სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

დვალიშვილი  ზოილე (ეკატერინე) სპირიდონის ასული იღუმენია
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დვალიშვილი ზოილე (ეკატერინე) სპირიდონის ასული იღუმენია

დაბ. სოფ. საჩინო (ოჩამჩირე) 1892-1973წწ (პატრიარქის ნათლია);  ბიოგრაფია

დვალიშვილი ზოილე 1892-1973წწ იღუმენია სამთავროს მონასტრის წინამძღვარი (პატრიარქის ნათლია); 

ხაზინადარი, მორჩილი ეკატერინე დვალიშვილი (შემდგომში მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ზოილე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ნათლია) — 30 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა. მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა. ქორწინებაში არ ყოფილა.


იღუმენია ზოილე (ერში ეკატერინე სპირიდონის ასული დვალიშვილი, (1892-1973წ.წ.) სამთავროს დედათა მონასტერს 1960-73 წლებში წინამძღვრობდა. იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათლია გახლდათ.

იღუმენია ზოილე ბედიის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი იყო, მის დროს დახურეს მონასტერი. კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს (ცინცაძე) კურთხევით, დედა ზოილე ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში გადაუყვანიათ მედავითნედ. `დასანანია, რომ არ მოიპოვება საარქივო მასალები დედა ზოილეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. დიდი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, მასზე მხოლოდ რამდენიმე მოგონება და საარქივო დოკუმენტი მოვიძიე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ დედა ზოილეს სრულყოფილი მატიანე მისივე უღრმესი, მანათობელი თვალები იყო, _ უხმო მოწმობა ღვთისადმი მიძღვნილი სიცოცხლისა~, _ აღნიშნავს უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

იღუმენია ზოილე შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. მას სამთავროს დედათა მონასტრის აღორძინებაში დიდი წვლილი შეუტანია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ეფრემ II-ს მონასტრისათვის გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად იღუმენია ზოილე ოქროს ჯვრით დაუჯილდოებია. დაკრძალულია სამთავროს ეზოში, გალავანთან (ჩრდილოეთ მხარეს).


დვალიშვილი - გვარის 13 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

დვალიშვილი  ილია (გიგა) გიორგის ძე მღვდელმონაზონი
დვალიშვილი ილია (გიგა) გიორგის ძე - მღვდელმონაზონი. დაბ. გორი 1989წ.  2015 წლის 10 მარტს, ბერად აღკვეცა. სრულად ნახვა
დვალიშვილი  მაქსიმე ბერდიაკვანი
დვალიშვილი მაქსიმე - ბერდიაკვანი. 2024 წლის 27 აპრილს. ბერდიაკვნად კურთხევა. სრულად ნახვა
დვალიშვილი  ილარიონი დეკანოზი
დვალიშვილი ილარიონი - დეკანოზი. 2024წ. წლის 20 ოქტომბერს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით  დაჯილდოვდ სრულად ნახვა
დვალიშვილი  ზოილე (ეკატერინე) სპირიდონის ასული იღუმენია
დვალიშვილი ზოილე (ეკატერინე) სპირიდონის ასული - იღუმენია. დაბ. სოფ. საჩინო (ოჩამჩირე) 1892-1973წწ (პატრიარქის ნათლია);  ბიოგრაფია სრულად ნახვა
დვალიშვილი  დავით გურამის ძე დეკანოზი
დვალიშვილი დავით გურამის ძე - დეკანოზი. რუსთავის მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი სრულად ნახვა
დვალიშვილი კახაბერი - მღვდელი.
დვალიშვილი თეკლა - მორჩილი. 2013 წლის 26 აპრილს, მორჩილებად კურთხევა; სრულად ნახვა
დვალიშვილი შიო - მთავარხუცესი. სრულად ნახვა
დვალიშვილი პანფუტი - იღუმენი. სრულად ნახვა
დვალიშვილი ალექსი - მღვდელი. სრულად ნახვა
დვალიშვილი ნეოფიტე - იღუმენი. 2008 წლის 26 იანვარს ბერდიაკვნად კურთხევა. სრულად ნახვა
დვალიშვილი დავითი მღვდელი, ძვ. ხელნაწერიდან 1653 წელი
დვალიშვილი ზაქარია - დეკანოზი. ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი 2008წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.