სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე  სოფ. ახალსოფელის გუდაუთა მებრძოლები გენოციდი წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე  სოფ. ახალსოფელის გუდაუთა მებრძოლები გენოციდი
ბმულის კოპირება



გუდაუთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელის გუდაუთა მებრძოლები გენოციდი

ავტორი ჯონდო გივის ძე გოგლიძე დაბ. 1961წ. ვეტერანი სამხედრო მწერალი დაბ. სოფ. ახალსოფელი გუდაუთა


აფხაზეთის ომის დროს 400-მდე ახალსოფლელი მეომარი იბრძოდა ქართულ სხვადასხვა შენაერთებში. 21 მეომარი გმირულად დაიღუპა უთნასწორო ბრძოლაში, 40-მდე კი დაიჭრა.




ამირან ვარდენის ძე რეხვიაშვილი. დაბადებული

1956 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.

1962-72 წლებში სწავლობდა გუდაუთის რ-ნ ახალსოფლის

საშუალო სკოლაში. 1973-75 წლებში მსახურობდა,

საბჭოთა არმიის რიგებში. 1975-78 წლებში

სწავლა გააგრძელა თბილისში სავაჭრო ტექნიკუმში.

1992 წლის 18 სექტემბრიდან ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის

მე-2 ბატალიონში ოცეულის მეთაურად, შემდეგ

გახდა ასეულის მეთაურის მოადგილე.

1993 წლის 16 მარტს გმირულად დაიღუპა მდინარე

გუმისთის მისადგომებთან. ჰყავდა მეუღლე და ოთხი

შვილი.


შოთა ალექსანდრეს-ძე რეხვიაშვილი. დაიბადა

1949 წლის 1თებერვალს ამროლაურის რ-ნ სოფ.

ურავში. დაბადების მერე, მალევე გადაასახლეს აფხაზეთში

გუდაუთის რაიონის სოფ. ლინში. დაამთავრა

გუდაუთის საშუალო სკოლა.

1967 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა სოხუმის „ქალაქკოოპვაჭრობის“

ბუღალტრად. 1968-70 მსახურობდა

საბჭოთა არმიის რიგებში. 1971-89 წლები მუშაობდა

გუდაუთის „კურორტვაჭრობის“ მთავარ საქონელმცოდნედ.

ცხოვრობდა გუდაუთში ოჯახთან ერთად. 1989

წლის 15-16 ივლისს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების

დროს დაარბიეს მისი ოჯახი. მიუხედავათ მძიმე მდგომარეობისა

არ დატოვა გუდაუთის რაიონი და დროებით გადავიდა საცხოვრებლად

სოფ. ახალსოფელში.

1992 წლის 23 სექტემბერიდან ჩაირიცხა 23 ბრიგადის მე-2 ბატალიონ-

ში საფინანსო სამსახურის უფროსად, უფროსი ლეიტენანტის წოდებით.

1993 წლის 15 თებერვალს მას მიენიჭა კაპიტანის წოდება. 1993 წლის

16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას

გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული

მამაცობისათვის“. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.


რამაზ მიტროფანეს ძე ალასანია

დაიბადა 1967 წლის 26 თებერვალს გუდაუთის რ-ნ

ს. ახალსოფელში. 1974-84 წლებში სწავლობდა გუდაუთის

რ-ნ სოფ.ახალსოფლის საშუალო სკოლაში.

1985-87 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებ-

ში. დაამთავრაა სოხუმის უნივერსიტეტში ეკონომიური.

1992 წლის ნოემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის

მე-2 ბატალიონში, მე-4 ასეულში ოცეულის მეთაურის

მოადგილედ. 1993 წლის 18 სექტემბერს სოხუმის

ახალ რაიონში ქუჩის ბრძოლების დროს გმირულად

დაიღუპა.

გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები

78 დაგვიანებული წერილი


დავით კარლოს ძე მეტრეველი. დაიბადა 1950

წლის 1 აპრილს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.

დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა

მექანიზატორად ახალსოფლის კოლმეურნეობაში.

1993 წლის 1 მაისს ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის

23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის პირველ

ასეულის, მე-2 ოცეულში მსროლელად. აქტიურად

მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა

საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 17 სექტემბერს

სოხუმის ახალ რაიონში ქუჩის ბრძოლების

დროს გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და ერთი

შვილი.


ალექსანდრე დავითის ძე მეტრეველი. დაიბადა

1974 წლის 12 ივნისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.

1980-91 წლებში სწავლობდა ახალსოფლის სა-

შუალო სკოლაში. 1993 წლის 3 ივნისს ჩაირიცხა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების

კორპუსის „შავნაბადის“ ბატალიონში.

1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ.

კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას

გმირულად დაიღუპა.


თავდი ივანეს ძე მელაშვილი. დაიბადა 1958

წლის 2 ნოემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელ-

ში.

1966-74 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო

სკოლაში. 1977-79 წლებში მსახურობდა სამჭოთა

არმიის რიგებში. მუშაობდა რკინიგზის სამმართველოში

გაგრა-გუდაუთის მონაკვეთზე.

1993 წლის 27 სექტემბერს ჩაირიცხა „შავნაბადას“

ბატალიონში 6 თვიანი კონტრაქტით, ხოლო 6 თვის

შემდეგ 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის

27 სექტემბერს დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს. დარჩა მეუღლე

და სამი შვილი.


მურმან ვალერიანის ძე რეხვიაშვილი. დაიბადა

1955 წლის 20 იანვარს გუდაუთის რ-ნ სოფ.დურიფში.

დაამთვრა გუდაუთის მე-3 საშუალო სკოლა. მუშაობდა

მძღოლად.

1993 წლის სექტემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის

პირველ ბატალიონში.

1993 წლის 13 ოქტომბერს მდ. გუმისთის მისადგომებთან

საბრძოლო დავალების შესრულების დროს

გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

დაგვიანებული წერილი 79


ოქროპირ ჯუმბერის ძე მაცაბერიძე. დაიბადა 1971 წლის 25 ნოემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1988 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1989-91 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1993 წლის 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული  მამაცობისთვის“.


თემურ გიორგის ძე გოგრიჭიანი. დაიბადა 1973 წლის 10 იანვარს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1990 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1992 წლის 14 აგვისტოდან აფხაზი ბოევიკები და დაქირავებულები უმოწყალოდ არბევდნენ და ხოცავდნენ ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას. ამის შემხედვარე 18 წლის ვაჟკაცმა თავი მოვალედ ჩათვალა აეღო იარაღი, რათა მომხდური გაედევნა აფხაზეთიდან. 1993 წელს 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში.

1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან გამართულ საბრძოლო მოქმედებებისას თემურ გოგრიჭიანსა და ფრიდონ მაისურაძეს გამოჰყავდათ დაჭრილი მეგობარი ოქროპირ მაცაბერიძე. შეეფეთნენ დივერსიულ მტრის ჯგუფს და სამივენი გმირულად დაიღუპნენ. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ თანამებრძოლები იხსენებენ, რომ როდესაც დაღუპული ბიჭები იპოვნეს, ირგვლივ ხუთი მტრის ცხედარი იყო, მათ იარაღში კი არც ერთი ტყვია არ ჰქონდათ.


ფრიდონ ტარიელის ძე მაისურაძე. დაიბადა 1962 წლის 29 იანვარს გუდაუთის რ-ნის სოფ. ახალსოფელში. 1969-79 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1980-82 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1993 წლის 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელად. 1993 წლის 16 მარტს მდ. გუმისთის მისადგომებთან წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებისას ფრიდონ მაისურაძეს და თემურ გოგრიჭიანს როდესაც გამოჰყავდათ დაჭრილი მეგობარი ოქროპირ მაცაბერიძე, შეეფეთნენ წინასწარ გადმოსულ დივერსიულ ჯგუფს. სამივენი გმირულად დაიღუპნენ. თანამებრძოლები იგონებენ, რომ როესაც დაღუპულ ბიჭებამდე მივედით, იარაღში ბიჭებს არც ერთს ტყვია არ ჰქონდათ, ირგვლივ კი ხუთი მოწინააღმდეგის ცხედარი იყოო. დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.

80 დაგვიანებული წერილი


ირაკლი სილოვანის ძე ჩალაძე. დაიბადა 1957 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1964-74 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1993 წლის 1 თებერვალს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელად. 1993 წლის 16 მარტს მდ.გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა სანგარში.


მალხაზ დავითის ძე მაისურაძე. დაიბადა 1970 წლის 22 მაისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1976-87 წლებში სწავლობდა ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1988-90 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1992 წლის ნოემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში.

1993 წლის 16 მარტს მდ.გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა.


ტარიელ ჯიბოს ძე მეტრეველი. დაიბადა 1960 წლის 24 დეკემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლეში. 1978 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა მექანიზატორად, ჰქონდა მცირე ბიზნესი. 1993 წლის 3 იანვარს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის „შავნაბადას“ ბატალიონში. 1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.


ზურაბ შურას ძე რეხვიაშვილი. დაიბადა 1960 წლის 31 ივლისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლის 8 კლასი. 1980-82 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა მექანიზატორად.

1993 წლის 3 იანვარს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის „შავნაბადას“ ბატალიონში. 1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა.

დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

დაგვიანებული წერილი 81



გია ზურაბის ძე მაისურაძე. დაიბადა 1977 წლის 5 დეკემბერს. დაამთავრა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1997 წლის ოქტომბრიდან ჩაირიცხა აფხაზეთის შინაგან საქმეთ სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში. 1998 წლის 25 მაისს გალის რ-ნ სოფ. საბერიოსთან გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენით.



რევაზ შოთას ძე მეტრეველი. დაიბადა 1960 წლის 7 ოქტომბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1977 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში. ასევე დაკავებული იყო

ჭიდაობით. 1978-80 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, იქაც გააგრძელა სპორტული მოღვაწეობა და გახდა ხაბაროვსკის ოლქის ჩემპიონი. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა მშენებლობაზე მძღოლად. 1992 წლის 18 სექტემბერს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში ოცეულის მეთაურად. 1992 წლის 9 ნოემბერს ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კოჩარის გადასახვევთან რევაზმა ჩასაფრებულ ბოევიკებთან ბრძოლისას შეამჩნია, პატარა ბიჭი ქუჩაში, მორბოდა, რომელსაც იგი გადაეფარა. რევაზი დაიღუპა, ის ბიჭი კი დღესაც ცოცხალია.



დავით კარლოს ძე წურწუმია. დაიბადა 1968 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1986-88 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1992 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის 24 სექტემბერს გმირულად დაიღუპა სოხუმის ახალ რაიონში ქუჩის ბრძოლების დროს



გოგი გურგენის ძე გოგობერიშვილი. დაიბდა 1963 წელს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1970-84 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ გახსნა კერძო სახელოსნო და მუშაობდა მანქანის ხელოსნად. 1992 წლის 21 სექტემბერს ჩაირიცხა 23-ე ბრიბადის

მე-2 ბატალიონში მსროლელად. 1992 წლის 4 ოქტომბერს დაიღუპა მდინარე გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.


82 დაგვიანებული წერილი


თამაზი შოთას ძე რეხვიაშვილი. დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1968-70 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. მუშაობდა გაგრაში ტაქსის მძღოლად, შემდეგ გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში გახსნილი ჰქონდა ფეხსაცმლის სამკერვალო მცირე საწარმო. 1992 წლის 21 სექტემბერს ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის მაისში დაიჭრა საასიკვდილოდ მდინარე გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს. გარდაიცვალა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1993 წლი 25 ივნისს. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.



კახაბერ ჯემალის ძე ბაძაღუა. დაიბადა 1974 წლის 28 ივლისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. მუშაობდა კოლმეურნეობაში ზეინკლად. 1992 წლის დეკემბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-3 ასეულში მსროლელად.

1993 წლის 4 მაისს მდ. გუმისთის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა სანგარში.


რევაზ ქიშვარდის ძე რეხვიაშვილი. დაბადებული 1972 წლის 14 ნოემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1993 წლის 3 ივნისს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის

„შავნაბადას“ ბატალიონში. 1993 წლის 19 თებერვალს, ოჩამჩირის რ-ნ სოფ. კინდღთან საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაიღუპა.

დაგვიანებული წერილი 83


გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გენოციდის შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მშვიდობიანი მოსახლეობა



რაჟდენ კოსტანტინეს ძე ლობჟანიძე. დაიბადა 1928 წლის 2 ივნისს ამბორლაურის რ-ნ სოფ. აბარში. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში მთავარ აგრონომად. ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. 1992 წლის 9 სექტემბერს საკუთარი სახლის წინ, მეუღლესთან ერთად დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.



ნინა იაკობის ასული ლობჟანიძე. დაიბადა 1939 წლის 24 ივნისს ამბროლაურის რ-ნ სოფ. ურავში. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა „ოქროს სანაპიროს“ ფოსტის განყოფილების გამგედ. 1992 წლის 9 სექტემბერს საკუთარი სახლის წინ, მეუღლესთან ერთად დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.



მანანა გოგუა-ეკელია. დაიბადა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში 1966 წელს. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. 1993 წლის 30 სექტემბერს დაიღუპა სოფ. საკენში ვერტმფრენის აფეთქების დროს.



მიხეილ ზოსიმეს ძე გოგრიჭიანი. დაიბადა 1937 წლის 23 ივლისს ამბროლაურის რ-ნ სოფ. ურავში. 1939 წელს გადაასახლეს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1944-54 წლებში დაამთავრდა ახალსოფლის პირველი საშუალო სკოლა. მუშაობდა კოლმეურნეობაში. ნათელა ერასტის-ასული ბენდელიანიგოგრიჭიანი. დაიბადა 1941 წლის 13 აპრილს ცაგერის რ-ნში. დაამთავრა სოხუმის რ-ნ სოფ. კელასურის საშუალო სკოლა. 1964 წელს გათხოვდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. მუშაობდა ახალსოფლის კოლმეურნეობაში. ჰყავდა სამი შვილი. 1993 წლის 9 თებერვალს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს საკუთარ ოჯახში მეუღლესთან ერთად. გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გენოციდის შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მშვიდობიანი მოსახლეობა

84 დაგვიანებული წერილი



გია გოგსაძე. დაიბადა სოფ. ახალსოფელში 1959 წლის 11 სექტემბერს. დაამთავრა ახსალსოფლის საშუალო სკოლა. 1978-80 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1992 წლის ოქტომბერში აფხაზმა სეპარატისტებმა გაიყვანეს საკუთარი სახლიდან და დაიკარგა უგზოუკვლოდ. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.



ბადრი გივის ძე გოგლიძე. დაიბადა 1960 წლის 16 მარტს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1977 წელს დაამთავრდა ახალსოფლის პირველი საშუალო სკოლა. 1978-80 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981-88 წლებში სწავლობდა ტომსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 1988-92 წლებში მუშაობდა ქ. ტომსკის მეტალურგიულ ქარხანაში ინჟინერ-ტექნიკოსად. 1992 წლის 17 დეკემბერს აფხაზმა ბოევიკებმა, ძმებმა ლარიკ და ჯოფიკ ფუგელიებმა, გურამ კეტიამ, სლავიკ აშხარწავამ, დიმა დბარმა და ვინმე ლიხნელმა ჟიბამ, გაიყვანეს საკუთარი მშობლების სახლიდან და წამებით მოკლეს სოფ. ლიხნში.




ზურაბ ევგენის ძე მაისურაძე. დაიბადა 1951 წლის 1 აპრილს, გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. არასრული საშუალო განათლება მიიღო იმავე სოფლის შოთა რუსთაველის სახელობის #1 საშუალო სკოლაში. 1965-1969 წლებში სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სპეციალობით მუშაობა დაიწყო გაგრის #1 სახლმშენებლო კომბინატში (დ. ბზიფი). 1972-1975 წლებში მსახურობდა ოსტატად დ. ბზიფის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.

      მოგვიანებით მშობლიურ სკოლაში გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა. ბავშვებს ასწავლიდა მექანიზაციის საფუძვლებს, მანქანა-ტრაქტორების მართვას. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ახალსოფელში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 1992-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირების დროს გუდაუთიდან გადმოვიდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სოხუმში ჩაირიცხა მებრძოლად თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადაში, გენერალ გენო ადამიას დაქვემდებარებულ შუქურას (მაიაკი) მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილში. მონაწილეობდა სოხუმის დაცვისა და სოფელ შრომასთან წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. მალევე მივლინებული იქნა გულრიფშში მდებარე ტანკსარემონტო ბრიგადაში თავისი სპეციალობის მიხედვით, სადაც სოხუმის დაცემამდე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

            1993 წლის 28 სექტემბერს სხვა სამოქალაქო და სამხედრო პირებთან ერთად კოდორის გზით გამოდიოდა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან.

დაგვიანებული წერილი 85

        თადარიგის კაპიტნის თამაზ ტყეშელაშვილის გადმოცემით, ისინი ერთად ეხმარებოდნენ დაჭრილებს, ავადმყოფებს, ქალებს და ბავშვებს მათი ევაკუაციისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ შვეულმფრენებში

ჩასხდომაში. აქ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ზურაბი კოდორის ხეობაში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მიუხედავად მნიშვნელოვანი კვლევა-ძიებითი ღონისძიებების (თანამებრძოლების, მესაზღვრეების, წითელი ჯვრის, გაეროს ოფისის, აფხაზური მხარის და სხვათა მონაწილეებისა) გატარებისა, მისი ადგილსამყოფელის დადგენა დღემდე შეუძლებელია.


ალექსანდრე გრიგოლის ძე გელელიძე. დაიბადა 1954 წლის 1 მაისს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1972-74 წლემში იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. 1993 წლის 5 ივნისს, აფხაზეთის ომის დროს დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.


ავთანდილი (ტულა) გამსახურიდია. დაიბადა სოფ. ახუთში 1935 წლის 15 მაისს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში, მუშაობდა დურგლად ახალსოფლის საშუალო სკოლაში. 1993 წლის 5 ივნისს საკუთარი სახლის წინ დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა.


ლამარა შალვას ასული გოგრიჭიანი. დაიბადა 1939 წლის 15 დეკემბერს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1956 წელს დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. დიასახლისი. 1993 წლის თებერვალში ემსხვერპლა აფხაზი სეპარატისტების მიერ ნასროლ ტყვიას. დაკრძალულია გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში.



ბორისი გრიგოლის-ძე თოფურია. დაიბადა 1946 წლის 11 აპრილს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. დაამთავრა ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1964-67 წლებში იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. მუშაობდა კერძო სახლების მშენებლობაზე. 1992 წლის სექტემბერში აფხაზმა სეპარატისტებმა სასტიკად აწამეს და ცოცხალი დაწვეს. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

86 დაგვიანებული წერილი




ვალიკო ირაკლის ძე ჩალაძე. დაიბადა 1938 წელს. 1945-53 წლებში სწავლობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის 1 საშუალო სკოლაში. მუშაობდა კოლმეურნეობაში კოლმეურნედ. 1992 წლის დეკემბერში აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს საკუთარ ეზოში.



გივი აბაკელია. დაიბადა 1942 წლის 1 მაისს. ცხოვრობდა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1992 წლის 5 ნოემბერს აფხაზმა ბოევიკებმა სასტიკად აწამეს და დახვრიტეს. მიზეზი: ომის დაწყების დღეებში, რუსეთიდან მომავალი ქართველი ბიჭების გამოსარჩლება და გადარჩენა იყო. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.



ავთანდილ ვანოს ძე მაისაშვილი. დაიბადა 1929 წელს. დაამთავრა გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისის მეტროს გვირაბების მშენებლობაზე, ტყვარჩელის შახტაში ინჟინრად. აფხაზეთის ომის დაწყებამდე დაბრუნდა მამა-პაპისეულ სახლში სოფ. ახალსოფელში. 1992 წლის 15 დეკემბერს საკუთარ ეზოში, ძმასთან ნოდარ მაისაშვილთან ერთად აფხაზმა სეპარატისტებმა წამებით სიცოცხლეს გამოასალმეს და სახლთან ახლოს ორმოში დამარხეს.



გელა სერგოს ძე მაისურაძე. დაბადებული 1962 წელს 18 ივნისს. 1960-79 დაამთავრა სოფ. ახალსოფლის საშუალო სკოლა. 1980-83 წლები მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. მუშაობდა მძღოლად მშენებლობაზე. 1992 წლის 3 სექტემბერს გავიდა სახლიდან და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სავარაუდოდ დახვრეტილია აფხაზი ბოევიკების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

დაგვიანებული წერილი 87