგვაწოდა ნესტორ წერეთლის შვილიშვილმა, რესპუბლიკის სახალხო არტისტმა, გიორგი ხარაბაძემ.
წერეთელი გიორგი - დეკანოზი.
2006 წლის 28 თებერვალს დიაკვნად კურთხევა 2006 წლის 16 მაისს მღვდლად კურთხევა
28 თებერვალს ჭიათურა-საჩხერისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა დიაკვანი ნიკოლოზ მაჭარაშვილი, ხოლო დიაკვნად-თბილისის სასულირო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი წერეთელი.
16 მაისს მღვიმევის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში ცხუმაფხაზეთის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად აკურთხა სავანის ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონი გიორგი წერეთელი, ხოლო დიაკვნად - სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნე მიქაელ ბიწაძე.
წერეთელი ანტონი - დეკანოზი.
2022 წლის 13 დეკემბერს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; თბილისის წმინდა იოანე მხედრის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური. გარდ. 06 ივლისი 2024 წელს
4 დეკემბერს თბილისის თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფიცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის (ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს ეზოში მდებარე) ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ილია წერეთელი და სახელად ელისე უწოდა. იმავე დღეს მამა ელისეს იღუმენის წოდება მიენიჭა.
24 აპრილს ვნების შვიდეულის ხუთშაბათს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ფეხთბანვის ლოცვის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა სამტრედიისა და ხონის მთავარეპისკოპოსს საბას (გიგიბერია), ხოლო თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის (ხილიანის ქუჩაზე) წინამძღვარს იღუმენ ელისეს (წერეთელი) — არქიმანდრიტის წოდება.
18 მაისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია IIმ არქიმანდრიტი ელისე (წერეთელი) დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო მღვდელ-მონაზონი პაისი (ჯანჯღავა) აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.
წერეთელი იოსებ მღვდელი, 1913წ. ტოლოში (ასპინძა) თეოდორე ტირონის ეკლესია. 1897წ. დიაკონი ჭალა ქვემო (კასპი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1904წ. დიაკონი ხოვლე (კასპი) იოანე ნათლიმცემლის ეკლესია 1894წ. დიაკონი, ქვიშხეთი (ხაშური) მაცხოვრის ეკლესია 1899წ. დიაკონი ქარელი წყაროთცხოვრების ეკლესია 1884წ. მედავითნე 1889წ. მთავარდიაკონი ცხრამუხა (ხაშური) წმიდა ნინოს ეკლესია 1915წ. ხცისი (ხაშური) ნათლიმცემლის, ნიკოლოზის, წმ. გიორგის ეკლესია