
მაჭარაშვილი ნიკოლოზ დეკანოზი, ოქროს ჯვარი 2019წ. ჭიათურის და საჩხერის ეპარქია, ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23მარტი 2005წ გვ.9
ხელდასხმა
3 მარტს ცხუმ-აფხაზეთის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) საჩხერის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა მედავითნე ჯაბა მაჭარაშვილი, და სახელად უწოდა ნიკოლოზი. დიაკონი ნიკოლოზი სავანის წმიდა გიორგის ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15მარტი 2006წ გვ.7
28 თებერვალს ჭიათურა-საჩხერისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა დიაკვანი ნიკოლოზ მაჭარაშვილი, ხოლო დიაკვნად-თბილისის სასულირო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი წერეთელი.

დეკანოზი ნიკოლოზი (მაჭარაშვილი) დაიბადა 1977 წლის 25 დეკემბერს.
დიაკვნად კურთხევა __ 2005 წლის 3 მარტი.
მღვდლად კურთხევა __ 2006 წლის 28 თებერვალი.
დეკანოზის ხარისხში აყვანა __ 2019 წლის 8 დეკემბერი.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 2023 წლის 13 დეკემბერს.
ამჟამად მღვდელმსახურებას აღასრულებს კორბოულის ძლევის წმ. გიორგის, კორბოულის წმ. ნიკოლოზის და ბერეთისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრებში.
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 47
დეკანოზი ნიკოლოზ (ერისკაცობაში ჯაბა
მაჭარაშვილი) დაიბადა 1977 წლის 25 დეკემბერს ქალაქ საჩხერეში, გაიზარდა და ცხოვრობს სოფელ კორბოულში. ჰყავს მეუღლე, სოფო კაპანაძე, 10 შვილი, ორი შვილობილი.
1983-1997? წწ. სწავლობდა შომახეთის არასრულ სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ჭიათურის პროფესიულ სასწავლებელში.
1996-1998 წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1995 წლიდან დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. სწავლობდა ახალციხისა და საჩხერის სასულიერო სემინარიებში.
2005 წლის 3 მარტს მიტროპოლიტმა დანიელმა დიაკვნად დაასხა ხელი.
2006 წლის მარტიდან მიტროპოლიტ დანიელის ხელდასხმით გახდა მღვდელი და დღემდე მსახურობს კორბოულისა და ბერეთისის ეკლესიებში.
2020 წელს გაიხსნა სამრევლო სკოლა. მამა ნიკოლოზი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს სოფელ კორბოულში.