სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12092

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ფოფხაძე ვლადიმერ გაბრიელის ძე მთავარხუცესი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ფოფხაძე ვლადიმერ გაბრიელის ძე მთავარხუცესი

დაბ. 1867- 195? ბიოგრაფია;

ფოფხაძე ვლადიმერ გაბრიელის ძე 1867-195?წწ მართლმ. მოძღვარი დაბ. სოფ. ბარეული, ამბროლაური

ფოფხაძე ვლადიმერ გაბრიელის ძე  1905-1917 წლებში  კვა­ცხუ­თის წმ. გი­ორ­გის, 1890-1891 წლებში  ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი. ფოტო ბიოგრაფია


  ვლადიმერ ფოფხაძე დაიბადა 1867 წლის 10 იანვარს რაჭის მაზრის სოფელ ბარეულში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1889 წელს დაამთავრა.


   1890 წლის 2 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 17 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ბოსტანას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.


    1890 წლის 15 ოქტომბერს დიაკვანი ვლადიმერ ფოფხაძე სადმელის ოლქის სამღვდელოებამ იმერეთის ეპარქიის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია, ხოლო 1891 წელს ხვანჭკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წელს იმერეთის ეპარქიის მზრუნველობა მოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელი კომისიის წევრად დაინიშნა, სადაც 1897 წლამდე იმუშავა.


    1895 ელს დიაკვანი სადმელის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა და 1896 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1897 წლიდან იგი   რაჭის მაზრის სკოლების ზედამხედველია.


    1898 წლის 8 ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს, ხოლო 1899-1906 წლებში სადმელის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია.  1902 წლის 2 მარტს სკუფია უბოძეს და 1905 წლის 5 სექტემბრიდან კვაცხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.


    1909 წელს დიაკვანი ვლადიმერ ფოფხაძე იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების ყრილობის თავჯდომარე იყო.


    1911 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა.


    1914 წლიდან მამა ვლადიმერი გახლდათ " ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ონის განყოფილების წევრი.


    მამა ვლადიმერი ესწრებოდა 1920 და 1921 წლების საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებს.


    1922 წელს ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.


    მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მამა ვლადიმერმა ანაფორა გაიხადა და მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე ბაბილინა სპირიდონის ასული და შვილები: ალექსანდრე, თამარი და მარიამი.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი




ფოფხაძე - გვარის 23 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ფოფხაძე საბა (ვალერი) ავთანდილის ძე მღვდელი
ფოფხაძე საბა (ვალერი) ავთანდილის ძე - მღვდელი. 2016 წლის 18 დეკემბერს, დიაკვნად კურთხევა. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი; სრულად ნახვა
ფოფხაძე მიქაელი დეკანოზი
ფოფხაძე მიქაელი - დეკანოზი. 2008 წლის 27 იანვარს, დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით, აშშ-ში მოღვაწე ქართველი მოძღვარი. 2010 წლის მარტს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით, დაინიშნა ქაშვეთის წინამძღვრად. სრულად ნახვა
ფოფხაძე ამბროსი გაბრიელის ძე  მღვდელი
ფოფხაძე ამბროსი გაბრიელის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე ვლადიმერ გაბრიელის ძე მთავარხუცესი
ფოფხაძე ვლადიმერ გაბრიელის ძე - მთავარხუცესი. დაბ. 1867- 195? ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ფოფხაძე ფილიპე ოქროპირის ძე - მღვდელი. გარდ. 1822წ. სრულად ნახვა
ფოფხაძე სოლომონი - მედავითნე. სრულად ნახვა
ფოფხაძე არჩილ სოლომონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე გიორგი მარკოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე გრიგოლ გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე გრიგოლ ლუკას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე ლუკა იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე პორფილე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე სვიმონ (სიმონ) - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე პეტრე დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე რომანოზ ლუკას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე ტარასი ლუკას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ფოფხაძე სოლომონი - დიაკონი. სრულად ნახვა
ფოფხაძე გაბრიელ გიორგის ძე - მღვდელი. 1848 - 07.10.1909წ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
ფოფხაძე ტაისია - მონაზონი. 2018 წლის 24 ივნისს, მცირე სქემაში აღკვეცა. ღართის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი. სრულად ნახვა
ფოფხაძე ზოსიმე გაბრიელის ძე - მღვდელი. გარდ. († 1920) სრულად ნახვა
ფოფხაძე იოანე კაციას ძე - მღვდელი. დაბ. ბარეული (ამბროლაური) 1786წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ფოფხაძე გიორგი იოვანეს ძე - მღვდელი. დაბ. ბარეული (ამბროლაური) 1819-1906წწ. ბიოგრაფია;  სრულად ნახვა
ფოფხაძე გიორგი. 1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით,  მღვდელი.
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.