თოდუა ტიტიკო გრიგორის ძე აფხაზეთის ომის დროს 1992 წელს მოხალისედ ჩაირიცხა,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2-ე საარმიო კორპუსის, 23-ე
ბრიგადის, აეროპორტის დაცვის ბაბუშერის ასეულში, რომელიც 1993 წლის
დასაწყისში შეუერთდა ბაბუშერის რაიონის N5 ბატალიონს.
ტ. თოდუა იყო საჰაერო ხომალდ ან-2-ის პილოტი და ასეულში მსახურობდა ოცმეთაურის თანამდებობაზე.
საბრძოლო მოქმედების დროს ტ. თოდუა გმირულად დაიღუპა 1993 წლის 27
სექტემბერს გულრიფშის რ-ნი სოფელ ვარჩეში (კოდორის სანაპიროზე) და
დასაფლავებულია ქვემო ფშაფის სასაფლაოზე.