სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12010

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გურგენიძე მიხეილი სვიმონის ძე დეკანოზი

1822-1868წწ ბიოგრაფია;

გურგენიძე მიხეილი (30.10.1822, ქ. თბილისი, – 18.07.1868, ქ. მოსკოვი), დეკანოზი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1843 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იმავე წლის 10 ოქტომბერს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაცხოვრის მირქმის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მისი პატიოსნება და მართლისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ დარჩა საეკლესიო მმართველობას და 1845 წ. ნოემბერში იგი თბილისის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წელს დაქვრივდა. 1848 წ., როდესაც რუსეთში ქართული საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების ბეჭდვის საკითხი აღიძრა, გურგენიძეს, როგორც ქართული ენის კარგად მცოდნეს, დაეკისრა რედაქტორ-კორექტორის მოვალეობა და ამ მიზნით მოსკოვში გაიგზავნა. იქ ის დაუახლოვდა ქართველ ბატონიშვილებს და საქართველოს უკანასკნელ დედოფალ მარიამს, რომელმაც იგი თავის ამალაში ჩარიცხა. 1850 წ., დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, გურგენიძეს დაენიშნა პენსია 400 მან. ოდენობით.

1850 წ. მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში და მოსკოვის კონსტანტინეს სამიჯნაო ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1857 წ. დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1859-1860 წწ. თან ახლდა ქართველ ბატონიშვილებს საზღვარგარეთ მოგზაურობისას და მათთან ერთად მოიარა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები. იყო ქველმოქმედი, თავმდაბალი, სამშობლოს მოყვარული. იგი მამობრივად ზრუნავდა რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებზე. 1864 წ. ითხოვა საქართველოში დაბრუნების ნებართვა, თუმცა ვერ მოხერხდა. 1868 წ. სააღდგომოდ გურგენიძე გაცივდა, ერთხანს იავადმყოფა და გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ივლისს.

მოსკოვში გურგენიძის დაკრძალვას დაესწრო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნ. ცხვედაძე, რომელმაც ჟურნალ „დროებაში“ საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მის შესახებ. იგი მოკლედ აღწერდა გურგენიძის ცხოვრებას და საუბრობდა მის დადებით თვისებებსა და იმ სიკეთეზე, რომელიც მან აღასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. აი, რას წერდა იგი: „განსვენებულ დეკანოზ მ. გურგენიძის ხასიათში სხვათა შორის ის იყო შესანიშნავი, რომ მხოლოდ ის ქართველები უყვარდა, რომლებიც თავის საქმეს ბეჯითად ეკიდებოდნენ. ამგვარი ყმაწვილისათვის ის თავს არ ზოგავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარად კაცები თავისდროზე გამოსადეგი იქნებიან თავის ქვეყნისათვის.

... დეკანოზი გრიგოლი ამ სოფლად მოკვდა; მაგრამ არ მომკვდარა და არც მოკვდება მისი სახელი ჩვენ ყმაწვილ კაცებს შორის. ახალ თაობას მოსდევს იმოდენი ძალი, სიმართლის სიყვარული და ცოცხალი მეხსიერება, რომ მაგ გვარი მიმართულების კაცების სახელი ჩაიბეჭდოს თავის გონებაში და ღირსეულად მოიხსენიოს ხოლმე“.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი


გურგენიძე მიხეილ (დეკანოზი) ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია: საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2012. 11-17 ოქტომბერი, N34 (647), გვ.18-20

გურგენიძე - გვარის 44 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გურგენიძე  დავით სოლომონის ძე დეკანოზი
გურგენიძე დავით სოლომონის ძე - დეკანოზი. 1840-1907წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
გურგენიძე  მარკოზი არქიმანდრიტი
გურგენიძე მარკოზი - არქიმანდრიტი. 2007 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრი სრულად ნახვა
გურგენიძე  იროდიონ გიორგის ძე დეკანოზი
გურგენიძე იროდიონ გიორგის ძე - დეკანოზი. დაბ. სოფ. მარტყოფი (გარდაბანი) 1856-1903წწ სრულად ნახვა
გურგენიძე ნინო - მონაზონი.
გურგენიძე გრიგოლი - მედავითნე.
გურგენიძე ონისიმე - მედავითნე.
გურგენიძე იროდიონ სოლომონის ძე - დეკანოზი. 1853-1944წწ  სრულად ნახვა
გურგენიძე ნიკოლოზი - დიაჩოქი. სრულად ნახვა
გურგენიძე გიორგი იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა
გურგენიძე ალექსანდრე - დიაკონი. სრულად ნახვა
გურგენიძე დავითი - მედავითნე. სრულად ნახვა
გურგენიძე ზოსიმე სვიმონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე იოაკიმ იობის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე ირაკლი ალექსის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე ნიკოლოზ მათეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე სტეფანე გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე კასიანე - მედავითნე. სრულად ნახვა
გურგენიძე ფილიპე - დიაკონი. სრულად ნახვა
გურგენიძე იოანე გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე ზაქარია იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე პეტრე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე ანდრია - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე იოანე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე იოანე - დიაჩოქი. სრულად ნახვა
გურგენიძე იაოსონი - მედავითნე. სრულად ნახვა
გურგენიძე სოლომონი - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე კონსტანტინე პეტრეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გურგენიძე მიხეილი სვიმონის ძე - დეკანოზი. 1822-1868წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
გურგენიძე მიხეილ სოლომონის ძე - მღვდელი. 1837-1915წწ   სრულად ნახვა
გურგენიძე იობი - მღვდელი.

1900-იანი წლები ტეხისის წმ. გიორგი დაბ. სოფ. თლუღი ამბროლაური

სრულად ნახვა
გურგენიძე გრიგოლ  რეხის (წალკა) მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი,2024წ.
გურგენიძე ვლადიმერ (მღვდელი, კვირაცხოვლის ეკლესიის წინამძღვარი) ახალი სიტყვა. თბილისი, 1918. N9, გვ.8
გურგენიძე გაბრიელი ბერი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 26
გურგენიძე ესე დავითი ძე დიაკვანი (სოფელი გოგოლესუბანი (ჩოხატაური)) 1900-იანი
გურგენიძე ვიქტორ, დაბ. 1882წ. მესამე მღვდელი
გურგენიძე ზაქარია  არქიმანდრიტი
გურგენიძე ილარიონ მღვდელი, სოფელი ქვემოხეთი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1900-იანი
გურგენიძე იოანა  მონაზონი,   მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 32
გურგენიძე სევსტი, მეორე მღვდელი

გურგენიძე ხარიტონ მედავითნე, ახალი სოფელი. (დაბა ჩოხატაური. გოგიბერიძის ქუჩა) ღვთისმშობლის ეკლესია.  1811-1917წწ გარკვეულ პერიოდში
გურგენიძე სვიმონ ბასილის ძე - მღვდელი. დაბ. 1790-1843წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
გურგენიძე საბიანა - მონაზონი. კეთილმოწესე: სამება-ჯიხეთის მონასტერი სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.