2010 წლის 19 დეკემბერს დიაკვნად კურთხევა. 2012 წლის 09 მაისს, მღვდლად ხელდასხმა. იმსახურებს ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში.
19 დეკემბერს სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი ალექსანდრე გიორგაძე. დიაკონი ალექსანდრე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
9 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ალექსანდრე გიორგაძეს. მღვდელი ალექსანდრე ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
გიორგაძე - გვარის 46 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გიორგაძე კონსტანტინე - დეკანოზი.
2011 წლის 11 დეკემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; 2021 წლის 17 ოქტომბერს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრით; 2021წ. სანქტ-პეტერბურგის შესტაკოვის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვრი;
11 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: დეკანოზი გიორგი სხირტლაძე -– გამშვენებული ჯვრით; მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; დეკანოზი ილია კარკაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი ლუკა წითური – გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ილარიონ კვიმსაძე “–- დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით.
2021 წლის 17 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია I-ის ლოცვა-კურთხევით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. ამავე დროს, მამა კონსტანტინე დადგენილია
სანქტ-პეტერბურგის შესტაკოვის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვრად.
1821 წლის მაისში მამა ათანასე (პეტრიაშვილი) რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858 არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868 არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი) 1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი) 1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე).
გიორგაძე ბაგრატ მღვდელი 1907წ. ჭარები (გორი, ერედვის თემი) ღვთისმშობლის მიძნების 1907წ. ბარალეთი (ახალქალაქი) მაცხოვრის/ფერიცვალების ეკლესია 1915წ. ცხრამუხა (ხაშური) წმიდა ნინოს ეკლესია
გიორგაძე მიხეილ 1889წ. მედავითნე, 1890-16წ. მღვდელი ახალდაბა (ბორჯომი) წმ. გიორგის ეკლესია. 1885წ. მედავითნე ვაყა (ხაშური) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1916, 1918წ. მღვდელი ჭალა ზემო (კასპი) ნიკოლოზის ეკლესია 1878წ. მედავითნე 1888-1897წ. დიაკონი, ოსიაური (ხაშური) წმიდა გიორგის ეკლესია
გიორგაძე პავლე მღვდელი 1899წ. ქვიშხეთი (ხაშური) მაცხოვრის ეკლესია 1900წ. მაღარო (სიღნაღი) წმიდა გიორგის ეკლესია 1901წ. საკირე (ბორჯომი) წმ. გიორგის ეკლესია 1914წ. ურბნისი (ქარელი) წმიდა სტეფანეს ეკლესია 1915წ. ზანავი (ბორჯომი) წმიდა გიორგის ეკლესია
გიორგაძე იოანე (ივანე) გრიგორის ძე მღვდელი 1875წ. კარბი (გორი) წმიდა სამების ეკლესია 1873წ. ღოღეთი (ფცის თემი, ქარელი) წმიდა თომა მოციქულის ეკლესია 1871წ. სადგერი (ბორჯომი) წმ. გიორგის ეკლესია 1916წ. აბისი (ქარელი) წმიდა მარინეს ეკლესია
28 აგვისტოს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) ბორჯომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდლად აკურთხა ბერდიაკონი ზოსიმე (გიორგაძე).
გიორგაძე დავით - დეკანოზი.
2006 წლის 07 აპრილი დიკვნად ხელდასხმა. 2017 წლის 21 სექტემბერს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; ზესტაფონის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვარი,
7 აპრილს ბორჯომის წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტს დავით გიორგაძეს.
18 დეკემბერს ზესტაფონის ძირძველ უბანში, საყავრიაში, მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, მეუფე ვახტანგმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა ახლადნაკურთხ ტაძარში. ტაძრის მშენებლობას 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ საქმის მოთავე და ინიციატორი ამავე უბნის მკვიდრი, ბატონ დავით მინაშვილი გახლდათ. ტაძრის მშენებლობაში მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას. მარგველი მიტროპილიტის ვახტანგის ლოცვაკურთხევით წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად მღვდელი კირილე გიორგაძე დაინიშნა. ასევე, ამ ტაძარში იმსახურებს დეკანოზი დავით გიორგაძე.
11 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის აშენების ინიციატორებიც გოდერძი კალანდაძე და ლაშა მაღრაძე გახლდნენ. ტაძრის მშენებლობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მთელი სოფელი.ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი დავით გიორგაძე დაინიშნა.
21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით;
ზესტაფონის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი
დავით გიორგაძე;
გიორგაძე ბიქტორი (ვიქტორ) - დეკანოზი.
2007 წლის 01 აპრილს მღვდლად ხელდასხმა, იმსახურებს ოზურგეთის საკათედრო ტაძარში. 2017 წლის 02 აპრილს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით;
11 მარტს ერკეთის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ვიქტორ გიორგაძე და სახელად ბიქტორი უწოდა.
1 აპრილს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ბიქტორ გიორგაძეს. მღვდელი ბიქტორი ოზურგეთის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
18 მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ბუკისციხის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი ბიქტორ გიორგაძე.
2 აპრილს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები:
დეკანოზი ვიქტორ გიორგაძე – გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
გიორგაძე ონოფრე - მღვდელმონაზონი.
2007 წლის 11 დეკემბერს ბერად აღკვეცა.
მამა ონოფრე (გიორგაძე): - ეკლესიური ცხოვრება 20 წლის ასაკში დავიწყე. მივედი თბილისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში. ჩემი სულიერი მოძღვარი მამა მიქაელ წურწუმია გახლდათ.
მისი ლოცვა-კურთხევით, წავედი ალავერდის მონასტერში. მეუფე დავითის (მახარაძე) კურთხევით იქ ორი კვირა ვიცხოვრე ორ მორჩილთან ერთად. მერე გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში ჩაბარება, მაგრამ განსაცდელების გამო მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში წავედი. სამი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა ამ მონასტერთან, მის წინამძღვართან, მამა ბენიამინთან. ვსტიქაროსნობდი კიდეც. შემდეგ ჩემი მეგობრის, ახლა უკვე მორჩილის, იოანეს (სამხარაძე) დახმარებით, ზემო სვანეთის მოსალოცად წავედი. ორი კვირა ვცხოვრობდი მეუფე ილარიონის რეზიდენციაში. უწმინდესის, მეუფე იობისა და მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით შევძელი მესტიის მუზეუმის უძველესი ხელნაწერების, ხატების ფოტოზე გადაღება. სვანეთის მოლოცვის მერე ცოტა ხანი ქვათახევის მონასტერშიც ვიცხოვრე. ამ ყველაფრის შემდეგ იმდენად გამიმძაფრდა მონასტრული ცხოვრების სურვილი, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე, ამ გზას შევდგომოდი. მეუფე იობმა სამ თვეში შემმოსა დირბის ღვთისმშობლის მამათა მონასტერში (ახლა იქ დედათა მონასტერია). ერთი წლის მერე დირბიდან თბილისში საქმეზე ჩამოსულ არქიმანდრიტ ბართლომეს შევხვდი. მან თანხმობა მომცა თავის მონასტერში ცხოვრებაზე. თვენახევარი დავყავი თაბორის მთაზე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2007 წლის 11 დეკემბერს ბერად აღვიკვეცე. მას შემდეგ ვცხოვრობ აქ.
მონასტერი ჩემთვის არის ნუგეში და ღმერთთან დამაკავშირებელი ადგილი. მონასტერში სწავლობ, რა არის ქრისტიანობა, სიყვარული, ძმობა. თუ მონასტრულ გზას არ აირჩევს ადამიანი, კარგი იქნება, მცირე ხნით მაინც თუ შეძლებს მონასტერში ცხოვრებას, რათა შეიცნოს, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი.
11 დეკემბერს თბილისის თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მამათა მონასტერში, მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფიცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა: მარტყოფის ყოველთა წმინდანთა სახელობის, მამათა მონასტრის მორჩილები: ექვთიმე ნაცვლიშვილი — სახელად ეწოდა თორნიკე, თორნიკე სამხარაძე — სახელად ეწოდა ნერსე; თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტრის მორჩილები: იოანე ჩაჩუა — სახელად ეწოდა აბო, გიორგი ბუდულაშვილი — სახელად ეწოდა ლუკიანე; მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი: გიორგი გიორგაძე — სახელად ეწოდა ონოფრე.
გიორგაძე რექაბი - მონაზონი.
2007 წლის 28 მარტს მონაზვნად აღკვეცა
28 მარტს მცხეთის წმინდა იოანე მთაწმიდელის (თორნიკე ყოფილის) სახელობის დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაიშვილი) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ეკატერინე გიორგაძე და სახელად რექაბი უწოდა.
გიორგაძე ალექსანდრე - მღვდელი.
2010 წლის 19 დეკემბერს დიაკვნად კურთხევა. 2012 წლის 09 მაისს, მღვდლად ხელდასხმა. იმსახურებს ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში.
19 დეკემბერს სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი ალექსანდრე გიორგაძე. დიაკონი ალექსანდრე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
9 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ალექსანდრე გიორგაძეს. მღვდელი ალექსანდრე ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
გიორგაძე კირილე - მღვდელი.
2011 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა: ზესტაფონის ძირძველ უბანში, საყავრიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
18 დეკემბერს ზესტაფონის ძირძველ უბანში, საყავრიაში, მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, მეუფე ვახტანგმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა ახლადნაკურთხ ტაძარში. ტაძრის მშენებლობას 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ საქმის მოთავე და ინიციატორი ამავე უბნის მკვიდრი, ბატონ დავით მინაშვილი გახლდათ. ტაძრის მშენებლობაში მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას. მარგველი მიტროპილიტის ვახტანგის ლოცვაკურთხევით წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად მღვდელი კირილე გიორგაძე დაინიშნა. ასევე, ამ ტაძარში იმსახურებს დეკანოზი დავით გიორგაძე.