აბულაძე სიმეონი მღვდელ-მონაზონი დაბ. 1767წ. ვანის მონასტერი (ჭიათურა) მღვდელ-მონაზონი სიმეონი (აბულაძე) დაბადებული იყო 1767 წელს. წარმოშობით იმერელი გლეხი. სასულიერო განათლება მიუღია საირმის მონასტერში, სადაც უსწავლია საღვთო წერილი და სხვებისთვისაც უსწავლებია. აღკვეცამდე მორჩილად ყოფილა საირმის მონასტერში. მონაზვნად აღკვეცა ცაგერის ეპისკოპოსმა 1790 წელს. მის მიერვე იქნა ხელდასხმული იმავე წელს ბერდიაკვნად. მღვდელ-მონაზვნად აკურთხა 1792 წელს ნიკორწმინდელმა არქიეპისკოპოსმა გერმანემ [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 144 ფ. 26-27]. გარდაიცვალა 1853 წლის 27 დეკემბერს [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 5637 ფ. 15-20].
ამავე მონასტრის მღვდელ-მონაზონი იოაკიმი დაიბადა 1793 წელს, წარმოშობით იმერელი აზნაური იყო. სასულიერო განათლება მიუღია ჭელიშის მონასტერში, სადაც უსწავლია საღვთო წერილი და სხვებისთვისაც უსწავლებია. აღკვეცამდე მორჩილად ყოფილა ჭელიშის მონასტერში. მონაზვნად აღკვეცა
138
1814 წელს არქიეპისკოპოსმა სოფრონმა, იმავდროულად ხელდასმულ იქნა ბერდიაკვნად. 1828 წელს მის მიერვე იქნა მღვდელ-მონაზვნად ნაკურთხი [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 144 ფ. 26-27]. ეს მღვდელმონაზვნები ჩანან მონასტრის კრებულის წევრთა 1838 წლის აღწერაშიც [ქცა ფ.21 ან.1 ს.965 ფ. 124-125].