სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მირიანაშვილი მათე იოანეს ძე დეკანოზი

დაბ. 1836წ. შილდა

1860-1861წ. მღვდელი სვეტიცხოველი (მცხეთა) ათორმეტმოციქულთა მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი

1861-1867წ. მღვდელი კურდღელაური (თელავი) ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია, თელავის მაზრა

1867-1870წ. მღვდელი ენისელი (ყვარელი) მიძნების ეკლესია

1874-1913წ. დეკანოზი შილდა (ყვარელი) ჯვრის გამოჩინების ეკლესია

მირიანაშვილი მათე იოანეს ძე, დაიბადა 1836 წელს, წინამძღვარი დეკანოზი, სოფელ შილდის ჭჯვარ-პატიოსანის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა)

სოფელ შილდის ჯვარ-პატიოსანის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი დეკანოზი მათე იოანეს ძე მირიანაშვილი

1836 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1851-57 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1857 წლის 10 ოქტომბერს ოზურგეთის

გვ225

სასულიერო სასწავლებლის პირველი კლასების მასწავლებლად განამწესეს.

1859 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე გადმოიყვანეს. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს.

1860 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად და კანდელაკად დაინიშნა.

1861 წელს კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1867 წელს სამი წლის ვადით თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და საგვერდულით დაჯილდოვდა.

1867 წლის ბოლოს ენისელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

1870 წელს ეკლესიის გარემონტებისა და განახლებისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1874 წლიდან შილდის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1877 წელს სკუფიით დაჯილდოევდა.

1882 წელს კამილავკით, ხოლო 1893 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. ამავე წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

1900 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.

1902 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1908 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის 25 თებერვალს დეკანოზი მათე თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით დაენიშნა 300 მანეთი პენსია.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.