გელათის მონასტრის არქივი 1811-1923წწ.
564.ის 6466/564 – გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოსი გელათის მონასტრის ბერების იასონ ლეჟავას, დიომიდე ნიკოლაძის და სხვების ბრალდების საქმეზე მომრიგებელი მოსამართლის დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი არსებითი განხილვის თაობაზე. 1879 წელი.
1186.ის 6466/1186 – შეტყობინება მონასტრების „ბლაღოჩინ“ არქიმანდრიტ ბესარიონისა ეპისკოპოს ბესარიონისადმი – მღვდელმონაზონ იასონის მიერ , „ბლაღოჩინ“ ჩაჩანიძის თანდასწრებით, კაცხის მონასტრის მღვდელმონაზონ ილარიონისთვის ჩაბარების თაობაზე. 1897 წელი.
1611.ის № 6466/1611 – მოწმობა მიცემული გელათის მღვდელმონაზონ იასონისა მოწამეთის მონასტრის მღვდელმონაზონ პაფნუტისადმი მასზედ, რომ პაფნუტი ყოველწლიურად მას აძლევს აღსარებას. 1903 წელი.
1657.ის № 6466/1657 – განკარგულება ეპისკოპოს ლეონიდისა – გარდაცვლილი მღვდელმონაზონის იასონის სალაროში შენახული ფულის და ერთი თვის მიუღებელი ხელფასის მის დაკრძალვაზე დახარჯვის თაობაზე. 1903 წელი.
1682.ის № 6466/1682 – თხოვნა ანდრია ლეჟავასი გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – ძმის, მღვდელმონაზონ იასონის, გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ფულის მემკვიდრედ მისი ცნობის თაობაზე. 1903 წელი.
1684.ის № 6466/1684 – რაპორტი გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სერაპიონისა ეპისკოპოს ლეონიდისადმი – მღვდელმონაზონ იასონის გარდაცვალებისა და მონასტრის შტატების განაწილების თაობაზე. 1903 წელი.

გელათის მონასტრის არქივი 1811-1923წწ
ნამსახურობის სია შედგენილი არქიმანდრიტი სერაპიონის 1900წ.
6466.1379 23S.jpg