სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9617

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
18-19 სექტემბერი 1993წ. ბრძოლა სოფ. თავისუფლება, სოხუმი, აფხაზეთი 18-19 სექტემბერი 1993წ. ბრძოლა სოფ. თავისუფლება, სოხუმი, აფხაზეთი
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

199       ბეჭდვა

18-19 სექტემბერი 1993წ. ბრძოლა სოფ. თავისუფლება, სოხუმი, აფხაზეთი

1993 წლის  18-19 სექტემბერი სოფ. თავისუფლება სისხლისმღვრელი ბრძოლები სამშობლოს თავისუფლებისათვის.

ავტორი ჯემალ სვანიძე დ.1964წწ ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

   18 სექტემბერს დილით მტერი კვლავ გადმოვიდა შეტევაზე, დაბომბა არტილერიით თავისუფლების ცენტრი და ტანკებით გადმოვიდა იერიშზე. ერთ-ერთ სახლს სადაც ვიმყოფებოდით ჩვენ მოხვდა ტანკის ნასროლი ჭურვი, დაანგრია და კედლის ქვეშ მოყვა ჩემი მოადგილე მერაბ კოპალიანი. ომში არნახული ძალა ეძლევა ადამიანს, სამმა კაცმა ავწიეთ ეს უმძიმესი კედლის მასა და გამოვიყვანეთ ჩვენი გმირი თანამებრძოლი, მანამდე არაერთხელ დაჭრილი ძმა, მერაბი გადარჩა.   

                    

მერაბ კოპალიანი დაბადებულია 1959 წელს სოხუმში

     საღამოს 5 საათისთვის მტერი შემოვიდა თავისუფლების ცენტრში. ის ერთადეთი ტანკსაწინააღმდეგო ,,პტურსის,, დანადგარი აწ განსვენებულმა გმირმა მებრძოლმა კობა ქირიამ გამოიტანა სვანური კოშკის ტერიტორიიდან და დავაყენეთ პირდაპირ გზაზე. ცხონებული კობა მსახურობდა გერმანიაში არტილერისტად და სწავლებების დროს ჰქონდა ნასროლი ეს ჭურვი. წამოვიდა პირველი ტანკი და ამ დროს ჩვენ დასახმარებლად მოსულმა ,,იუპიტერის,, მებრძოლებმა ესროლეს ყუმბარმტყორცნი, ტანკი შეფერხდა მაგრამ სვლა განაგრძო და ლულა მოგვიშვირა სასროლად. ამ მომემენტში კობა ქირიამ გამართა დანადგარი წამის მეასედში გაისროლა. ეს 60 ტონიანი ტანკი აისროლა მიწიდან შემოატრიალა 90 გრადუსით და აფეთქდა. იმდენი ჭურვით ყოფილა სავსე ეს რკინის ურჩხული, რომ ნახევარი საათი ფეთქდებოდა და იწვოდა იქაურობა.     

     

კობა ქირია 1966-98წწ გარდ. სათანჯოს მთა დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი აფხაზეთი

     გახარებულები და გათამამებულები გადავედით შეტევაზე, გავანადგურეთ მტრის ავანგარდი და განვდევნეთ თავისუფლების მისადგომებიდან. აქ ვნახე ჩემი სკოლელი თანამებრძოლი ძმები ელგუჯა ბაღათურია (ყურბანა) და პაატა ბოკუჩავა (სეკიჩა) ძალიან გამიხარდა, გავამხნევეთ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ ხანმოკლე ყოფილა ჩვენი სიხარული.   შებინდებისას მოვიდა თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშილი, მადლობა გადაგვიხადა თავდადებისათვის და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირეში მოადგა შვენი ჯარი, 5 ათასი მებრძოლი ზვიად გამსახურდიას მებრძოლებთან ეთად, ტექნიკით, არტილერიით, ავიაციით მალე იქნებიან სოხუმში და გავდივართ ფსოუზეო. მოგვცა დავალება, რომ თავისუფლების ხეობა ზადიგორამდე, სადაც შემოიჭრა მტერი გაგვეთავისუფლებინათ, გამოგიგზავნით დამხმარე ძალასო. აღფრთოვანებულები 3 დღის უჭმელები მივეძალეთ მოტანილ პროდუქტს და ნახევარ ლიტრა არაყს. მოვიგონეთ დაღუპული ძმები იმ დღეს მოკლეს თავისუფლების მკვიდრი ავერიონ გიორბელიძე, მან ჩაიცვა დაღუპული შვილის ნუგზარის (ჩოგანას) ფორმა, აიღო მისი იარაღი და იბრძოდა ჩვენ გვედრით. 


ავერიონ გიორბელიძე 1939-93წწ. გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დაბ. ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი


შვილი ნუგზარ გიორბელიძე 1967-93წწ. გარდ. სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

      19-ში დილით ,,იკარუსით,, მოიყვანეს მხედრიონი, ლოთი ქობალიას გვარდიის მებრძოლები დავგეგმეთ შეტევითი ოპერაცია  ორი მხრიდან იაშტუხის და ბირცხის მთების მიმართულებით. შეიძლება ამჟამინდელი გადმოსახედიდან ეს მოგვეჩვენოს ფანტასტიკათ, მაგრამ დამერწმუნეთ მაშინ ეს რეალური იყო. მე გავუძეხი ბირცხის მთისკენ რაზმს, ხოლო ცხონებული კობა ქირია იაშტუხის მხრიდან გავაყოლე მხედრიონს. გაჩაღდა ბრძოლა და წავიწიეთ წინ, მივედით ე. წ. ,,აბეზდნოი გზის,, სიმაღლეებამდე, დავყურებდით მტერს ზემოდან, მოვაქციეთ რკალში. ამ ბრძოლებში დაიღუპნენ იაშტუხელი გმირი ძმები ბოკუჩავები ზურაბი და თემური, ოთარ ჯომიდავა, ნური საკანდელია, ჩემი სკოლელი ძმა ელგუჯა ბაღათურია (წინა დღეს რომ შემიხვია ხელი, მარჯვენაში დავიჭერი, მაგრამ მემარცხენე ვარ და არ შევეპუე),კოპალიანი ნუგზარი (კოდალა), ბერულავა ვახტანგი, ბოჯგუა ვახტანგი, ბაჩუკი მიქელაძე, მე-8 ბატალიონის მეთაურის მოადგილე ზურაბ შენგელია. დავიჭერი მე და ჩვენი ცუგუროვკის მებრძოლები მურმან მესხი, ანზორ ბერულავა, მიტუშა მესხი, რობერტ ქარდავა, მურმან ნებიერიძე და სხვა დანაყოფების მებრძოლები. ყველა ველოდით დამხმარე ძალას ოჩამჩირედან და გავწირეთ თავი საბოლოო გამარჯვებისთვის.... მაგრამ სად იყო ყველანი გაგვწირეს განსაკუთრებით სოხუმელები!!!!!

ზურაბ ბოკუჩავა 1959-93წწ. გარდ. სოფ. თავისუფლება, სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი



თემურ ბოკუჩავა 1962-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

ოთარ ჯომიდავა 1963-93წ გარდ.  სოფ. ბირცხა აფხაზეთი დაბ. სოფ.  ღურზული გულრიფში აფხაზეთი

ნური საკანდელია 1964-93წწ. გარდ. სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

ელგუჯა ბაღათურია 1962-93წწ გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი აფხაზეთი

ნუგზარ კოპალიანი 1960-93წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოფ. ყადა გულრიფში აფხაზეთი

ვახტანგ ბერულავა 1966-93წწ. გარდ. სოფ. ცუგუროვკა სოხუმი დაბ. სოფ. ბესლეთი სოხუმი აფხაზეთი 

 მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე 1974-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი







საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.08.2022
რედაქტირება 27.08.2022, 27.08.2022, 27.08.2022, 27.08.2022, 27.08.2022, 29.08.2022





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0