სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სამეგრელო 1941-45 ომი, სამაჩბლო, აფხაზეთი 1990-დან მებრძოლები
ჩხოროწყუს 386-ე მსრ. დივიზია გოგი თოდუა სგან
ბმულის კოპირება

სამეგრელო 1941-45 ომი, სამაჩბლო, აფხაზეთი 1990-დან მებრძოლები

გვარი თოდუა სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

375       ბეჭდვა

ჩხოროწყუს 386-ე მსრ. დივიზია გოგი თოდუა სგან

დივიზიის ფორმირების დრო და ადგილი-1941 წლის შემოდგომის დასაწყისი, ქ. თბილისი.

შემადგენლობა-769-ე, 772-ე და 775-ე მსრ. პოლკები.

952-ე საარტილერიო პოლკი.

90-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი.

გოგი თოდუა 1971 17 აგვისტო სოფ. ახუთი ჩხოროწყუ

180-ე (677-ე) საზენიტო-საარტილერიო ბატარეა.

674-ე ნაღმსატყორცნთა დივიზიონი.

451-ე სადაზვერვო ასეული.

670-ე გამნაღმელთა ბატალიონი.

840-ე სამეკავშირეო ბატალიონი.

747-ე სამედიცინო ბატალიონი.

467-ე ქიმიური თავდაცვის ასეული.

504-ე ავტოსატრანსპორტო ასეული.

239-ე საველე პურსაცხობი.

814-ე ვეტერინარული ლაზარეთი.

1447-ე საველე-საფოსტო სადგური.

718-ე სახელმწიფო ბანკის საველე სალარო.

ლაშა მებონია 1974 წელი 9 აპრილი დაბადებულია თბილსში

დივიზიის პირადი შემადგენლობა შეადგენდა 10799 კაცს. აქედან 819 კაცი იყო-უფროსი ოფიცრები, 691 კაცი უმცროსი ოფიცრები და 9289 კაცი რიგითი. აქედან ყველაზე მეტი იყვნენ ქართველები-2994 კაცი, შემდეგ მოდიოდნენ აზერბაიჯანელები-2295 კაცი, 1655 სომეხი, 1575 უკრაინელი, 1071 რუსი, 634 ლეზგინი, 25 ბელორუსი. დანარჩენები კი სხვადასხვა 25 ეროვნების წარმომადგენლები.

თითქმის 3 თვიანი წვრთნების შემდეგ, 1941 წლის 12 დეკემბრისთვის, დივიზია უკვე ოჩამჩირეშია. სწორედ აქედან მოხდა დივიზიის ცალკეული ნაწილების ეტაპობრივი გადასროლა ყირიმში, ალყაშემორტყმული სევასტოპოლის დასახმარებლად.

180-ე (677-ე) საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი მოწინააღმდეგის ავიაციამ, ტრანსპორტთან ერთად, ზღვაში ჩაძირა.

1942 წლის 16 იანვრისთვის დივიზიის პირადი შემადგენლობა თითქმის მთლიანად უკვე სევასტოპოლშია.

სევასტოპოლში ჩასვლის შემდეგ, 386-ე მსრ. დივიზიამ 172-ე მსრ. დივიზიის პოზიციები დაიკავა თავდაცვის ხაზის მეორე სექტორში. დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი სკუტელნიკი დაინიშნა ამ სექტორის კომენდანტად და მას დაექვემდებარა ამ სექტორში მყოფი სხვა სამხედრო ნაწილებიც, კერძოდ, საზღვაო ქვეითთა მეშვიდე და მერვე ბრიგადები და საზღვაო ქვეითთა სევასტოპოლის პირველი პოლკი.

1942 წლის იანვრის ბოლოსათვის დივიზია თავდაცვის ხაზზე შემდეგნაირად იყო განლაგებული-შტაბები, სექტორის და დივიზიის, განთავსებული იყო ხუტორ დერგაჩიში, საზენიტო ბატარეის კაზემატებში. 769-ე პოლკის პირველ და მეორე ბატალიონებს ეკავათ სიმაღლე 164.9(კანრობერის ბორცვი), პოლკის მესამე ბატალიონი რეზერვში იდგა მთა სახარნაია გალოვკასთან. შემდეგ იყო მეშვიდე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის პოზიციები (მთა გასფორტის მონაკვეთი სიმაღლე 154.7). 772-ე პოლკის პირველ და მესამე ბატალიონებს ეკავათ სიმაღლე 169.0(ჩირიშ-ტეპე), პოლკის მეორე ბატალიონი რეზერვში იდგა მთა სახარნი გალოვკასთან. 775-ე მსრ. პოლკი რეზერვში იდგა მთა საპუნ გორასთან.

1942 წლის 16 იანვარს დივიზია შეტევაზე გადავიდა და წინ წაიწია 200-500 მეტრით. თითქმის ერთთვიანი პოზიციური ბრძოლების შემდეგ, 27 თებერვალს დივიზიამ მეორე შეტევა განახორციელა, კი განიმტკიცა პოზიციები მაგრამ ამით გადამწყვეტი შედეგებისთვის არ მიუღწევია. ეს იყო ბოლო შეტევა. ამის მერე იწყება გერმანელთა მასირებული შემოტევები. რასაც დივიზიამ ვერ გაუძლო და საბოლოოდ, 28 ივნისისთვის, დაიხია უკან საპუნ-გორამდე. აქ მან დაიკავა პოზიცია მეშვიდე და მერვე საზღვაო ქვეითთა ბრიგადებს შორის. 29 ივნისს დივიზიის ნაწილებმა ვერ გაუძლეს მტრის მძლავრ შემოტევას მარცხენა ფლანგზე, წყალსაქაჩ სადგურთან და მოწინააღმდეგემ თავდაცვის ხაზი საბოლოოდ გაარღვია. პირადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. გადარჩენილთა პატარ-პატარა ჯგუფებმა უკან, სევასტოპოლისკენ დაიხიეს. ამით დასრულდა თბილისთან ფორმირებული 386-ე მსრ. დივიზიის არსებობის ხანმოკლე ისტორია.

386-ე მსრ. დივიზიის პირად შემადგენლობაში ირიცხებოდა რამდენიმე ათეული ჩხოროწყუელი, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ სევასტოპოლთან.



1.არახამია ვანო პახვალას ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკის მეორე ბატალიონის მე-6-ე ასეული. დაკარგულია უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

2.ბაძაღუა აკაკი ყარას ძე-ხაბუმე. 386-ე მსრ. დივიზია. დაიღუპა 1942 წლის 10 მაისს. დაკრძალვის ადგილი სევასტოპოლის რ-ნი, ს. ახალი შული, საძმო საფლავი.

3. გამსახურდია ალექსანდრე ბურდღუს ძე-ახუთი. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

4.გახარია ნესტორ ანდრიას ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონი. დაკარგულია უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

5.გულუა არსენ სიმონის ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის მეორე ასეული. დაიღუპა 1942 წლის 10 მაისს. დაკრძალვის ადგილი სევასტოპოლის რ-ნი, ს. ახალი შული, საძმო საფლავი.

6.გულუა ვალერიან ესტატეს ძე-ხაბუმე. დაიღუპა 1942 წლის 16 აპრილს. დაკრძალვის ადგილი სევასტოპოლის რ-ნი, ს. ახალი შული.

7.კაკულია კაპიტონ კუჭუს ძე-ახუთი. დაკარგულია უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

8.ნაროუშვილი ალექსი გრიგორის ძე-ახუთი. 775-ე პოლკი. დაიჭრა სევასტოპოლთან. გარდაიცვალა ჭრილობებისაგან. დაკრძალულია ქ. კისლოვოდსკში.

9.პერტაია ილარიონ კონსტანტინეს ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 29 ივნისს. რუმინული ტყვეთა ბანაკ 7 ბელცის ტუსაღი. ტყვეობიდან გაანთავისუფლების მერე გაიარა ფილტრაცია და ჩაირიცხა 53-ე არმიის 57-ე ცალკეულ საჯარიმო ასეულში. ამის მერე მასზე საარქივო დოკუმენტები სდუმან..

10.საჯაია აბრამ ბურდღუს ძე-ახუთი. 674-ე ნაღმსატყორცნთა დივიზიონის მესამე ასეული. დაკარგულია უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

11.შენგელია გერმანე გვადის ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკის მესამე ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეული. დაკარგულია უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

12.შენგელია ნიკოლოზ მათეს ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის მეორე ასეული. დაკარგულია უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

13.შენგელია პროფი უტუს ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკი. დაკარგულია უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

14.ჯიქია ლავრენტი ექვთიმეს ძე-ახუთი. 674-ე ნაღმსატყორცნთა დივიზიონის მესამე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

15.კოზინცევი თედორე თედორეს ძე-დაბა ჩხოროწყუ. 775-ე მსრ. პოლკი. მზვერავი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

16.მამფორია ეპი თემუს ძე-დაბა ჩხოროწყუ. 386-ე მსრ. დივიზია. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

17.სორდია აბრამ ფილუს ძე-დაბა ჩხოროწყუ. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

18.სორდია აკაკი ბაბლოს ძე-ქვ. ჩხოროწყუ. 772-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

19.სორდია გრიგორი გუჯუს ძე-დაბა ჩხოროწყუ. 775-ე პოლკის მესამე ბატალიონის მეშვიდე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

20.სორდია ილიკო დიმიტრის ძე-დაბა ჩხოროწყუ. 775-ე მსრ. პოლკის მესამე ბატალიონის მეშვიდე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

21.სორდია მირო ნიკოს ძე-დაბა ჩხოროწყუ. 674-ე ნაღმსატყორცნთა დივიზიონის მესამე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

22.თოდუა სარა სოლომონის ძე-თაია. 386-ე მსრ. დივიზია. დაიღუპა 1942 წლის 13 მარტს. დაკრძალვის ადგილი სევასტოპოლის რ-ნი, ს. ახალი შული, საძმო საფლავი.

23.თოლორდავა მიხეილ სამის ძე-თაია. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

24.ნაჭყებია დურუ ნიკოლოზის ძე-ზუმი. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

25.ბულავა იპოლიტე ბეგლარის ძე-კირცხი. 386-ე მსრ. დივიზია. დაიღუპა 1942 წლის 5 ივნისს. დაკრძალვის ადგილი სევასტოპოლის რ-ნი, სტანიცა ინკერმანი.

26.გვარამია მიხეილ დიმიტრის ძე-კირცხი. 386-ე მსრ. დივიზია. დაიღუპა 1942 წლის 6 მარტს. დაკრძალვის ადგილი სევასტოპოლის რ-ნი, სიმაღლე 72.5.

27.გოგუა ჯოტო კინტირიას ძე-კირცხი. 386-ე მსრ. დივიზია. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

28.მალანია შალიკო დიმიტრის ძე-კირცხი. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

29.სიჭინავა შალიკო არვასიანის? ძე-ლესიჭინე. 775-ე მსრ. პოლკის მესამე ბატალიონის მეშვიდე ასეული. 1942 წლის 3 მაისს ჩავარდა ტყვედ და შემდგომ დაიღუპა ტყვეობაში.

30.ხარბედია ვლადიმირ მიხეილის ძე-ლესიჭინე. 386-ე მსრ. დივიზია. დაიღუპა 1942 წლის 13 იანვარს. დაკრძალვის ადგილი ბალაკლავის რ-ნი, ფედიუხინის მაღლობი.

31.წურწუმია ივლიანე ესტატეს ძე-ლეწურწუმე. 775-ე მსრ. პოლკის მესამე ბატალიონის მეშვიდე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

32.წურწუმია იპოლიტე თადას ძე-ლეწურწუმე. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის მეორე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

33.წურწუმია რაჟდენ სოფრომის ძე-ლეწურწუმე. 674-ე ნაღმსატყორცნთა დივიზიონის მესამე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

34.ბერია ბაგრატ დიმიტრის ძე-ნაფიჩხოვო. ნაღმსატყორცნთა დივიზიონის მეოთხე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

35.ბერია კონსტანტინე ბურდღუს ძე-ნაფიჩხოვო. ნაღმსატყორცნთა მესამე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

36.ბერია მიშა თედორეს ძე-ნაფიჩხოვო. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის პირველი ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

37.ბერია სანდრო ალექსის ძე-ნაფიჩხოვო. ნაღმსატყორცნთა მესამე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სავასტოპოლთან.

38.დარსალია არჩილ ვასილის ძე-ნაფიჩხოვო. 775-ე მსრ. პოლკის მესამე ბატალიონის მერვე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

39.დარსალია სოკრატ სახუს ძე-ნაფიჩხოვო. 386-ე მსრ. დივიზია. დაიღუპა 1942 წლის 11 მარტს. დაკრძალვის ადგილი სევასტოპოლის რ-ნი, ს. ახალი შული, საძმო საფლავი.

40.ჩარგაზია კაკი არჩილის ძე-ნაფიჩხოვო. ნაღმსატყორცნთა მესამე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

41.ახალაია ლევან გიგოს ძე-ნაკიანი. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

42.ახალაია მიხეილ ივანეს ძე-ნაკიანი. 775-ე პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

43.დოლბაძე შალვა ივანეს ძე-ნაკიანი. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

44.ფაცაცია ვასილი მალაქიას ძე-ნაკიანი. 775-ე მსრ. პოლკის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

45.ყალიჩავა იოსებ ფარნას ძე-ნაკიანი. 775-ე პოლკის პირველი ბატალიონის პირველი ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ 1941 წლის დეკემბრამდე.

46.ყალიჩავა კაპიტონ ნიკოლოზის ძე-ნაკიანი. 775-ე მსრ. პოლკი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 28 ივნისს. შემდეგ გადაყვანილ იქნა ტყვეთა ბანაკ 7 ბელციში. ამის შემდეგ მის კვალს ვპოულობთ 202-ე მსრ. დივიზიის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სიაში, ოღონდ დამახინჯებული გვარით-ალედჟოვა კაპიტონ ნიკოლოზის ძე. დოკუმენტი დათარიღებულია 1944 წლის 23 ოქტომბრით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ნაკიანელი ალედჟოვა კაპიტონ ნიკოლოზის ძე დაიღუპა ბრძოლის ველზე 1944 წლის 30 სექტემბერს და დაკრძალულია დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე. დაკრძალვის ადგილი რეგიონი ცლუი, პროვინცია კომუნა ტურენი. სავარაუდოდ, ის განთავისუფლებულ იქნა ტყვეობიდან და შესაბამისი ფილტრაციის მერე ისევ იქნა ჩარიცხული მოქმედ არმიაში.

47. ჩოკორაია აკაკი ალექსის ძე-ნაკიანი. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის მეორე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

48.ზედანია ნიკოლოზ ვლადიმირის ძე-ქვ. ჩხოროწყუ. 386-ე მსრ. დივიზია. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

49.კვირკველია ნიკოლოზ პეტრეს ძე-ქვ. ჩხოროწყუ. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის მეორე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

50.აფხაზავა გრიგორი ისიდორეს ძე-ჭოღა. 775-ე მსრ. პოლკის მეშვიდე ასეულის მეორე ოცეული (ბატალიონის ნომერი დოკუმენტში არ უწერია). დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

51.ბერულავა არსენ იაკობის ძე-ჭოღა. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის პირველი ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

52.ფაცაცია შალვა სამსონის ძე-ჭოღა. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის პირველი ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

53.შენგელია კონსტანტინე ალექსის ძე-ჭოღა. 772-ე მსრ. პოლკი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 10 ივნისს. ტყვეთა ბანაკი 7 ბელცი. დაიღუპა ტყვეობაში 1942 წლის 16 დეკემბერს. დაკრძალვის ადგილი რუმინეთი, ილფოვ ბუდეშტი.

54.შენგელია ჟორა იაკობის ძე-ჭოღა. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

55.შენგელია სევერიან თადეოზის ძე-ჭოღა. 775-ე მსრ. პოლკი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 28 ივნისს. ბანაკი 7 ბელცი. შემდეგში განთავისუფლებულ იქნა ტყვეობიდან და ფილტრაციის მერე ხელმეორედ იქნა გაწვეული მოქმედ არმიაში, კერძოდ მე-15-ე მსრ. პოლკში. დაიღუპა 1944 წლის 28 დეკემბერს, ჩეხოსლოვაკიაში. პირველადი დაკრძალვის ადგილი ლუჩენეცკის მაზრა, ს. გუმნო.

56.ქებურია შოთა ერას ძე-1914 წ. დაბა ჩხოროწყუ.

775-ე მსრ. პოლკი.

ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 29 ივლისს. 1944 წლის აგვისტოს ბოლომდე იმყოფებოდა ტყვეობაში. ფილტრაციის შემდეგ ხელმეორედ იქნა გაწვეული მოქმედ არმიაში, კერძოდ 54-ე მსრ. დივიზიის 104-ე მსრ. პოლკში.

გარდაიცვალა ჭრილობებისაგან 1945 წლის 3 მარტს. დაკრძალულია უნგრეთში.

57.პაპავა ნიკოლოზ ფილუს ძე-ნაფიჩხოვო. 775-ე მსრ. პოლკის პირველი ბატალიონის მეორე ასეული. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

58.ფაცაცია გრიგორი ერმინეს ძე-ჭოღა. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

59.ჩიტაია კალისტრატე მარკოზის ძე-ახუთი. 775-ე მსრ. პოლკი. ტყვედ ჩავარდა სევასტოპოლთან. 1944 წლის ზაფხულში განთავისუფლებულ იქნა ტყვეობიდან. ამის შემდეგ საარქივო დოკუმენტებში მასზე არაფერი არ არის.

60.დარსალია სერაპიონ სოლომონის ძე-ნაფიჩხოვო. 775-ე მსრ. პოლკი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 23 მაისს. 1944 წლის ზაფხულში განთავისუფლებულ იქნა ტყვეობიდან. ფილტრაციის შემდეგ ჩაირიცხა 1241-ე მსრ. პოლკში. დაიღუპა 1944 წლის 26 დეკემბერს, უნგრეთში.

61.დარსალია მირიან პეტრეს ძე-ნაფიჩხოვო. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

62.ახალაია აკაკი გვადის ძე-ჭოღა. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

63.დარსალია კოლია გრიგორის ძე-ნაფიჩხოვო. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

64.ქარჩავა ვიქტორ კოჩის ძე-ნაკიანი. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.

65.გულუა ლევან ილიას ძე-ხაბუმე. 775-ე მსრ. პოლკი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ სევასტოპოლთან.


გოგი თოდუა

წყარო : გოგი თოდუა https://chkhorotsku.ge/%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83a-2/

მთავარი ფოტო 

ისიდორე მარკოზის ძე მებონია 1908-1944 35 წლის 1941-1945 ომი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





სოფ. დრანდა, გულრიფშის რ-ნი, მებრძოლები, ვეტერანები. გენოციდი

2 0

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მებრძოლები, 1990 წლიდან, მოგვაწოდა მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ დაბ. 1986 წელს, ბაღდათი

2 0

დღის იუბილარი/ხსენება ნიმუში

1 0


საქართველოს ომები ნიმუში

1 0


+კონდოლი თელავი 148 ნაპოვნი დოკუმენტი 1941-45

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0