
მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე 1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი)
წყარო მერაბ კეზევაძე;
ესტატე მირიანაშვილი დაიბადა 1866 წელს თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურში მღვდლის - მატათია მირიანაშვილის - ოჯახში. ბავშვობა გაატარა
ენისელში, მოგვიანებით კი - სოფელ შილდაში, სადაც მამამისი მღვდლად მსახურობდა. ესტატემ 1881 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი
და იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
სემინარიის დასრულების შემდეგ (1887 წ.) მან სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ემზადებოდა ტომსკის
უნივერსიტეტში შესასვლელად, მაგრამ მამამისის კატეგორიულ მოთხოვნას
წინ ვერ აღუდგა - 23 წლის ესტატე დაქორწინდა სამხედრო მღვდლის, სოლომონ იმერლიშვილის, უფროს ქალიშვილზე, 15 წლის ნინო იმერლიშვილზე და
მღვდლად ეკურთხა; მათ ექვსი შვილი შეეძინათ1
.
ახალგაზრდა მღვდელი ახალციხეში ყოფნის პერიოდში (1891-1895) უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა ადგილობრივ საქველმოქმედო
ორგანიზაციაში, ბევრს მუშაობდა ქართული ძეგლების, მშობლიური ენისა და
4
ამათგან ჩვილობაშივე გარდაეცვალა თამარი, მოგვიანებით განჯაში მეორე შვილი - ირაკლი,
შემდეგ კი ტრაგიკულად დაეღუპა მესამე შვილი - ილიკო.
285
კულტურის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებზე, იბრძოდა ახალციხელ ქართველ კათოლიკეთათვის წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე დაწესებისთვის,
აქვეყნებდა სტატიებს ქართველ კათოლიკეებზე, ასევე ზრუნავდა სამცხე-ჯავახეთში ქართულ ძეგლებსა და ეპიგრაფიკულ წარწერებზე, რომელთაც, როგორც
თვითონ შეშფოთებული აღნიშნავდა, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ.
1895-1898 წლებში ესტატე მირიანაშვილმა სამღვდელო მსახურება - ჯერ
სალიანში, ხოლო 1898-1905 წლებში განჯის რკინიგზის რაიონში გააგრძელა.
1905 წლის მიწურულს კი რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ ესტატემ საბოლოოდ თქვა უარი
მღვდლის ანაფორაზე და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. როდესაც სწავლა დაასრულა (1910 წ.), დაბრუნდა საქართველოში და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მსახურობდა მოსამართლედ თუ გამომძიებლად; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა
არბიტრაჟსა და ჟურნალ-გაზეთებში: „საბჭოთა სამართალი“, „მებრძოლი ათეისტი“, „რელიგიის წინააღმდეგ“ და სხვა. ბევრს წერდა სამართლის, ეკონომიკის,
კულტურისა და რელიგიის საკითხებზე; განიხილავდა ეპოქის მძიმე სოციალურ
ფონს.
ესტატე მირიანაშვილი 1954 წლის 2 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.
ესტატეს მოგონებები 18 ნაწილისგან შედგება. მათგან „ჩემი სწავლა
თბილისის სასულიერო სემინარიაში“ ესტატეს მოგონებების ყველაზე საინტერესო
მონაკვეთია, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი, რა ხდებოდა სემინარიაში
მისი სწავლის დროს - პედაგოგები, მოსწავლეები, რეჟიმი, სასწავლო საგნები,
ინვენტარი, საკვები, მოვლენები ... აღსანიშნავია, რომ იგი სემინარიის სამივე
რექტორის დროს სწავლობდა. აი რას წერს თავად ამის შესახებ: „რექტორებად
იყვნენ პირველად, როდესაც მე სემინარიაში შევედი, არქიმანდრიტი მისაილი,
შემდეგ - დეკანოზი ჩუდეცკი, რომელიც მოკლეს 1886 წ., მხოლოდ ბოლოს -
არქიმანდრიტი პაისი“
მოგონებებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ თბილისის სასულიერო სემინარია,
რომელშიც პავლე ჩუდეცკის ძალისხმევით კატორღული რეჟიმი იყო დამყარებული, რევოლუციონერთა, მეამბოხეთა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლთა ერთ-ერთი სამჭედლო იყო. ამ დროს რევოლუციური
იდეები ეპიდემიასავით იყო მოდებული. სასულიერო სემინარია კი იმ თითზე
ჩამოსათვლელ სასწავლებელთა შორის იყო, რომლებშიც რიგით მოქალაქეს
განათლების მიღების საშუალება ჰქონდა. იქ მოწაფეები იკრიბებოდნენ არალეგალურ წრეებში და აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდნენ, მსჯელობდნენ,
ქადაგებდნენ რევოლუციურ იდეებს; ასე ჩამოყალიბდნენ სემინარიელები, რომელთაც რწმენა შერყეული ჰქონდათ („მეც და ზოგიერთი ჩემი ამხანაგებიც დი