სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაური თოდუა 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი ზაური თოდუა 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თოდუა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ზაური თოდუა 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი


სოხუმის  რაიონის  სოფელ  შრომაში  (პირველი  კომანი)  მცხოვრებმა  ოთარ  და  ეთერ  თოდუების  ოჯახმა  სამი  ვაჯი  აღუზარდა   სამშობლოს.  1992-93 წლებში  სამივე  ძმა,  მშობლიური  კუთხის  დასაცავად, აფხაზეთში  მიმდინარე  ომში   ჩაება. აქედან  ორო  შეეწირა  ქვეყნის ერთიანობისთვის  ბრძოლას.
   ზაური   ძმებში  უმცროსი  იყო-დაიბადა  1972  წლის  22  აგვისტოს.  ახოვანი  გარეგნობით ,ზრდილობითა  და  პატიოსნებით  გამორჩეულმა ,პირველმა  აიღო  იარაღი  ხელში--ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო   კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  I  ასეულში.   იცავდა  ქალაქ  სოხუმის სტრატეგიულ  სიმაღლეებს  ჩრდილოეთის  მისადგომებთან  ცუგუროვკისა  და  იაშთუხის  მთაზე.ზაური  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში. თავი  გამოიჩინა, როგორც  სამშობლოს  ერთგულმა  და  თავდადებულმა  მებრძოლმა.


     1993  წლის  16 სექტემბერს,  როდესაც  მტერმა  კვლავ  დაარღვია  მორიგი  სამშვიდობო  ხელშეკრულება  და  მუხანათურად   დაესხა  სოფელ  პირველ  კომანს,ზაურ  თოდუა  თავის  უიარაღო  თანამებრძოლებთან  ერთად  შიშველი  ხელებით  ეკვეთა  რუსეთის  სამხედრო  ნაწილებს,რომელთაც  მორგებული  ჰქონდათ  ე.წ.  „სამშვიდობოთა მანტია“...  იმ  ავბედით  დღეს  აფსუა  სეპარატისტებმა  ტყვედ  აიყვანეს  უიარაღი  ზაური, ბორკილები  დაადეს  და   სიკვდილის  მუქარით  აიძულებდნენ  ეჩვენებინა  ცუგუროვკის   შემოვლითი   გზა   ბირცხის  მიმართულებით.  ზაურმა  სამაგალითო  თავგანწირვა  გამოჩინა  სამშობლოსა  და  მოყვასისადმი,არ  გასცა  სამხედრო  საიდუმლო, არ  უღალატა  თანამებრძოლებს  და, უდიდესი  წამებისა,  ნაზრახ  სიცოცხლეს  ამჯობინა  სასახელო  სიკვდილი-გადამთიელმა  მტარვალებმა  წამების  შემდეგ  გმირი  ვაჟკაცი  დახვრიტეს. 
     ზაურ   თოდუა  დაკრძალულია  სოხუმის  რაიონის  სოფელ  თავისუფლებაში.
     სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ზაურ  თოდუა  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I    ხარისხის  ორდენით.
     უფროსი  ძმა  დათო  თოდუა  დაიბადა  1966  წლის  23  იანვარს.  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ  მუშაობდა  სოფელ  პირველ  კომანში. 1990  წელს  დაოჯახდა,შეეძინა  ვაჟი  -ზვიადი. ომის  დაწყების  შემდეგ  ძმებთან  ერთად  იბრძოდა   23-ე   ბრიგადის  მე-8  ბატალიონში.
თავი  გამოიჩინა  1993  წლის  ივლისში  ცუგუროვკა-ზეგანის  სიმაღლეების  დაცვისთვის   გამართულ  ბრძოლებში. 9  ივლისს  დათო  მძიმედ   დაიჭრა  და  ჰოსპიტალიზირებულ  იქნა  ქალაქ  თბილისში.  სამწუხაროდ, ჭრილობების  გაუარესების   გამო  1997  წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია  ქალაქ  თბილისში.
      საუბედუროდ  თოდუების  ტრაგიკული  ისტორია  აქ  არ  დასრულებულა. 2016  წელს  ავტოავარიაში დაიღუპა  ერთადერთი  ვაჟი-  ზვიადი.  მიუხედავად  ამ გაჭირვებისა,თოდუების  ოჯახს  იმედი  არ  დაუკარგავს  და  ჩვენი  მრავალტანჯული,მაგრამ  უდრეკი  ერის  ერთ-ერთი  გამორჩეული  ოჯახის  ისტორია  გვინდა თოდუების  დის -  ქალბატონი  ნინოს  სიტყვებით  დავამთავროთ: „ჩვენ  ვცხოვრობთ  იმ  იმედით, რომ  უფლის ნებით  კიდევ  დაიბადება  პატარა  ზაურ  თოდუა, რომელიც  დაბრუნდება  აფხაზეთში,მოინახულებს  თავის  ბებია-ბაბუას  და  მიხვდება, რომ  ამისთვის  ღირდა  თავის  გაწირვა. „გმირებად  არ  იბადებიან, გმირებად  ცხოვრების  შედეგად  ხდებიან!“.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 02.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0