სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

დვალიშვილი  ილია (გიგა) გიორგის ძე იღუმენი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დვალიშვილი ილია (გიგა) გიორგის ძე იღუმენი

დაბ. გორი 1989წ. ბერად აღკვეცა 2015 წლის 10 მარტი.


დვალიშვილი ილია (ერისკაცობაში – გიგა) – იღუმენი

დაბადების წელი და ადგილი: 1989 წელი, ქალაქი გორი

ბერად აღკვეცა: 2015 წლის 10 მარტი

ანგელოზის დღე: 2 აგვისტო – წმინდა წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის ხსენება

მსახურების ადგილი (2026 წლის მდომარეობით): გორისა და ატენის ეპარქია,  ატენის სიონის მამათა მონასტერი, სოფელი ატენი, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი.



საეკლესიო მორჩილებებისა და მსახურების ქრონოლოგია:

2011–2012 წლებში მოღვაწეობდა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის (მმართველი – მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია)) ალევის სამების მამათა მონასტერში (წინამძღვარი – არქიმანდრიტი იოანე (სამუშია)).

2012–2023 წლებში მოღვაწეობდა მცხეთა-თბილისის ეპარქიის (მმართველი –  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II) შიომღვიმის მამათა მონასტერში (1997-2013 წწ. წინამძღვარი – არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), ამჟამად თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, 2013 წლიდან კი – არქიმანდრიტი საბა (ჯიშკარიანი)). მორჩილად შეიმოსა 2013 წლის 4 მაისს. მორჩილი გერმანე 2015 წლის 10 მარტს შიომღვიმის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არქიმანდრიტმა საბამ (ჯიშკარიანი) ბერად აღკვეცა და სახელად  უწოდა ილია. იმავე წლის 21 სექტემბერს, ვარხანის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერ ილიას ხელი დაასხა დიაკვნად. 2018 წლის 11 მარტს, ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერდიაკვანი ილია მღვდლად აკურთხა.

2023 წლიდან დღემდე, მსახურობს გორისა და ატენის ეპარქიის (მმართველი –  მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)), ატენის სიონის მამათა მონასტერში. 2026 წლის 19 აპრილს, მაცხოვრის აღდგომის მშენებარე საკათედრო ტაძარში, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიისადმი ერთგული მსახურებისთვის, მღვდელმონაზონი ილია აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

საერო ბიოგრაფიული მონაცემები:

იღუმენი ილია, ერისკაცობაში გიგა დვალიშვილი, დაიბადა 1989 წლის 29 ნოემბერს. მშობლები: მამა - გიორგი თენგიზის ძე დვალიშვილი; დედა - ნინო თენგიზის ასული ჯოხაძე.

2010 წელს წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ლათინურ ენებს.

წყაროები:

ბერად აღკვეცა: საპატრიარქოს უწყებანი N11 19-25 მარტი 2015 წ. გვ.4 https://mematiane.ge/docs/1752570065687618d141e9c.pdf

იღუმენის ხარისხში აყვანა: გორისა და ატენის ეპარქიის ოფიციალური გვერდი https://www.facebook.com/share/p/1EfFnv8BwP/?mibextid=wwXIfr




აღკვეცა
10 მარტს შიომღვიმის მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქი–- მანდრიტმა საბამ (ჯიშკარიანი) შეასრულა ბერად აღკვეცის წესი. აღიკვეცნენ ამავე მონასტრის მორჩილები: გურამ მამამთავრიშვილი -–- სახელად ეწოდა გიორგი; ვასილ მელქაძე -–– სახელად ეწოდა იოაკიმე; ზურაბ ბუზალაძე -- სახელად ეწოდა პაისი; გერმანე დვალიშვილი -– სახელად ეწოდა ილია.



დვალიშვილი - გვარის 14 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

დვალიშვილი  ილია (გიგა) გიორგის ძე იღუმენი
დვალიშვილი ილია (გიგა) გიორგის ძე - იღუმენი. დაბ. გორი 1989წ. ბერად აღკვეცა 2015 წლის 10 მარტი. სრულად ნახვა
დვალიშვილი  მაქსიმე ბერდიაკვანი
დვალიშვილი მაქსიმე - ბერდიაკვანი. 2024 წლის 27 აპრილს. ბერდიაკვნად კურთხევა. სრულად ნახვა
დვალიშვილი  ილარიონი დეკანოზი
დვალიშვილი ილარიონი - დეკანოზი. 2024წ. წლის 20 ოქტომბერს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით  დაჯილდოვდ სრულად ნახვა
დვალიშვილი  ზოილე (ეკატერინე) სპირიდონის ასული იღუმენია
დვალიშვილი ზოილე (ეკატერინე) სპირიდონის ასული - იღუმენია. დაბ. სოფ. საჩინო (ოჩამჩირე) 1892-1973წწ (პატრიარქის ნათლია);  ბიოგრაფია სრულად ნახვა
დვალიშვილი  დავით გურამის ძე დეკანოზი
დვალიშვილი დავით გურამის ძე - დეკანოზი. რუსთავის მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი სრულად ნახვა
დვალიშვილი პავლე - ბერი. სრულად ნახვა
დვალიშვილი კახაბერი - მღვდელი.
დვალიშვილი თეკლა - მორჩილი. 2013 წლის 26 აპრილს, მორჩილებად კურთხევა; სრულად ნახვა
დვალიშვილი შიო - მთავარხუცესი. სრულად ნახვა
დვალიშვილი ალექსი - მღვდელი. სრულად ნახვა
დვალიშვილი პანფუტი - იღუმენი. 1831-1913წწ სრულად ნახვა
დვალიშვილი ნეოფიტე - იღუმენი. 2008 წლის 26 იანვარს ბერდიაკვნად კურთხევა. სრულად ნახვა
დვალიშვილი დავითი მღვდელი, ძვ. ხელნაწერიდან 1653 წელი
დვალიშვილი ზაქარია - დეკანოზი. ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი 2008წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.



ზოილე (ეკატერინე) დვალიშვილი 1892-1973წწ იღუმენია სამთავროს დედათა მონასტერი დაბ. სოფ. საჩინო, ოჩამჩირე

2 0

დვალიშვილი დ.1963წ. წმ. რუსთავის მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი. დაბ. რუსთავი.

2 0

გოჩა დვალიშვილი 1965-1992წწ. გარდ. 27 წლის, ენგურის ხიდი, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

3 0

დავით დვალიშვილი მიხეილის ძე დაბ. 1961წ. ვეტერანი დაბ. სოფ. მუქედი ვანი

3 0

მიხეილ დვალიშვილი დავითის ძე 1986 -2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. მუქედი ვანი

3 0


ალექსანდრე დვალიშვილი 1973-1993წწ. გარდ. 20 წლის, სოხუმი აფხაზეთში, დაბ. თბილისი

3 0


დავით დვალიშვილი რობერტის ძე 1980 - 2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. დიხაშხო ვანი იმერეთი

3 0


ანზორ ვარლამის ძე დვალიშვილი 1931-1988წწ მშენებელი ინჟინერი დაბ. გორი

2 0

დავით დვალიშვილი 1948 მსახიობი. ტყიბული, იმერეთი.

1 0


ზაურ დვალიშვილი 2000წ მსოფლიო პრიზიორი ძიუდო ხაშური

1 0

0 1 0


მერაბ დვალიშვილი მსოფლიო პრიზიორი სამბო

1 0

0 1 0


ნადეჟდა დვალიშვილი დაბ. 1933წ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა

4 0

4 3 2