სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კაპანაძე  აარონი (ნიკოლოზი) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კაპანაძე აარონი (ნიკოლოზი) არქიმანდრიტი

2005წლის 27 მარტს ბერად აღკვეცა, 2005 წლის 6 ნოემბერს მღვდლად აკურთხა ბერდიაკონი აარონი (კაპანიძე). იგი კოჯრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში იმსახურებს. 2010 წლის 07 მარტს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

კაპანაძე აარონი მღვდელმონაზონი  , დასავლეთ ევროპის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.73 ფოტო

 საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.6

ბერად აღკვეცა

27 მარტს თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტერში იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილები: ნიკოლოზ კაპანაძე (და სახელად აარონი უწო-და) და ნაზარი აბრამიშვილი (სახელად უწოდა ელისე).

საპატრიარქოს უწყებანი N34 6-12 ოქტომბერი 2005წ გვ.6

ხელდასხმა

2 ოქტომბერს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრუ-ლიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად აკურთხა კოჯრის ღვთისმსობლის მიძინების მამათა მონასტრის ბერი აარონი (კაპანაძე).

საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16ნოემბერი 2005წ გვ.10 

მღვდლად კურთხევა

6 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად აკურთხა ბერდიაკონი აარონი (კაპანიძე). იგი კოჯრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ გვ. 7

დაჯილდოება

7 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე მღვდელი თადეოზ გაბუნია მღვდელი ლევან მათეშვილი მღვდელი კახაბერ შურღაია მღვდელი დავით დელიბაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მღვდელ-მონაზონი აარონი (კაპანაძე), მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.