ბაკურაძე ნიკოლოზ მღვდელი, მთავარხუცესი 1928წ. II ოლქი (კისისხევისა) კისისხევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია 1928წ. კისისხევი (თელავი) ნათლისმცემლის ეკლესია თელავის მაზრა 1898წ. მედავითნე ვარდისუბანი (თელავი) წმ. გიორგის ეკლესია 1894წ. მედავითნე კურდღელაურის (თელავი) თომას (კვირაცხოვლის)/ წმ. გიორგის ეკლესია
1874 წელს, დიაკვნის ოჯახში დაიბადა. 1888-1892 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1893 წლის 20 მარტს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნა.
1897 წლის 13 მარტს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.
1898 წლის 22 დეკემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. ამასთანავე დაევალა ეკლესიასთან არსებულ ორკლასიან სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება.
1904 წლის 24 იანვარს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და რეხის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მამა ნიკოლოზმა ამ სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაშიც განაგრძო მასწავლებლობა.
1906 წლის 15 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1909 წლის 23 ნოემბერს ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და აქაურ სკოლაშიც მასწავლებლად დაინიშნა.
1911 წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესის თანაშემწის კანდიდატად დაინიშნა.
1913 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1928 წლის მონაცემებით სოფელ კისისხევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის
წინამძღვარი და თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესია. მისი შემდგომი ბედი უცნობია.