თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
რაზმაძე გიორგი - დეკანოზი.
2017 წლის 19 ნოემბერს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
19 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:
მიტრით – დეკანოზი დავით შენგელია; დეკანოზი გიორგი უშიკიშვილი; დეკანოზი გიორგი რაზმაძე;
1997 წელს ახლადნაკურთხი მღვდელი გიორგი რაზმაძე მორწმუნე მრევლთან ერთად შეუდგა ტაძრის აღმშენებლობას. მამა გიორგის მონათხრობით ვიგებთ,რომ ტაძრის გუმბათი სულ ჩამონგრეული იყო და მხოლოდ კედლებიღა გახლდათ დარჩენილი. ეკლესიის აღმშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მამა გიორგი რაზმაძეს. იდეა,რომ ტაძარი ყოფილიყო ქეთევან დედოფლის სახელობის, სწორედ მას ეკუთვნის.
რაზმაძე ერმალოზ ვასილის ძე მღვდელი 1871წ. მღვდელი 1874წ. ბლაღოჩინი, მღვდელი ალვანი ზემო (გურგალჭალა , ახმეტა) წმიდა გიორგის ეკლესია 1877წ. ალვანის ზემო (ახმეტა) წმიდა სამების ტაძარი
რაზმაძე თეკლე/ნინო ივანეს ასული - მონაზონი.
დაბ. 1966წ. მონასტერში მივიდა 1989 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 2008 წელს.
რაზმაძე ალექსანდრე მედავითნე 1880წ. ნაციხვარი (თუშეთი, პირიქითა ხეობა) წმიდა გიორგის, ნათლიმცემლის ეკლესია 1881წ. არანისი (დუშეთი) ღვთისმშობლის ხარების ეკლესია
27 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა რუისისა-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე მონაზვნები.
დაჯილდოება
ოქროს ჯვრით: რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ემილია (შუბლაძე); დირბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნატალია (ხახუტაშვილი); ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძლვარი, მონაზონი ევგენია (ჟორდანია); ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარინე (რაზმაძე); სურამის მაცხოვრის ამალლების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი თამარი (ფიჩხაია); სურამის იობ მრავალტანჯულის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ელისაბედი (სიხაშვილი); სომანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მაკრინე (ჯვარისაშვილი); ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანგელინა (ოსაძე).