მეტრეველი თემურ შოთას ძე დაბ. 1956 წელს პირადი სახსრებით აღარდგინა, კურდღელაურში (ქლუხორის უბანი, თელავი) მთავარანგელოზის ეკლესია 2006 წელს
მთავარანგელოზის ეკლესია
კურდღელაურში ქლუხორის სახელს ატარებს ერთი ქუჩა, ქლუხორიდან ჩამოსხლდნენ 1950-იან წლებში რაჭველების 25 ოჯახი.. მათ აქ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნანგრევი დახვდათ, რომელიც უპატრონოდ იყო მიტოვებული. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებმა პეტრე რეხვიაშვილმა ეკლესიას კარი შეაბა. ეზოც შემოღობა. 90-იან წლებში ძველი ეკლესიას თავისი დანიშნულება დაუბრუნდა. იგი მთელი უბნის სალოცავად იქცა. ძირითადი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 2006 წელს, რომელიც დააფინანსა იმავე უბანში გაზრდილმა ძმებმა დავით (ბაჩა) და თემურ მეტრეველმა. ხელმძღვანელობდა თამაზ რეხვიაშვილი და მთელი უბანის მოსახლეობა.










