სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სამსონ თოდუა გარდ. 1938წ. დეკანოზი დაბ. სოფ.  ხაბუმე, ჩხოროწყუ სამსონ თოდუა გარდ. 1938წ. დეკანოზი დაბ. სოფ.  ხაბუმე, ჩხოროწყუ
ბმულის კოპირება



გვარი თოდუა სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

294       ბეჭდვა

სამსონ თოდუა გარდ. 1938წ. დეკანოზი დაბ. სოფ. ხაბუმე, ჩხოროწყუ

დეკანოზი სამსონ თოდუა (გ. 1938, სოფ. ხაბუმე, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) — ქართველი სასულიერო პირი (დეკანოზი) და პუბლიცისტი.

მოღვაწეობდა დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მისი პუბლიცისტური წერილებიდან გამსაკუთრებულად ცნობილია სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“ გამოქვეყნებული წერილი ოცინდალეს მონასტერზე, რის შედეგადაც საზოგადოებამ გაიგო ამ კომპლექსის შესახებ.


ბაბუა დავით თოდუა ასევე იყო მღვდელი სოფელ თაიაში ჰყავდა ოთხი ძმა (ბესარიონი, ათანასე, აკი, თეოდორე) და ორი და. ხუთივე ძმა იყო სასულიერო პირი. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა მათ ბაბუას მღვდელ დავითს. დეკანოზმა სამსონმა დაამთავრა ოდესის სასულიერო სასწავლებელი. ძმებიდან ჩხოროწყუში დარჩა ორი- დეკანოზი სამსონი და დეკანოზი ათანასე. დანარჩენები მსახურობდნენ ზუგდიდსა და ქუთაისში. ხუთივე ძმის სახელს უკავშირდება დაწყებითი სკოლებისა და ბიბლიოთეკების ორგანიზება იმ ადგილებში, სადაც მსახურობდნენ. დეკანოზ სამსონს ჯუმითში დაუარსებია ორკლასიანი სკოლა, რომელიც შემდეგ ოთხწლედად გადაუკეთებიათ. აშკარაა, რომ ასეთი საქმიანობა უკავშირდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობას.[2]

დეკანოზი სამსონი განათლებული პიროვნება იყო. ზუგდიდსა და სენაკის სასულიერო სკოლებში იგი სჯულის კანონს ასწავლიდა. ამ სკოლებში მისი დასწრების გარეშე არც გამოსაშვები გამოცდები ტარდებოდა და არც სწავლის დასრულების ცნობა გაიცემოდა.

დეკანოზმა სამსონმა გერმანიიდან გამოიწერა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იარაღები, რაც სოფლის მოსახლეობისთვის იმ დროსთვის ნამდვილი საოცრება იყო. მას ასევე წვლილი მიუძღვის სოფელ ხაბუმის ფოსტის დაარსებაში. დააარსა სკოლა სოფელ თაიაში.[3]

სოფელ ჯუმითში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დეკანოზმა სამსონმა ააგო ხის პატარა ეკლესია სადაც მსახურობდა და იყო წინამძღვარი. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ 1921 წელს მას აუკრძალეს მსახურება, ეკლესია კი საწყობად გადააკეთეს.1930 წელს ხაბუმის ოლქის მღვდელუხუცესი სამსონ თოდუა ეკლესიიდან „მიდის“ ამის შემდეგ დეკანოზი სამსონი სახლში მალულად ასრულებდა იმ რიტუალებს, რისი უფლებაც კანონიკურად მღვდელმსახურს აქვს სახლის პირობებში. წლების შემდეგ კი ეკლესია საერთოდ დაანგრიეს. დეკანოზი სამსონი ავად გახდა და 1938 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯუმითში, წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში, შვილთან ერთად[4]

მისი შთამომავალი, შვილთაშვილი ილია კარტოზია წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად იტალიაში მიმავალი გემის ჩაძირვისას ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა, დაუთმო რა თავისი ადგილი ბავშვს სამაშველო ნავზე.

მამა ილია კარტოზია 1987-2014წწ გარდ. 27 წლის მღვდელმონაზონი, განსაცდელის დროს საკუთარი სიცოცხლე დაუთმო სხვას. დაბ. ზუგდიდი. 

სქოლიო

↑ ჟურნალი „მწყემსი“ №20, 1887, 15 სექტემბერი, გვ. 7-8

↑ ჩხოროწყუს ციფრული არქივი

↑ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალი „მოამბე“ 2013 წელი, №2, გვერდი 9-10

↑ სამსონ თოდუა – ღირსეული სასულიერო პირის გაცოცხლებული ისტორია

↑ „მე იქიდან ჩამომასვენებენ“ — მამა ილია კარტოზიას ავი წინათგრძნობა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0