სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 აკაკი თოდუა 1953-98წწ. გარდ. გალი აფხაზეთი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი  აკაკი თოდუა 1953-98წწ. გარდ. გალი აფხაზეთი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

1953-1998 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თოდუა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

აკაკი თოდუა 1953-98წწ. გარდ. გალი აფხაზეთი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

აკაკი  ვლადიმერის  ძე თოდუა  დაიბადა  1953  წლის  5  იანვარს  გულრიფსის  რაიონის  სოფელ  ვარჩეში.  1960-1971  წლებში  სწავლობდა  სოფელ  ვარჩეს  საშუალო  სკოლაში.  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მუშაობდა  მშობლიურ  სოფელში-სხვადასხვა  ორგანიზაციაში.

    1992  წლის  14 აგვისტოს , აფხაზეთში  ომის  დაწყებისთანავე  აკაკი  დადგა  სამშობლოს დამცველთა  რიგებში. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  დაზვერვის  ოცეულში  1992  წლის  23 სექტემბრიდან  მზვერავის  თანამდებობაზე. აკაკი  უშიშრად  იბრძოდა  მდინარე  გუმისთის  პირას, (ქვემო  ეშერაში) მტრის  შემოტევების   მოგერიების  დროს. მას  არაერთი   სახიფათო  დავალების  შესრულებაში  მიუღია  მონაწილეობა   ბატალიონის  სადაზვერვო  ოცეუთან  ერთად.

     აფხაზეთის  დაცემის  შემდეგ  აკაკი  თოდუამ  სამსახური   გააგრძელა  შინაგან  საქმეთა   სამინისტროს  აფხაზეთის  სსს  სპეცდანიშნულების  ასეულში.  1998  წლის  მარტში,  აკაკი   თოდუა  გმირულად  დაიღუპა  გალის  რაიონში, ერთ-ერთი  საბრძოლო  დავალების  შესრულებისას.

  აკაკი  თოდუას  დარჩა  მეუღლე  და  სამი  შვილი.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  აკაკი  თოდუა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III    ხარისხის  ორდენით.                                                  



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.06.2021
ბოლო რედაქტირება 02.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0