მღვდელმონაზონი ირინეოსი, ნიკოს ძე (შენგელია) დაიბადა 1996 წლის 29 ივნისს ქალაქ ვანში.

05 სექტემბერი 2025 წელი
2014 წელს წარჩინებით დაასრულა ქალაქ თბილისის Ν99 საჯარო სკოლა.
2015-16 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარიაში.
2016 წელს ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიკვეცა მონაზვნად.
2017-2018 წლებში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, დრამის მიტროპოლიტ პავლეს რეკომენდაციითა და წარგზავნით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში, სულიერი და ასკეტური ცხოვრების პრაქტიკული შესწავლისთვის.
2018-2019 წლებში შეისწავლა თანამედროვე ბერძნული ენა და მიენიჭა არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2 დონე.
2018 წლის, 2 აგვისტოს, ოფიციალურად გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის წარდგინებით.
2018 წლის, 28 აგვისტოს ხელი დაესხა დიაკვნად.
2019 წლის, 13 აპრილს ხელი დაესხა მღვდლად.
2019-2020 წლებში (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკში, მსოფლიო საპატრიარქოს, წმინდა ანასტასიას სახელობის სტავროპიგიალურ მონასტერში მწირველ მღვდლად.
ამავდროულად (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკის ეპარქიის სხვადასხვა საკათედრო ტაძარში მწირველ მღვდლად (წმ. დიმიტრი თესალონიკელის, წმ. გრიგოლ პალამას, თესალონიკის აგია სოფიას ტაძარში და სხვა...)
2019-2022 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე.
2022-2023 წლებში, ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევითა და რეკომენდაციით სწავლობდა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ, Bossey Ecumenical Institute-ში, CAS-ES გაძლიერებული სწავლის ფორმაციულ კურსზე, სადაც შეისწავლა მოდული “Ecumenical Biblical Hermeneutics” და დაიცვა აკადემიური ნაშრომი, თემაზე: “შერეული ქორწინება მართლმადიდებელი ეკლესიის პერსპექტივიდან”.
2022-2023 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, ათენის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადიპლომო აკადემიური ნაშრომი, თემაზე: „XVI საუკუნის რელიგიური რეფორმაცია: პროტესტანტული თეოლოგიის საწყისები“.
2025 წლის 14 იანვარს, ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს სტიპენდიით (100% დაფინანსებით) ჩაირიცხა ბოსტონის Holy Cross School of Theology-ში, გაძლიერებულ მაგისტრატურაზე ThM (Advanced Master of Theology).
მღვდელმონაზონ ირინეოსს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, მათ შორის: გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, უკრაინაში, იტალიაში, ისრაელში, აშშ-ში და ა.შ
მას ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური ნაშრომი ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის:
1. სახარებისეული პასაჟის ინტერპრეტაცია - ,,ქრისტე მეუფის შეხვედრა მდიდარ მებაჟე ზაქესთან”.
2. „თეოლოგიის მნიშვნელობა და მისი გამოხატვის გზა“.
3. „თანამედროვე ოკულტიზმის ნაირსახეობები - მაგია და მართლმადიდებელი ეკლესია“.
4. „ქრისტიანული წესჩვეულებების თეოლოგია (კითხვა-პასუხი)“
5. „ყველაფერი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ“ (თანაავტორი).
ფლობს ქართულ (მშობლიური), ბერძნულ, ძველბერძნულ და ინგლისურ ენებს.
2023 წლის 2 დეკემბრიდან დადგენილია მანჰეტენის, წმ. მარიამ ეგვიპტელის სახელობის ქართული სამრევლოს მოძღვრად ნიუ-იორკში, აშშ.
2024 წლიდან არის ჩრდ. ამერიკის ქართული ეპარქიის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი.
28 აგვისტოს რუისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ბერი ირინეოსი (შენგელია).