1871 წელს დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.
1884-88 წლებში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მორჩილებას გადიოდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი.
1889 წლის 26 იანვარს პანკისის მხარეში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1895 წლის 24 თებერვალს კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.
1905 წლის 18 ოქტომბერს თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1907 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1908 წელს - მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1922 წელს ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს. ჰყავდა მეუღლე ანა
დავითის ასული დაბადებული 1877 წელს და შვილები: თამარი - დაბადებული 1897 წელს, მარიამი - დაბადებული 1900 წელს და ქსენია - დაბადებული 1901 წელს.
მაჭავარიანი იოსებ ილიას ძე 1918 წელს მართლმ. მღვდელი ვეჯინში. გურჯაანი სხვა წყარო ბიოგრაფია
იოსებ მაჭავარიანი დაიბადა 1870 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში მღვდლის ოჯახში.
1884-1888 წლებში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა, სადაც შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. რუსულ ენაზე მსახურება მან ეგზარქოსების კარის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში ისწავლა.
1889 წელს პანკისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1895 წელს სოფელ კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. კალაურში მსახურების პერიოდში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. ადგილობრივ სკოლაში ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.
1905 წელს თბილისში, ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1907 წესლ ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა.
1910 წელს ვეჯინის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1918 წლიდან მამა იოსები გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ვეჯინის განყოფილების გამგეობის წევრი. იგი გახლდათ ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.
1922 წლის ივნისში ისევ იხსენიება ვეჯინის ეკლესიის წინამძღვრად.
1923 წელს მამა იოსებმა ანაფორა გაიხადა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ჰყავდა მეუღლე ანა დავითის ასული და შვილები: თამარი, მარიამი, ქსენია, ეკატერინე და ელენე.
მამა იოსების შემდგომი ბედი უცნობია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვეჯინის განყოფილების გამგეობის წევრი (1918-)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვეჯინის განყოფილების წევრი (1918-)
ბიბლიოგრაფია გიორგი მაჩურიშვილი