სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლევან თოდუა  1966-93წ. გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ლევან თოდუა  1966-93წ. გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ლევან თოდუა  1966-93წ. გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი თოდუა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ლევან თოდუა 1966-93წ. გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ლევან შოთას ძე თოდუა დაიბადა 1966 წლის 27 იანვარს ქალაქ სოხუმში.


1982 წელს დაამთავრა სოხუმის #1 საშუალო სკოლა, 1988 წელს კი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სამშობლოზე შეყვარებული, მაღალი ინტელექტით, დიდი შინაგანი კულტურით, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ლევანი გუშაგად დაუდგა საყვარელ ქალაქს.


ლევან თოდუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. კარგად ფლობდა სამხედრო ტექნიკას. იყო ბმპ-ეს ეკიპაჟის წევრი.

1993 წლის 16 მარტს, სოხუმზე შემოტევის დროს სოფელ აჩადარასთან ლევან თოდუამ და მისმა ეკიპაჟმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ხანგრძლივი ორთაბრძოლების შემდეგ ლევანი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

ლევან თოდუა სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენით.


 ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქებურია

1-ლი ბატ. ბმპ-1 მსროლელ მექანიკოსი.


      16 მარტს დილით საშინლად ბნელი და ცივი ღრუბლები ჩამოწვა აჩადარის ხიდის თავზე. სუსხიანი ქარი ხის გაყინულ ფოთლებს ოდნავ აშრიალებდა, სიცივისაგან აკანკალებული პირველი ბატალიონის ბიჭები გაყინულ სანგრებში უხმონ ისხდნენ და აფხაზების მხრიდან თავდასხმის მოლოდინში ერთიანად გარინდულიყვნენ.

        ბატლაიონის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა და 23-ე ბრიგადის ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდა. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა. ბატალიონს მეთაურობდა ვიცე პოლკოვნიკი დავით ღვინჯილია.


 დავით ღვინჯილია I ბატალიონის მეთაური წარმოადგენდა ბრიგადის ყველაზე ძლიერ ბატალიონს, რომელიც ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში იყო განლაგებული. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა. 

       აფხაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილების ხელში ჩაგდება, ამიტომ ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ გუმისთის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე გამაგრებული ქართველთა პოზიციები და შემდეგ შტურმით აეღოთ  სოხუმში შემავალი ახალი  სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაგისტრალი. რადგან ეს გზა ერთ-ერთი მთავარი, გზა იყო ქალაქში შესასვლელად...

       1-ლი ბატალიონის მეომრები ძლიერ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ... ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აფხაზური მხარის საკმაოდ კარგად შეიარაღებული ბოევიკები ველური ყვირილით წინ მოიწევდნენ და ყოველი მხრიდან თავს ესხმოდნენ ქართველთა არც თუ ისე ცუდად გამაგრებულ პოზიციებს.


        ქართველი მებრძოლიბიც, გააფთრებით უტევდნენ, მათ უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ებრძოლათ, რადგან მათ ზურგს უკან სოხუმი იყო, მაგრამ აფხაზური მხარის  მოიერიშეთა ცეცხლი კიდევ უფრო გამძაფრდა, ატყდა გამაყრუებელი გრგვინვა და ქუხილი. ჭურვების სეტყვა წამოვიდა ქართული  მებრძილებს მიმართულებით, რომლებიც იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ... მალე აფხაზური მხარის მებრძოლებმა, როგორღაც მოახერხეს  1-ლი ბატალიონის საბრძოლო პოზიციების ზურგის მხრიდან შემოჭრა...

    ბატალიონის კუთვნილი ბმპ-1 მსროლელ- მექანიკოსი, ლევან თოდუა, ვაჟკაცური აღნაგობის ლომივით ვაჟკაცი, მეომრების თქმეთ, ბატალიონის უმაგრესი მებრძოლი, როგორღაც გაშეშებული იდგა ბმპ-1 გვერდით და ბრძანების მოლოდინში,

 უნებურად ზვერავდა მის თვალწინ გამართულ საშინელ სანახაობებს. ბოლოს ერთი ხოშიერად შეიგინა, ბიჭებს გამოემშვიდობა და საბრძილო მანქანაში ჩაჯდა...

        - ლევან!..

        - შენ ხომ არ გაგიჟდი!?..

        - მე მათ ჩემს ქალაქში არ შემოუშვებ!.. 

       და ისე სწრაფად დაძრა საბრძოლო მანქანა და ისე ელვისებური სიჩქარით გაქანდა ხიდის მიმართულებით, გადამთიელებმა ხელყუმბარების მომარჯვებაც ვერ მოასწრეს...

    მართალია საბრძოლო მანქანა, როგორც კი მიუახლოვდა მათ პოზიციას მაშინვე სროლა აუტეხეს აფხაზური მხარის ბოევიკებმა...

 მაგრამ ბმპ-1 მსროლელმა მექანიკოსმა, ლევან თოდუამ, ელვის უსწრაფესად შეძლო 70 კაციანი ბანდფორმირების განახევრება, ბოლოს ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარებ მომარჯვებულ ბოევიკებს ზედ გადაუარა  და აჩადარის ხიდიდან 120-130 მეტრის დაშორებით, ე. წ. „ზერკალოსთან“ აფეთქდა...  ბმპ-1 აფეთქებას ისეთ გამაყრუებელი ხმა ჰქონდა აფხაზები და მათი დაქირავებული  მეომრები სასოწარკვეთილებისგან ადგილზე გაშეშდნენ.

         ქართველმა მეომრებმა ამ მომენტით ისარგებლეს და თავბრუდამხვევ შეტევაზე  გადავიდნენ... 

      ცეცხლში გახვეული საბრძოლო მანქანიდან ლევანმა ამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.03.2021
ბოლო რედაქტირება 27.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0