მირიანაშვილი
ლევან თომას ძე მღვდელი
12.03.1896-18.10.1903 მღვდელი ლევან მირიანაშვილი;

მირიანაშვილი ლევან თომას ძე, 1851-1927წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა)
მირიანაშვილი ლევან თომას ძე მღვდელი, 1896-1903წ. გულგულა (თელავი) კვირაცხოველის ეკლესია, თელავის მაზრა, 1883წ. შატილი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია

ლევანმა (1854-1927), რომელიც მამა თომას რიგით მესამე შვილი იყო, ოჯახის ტრადიციას არ უღალატა და სასულიერო პირი გახდა. გადმოცემით, 20 მაისს, ჯვარი-პატიოსანის დღესასწაულზე თომას ოჯახში უახლოესი ნათესავები იკრიბებოდნენ - ორი ძმისა და საკუთარი მონაგარი, რა თქმა უნდა, სიძეებთან ერთად... და ასეთ „ოჯახურ სადილზე“ სუფრასთან 30 მღვდელი იყრიდა თავს. ლევანის ოჯახი თავდაპირველად თელავში ცხოვრობდა, მის მეუღლეს ბარბარე ახალბედაშვილს უკავშირებენ თელავში დღევანდელ ჭაბუა ამირჯიბის ქუჩაზე კვიპაროსების დარგვას, რის გამოც ადრე ამ ქუჩას კვიპაროსების ქუჩასაც ეძახდნენ. გარკვეული წლების განმავლობაში მამა ლევანი გომარეთში მსახურობდა, მოგვიანებით თელავში გაყიდა სახლი და შილდის მამაპაპეულ მამულში დაბრუნდა, მაგრამ რუსეთ-იაპონიის ომის გამო ვერც შილდაში მოასწრო მშენებარე სახლის დამთავრება. შილდის ღვთაების ეკლესია გახდა დეკანოზ ლევანის ბოლო ნავსაყუდელი, ტაძარი მისი წინამძღვრობისას დაკეტეს, ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა კიდეც. მას ოთხი შვილი დარჩა ილარიონი, ნადია, არჩილი და ნინო.
129. სოფელ შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლევან თომას ძე მირიანაშვილი

1851 წელს, სოფელ შილდაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მხოლოდ ხუთი კურსი ისწავლა.
1882 წლის 31 ივლისს დიაკვნად, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხეს ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1884 წლის 6 ივნისს წმინდა სინოდის ბრძანებით, სამრევლოში ხშირად არ ყოფნის გამო გაათავისუფლეს ამ ეკლესიის წინამძღვრობიდან და დროებით ეკლესიის გარეშე დატოვეს.
1885 წლის 3 დეკემბერს დიდი გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1888 წლის 6 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1896 წლის 12 მარტს გულგულას წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1903 წლის 18 ოქტომბერს შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
გვ226
1910 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. მღვდელი ლევანი 1927 წელს გარდაიცვალა.