2011წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა
2014წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი მცხეთა-თბილისის ეპარქია
მაისურაძე იონა (დიაკონი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 14-20 იანვარი. (მღვდელ-მონაზონი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2011. - 14-20 აპრილისაპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.8
მორჩილად კურთხევა
4 ივნისს, ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მორჩილად აკურთხა წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის ორი წევრი მამუკა მაისურაძე და ხვიჩა ტორაძე.
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13
ბერად აღკვეცა
18 აგვისტოს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა: კრწანისის წმინდა საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი რევაზ ნოზაძე — სახელად ეწოდა ანტონი, თბილისის ზღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ედიშერ წულაძე — სახელად ეწოდა ონოფრე და მახათის მთის მამათა მონასტრის მორჩილი მამუკა მაისურაძე სახელად ეწოდა იონა.
საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 12
ხელდასხმა
4 დეკემბერს ბარაკონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა მახათის მთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი იონა (მაისურაძე). ბერ-დიაკონი იონა ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
27 მარტს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ იონას (მაისურაძე). მღვდელ-მონაზონი იონა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.