ეთერ თოდუა ( 25 თებერვალი 1926-2000) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა.
1946 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრში მუშაობდა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სცენურ სახეზე მუშაობას, თოჯინის პორტრეტის შესწავლას და მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემას. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გადია (ა. ბელიაშვილის "თეთრი ფინია"), კურდღელი (დ. ჯალაღონიას "ფისუნია"), მანანა (კ. გოგიაშვილის "ბაღნარში"), თინა (კ. გოგიაშვილის "ალუბლები ყვავიან"), ჟანა (გ. ჩიხლაძის "ჩექმებიანი კატა"), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ასანდა (რ. ქორქიას "მართალი კაცი"), ჯენი (თ. ჩხაიძის "თოჯინების აჯანყება"), დედოფალი (თ. მეტრეველის "მეფის ასული"), ზიზი (დ. წერეთლის "ეშმაკუნები"), პატარძალი (ნ. ელიაშვილის "ქოჩორა") და სხვა.