სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

აბრამიშვილი ელისე (ნაზარი) იღუმენი

2005წლის 27 მარტს ბერად აღკვეცა. 2010 წლის 23 მაისს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.

2014წ. მდგომარეობით იღუმენი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია

აბრამიშვილი ელისე მღვდელმონაზონი ,მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23

 საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.6

ბერად აღკვეცა

27 მარტს თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტერში იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილები: ნიკოლოზ კაპანაძე (და სახელად აარონი უწო-და) და ნაზარი აბრამიშვილი (სახელად უწოდა ელისე).

 საპატრიარქოს უწყებანი N5 15-21 თებერვალი 2007წ გვ. 7

11 თებერვალს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წევრს, თბი-ლისის სასულიერო სემინარიის I კურსის სტუდენტს, ბერ ელისეს (აბრამიშვილი) ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი.

საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ გვ. 6

დაჯილდოვება

23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარკეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მარტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.