იეროდიაკონი ნიკოლოზი (გურგენიძე). დაიბადა 1995 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისში.
2012 წელს დაამთავრა თბილისის 186-ე საჯარო სკოლა.
2013-2014 წლებში სწავლობდა ათონის წმინდა მთაზე არსებულ ათონიადას საეკლესიო სკოლაში.
2015-2019 წლებში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში (University Ecclesiastical Academy of Thessaloniki) მართლმადიდებლური თეოლოგიის განხრით.
2017-2018 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით (Erasmus +) სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში (Kyiv Spiritual Seminary), ხოლო 2019 წელს, ასევე ევროპული სტიპენდიით (Erasmus+), მუშაობდა მსოფლიო საპატრიარქოს ხალკის თეოლოგიური სკოლის (Halki Theological School) ისტორიულ ბიბლიოთეკაში. ამავე პერიოდში კვლევითი მიზნებით მუშაობდა უშუალოდ მსოფლიო საპატრიარქოს არქივშიც.
2018-2019 წლებში სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში (Bossey Ecumenical Institute) ინტერ-ქრისტიანული ურთიერთობების სპეციალობაზე.
2020-2022 წლებში თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის (Aristotle University of Thessaloniki) სოციალური თეოლოგიისა და ქრისტიანული კულტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კანონიკური სამართლის გახრით სწავლობდა და მიენიჭა კანონიკური სამართლის მაგისტრის ხარისხი.
2022-2023 წლებში სწავლობდა ბოსტონის წმინდა ჯვრის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სასწავლებელში (Holy Cross Greek Orthodox School of Theology) გაძლიერებულ სამაგისტრო პროგრამაზე სადაც მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი (ThM).
2023-2024 წლებში სწავლობდა ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტის (KU Leuven) თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე სისტემური თეოლოგიისა და კანონიკური სამართლის განხრით, სადაც მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი.
2022 წლიდან არის თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კანონიკური სამართლის დოქტორანტი და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისა და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სტიპენდიანტი.
2021 წლიდან არის აღმოსავლური ეკლესიების სამართლის საზოგადოების ასოცირებული წევრი (Society of Law of the Eastern Churches).
არის ორი წიგნის ავტორი ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე ქართულად თარგმნა და გამოსცა ბერძენი პროფესორის, კონსტანტინე პაპაგეორგიუს წიგნი „საეკლესიო სამართალი“ (2025).
2025 წლის 30 დეკემბერს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ, ფოთისა და ხობის წმინდა სამიტროპოლიტოს სამღვდელმთავრო რეზიდენციის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახ. ტაძარში აღკვეცა მონაზვნად. იმავე წლის 31 დეკემბერს, ძველი ხიბულას წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სახ. ტაძარში ეპისკოპოსმა საბამ ხელი დაასხა დაიკვნად.
