სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

შენგელია ირინეოსი (ტარიელ, ნათლობის მათე) ნიკოს ძე მღვდელმონაზონი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

შენგელია ირინეოსი (ტარიელ, ნათლობის მათე) ნიკოს ძე მღვდელმონაზონი

დაბ. 1996წ. ვანი. 2018 წლის 28 აგვისტოს, ბერდიაკვნად ხელდასხმა.  2019 წლის 13 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.

მღვდელმონაზონი ირინეოსი, ნიკოს ძე (შენგელია)  დაიბადა 1996 წლის 29 ივნისს ქალაქ ვანში.


05 სექტემბერი 2025 წელი 

2014 წელს წარჩინებით დაასრულა ქალაქ თბილისის Ν99 საჯარო სკოლა.

2015-16 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2016 წელს ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიკვეცა მონაზვნად. 

2017-2018 წლებში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, დრამის მიტროპოლიტ პავლეს რეკომენდაციითა და წარგზავნით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში, სულიერი და ასკეტური ცხოვრების პრაქტიკული შესწავლისთვის.

2018-2019 წლებში შეისწავლა თანამედროვე ბერძნული ენა და მიენიჭა არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2 დონე.

2018 წლის, 2 აგვისტოს, ოფიციალურად გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის წარდგინებით. 

2018 წლის, 28 აგვისტოს ხელი დაესხა დიაკვნად. 

2019 წლის, 13 აპრილს ხელი დაესხა მღვდლად.

2019-2020 წლებში (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკში, მსოფლიო საპატრიარქოს, წმინდა ანასტასიას სახელობის სტავროპიგიალურ მონასტერში მწირველ მღვდლად.

ამავდროულად (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკის ეპარქიის სხვადასხვა საკათედრო ტაძარში მწირველ მღვდლად (წმ. დიმიტრი თესალონიკელის, წმ. გრიგოლ პალამას, თესალონიკის აგია სოფიას ტაძარში და სხვა...) 

2019-2022 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე. 

2022-2023 წლებში, ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევითა და რეკომენდაციით სწავლობდა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ, Bossey Ecumenical Institute-ში, CAS-ES გაძლიერებული სწავლის ფორმაციულ კურსზე, სადაც შეისწავლა მოდული “Ecumenical Biblical Hermeneutics” და დაიცვა აკადემიური ნაშრომი, თემაზე: “შერეული ქორწინება მართლმადიდებელი ეკლესიის პერსპექტივიდან”. 
2022-2023 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, ათენის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადიპლომო აკადემიური ნაშრომი, თემაზე: „XVI საუკუნის რელიგიური რეფორმაცია: პროტესტანტული თეოლოგიის საწყისები“. 
2025 წლის 14 იანვარს, ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს სტიპენდიით (100% დაფინანსებით) ჩაირიცხა ბოსტონის Holy Cross School of Theology-ში, გაძლიერებულ მაგისტრატურაზე ThM (Advanced Master of Theology). 

მღვდელმონაზონ ირინეოსს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, მათ შორის: გერმანიაში,  შვეიცარიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, უკრაინაში, იტალიაში, ისრაელში, აშშ-ში და ა.შ

მას ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური ნაშრომი ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის: 

1. სახარებისეული პასაჟის ინტერპრეტაცია - ,,ქრისტე მეუფის შეხვედრა მდიდარ მებაჟე ზაქესთან”.

2. „თეოლოგიის მნიშვნელობა და მისი გამოხატვის გზა“.

3. „თანამედროვე ოკულტიზმის ნაირსახეობები - მაგია და მართლმადიდებელი ეკლესია“.

4. „ქრისტიანული წესჩვეულებების თეოლოგია (კითხვა-პასუხი)“

5. „ყველაფერი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ“ (თანაავტორი).

ფლობს ქართულ (მშობლიური), ბერძნულ, ძველბერძნულ და  ინგლისურ ენებს.

2023 წლის 2 დეკემბრიდან დადგენილია მანჰეტენის, წმ. მარიამ ეგვიპტელის სახელობის ქართული სამრევლოს მოძღვრად ნიუ-იორკში, აშშ. 

2024 წლიდან არის ჩრდ. ამერიკის ქართული ეპარქიის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი. 


ხელდასხმა
28 აგვისტოს რუისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა  ბერი ირინეოსი (შენგელია).

ხელდასხმა
13 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ ირინეოსს (შენგელია).

შენგელია ირინეოსი მღვდელმონაზონი;  რუის ურბნისის ეპარქია 2020წ. სხვა წყარო ხელდასხმა 2019წ. ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრი, 



ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ეპისკოპოს საბას, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მორწმუნე ერის სახელით, ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურს, მღვდელმონაზონ ირინეოსს (შენგელია) ვულოცავთ მფარველი წმინდანის, წმ. ირინეოს ლიონელის ხსენების დღეს

შენგელია - გვარის 45 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

შენგელია ირინეოსი (ტარიელ, ნათლობის მათე) ნიკოს ძე მღვდელმონაზონი
შენგელია ირინეოსი (ტარიელ, ნათლობის მათე) ნიკოს ძე - მღვდელმონაზონი. დაბ. 1996წ. ვანი. 2018 წლის 28 აგვისტოს, ბერდიაკვნად ხელდასხმა.  2019 წლის 13 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სრულად ნახვა
შენგელია ნიკოლოზი (ირაკლი) დიაკვანი
შენგელია ნიკოლოზი (ირაკლი) - დიაკვანი. რუხის წმ. ნიკოლოზის ტაძარი,საფარის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. სრულად ნახვა
შენგელია ილარიონი დეკანოზი
შენგელია ილარიონი - დეკანოზი. დაბ.1972წ. ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ტაძარი ბიოგრაფია სრულად ნახვა
შენგელია ამირანი დეკანოზი
შენგელია ამირანი - დეკანოზი. 1945-2001წწ დაბ. ჩხოროწყუ. სრულად ნახვა
შენგელია ამბროსი (გიორგი) ბერი
შენგელია ამბროსი (გიორგი) - ბერი. დაბ. 1988წ. ზუგდიდის ბერი ივერიის ღმრთისმშობლის მამთა მონასტერი. დაბ. ზუგდიდი სრულად ნახვა
შენგელია დავითი ვლადიმერის ძე დეკანოზი
შენგელია დავითი ვლადიმერის ძე - დეკანოზი. დაბ. თბილისი 04 იანვარი.  1957წ. 2009 წლის 30 აგვისტოს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით. 2014 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. სრულად ნახვა
შენგელია ვლადიმერი მღვდელი
შენგელია ვლადიმერი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია იოანე - ბერ-დიაკვანი.
შენგელია გიორგი - დიაკვანი.
შენგელია ნატალია - მონაზონი. 2014წლის მდგომარეობით სახლში მყოფი მონაზონი
შენგელია ლუკა - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია მოსე - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია მიხეილი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია ტიმოთე - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია ანდრია - დიაკონი. სრულად ნახვა
შენგელია გვანცა - მორჩილი. სრულად ნახვა
შენგელია თევდორე იოანეს ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია პავლე გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია სიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია იოანე - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია გიორგი - დეკანოზი. სრულად ნახვა
შენგელია დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია ეგნატე - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია ოქროპირი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია სამსონ ივანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია კონსტანტინე - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია იოსები - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია ბესარიონი - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია რომანოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია იოანე - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
შენგელია იოანე - ბერი. 1869 -1919 წლებში ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკი  სრულად ნახვა
შენგელია ნინო/ლალი - მონაზონი. 1948-1994წწ. სრულად ნახვა
შენგელია ანტონი (ფრიდონი) - მღვდელმონაზონი. 2007 წლის 31 მარტს ბერად აღკვეცა. 2012 წლის 29 დეკემბერს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სრულად ნახვა
შენგელია თომა - დეკანოზი. 2010 წლის 11 ოქტომბერს დიაკვნად კურთხევა. 2011 წლის 05 ივნისს მღვდლად ხელდასხმა. სრულად ნახვა
შენგელია შალვა - იღუმენი. 2011 წლის 13 ნოემბერს დაჯილდოვდა:  ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; სრულად ნახვა
შენგელია მირიანი - იღუმენი. 2012 წლის 09 დეკემბერს, ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2013 წლის 03 თებერვალს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.  დაინიშნა:  მცხეთაში, ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად. 2015 წლის 10 მაისს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში; სრულად ნახვა
შენგელია შუშანიკი - მონაზონი. 2014წლის მდგომარეობით სახლში მყოფი მონაზონი სრულად ნახვა
შენგელია ბესარიონ - მღვდელი. გარდ. 03/03/1861წ. სრულად ნახვა
შენგელია გიორგი ბესარიონის ძე - მღვდელი. გარდ. 09/09/1915 სრულად ნახვა
შენგელია იესე სეხნიას ძე - მღვდელი. გარდ. 20/12/1856წ. სრულად ნახვა
შენგელია იოვანე ოქროპირის ძე - მღვდელი. გარდ. 24/08/1877წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 6

შენგელია გაბრიელ  სტიქაროსანი  კოკის წმინდა გიორგის ტაძარი 2023წ
შენგელია ირაკლი მედავითნე რუხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი 2023წ
შენგელია სოფიო  მგალობელი ზუგდიდის კვირაცხოვლობის  ტაძარი 2023წ

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.