სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მაისურაძე ვასილ იოანეს ძე მღვდელი

დაბ 1869წ. რეპრესირებულია;

მაისურაძე ვასილ იოანეს ძე დეკანოზი სიღნაღის ოლქის მთავარსუცესი 1925წ. 1937წ გადაასახლეს, კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვარი

მაისურაძე ვასილ იოანეს ძე, კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვარი, 1937 წელს გადაასახლეს სხვა წყარო 1928წ. III ოლქი (ნეკრესისა) - მთავარხუცესი დეკანოზი, ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია 1900წ. მღვდელი კურდღელაური (თელავი) წმიდა გიორგის ტაძარი 1883წ. დიაკონი 1911წ. მღვდელი დიაკონი თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია


73. სოფელ კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვასილ იოანეს ძე მაისურაძე


1869 წელს დაიბადა.

1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიაში სწავლის პერიოდში, განსკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საეკლესიო გალობისადმი, რის გამოც 1890 წლის 30 ნოემბერს სემინარიის პედაგოგიურმა საბჭომ „მადლობის ფურცელით“ დააჯილდოვა.

1892 წლის 30 ნოემბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. ასევე დაინიშნა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად.

1896 წლის 23 ივლისს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1899 წლის 12 მაისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფელში არსებული სამრევლო-საეკლესიო

გვ188

სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

1903 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1909 წელს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 1 აპრილს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მმიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინეს.

1911 წლის 26 დეკემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. X საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1924 წელს რამოდენიმე თვით შეწყვიტა ღვთისმსახურება, მაგრამ 1925 წელს კვლავ დაუბრუნდა ეკლესიას და თელავის მაზრის III ოლქის (ნეკრესის) მთავარხუცესად დაადგინეს.

1927 წლის 21-27 ივნისის მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაზე.

1937 წელს ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ჰყავდა მეუღლე ანასტასია ადამის ასული მირიანაშვილი დაბადებული 1875 წელს და შვილები: ნიკოლოზი - დაბადებული 1893 წელს, იოანე - დაბადებული 1895 წელს, სოფიო - დაბადებული 1897 წელს და ელენე - დაბადებული 1901 წელს.

მაისურაძე - გვარის 52 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მაისურაძე თებრონია მონაზონი
მაისურაძე თებრონია - მონაზონი. დაბ. 1976წ. მონაზვნად აღკვეცა 2005წ. სრულად ნახვა
მაისურაძე ანა იღუმენია
მაისურაძე ანა - იღუმენია. დაბ. 28 იანვარი 1946წელს. 2026 წლის 29 იანვარს მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა; სრულად ნახვა
მაისურაძე ნიკოლოზ გრიგოლის ძე მღვდელი
მაისურაძე ნიკოლოზ გრიგოლის ძე - მღვდელი. დაბ. გორი 1878-1937 წწ. სრულად ნახვა
მაისურაძე წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე)  არქიმანდრიტი
მაისურაძე წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) - არქიმანდრიტი. დაბ. ცხინვალი 1882-1957წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
მაისურაძე ექვთიმე იოსების ძე მღვდელი
მაისურაძე ექვთიმე იოსების ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. წედისი, ონი 1859-1912წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
მაისურაძე გიორგი პავლეს ძე  მღვდელი
მაისურაძე გიორგი პავლეს ძე - მღვდელი. დ.1991წ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის 2018წ დიაკვნი, შემდგომ მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე დანიელი (დავითი) თეიმურაზის ძე  იღუმენი
მაისურაძე დანიელი (დავითი) თეიმურაზის ძე - იღუმენი. დაბ. 1983წ. რუსთავი, ბიოგრაფია სრულად ნახვა
მაისურაძე დავით ოთარის ძე დეკანოზი
მაისურაძე დავით ოთარის ძე - დეკანოზი. დაბ. 24 აპრილი 1969წ.  დაბა აგარის წმ დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში ასევე არის ამ ტაძარი, წინამძღოლი სრულად ნახვა
მაისურაძე გიორგი (ზურა) რობერტის ძე მონაზონი
მაისურაძე გიორგი (ზურა) რობერტის ძე - მონაზონი. სრულად ნახვა
მაისურაძე ანთიმოზ ექვთიმეს ძე მღვდელი
მაისურაძე ანთიმოზ ექვთიმეს ძე - მღვდელი. 1888-1953წწ დაბ. სოფ. წედისი ონი სრულად ნახვა
მაისურაძე დავით - მედავითნე.
მაისურაძე გერასიმე - მღვდელი.
მაისურაძე ილარიონი გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე არტემი სამსონის ძე - მედავითნე.
მაისურაძე ანდრია - მედავითნე.
მაისურაძე ერმალოზ - მედავითნე.
მაისურაძე ალექსი - მედავითნე.
მაისურაძე ანტონი - ბერი.
მაისურაძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე ქსენია (ეთერ) - მონაზონი. 2016 წლის 19 მარტს, მონაზვნად აღკვეცა. სრულად ნახვა
მაისურაძე ლაზარე - მედავითნე. სრულად ნახვა
მაისურაძე სვიმონ ივანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე ზაქარია ივანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე იოანე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე გრიგოლი - მედავითნე. სრულად ნახვა
მაისურაძე დავითი - მედავითნე. სრულად ნახვა
მაისურაძე გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე დავით სვიმონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე იოსებ დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე მარკოზ სიმონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე პეტრე იოსების ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე რომან - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე სამსონ მარკოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე სიმონ მარკოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე ვასილ ესტატეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე სიმონ ეგნატეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მაისურაძე იონა (მამუკა) - მღვდელმონაზონი. 2009 წლის 04 ივნისს მორჩილად კურთხევა. 2009 წლის 18 აგვისტოს ბერად აღკვეცა. 2009 წლის 04 დეკემბერს ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2011 წლის 27 მარტს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.  სრულად ნახვა
მაისურაძე ამბროსი - იღუმენი. 2010 წლის 17 იანვარს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 2014 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით;  თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურს. 2020წლის 14 ივნისს აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; სრულად ნახვა
მაისურაძე ნიკოლოზი - მღვდელი. 2013 წლის 19 აგვვისტოს დიაკვნად ხელდასხმა. 2014 წლის 26 ოქტომბერს, მღვდლად ხელდასხმა. იმსახურებს: ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში. სრულად ნახვა
მაისურაძე თეოფანე (დიმიტრი) - ბერი. 2014 წლის 25 მარტს, მცირე სქემაში აღკვეცა. სრულად ნახვა
მაისურაძე დავით - დეკანოზი. 2015 წლის 26 ივლისს, დიაკვნად ხელდასხმა. 2025 წლის 27 აპრილს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; სრულად ნახვა
მაისურაძე მეთოდე - მღვდელი. გარდ. († 02.10.1827) სრულად ნახვა
მაისურაძე გრიგოლ (გიორგი) - მღვდელი. გარდ. († 06.02.1833) სრულად ნახვა
მაისურაძე ვასილ იოანეს ძე - მღვდელი. დაბ 1869წ. რეპრესირებულია; სრულად ნახვა
მაისურაძე შიო მღვდელი, "ფუსტის რაინდთა წმინდა გზა" 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყების გმირთა ნაკვალევი, ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი-ფაზისი, 2011-2012. ტ. V, ფაზისის საერო აკადემიის სამეცნიერო სესიების მასალები, გვ.222-224
მაისურაძე გიორგი მორჩილი; რუის ურბნისის ეპარქია 2020წ.

მაისურაძე გიორგი მღვდელი 2020წ. სამომავლოდ რუსთავის წმინდა გაბრიელ ბერის სახელობის ტაძარში (მშენებარე) იმსახურებს

მაისურაძე დომნა მორჩილი გორისა და ატენის ეპარქიის ატენის დედათა მონასტრი, გარდ. 2021წ. დაკრძ. სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში. 

მაისურაძე ელენე (კონსტატნტინეს ასული), სქემმონაზონი.  ელია თეზბიტელის დედათა მონასტრის წევრიმესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, 2023წ.
მაისურაძე იოანე მღვდელმონაზონი , 1923 წლის 19 აპრილი, მარტყოფის საძმო. 
მაისურაძე ქრისტინე მონაზონი, წილკნის და დუშეთის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.69

მასურიძე იოანე  1896 წლის 2 დეკემბერს ფცის მღვდელი, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.