სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მირიანაშვილი არჩილი ლევანის ძე მღვდელი

1892-1960წწ დაბ. სოფ შილდა ბიოგრაფია

მირიანაშვილი არჩილ მღვდელი 1928წ. შილდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია 

არჩილმაც (1892-1960) სამღვდელო პატივი აირჩია. თავდაპირველად შაქრიანში მსახურობდა, მისი დაკეტვის შემდეგ კი შილდის ღვთისმშობლისშობის სახელობის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი და ერთადერთი მღვდელი იყო. 30-იან წლებში ეს ტაძარიც დაკეტეს, თვითონ მამა არჩილი სოფლის ორ დანარჩენ მღვდელთან ერთად საბჭოს წინ „გაკრიჭეს“ და შემდეგში ძალიან უბრალო საქმეებით დააკავეს: ებარა ტრაქტორების აღრიცხვა, სკოლის მებაღეობა. მამა არჩილმა კაბა გაიხადა, მაგრამ სამღვდელო მოქმედება არ შეუჩერებია  ამათ (კომუნისტებმა) კი არ მომანიჭესო მღვდლობა - ამბობდა და მალულადმიცვალებულებს წესებს უგებდა, ბავშვებს ნათლავდა, პარაკლისებსა და პანაშვიდებს იხდიდა, შვილიშვილებიც საკუთარი ხელით აზიარა ნათლისღების საიდუმლოს. როგორც ამბობენ, ძალიან გულჩვილი, ალალ-მართალი და პატიოსანი კაცი ყოფილა. რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა ციმბირში გადასახლებას. მამა არჩილის ოჯახი, როგორც „შავსიელებისა“, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ნინო სიმონის ასული კოლელიშვილი (1899-1993)  სასულიერო  პირის ოჯახიდან იყო, მათ  სამი შვილი ჰყავდათ ბარე, ლეილა და ელიზბარი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნინო ბებო ითვლიდა და თანასოფლელებს ამცნობდა ხოლმე აღდგომის დღეს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებს. ოჯახში იცოდნენ, რომ ნაფოფოდარი ბებია ფარულად ქრისტიანულ ცოვრებას ეწეოდა: ძილის წინ ლოცულობდა, მარხვებს ინახავდა. მას საგულდაგულოდ ჰქონდა გადამალული შაქრიანის ეკლესიის ქონება, რომელ საც უკეთესი დროის მოლოდინით სიცოცხლის უფრთხილდებოდა. სამწუხაროდ, როდე-საც ეს დრო დადგა და ეკლესიის აღკაზმულობა შვილიშვილს თბილისში გაატანა, 1991 წლის სამოქალაქო ომისას მთავრობის სახლთან გაჩაღებულმა  ხანძარმა უკვალოდ შთანთქა. ნინო ბებო ისე გარდაიცვალა, ეს ამბავივერ გაუმხილეს, დაახლოებით წელიწადნახევარში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 93 წლისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მირიანაშვილი - გვარის 18 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მირიანაშვილი ესტატე მატათიას ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. კურდღელაური (თელავი) 1866-1954წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი  ლევან თომას ძე მღვდელი
მირიანაშვილი ლევან თომას ძე - მღვდელი.

(1854-1927), რომელიც მამა თომას რიგით მესამე შვილი იყო, ოჯახის ტრადიციას არ უღალატა და სასულიერო პირი გახდა. გადმოცემით, 20 მაისს, ჯვარი-პატიოსანის დღესასწაულზე თომას ოჯახში უახლოესი ნათესავები იკრიბებოდნენ - ორი ძმისა და საკუთარი მონაგარი, რა თქმა უნდა, სიძეებთან ერთად... და ასეთ „ოჯახურ სადილზე“ სუფრასთან 30 მღვდელი იყრიდა თავს.

სრულად ნახვა
მირიანაშვილი  იოსები დიმიტრის ძე პროტოპრესვიტერი
მირიანაშვილი იოსები დიმიტრის ძე - პროტოპრესვიტერი. 1868-1937წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი  თომა გაბრიელის ძე მღვდელი
მირიანაშვილი თომა გაბრიელის ძე - მღვდელი. 1825-1898წწ   სრულად ნახვა
მირიანაშვილი მატათა - მღვდელი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი მირიანი - მღვდელი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი აბრამი - მედავითნე. სრულად ნახვა
მირიანაშვილი დიმიტრი - მედავითნე. სრულად ნახვა
მირიანაშვილი მირიანი - დიაკონი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი ადამი - მღვდელი. სრულად ნახვა
მირიანაშვილი იოსები - მედავითნე. სრულად ნახვა
მირიანაშვილი არჩილი ლევანის ძე - მღვდელი. 1892-1960წწ დაბ. სოფ შილდა ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი ადამი - მღვდელი. ადამ მირიანაშვილი (1754-1830), „რომლისთვისაც ამბროსი ნეკრესელს ჯილდოდ 15 დღის მიწა მიუცია საბოლოოდ და სამკვიდროდ, მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში თვით ნეკრესელის დროსვე. დასაფლავებულია შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიასთან, საკურთხევლის ძირში, ბიოგრაფია სრულად ნახვა
მირიანაშვილი გაბრიელი თომას ძე - მღვდელი. გაბრიელ მირიანაშვილი მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და გარდაცვლილა 1836 წ. როგორცა ჩანს მისი საფლავის ქვის წარწერიდან: - „ესე საფლავი მირიანაშვილი მღვდელი გაბრიელისა მხილველნო შენდობა ბრძანეთ ჩყლვ.  სრულად ნახვა
მირიანაშვილი აზარია გაბრიელის ძე - მღვდელი. გაბრიელის სამი ვაჟიდან: აზარია მღვდელი ყოფილა და ახალსოფელში მსახურობდა, იოანე - დიაკონი, თუმცა შემდეგში თავი დაუნებებია მსახურებისათვის, სრულად ნახვა
მირიანაშვილი მათე იოანეს ძე - დეკანოზი. დაბ. 1836წ. შილდა სრულად ნახვა
მირიანაშვილი გაბრიელ მღვდელი, დავითნის გადამწერი 1778წ. ქართველ სულთა მატიანე 
სრულად ნახვა
მირიანაშვილი გიორგი მღვდელი 1915წ. სხვა წყარო დაჯილდოვება 1910წ.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.