სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12246

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მირიანაშვილი  ესტატე მატათიას ძე   მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მირიანაშვილი ესტატე მატათიას ძე მღვდელი

დაბ. სოფ. კურდღელაური (თელავი) 1866-1954წწ. ბიოგრაფია

მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე  1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი) 

წყარო მერაბ კეზევაძე;

ესტატე მირიანაშვილი დაიბადა 1866 წელს თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურში მღვდლის - მატათია მირიანაშვილის - ოჯახში. ბავშვობა გაატარა ენისელში, მოგვიანებით კი - სოფელ შილდაში, სადაც მამამისი მღვდლად მსახურობდა. ესტატემ 1881 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი და იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ (1887 წ.) მან სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ემზადებოდა ტომსკის უნივერსიტეტში შესასვლელად, მაგრამ მამამისის კატეგორიულ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგა - 23 წლის ესტატე დაქორწინდა სამხედრო მღვდლის, სოლომონ იმერლიშვილის, უფროს ქალიშვილზე, 15 წლის ნინო იმერლიშვილზე და მღვდლად ეკურთხა; მათ ექვსი შვილი შეეძინათ1 . ახალგაზრდა მღვდელი ახალციხეში ყოფნის პერიოდში (1891-1895) უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, ბევრს მუშაობდა ქართული ძეგლების, მშობლიური ენისა და 4 ამათგან ჩვილობაშივე გარდაეცვალა თამარი, მოგვიანებით განჯაში მეორე შვილი - ირაკლი, შემდეგ კი ტრაგიკულად დაეღუპა მესამე შვილი - ილიკო.

285

კულტურის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებზე, იბრძოდა ახალციხელ ქართველ კათოლიკეთათვის წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე დაწესებისთვის, აქვეყნებდა სტატიებს ქართველ კათოლიკეებზე, ასევე ზრუნავდა სამცხე-ჯავახეთში ქართულ ძეგლებსა და ეპიგრაფიკულ წარწერებზე, რომელთაც, როგორც თვითონ შეშფოთებული აღნიშნავდა, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ. 1895-1898 წლებში ესტატე მირიანაშვილმა სამღვდელო მსახურება - ჯერ სალიანში, ხოლო 1898-1905 წლებში განჯის რკინიგზის რაიონში გააგრძელა. 1905 წლის მიწურულს კი რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ ესტატემ საბოლოოდ თქვა უარი მღვდლის ანაფორაზე და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. როდესაც სწავლა დაასრულა (1910 წ.), დაბრუნდა საქართველოში და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მსახურობდა მოსამართლედ თუ გამომძიებლად; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა არბიტრაჟსა და ჟურნალ-გაზეთებში: „საბჭოთა სამართალი“, „მებრძოლი ათეისტი“, „რელიგიის წინააღმდეგ“ და სხვა. ბევრს წერდა სამართლის, ეკონომიკის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე; განიხილავდა ეპოქის მძიმე სოციალურ ფონს. ესტატე მირიანაშვილი 1954 წლის 2 აპრილს თბილისში გარდაიცვალა. ესტატეს მოგონებები 18 ნაწილისგან შედგება. მათგან „ჩემი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში“ ესტატეს მოგონებების ყველაზე საინტერესო მონაკვეთია, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი, რა ხდებოდა სემინარიაში მისი სწავლის დროს - პედაგოგები, მოსწავლეები, რეჟიმი, სასწავლო საგნები, ინვენტარი, საკვები, მოვლენები ... აღსანიშნავია, რომ იგი სემინარიის სამივე რექტორის დროს სწავლობდა. აი რას წერს თავად ამის შესახებ: „რექტორებად იყვნენ პირველად, როდესაც მე სემინარიაში შევედი, არქიმანდრიტი მისაილი, შემდეგ - დეკანოზი ჩუდეცკი, რომელიც მოკლეს 1886 წ., მხოლოდ ბოლოს - არქიმანდრიტი პაისი“


მოგონებებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ თბილისის სასულიერო სემინარია, რომელშიც პავლე ჩუდეცკის ძალისხმევით კატორღული რეჟიმი იყო დამ­ყარებული, რევოლუციონერთა, მეამბოხეთა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლთა ერთ-ერთი სამჭედლო იყო. ამ დროს რევოლუციური იდეები ეპიდემიასავით იყო მოდებული. სასულიერო სემინარია კი იმ თითზე ჩამოსათვლელ სასწავლებელთა შორის იყო, რომლებშიც რიგით მოქალაქეს განათლების მიღების საშუალება ჰქონდა. იქ მოწაფეები იკრიბებოდნენ არალეგალურ წრეებში და აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდნენ, მსჯელობდნენ, ქადაგებდნენ რევოლუციურ იდეებს; ასე ჩამოყალიბდნენ სემინარიელები, რომელთაც რწმენა შერყეული ჰქონდათ („მეც და ზოგიერთი ჩემი ამხანაგებიც დი­


მირიანაშვილი - გვარის 18 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მირიანაშვილი ესტატე მატათიას ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. კურდღელაური (თელავი) 1866-1954წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი  ლევან თომას ძე მღვდელი
მირიანაშვილი ლევან თომას ძე - მღვდელი.

(1854-1927), რომელიც მამა თომას რიგით მესამე შვილი იყო, ოჯახის ტრადიციას არ უღალატა და სასულიერო პირი გახდა. გადმოცემით, 20 მაისს, ჯვარი-პატიოსანის დღესასწაულზე თომას ოჯახში უახლოესი ნათესავები იკრიბებოდნენ - ორი ძმისა და საკუთარი მონაგარი, რა თქმა უნდა, სიძეებთან ერთად... და ასეთ „ოჯახურ სადილზე“ სუფრასთან 30 მღვდელი იყრიდა თავს.

სრულად ნახვა
მირიანაშვილი  იოსები დიმიტრის ძე პროტოპრესვიტერი
მირიანაშვილი იოსები დიმიტრის ძე - პროტოპრესვიტერი. 1868-1937წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი  თომა გაბრიელის ძე მღვდელი
მირიანაშვილი თომა გაბრიელის ძე - მღვდელი. 1825-1898წწ   სრულად ნახვა
მირიანაშვილი მატათა - მღვდელი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი მირიანი - მღვდელი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი აბრამი - მედავითნე. სრულად ნახვა
მირიანაშვილი დიმიტრი - მედავითნე. სრულად ნახვა
მირიანაშვილი ადამი - მღვდელი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი მირიანი - დიაკონი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი იოსები - მედავითნე. სრულად ნახვა
მირიანაშვილი არჩილი ლევანის ძე - მღვდელი. 1892-1960წწ დაბ. სოფ შილდა ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი ადამი - მღვდელი. ადამ მირიანაშვილი (1754-1830), „რომლისთვისაც ამბროსი ნეკრესელს ჯილდოდ 15 დღის მიწა მიუცია საბოლოოდ და სამკვიდროდ, მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში თვით ნეკრესელის დროსვე. დასაფლავებულია შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიასთან, საკურთხევლის ძირში, ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი გაბრიელი თომას ძე - მღვდელი. გაბრიელ მირიანაშვილი მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და გარდაცვლილა 1836 წ. როგორცა ჩანს მისი საფლავის ქვის წარწერიდან: - „ესე საფლავი მირიანაშვილი მღვდელი გაბრიელისა მხილველნო შენდობა ბრძანეთ ჩყლვ.  სრულად ნახვა
მირიანაშვილი აზარია გაბრიელის ძე - მღვდელი. გაბრიელის სამი ვაჟიდან: აზარია მღვდელი ყოფილა და ახალსოფელში მსახურობდა, იოანე - დიაკონი, თუმცა შემდეგში თავი დაუნებებია მსახურებისათვის, სრულად ნახვა
მირიანაშვილი მათე იოანეს ძე - დეკანოზი. დაბ. 1836წ. შილდა სრულად ნახვა
მირიანაშვილი გაბრიელ მღვდელი, დავითნის გადამწერი 1778წ. ქართველ სულთა მატიანე 
სრულად ნახვა
მირიანაშვილი გიორგი მღვდელი 1915წ. სხვა წყარო დაჯილდოვება 1910წ.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.