სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ფიფია აკაკი მღვდელი



1920-იანიწ. მღვდელი ხეთა (ხობი) მთავარანგელოზის ეკლესია

ფიფია აკაკი მღვდელი

ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ხეთაში „ოხვამეკარში“ მდებარეობს წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მიქამგარიოსაც“ უწოდებს. აქ  XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის  პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: გიორგი კობახიძე, ბესარიონ კობახიძე, მიხეილ გვასალია, მიხეილ მეუნარგია, სოლომონ საჯაია, გიორგი გეგეჭკორი, სოლომონ გეთია, ოქროპირ ქირია, თევდორე ქირია, აკაკი ფიფია; დიაკვანნი: იოანე წულაია, ლავრენტი კვარაცხელია; მედავითნენი: სილიბისტრო ჩიქვანაია, გოგი ლატარია, არქიფო ვართაგავა, მიხეილ ტურავა. 

მეოცე საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისიდან მღვდლები: გიორგი ტაბაღუა, ავთანდილ ჭოხონელიძე, 2003 წლიდან 2008 წლამდე მამა კირიონ დარასელია ამჟამად ტაძრის მღვდელმსახურია მღვდელი ცოტნე ბიწაძე. ამ ტაძრის ადგილას უფრო ძველი ტაძარი მდგარა, იგი დაურღვევიათ და 1885 წელს ხელახლა აუშენებიათ. ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს გრიფონი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ აქ სალოცავი წინაქრისტიანულ ხანაშიც უნდა ყოფილიყო. ამასვე მიუთითებს სახალხო დღესასწაული „მიქამგარიობა“, რომელიც აღდგომის შემდგომ ორშაბათს იმართება, ამ დღეს არანაირი საეკლესიო დღესასწაული არ არის, მაგრამ უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან. მლოცველები „მიქამგარიოს“ შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვდნენ...

ტექსტის ავტორი  ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია

ფიფია აკაკი მღვდელი 1920-იანიწ. ხეთა (ხობი) მთავარანგელოზის ეკლესია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.