21 თებერვალს თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა საბერო დავითი (ჩიქოვანი) და სახელად ანთიმოზი უწოდა.
ჩიქოვანი - გვარის 31 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
მღვდელი გიორგი ჩიქოვანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.
ჩიქოვანი ხარება, (გოჩა ( ხვიჩა) გურამის ძე) - მღვდელი.
2016 წლის 07 აპრილს, მღვდლად ხელდასხმა. ღირს გაბრიელ აღმსარებელი და სალოსის ტაძარი. ოფშკვითის წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარი;
7 აპრილს მეორე სვირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ვანისა და ბაღდადის ეპარქიის დიაკვან ხარება ჩიქოვანს.
21 თებერვალს თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა საბერო დავითი (ჩიქოვანი) და სახელად ანთიმოზი უწოდა.
1974 წელს, ღამით, მონასტერი კვლავ გაძარცვეს. ჯერ მამა კონსტანტინეს შეუცვივდნენ და ფული, ძვირფასეულობა მოსთხოვეს, მაგრამ რომ არა გააჩნდა რა, დაშინება დაუწყეს. მას და ბერ ისაია ჩიქოვანს, ასევე მოხუც კაცს, რომელიც იმ ღამეს სალოცავად იყო ამოსული, ხელები შეუკრეს (მამა ისაია, ერში იოსები, ცხოვრობდა სენაკის რაიონში, სოფელ კოტიანეთში, დასთან, ჯოლიების ღვთისმოსავ ოჯახში). ბევრნი ყოფილან მომხვდურნი, ერთნი მამა კონსტანტინეს სენაკში გაჩერებულან, სხვებს ტაძრის კარებიდან ბოქლომი ძალაყინით აუგლეჯიათ და ეკლესია ისე გაუძარცვავთ. არც მამა ისაიას ჰქონია ფული, მაგრამ მამა კონსტანტინეს დისთვის, ძაბიასათვის იმ დღეებში მიღებული პენსია წაურთმევიათ - 50 მანეთი. ყაჩაღთაგან ერთს თურმე ხელში დანა ეჭირა და შესაშინებლად აქა-იქ ურჭობდა მოძღვარს. შესაძლოა, ძალიან ცუდად დაემთავრებინათ საქმე, რომ თანამზრახველთ გარედან მეგრულად არ შეეძახნათ - დაანებეთ, ბიჭებო, თავი, მამა კონსტანტინე კარგი კაციაო.
ჩიქოვანი გიორგი (ლაშა) - მღვდელი.
2007 წლის 04 ნოემბერს დიაკვნად კურთხევა. 2009 წლის 07 ივნისს მღვდლად ხელდასხმა.
4 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიეროი სემინარიის კურსდამთავრებული ლაშა ჩიქოვანი და სახელად გიორგი უწოდა. დიაკონი გიორგი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
7 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს გიორგი ჩიქოვანს. მღვდელი გიორგი სიონის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს. 11 ივნისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დიაკვანს გოჩა ჩიტიძეს.
ჩიქოვანი ნიკოლოზ იოანეს ძე მღვდელი 1871წ. ნაესაკოვო (ნაესაკავო, აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია 1909წ. ტყვირი (აბაშა) მაცხოვრის ეკლესია 1912წ. ცილორი (აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია
ჩიქოვანი ვასილ, მღვდელი, 1907წ. ლესა (ჭინეთი) (ლანჩხუთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1872წ. მედავითნე 1900წ. დიაკონი მუხური (ჩხოროწყუ) წმ. გიორგის ეკლესია, 1885წ. მედავითნე თაია (ჩხოროწყუ) წმიდა გიორგის ეკლესია 1915წ. ობუჯი (წალენჯიხა) მთავარანგელოზის ეკლესია
ჩიქოვანი გიორგი მღვდელი, 1900წ. მედავითნე შულავერის (მარნეული) მიძინების ტაძარი. 1916წ. ჭოპორტი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1910წ. ჩარგალის (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1905წ. თმოგვი (ზედა, ასპინძა) წმიდა გიორგის ეკლესია 1902წ. კასპი თეოდორე ტირონის ეკლესია
ჩიქოვანი ნიკოლოზი - დეკანოზი.
2008 წლის 12 ივნისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით;
12 ივნისს, ღირსი მამის დავით გარეჯელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთაწმინდის მამადავითის ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; მღვდელ დავით მექვაბიშვილს მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით; მღვდელ დავით რევაზიშვილს მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
ჩიქოვანი ანდრია - მღვდელი.
2014 წლის 30 ნოემბერს, დიაკვნად ხელდასხმა.
30 ნოემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა: მღვდლად -- თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულ დიაკონ სოფრონ მეგრელიშვილს; დიაკვნად -- თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, ანდრია ჩიქოვანს. ორივე მღვდელმსახური ლილოს წმინდა ასი ათასი მოწამის ტაძარში იმსახურებს.